10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გალღვა ყინული და პროცესი დაიწყო" - ოშკის გუმბათის გამაგრებით სამუშოებში ჩასართავად თურქეთში ქართველი სპეციალისტები გაემგზავრნენ
"გალღვა ყინული და პროცესი დაიწყო" - ოშკის გუმბათის გამაგრებით სამუშოებში ჩასართავად თურქეთში ქართველი სპეციალისტები გაემგზავრნენ

ის­ტო­რი­ულ ტაო-კლარ­ჯეთ­ში, ოშ­კის ტაძ­რის გუმ­ბა­თის გა­მაგ­რე­ბით სა­მუ­შო­ებ­ში ჩა­სარ­თვე­ლად ქარ­თველ სპე­ცი­ა­ლის­ტთა ჯგუ­ფი თურ­ქეთ­ში დღეს გა­ემ­გზავ­რა. ამის შე­სა­ხებ “ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნელ­მა ნი­კო­ლოზ ან­თი­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ჯგუ­ფი ოთხი წევ­რის­გან შედ­გე­ბა. კერ­ძოდ, მას­ში შე­დი­ან არ­ქი­ტექ­ტორ-რეს­ტავ­რა­ტო­რი, არ­ქე­ო­ლო­გი, ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე და კონ­სტრუქ­ტო­რი. ისი­ნი სა­მუ­შო­ებს ხვა­ლი­დან შე­უდ­გე­ბი­ან და გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი, რო­გორ გა­და­ნა­წილ­დე­ბა გუ­მაბ­თის გა­მაგ­რე­ბის­თვის შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი სა­მუ­შაო ქარ­თველ და თურქ სპე­ცი­ა­ლის­ტებს შო­რის.

„რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, გალღვა ყი­ნუ­ლი და პრო­ცე­სი და­ი­წყო. ამი­ტომ კონ­კრე­ტუ­ლი დე­ტა­ლე­ბი ჯგუ­ფის ჩა­მოს­ვლის შემ­დეგ გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი. ისი­ნი დღეს დი­ლით გა­ემ­გზავრნენ და ჯერ გზა­ში არი­ან. გუმ­ბა­თის გა­მაგ­რე­ბის პრო­ექ­ტი ჩვენ გა­და­ვაგ­ზავ­ნეთ. მა­თაც ექ­ნე­ბათ რა­ღაც შე­ნიშ­ვნე­ბი. ამი­ტომ, ამას ყვე­ლა­ფერს გა­ეც­ნო­ბი­ან და თურქ კო­ლე­გებ­თან ერ­თად ამ პრო­ცესს და­გეგ­მა­ვენ“, – გა­ნა­ცხა­და ან­თი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ეს არის პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი პრო­ცე­სის და­სა­წყე­ბად და ქარ­თველ ექ­სპერტთა ჯგუ­ფი 11 ივ­ნი­სამ­დე თურ­ქე­თი­დან უკან დაბ­რუნ­დე­ბა.

ოშ­კის გუმ­ბათ­ზე გა­მაგ­რე­ბი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი გა­სულ წელს სა­ქარ­თვე­ლო­სა და თურ­ქე­თის მთავ­რო­ბას შო­რის მიღ­წე­უ­ლი შე­თან­ხმე­ბის შე­სა­ბა­მი­სად და­ი­წყე­ბა. ამის­თვის ქარ­თულ­მა მხა­რემ თურ­ქე­თის მხა­რეს ძა­ლო­ვა­ნი ხა­რა­ჩოს პრო­ექ­ტი გა­დას­ცა.

ოშ­კის წმინ­და იო­ა­ნე ნათ­ლის­მცემ­ლის სა­ხე­ლო­ბის ტა­ძა­რი მე-10 სა­უ­კუ­ნე­შია აშე­ნე­ბუ­ლი. იგი ორ­ნა­მენ­ტე­ბის სი­უხ­ვით და ქვა­ზე კვე­თი­ლი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. ოშკი სა­მო­ნას­ტრო კომ­პლექსს წარ­მო­ად­გენ­და. ტაძ­რის გვერ­დით დღემ­დე შე­მორ­ჩე­ნი­ლია ასე­ვე სა­სუ­ლი­ე­რო აკა­დე­მი­ის ნან­გრე­ვე­ბი და სამ­ლოც­ვე­ლო.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"გალღვა ყინული და პროცესი დაიწყო" - ოშკის გუმბათის გამაგრებით სამუშოებში ჩასართავად თურქეთში ქართველი სპეციალისტები გაემგზავრნენ

"გალღვა ყინული და პროცესი დაიწყო" - ოშკის გუმბათის გამაგრებით სამუშოებში ჩასართავად თურქეთში ქართველი სპეციალისტები გაემგზავრნენ

ისტორიულ ტაო-კლარჯეთში, ოშკის ტაძრის გუმბათის გამაგრებით სამუშოებში ჩასართველად ქართველ სპეციალისტთა ჯგუფი თურქეთში დღეს გაემგზავრა. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ანთიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ჯგუფი ოთხი წევრისგან შედგება. კერძოდ, მასში შედიან არქიტექტორ-რესტავრატორი, არქეოლოგი, ხელოვნებათმცოდნე და კონსტრუქტორი. ისინი სამუშოებს ხვალიდან შეუდგებიან და გახდება ცნობილი, როგორ გადანაწილდება გუმაბთის გამაგრებისთვის შესასრულებელი სამუშაო ქართველ და თურქ სპეციალისტებს შორის.

„რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გალღვა ყინული და პროცესი დაიწყო. ამიტომ კონკრეტული დეტალები ჯგუფის ჩამოსვლის შემდეგ გახდება ცნობილი. ისინი დღეს დილით გაემგზავრნენ და ჯერ გზაში არიან. გუმბათის გამაგრების პროექტი ჩვენ გადავაგზავნეთ. მათაც ექნებათ რაღაც შენიშვნები. ამიტომ, ამას ყველაფერს გაეცნობიან და თურქ კოლეგებთან ერთად ამ პროცესს დაგეგმავენ“, – განაცხადა ანთიძემ.

მისივე თქმით, ეს არის პირველი ნაბიჯები პროცესის დასაწყებად და ქართველ ექსპერტთა ჯგუფი 11 ივნისამდე თურქეთიდან უკან დაბრუნდება.

ოშკის გუმბათზე გამაგრებითი სამუშაოები გასულ წელს საქართველოსა და თურქეთის მთავრობას შორის მიღწეული შეთანხმების შესაბამისად დაიწყება. ამისთვის ქართულმა მხარემ თურქეთის მხარეს ძალოვანი ხარაჩოს პროექტი გადასცა.

ოშკის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარი მე-10 საუკუნეშია აშენებული. იგი ორნამენტების სიუხვით და ქვაზე კვეთილი გამოსახულებებით გამოირჩევა. ოშკი სამონასტრო კომპლექსს წარმოადგენდა. ტაძრის გვერდით დღემდე შემორჩენილია ასევე სასულიერო აკადემიის ნანგრევები და სამლოცველო.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი