მოდის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწარმოებლები H&M და Gap Inc აზიაში მდებარე საკუთარ ფაბრიკაში გამოძიების ჩატარებას გეგმავენ. უფლებადამცველი ჯგუფების მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, აზიაში მდებარე H&M-ისა და Gap-ის ფაბრიკის თანამშრომლები სექსუალური ძალადობისა და შევიწროვების მსხვერპლნი პერმანენტულად ხდებიან.
ბანგლდეშში, კამბოჯაში, ინდოეთში, ინდონეზიასა და შრი ლაკნაში H&M-ისა და Gap-ის 53 ფაბრიკაში 550 თანამშრომლის გამოკითხვის შედეგად, უფლებადამცველებმა აღმოაჩინეს, რომ ქალები ძალადობის ყოველდღიური რისკის ქვეშ არიან. უფლებადამცვლების განმარტებით, ამ ქალებს შურისძიებით ემუქრებიან იმ შემთხვევაში, თუ ისინი ძალადობის შესახებ განაცხადებენ. ინფორმაციას "ალჯაზირა" ავრცელებს.
უფლებაადმცველი ჯგუფები ფაბრიკებში გამოძიებასა და კვლევას რამდენიმე წლის განმავლობაში ატარებდნენ. აღნიშნული კვლევა აზიაში
დასავლურ კომპანიებზე მომუშავე ადამიანების სამუშაო პირობების შემსუბუქებას და კომპანიების იძულებას ისახავს მიზნად, გააუმჯობესონ უსაფრთხოების ნორმები საკუთარ საწარმოებში.
პროდუქცია, რომელსაც აზიაში იაფი მუშახელი კერავს, საბოლოო ჯამში, 69 ქვეყანაში მდებარე H&M-ის 4 750 მაღაზიასა და 90 ქვეყანაში მდებარე Gap-ის 3700 მაღაზიში ხვდება. განაგრძეთ კითხვა