პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სად არის თბილისში მეწყრული პროცესების გააქტიურების რისკი - ახალი კვლევის შედეგები
სად არის თბილისში მეწყრული პროცესების გააქტიურების რისკი - ახალი კვლევის შედეგები

დე­და­მი­წის შემ­სწავ­ლელ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ინ­სტი­ტუ­ტი­სა და ეროვ­ნუ­ლი სე­ის­მუ­რი ცენ­ტრის დი­რექ­ტორ­მა თეა გო­დო­ლა­ძემ ვა­რა­ზის­ხევ­ში, ჟვა­ნი­ას ქუ­ჩის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ის კომ­პლექ­სუ­რი კვლე­ვა წარ­მო­ად­გი­ნა და გა­ნა­ცხა­და, რომ მარ­ჯვე­ნა ფერ­დზე არ­სე­ბუ­ლი გრუნ­ტი არას­ტა­ბი­ლუ­რია, მთის ფერ­დის ძირი უკვე მოჭ­რი­ლია და არ­სე­ბობს მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბის დიდი ალ­ბა­თო­ბა.

„არა­ერ­თი სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვო­ბის შემ­დეგ, როცა ყვე­ლა ვთან­ხმდე­ბით, რომ იქ მშე­ნებ­ლო­ბე­ბი სა­ში­შია, დე­ვე­ლო­პე­რე­ბის მიერ შე­ტა­ნი­ლია მო­თხოვ­ნე­ბი, რომ გა­ი­ცეს სამ­შე­ნებ­ლო ნე­ბარ­თვე­ბი. ეს იქ­ნე­ბა კა­ტას­ტრო­ფა ხე­ო­ბის­თვის. ამ დატ­ვირ­თვას ხე­ო­ბა ვერ გა­უძ­ლებს, არ შე­იძ­ლე­ბა იქ მშე­ნებ­ლო­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, მო­სახ­ლე­ო­ბა­საც, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მიმ­ღებ­საც და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­საც მახ­სოვ­რო­ბის პრობ­ლე­მა აქვს. რაც მოხ­და წარ­სულ­ში, ადა­მი­ა­ნე­ბი მარ­ტი­ვად ივი­წყე­ბენ. ვე­რეს ხე­ო­ბა­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მე­წყრის შემ­დეგ ფაქ­ტი­უ­რად, ისევ გა­ი­ცე­მა ნე­ბარ­თვე­ბი და ხალ­ხი ისევ ცდი­ლობს მდი­ნა­რის ჭა­ლა­ში აწარ­მო­ოს გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბა, რაც და­უშ­ვე­ბე­ლია ყვე­ლა სა­ერ­თა­შო­რი­სო ნორ­მით“, - გა­ნა­ცხა­და გო­დო­ლა­ძემ.

თეა გო­დო­ლა­ძემ კვლე­ვის ფარ­გლებ­ში გა­კე­თე­ბულ მო­დე­ლი­რე­ბულ ვი­დე­ო­გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა­ზეც ისა­უბ­რა და გა­ნა­ცხა­და, რომ მდი­ნა­რის ჭა­ლა­ში სამ­შე­ნებ­ლო პრო­ცე­სის გაგ­რძე­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, იმ ფონ­ზე, რომ ტე­რი­ტო­რია მე­წყერ­სა­ში­ში ზო­ნაა, წყალ­მო­ვარ­დნის გან­მე­ო­რე­ბის დროს უა­რე­სი შე­დე­გი იქ­ნე­ბა, ვიდ­რე 2 წლის წინ იყო (იხი­ლეთ მო­დე­ლი­რე­ბუ­ლი ვი­დეო სტა­ტი­ის ბო­ლოს).

ჟვა­ნი­ას ქუ­ჩა­ზე წყალ­მო­ვარ­დნის მო­დე­ლი­რე­ბის სცე­ნა­რის მი­ხედ­ვით: „კო­ლექ­ტო­რი­დან 1 კი­ლო­მეტრში ჩა­მო­წო­ლილ­მა მე­წყრულ­მა მა­სა­ლამ კო­ლექ­ტო­რის შე­გუ­ბე­ბა და­ი­წყო 6 წუთ­სა და 40 წამ­ში. შე­გუ­ბე­ბი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 5 წუთ­ში კო­ლექ­ტო­რის მი­და­მო­ე­ბი გა­ავ­სო და წყალ­მა და­ი­წყო გად­მოს­ვლა. მე­წყრის ჩა­მო­წო­ლი­დან არა­უგ­ვი­ა­ნეს 15 წუთ­ში, (და­ახ­ლო­ე­ბით 12-13 წუთ­ში), პირ­ვე­ლი­ვე კორ­პუ­სებ­თან სტი­ქი­ამ და­მან­გრე­ვე­ლი სახე მი­ი­ღო, რად­გან კორ­პუ­სე­ბის ეზო­ებ­ში და­ფიქ­სირ­და რამ­დე­ნი­მე მ/წმ სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ვი და­ახ­ლო­ე­ბით 0.5 მეტ­რი სი­მაღ­ლის წყლის ნა­კა­დი. სტი­ქი­ის და­წყე­ბი­დან 21 წუთ­ზე ცოტა მეტ დრო­ში წყალ­მო­ვარ­დნის ტალ­ღამ ჭავ­ჭა­ვა­ძის ქუ­ჩამ­დე მი­აღ­წია. 24 წუთ­ში ვე­რეს ხე­ო­ბის გზის მო­ნაკ­ვე­თი დატ­ბო­რა და რამ­დე­ნი­მე წამ­ში გმირ­თა მო­ედ­ნამ­დეც ჩა­ვი­და. წყალ­მო­ვარ­დნის ტალ­ღას დას­ჭირ­და და­ახ­ლო­ე­ბით 30 წუთი, რათა მტკვრის მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­რო­დან (ლა­გუ­ნა ვე­რეს მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ი­დან) მტკვარს შე­ერ­თე­ბო­და“.

თეა გო­დო­ლა­ძის რე­კო­მენ­და­ცი­აა, გამ­კაცრ­დეს რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი გე­ო­ტექ­ნი­კურ კვლე­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

„გა­მო­სა­ვა­ლი არის რე­გუ­ლა­ცი­ებ­ში. გე­ო­ტექ­ნი­კუ­რი კვლე­ვე­ბის ავ­ტო­რებს უნდა გა­აჩ­ნდეთ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა იმა­ზე, რა­საც აწე­რენ ხელს. უნდა მიმ­დი­ნა­რე­ობ­დეს მათი საქ­მი­ა­ნო­ბის ლი­ცენ­ზი­რე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­ქა­ნიზ­მე­ბით იმი­ტომ, რომ ნე­პო­ტიზმს აქვს ად­გი­ლი ამ სფე­რო­ში, რად­გან ყვე­ლა ყვე­ლას იც­ნობს. ერ­თმა­ნე­თის ხათ­რით არ სა­უბ­რო­ბენ მო­სა­ლოდ­ნელ პრობ­ლე­მებ­ზე. ის იმის მე­გო­ბა­რია, ის იმის ახ­ლო­ბე­ლია და ერ­თმა­ნეთს უმაგ­რე­ბენ მხარს. ხმას არა­ვინ არ იღებს და ყვე­ლა ყვე­ლა­ფერს აწერს ხელს. ასე არ შე­იძ­ლე­ბა, კა­ტას­ტრო­ფამ­დე მიგ­ვიყ­ვანს ასე გაგ­რძე­ლე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და გო­დო­ლა­ძემ.

თეა გო­დო­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ვე­რეს ხე­ო­ბა­სა და ვა­რა­ზის­ხევ­ში არ­სე­ბულ არამ­დგრად ნი­ა­დაგს საფრ­თხე შე­იძ­ლე­ბა შე­უქ­მნას წყალ­მო­ვარ­დნებ­მა და მი­წისძვრამ. მისი თქმით, ამის მა­გა­ლი­თია 2 დღის წინ აზერ­ბა­ი­ჯან­ში მომ­ხდა­რი მი­წისძვრის ბიძ­გე­ბი, რის შე­დე­გა­დაც სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის ოფი­სი და­ზი­ან­და. მი­სი­ვე თქმით, თუ თბი­ლი­სის ეპი­ცენ­ტრში 4.5 ბა­ლით გან­მე­ორ­დე­ბა მი­წისძვრა, აღ­ნიშ­ნულ პე­რი­მეტრზე ბევ­რი შე­ნო­ბა და მათ შო­რის, ომ­ბუდსმე­ნის შე­ნო­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი საფრ­თხის წი­ნა­შე შე­იძ­ლე­ბა დად­გეს.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

სად არის თბილისში მეწყრული პროცესების გააქტიურების რისკი - ახალი კვლევის შედეგები

სად არის თბილისში მეწყრული პროცესების გააქტიურების რისკი - ახალი კვლევის შედეგები

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და ეროვნული სეისმური ცენტრის დირექტორმა თეა გოდოლაძემ ვარაზისხევში, ჟვანიას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიის კომპლექსური კვლევა წარმოადგინა და განაცხადა, რომ მარჯვენა ფერდზე არსებული გრუნტი არასტაბილურია, მთის ფერდის ძირი უკვე მოჭრილია და არსებობს მეწყრული პროცესების გააქტიურების დიდი ალბათობა.

„არაერთი სამოქალაქო აქტივობის შემდეგ, როცა ყველა ვთანხმდებით, რომ იქ მშენებლობები საშიშია, დეველოპერების მიერ შეტანილია მოთხოვნები, რომ გაიცეს სამშენებლო ნებართვები. ეს იქნება კატასტროფა ხეობისთვის. ამ დატვირთვას ხეობა ვერ გაუძლებს, არ შეიძლება იქ მშენებლობა. სამწუხაროდ, მოსახლეობასაც, გადაწყვეტილების მიმღებსაც და საზოგადოებასაც მახსოვრობის პრობლემა აქვს. რაც მოხდა წარსულში, ადამიანები მარტივად ივიწყებენ. ვერეს ხეობაში განვითარებული მეწყრის შემდეგ ფაქტიურად, ისევ გაიცემა ნებართვები და ხალხი ისევ ცდილობს მდინარის ჭალაში აწარმოოს განაშენიანება, რაც დაუშვებელია ყველა საერთაშორისო ნორმით“, - განაცხადა გოდოლაძემ.

თეა გოდოლაძემ კვლევის ფარგლებში გაკეთებულ მოდელირებულ ვიდეოგამოსახულებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მდინარის ჭალაში სამშენებლო პროცესის გაგრძელების შემთხვევაში, იმ ფონზე, რომ ტერიტორია მეწყერსაშიში ზონაა, წყალმოვარდნის განმეორების დროს უარესი შედეგი იქნება, ვიდრე 2 წლის წინ იყო (იხილეთ მოდელირებული ვიდეო სტატიის ბოლოს).

ჟვანიას ქუჩაზე წყალმოვარდნის მოდელირების სცენარის მიხედვით: „კოლექტორიდან 1 კილომეტრში ჩამოწოლილმა მეწყრულმა მასალამ კოლექტორის შეგუბება დაიწყო 6 წუთსა და 40 წამში. შეგუბებიდან დაახლოებით 5 წუთში კოლექტორის მიდამოები გაავსო და წყალმა დაიწყო გადმოსვლა. მეწყრის ჩამოწოლიდან არაუგვიანეს 15 წუთში, (დაახლოებით 12-13 წუთში), პირველივე კორპუსებთან სტიქიამ დამანგრეველი სახე მიიღო, რადგან კორპუსების ეზოებში დაფიქსირდა რამდენიმე მ/წმ სიჩქარით მოძრავი დაახლოებით 0.5 მეტრი სიმაღლის წყლის ნაკადი. სტიქიის დაწყებიდან 21 წუთზე ცოტა მეტ დროში წყალმოვარდნის ტალღამ ჭავჭავაძის ქუჩამდე მიაღწია. 24 წუთში ვერეს ხეობის გზის მონაკვეთი დატბორა და რამდენიმე წამში გმირთა მოედნამდეც ჩავიდა. წყალმოვარდნის ტალღას დასჭირდა დაახლოებით 30 წუთი, რათა მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან (ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიიდან) მტკვარს შეერთებოდა“.

თეა გოდოლაძის რეკომენდაციაა, გამკაცრდეს რეგულაციები გეოტექნიკურ კვლევებთან დაკავშირებით.

„გამოსავალი არის რეგულაციებში. გეოტექნიკური კვლევების ავტორებს უნდა გააჩნდეთ პასუხისმგებლობა იმაზე, რასაც აწერენ ხელს. უნდა მიმდინარეობდეს მათი საქმიანობის ლიცენზირება საერთაშორისო მექანიზმებით იმიტომ, რომ ნეპოტიზმს აქვს ადგილი ამ სფეროში, რადგან ყველა ყველას იცნობს. ერთმანეთის ხათრით არ საუბრობენ მოსალოდნელ პრობლემებზე. ის იმის მეგობარია, ის იმის ახლობელია და ერთმანეთს უმაგრებენ მხარს. ხმას არავინ არ იღებს და ყველა ყველაფერს აწერს ხელს. ასე არ შეიძლება, კატასტროფამდე მიგვიყვანს ასე გაგრძელება“, - განაცხადა გოდოლაძემ.

თეა გოდოლაძის განცხადებით, ვერეს ხეობასა და ვარაზისხევში არსებულ არამდგრად ნიადაგს საფრთხე შეიძლება შეუქმნას წყალმოვარდნებმა და მიწისძვრამ. მისი თქმით, ამის მაგალითია 2 დღის წინ აზერბაიჯანში მომხდარი მიწისძვრის ბიძგები, რის შედეგადაც სახალხო დამცველის ოფისი დაზიანდა. მისივე თქმით, თუ თბილისის ეპიცენტრში 4.5 ბალით განმეორდება მიწისძვრა, აღნიშნულ პერიმეტრზე ბევრი შენობა და მათ შორის, ომბუდსმენის შენობა სერიოზული საფრთხის წინაშე შეიძლება დადგეს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ