საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ხელშეკრულება იდება მარჩენალსა და სარჩენს შორის და რა უნდა იცოდნენ მხარეებმა, რომ არ მოტყუვდნენ - ადვოკატის რჩევები
რა ხელშეკრულება იდება მარჩენალსა და სარჩენს შორის და რა უნდა იცოდნენ მხარეებმა, რომ არ მოტყუვდნენ - ადვოკატის რჩევები

მარ­ტო­ხე­ლა მო­ხუ­ცებს ხში­რად თა­ვის მოვ­ლა უჭირთ, პენ­სი­ის ამა­რა დარ­ჩე­ნი­ლებს წამ­ლის სა­ყიდ­ლა­დაც არ ყოფ­ნით თან­ხა და ცდი­ლო­ბენ იპო­ვონ ისე­თი კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც და­ეხ­მა­რე­ბა და შე­უქ­მნის ნორ­მა­ლურ პი­რო­ბებს. სა­ნაც­ვლოდ კი, მზად არი­ან კუთ­ვნი­ლი ქო­ნე­ბა მას­ზე მზრუნ­ველ ადა­მი­ანს და­უ­ტო­ვონ. ასეთ დროს მხა­რე­ებს შო­რის შე­თან­ხმე­ბა ხდე­ბა, თუმ­ცა ზოგ­ჯერ ერთი არ­ღვევს პი­რო­ბას და მე­ო­რეს უსა­მარ­თლო­ბას­თან ჭი­დი­ლი უწევს.

სამ­წუ­ხა­როდ, მო­ხუც­თა თავ­შე­სა­ფარ­ში გულ­გა­ტე­ხილ ადა­მი­ა­ნებს ბევ­რჯერ შევ­ხვედ­რილ­ვარ. ზოგი ნა­თე­სავ­მა მო­ა­ტყუა და ქუ­ჩა­ში და­ტო­ვა, ზოგი კი სრუ­ლი­ად უცხო ადა­მი­ანს ენდო, ბინა გა­და­უ­ფორ­მა იმ იმე­დით, რომ მას მო­უვ­ლი­და, მაგ­რამ მო­ა­ტყუ­ეს. ერთხელ მარ­ტო­ხე­ლა ქალ­მა თვალ­ცრემ­ლი­ან­მა მი­ამ­ბო თა­ვის ცხოვ­რე­ბა­ზე, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მუ­შა­ობ­და, თა­ვი­სი ბი­ნაც ჰქონ­და და მყუდ­რო გა­რე­მოც. და­უ­ო­ჯა­ხე­ბე­ლი იყო, ასაკ­ში რომ შე­ვი­და, და და დის­შვი­ლი უზ­რუნ­ველ სი­ბე­რეს დაჰ­პირ­დნენ, სა­ნაც­ვლოდ დამ ურ­ჩია ბინა მისი შვი­ლის­თვის მი­ე­ცა. ჩვენ მო­გივ­ლით, 4 ოთა­ხი­ა­ნი ბინა გვაქვს და ერ­თად ვი­ცხოვ­რებ­თო. ისიც და­თან­ხმდა. დის­შვილს ქო­ნე­ბა გა­და­უ­ფორ­მა, მალე ბინა გა­ყი­დეს, მო­ხუ­ცი დე­ი­და თა­ვი­ანთ სახ­ლში წა­იყ­ვა­ნეს, მო­ხუ­ცის ავე­ჯი კი სარ­დაფ­ში შე­ყა­რეს. ცოტა ხანი ცხოვ­რობ­და დის­შვი­ლის ბი­ნა­ში. ბო­ლოს დამ უთხრა, ბევ­რნი ვართ და აქ ად­გი­ლი აღარ არი­სო. არ უც­დია მათ­თან ჭი­დი­ლი, შეკ­რა თა­ვი­სი ტან­საც­მე­ლი და სახ­ლი­დან წა­ვი­და... ბო­ლოს მო­ხუც­თა თავ­შე­სა­ფარ­ში და­ი­დო ბინა და იქ გა­ა­ტა­რა ცხოვ­რე­ბის უკა­ნას­კნე­ლი წლე­ბი, ვერ ეგუ­ე­ბო­და, ოჯა­ხის წევ­რებ­მა რომ მო­ა­ტყუ­ეს. რო­გორც გა­ვი­გე, თავ­შე­სა­ფარ­ში გარ­და­იც­ვა­ლა...

სამ­წუ­ხა­როდ, ხში­რია ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი, როცა კა­ნო­ნის უცო­დინ­რო­ბის გამო მო­ხუ­ცე­ბი მო­ტყუ­ე­ბუ­ლე­ბი ქუ­ჩა­ში რჩე­ბი­ან. ზოგ­ჯერ პი­რი­ქი­თაც ხდე­ბა, მარ­ჩე­ნა­ლი ზა­რალ­დე­ბა, რად­გან სარ­ჩე­ნი უკ­მა­ყო­ფი­ლოა გა­წე­უ­ლი ხარ­ჯე­ბით და ქო­ნე­ბის მი­ცე­მა­ზე უარს ამ­ბობს. მარ­ჩე­ნალს კი სი­მარ­თლის დად­გე­ნა უჭირს. ბევ­რმა არ იცის, რომ ასე­თი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი კა­ნო­ნით რე­გუ­ლირ­დე­ბა და ამ გა­რი­გე­ბას სა­მი­დღე­შიო რჩე­ნის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ქვია. ეს კა­ნო­ნი წლე­ბია მოქ­მე­დებს. ერთ მხა­რეს მარ­ჩე­ნა­ლია, მე­ო­რე მხა­რეს - სარ­ჩე­ნი.

ად­ვო­კატ ცი­ცი­ნო ცხვე­დი­ანს ხში­რად უწევს ასეთ და­ვებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ამ­ბობს, თუ გა­რი­გე­ბა არას­წო­რად შედ­გა, სა­სა­მარ­თლო­შიც ძნე­ლია სი­მარ­თლე და­ამ­ტკი­ცო. კა­ნო­ნის უცო­დინ­რო­ბით რომ არ და­ზა­რალ­დეთ და პრობ­ლე­მე­ბის წი­ნა­შე არ აღ­მოჩ­ნდეთ, გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ იუ­რის­ტის რჩე­ვე­ბი.

- ბევ­რმა ადა­მი­ან­მა არ იცის ამ კა­ნო­ნის არ­სე­ბო­ბა, სწო­რედ ამის გამო ადა­მი­ა­ნე­ბი სხვა­დას­ხვა გზას მი­მარ­თა­ვენ. ზოგ­ჯერ ასე­თი გა­რი­გე­ბის დროს ან­დერ­ძი იწე­რე­ბა, ამას სარ­ჩე­ნი წერს და ან­დერ­ძში უთი­თებს, რომ მისი სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ მისი ქო­ნე­ბა უნდა დარ­ჩეს მარ­ჩე­ნალს, მაგ­რამ ხში­რად ეს პი­რო­ბა არ სრულ­დე­ბა. შე­თან­ხმე­ბის დარ­ღვე­ვის მი­ზე­ზი სხვა­დას­ხვაა. უმე­ტე­სად სარ­ჩე­ნი ამ­ბობს, რომ მარ­ჩე­ნალ­მა ვერ შე­ას­რუ­ლა მის­თვის მი­ცე­მუ­ლი პი­რო­ბა, ამი­ტომ უარს ამ­ბობს ქო­ნე­ბის ჩუ­ქე­ბა­ზე. შე­იძ­ლე­ბა ასეთ დროს მან ან­დერ­ძიც გა­ა­უქ­მოს და მარ­ჩე­ნალს შერ­ჩეს და­ხარ­ჯუ­ლი თან­ხე­ბი. სარ­ჩენს ნე­ბის­მი­ერ დროს შე­უძ­ლია გა­ა­უქ­მოს ან­დერ­ძი. ძა­ლი­ან ხში­რად არის ზე­პი­რი მო­რი­გე­ბა მხა­რე­ებს შო­რის, მერე მი­დის დავა. ბევ­რი არ არის გათ­ვით­ცნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი თა­ვის უფ­ლე­ბებ­ში და არ იცის, რომ უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის დათ­მო­ბა არ შე­იძ­ლე­ბა ზე­პირ­სი­ტყვი­ე­რად. არის ისე­თი შემ­თხვე­ვე­ბიც, როცა სარ­ჩე­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ მარ­ჩე­ნა­ლი აღ­მო­ა­ჩენს, რომ ბი­ნას ვე­რა­ნა­ი­რად ვერ გა­ი­ფორ­მებს, რად­გან მათ შო­რის მხო­ლოდ ზე­პი­რი გა­რი­გე­ბა იყო.

- ასეთ დროს ის საქ­მეს ვერ მო­ი­გებს?

- ვე­რა­ნა­ი­რად ვერ მო­ი­გებს. არის შემ­თხვე­ვე­ბი, როცა მხა­რე­ებს გო­ნი­ათ, რომ ყვე­ლა­ფე­რი წეს­რიგ­შია, და­წე­რი­ლია ან­დერ­ძი და ამ ან­დერ­ძით ქო­ნე­ბა მისი სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ ეკუთ­ვნის მარ­ჩე­ნალს. მარ­ჩე­ნალს თავი და­ცუ­ლი გო­ნია, მაგ­რამ როცა გარ­და­იც­ვლე­ბა ადა­მი­ა­ნი, მერე გა­მოჩ­ნდე­ბი­ან მემ­კვიდ­რე­ე­ბი და ისი­ნი ითხო­ვენ თა­ვი­ანთ წი­ლებს. ასეთ დროს იმის მი­უ­ხე­და­ვად, მის მშო­ბელს უნ­დო­და თუ არა ქო­ნე­ბა შვი­ლის­თვის და­ე­ტო­ვე­ბი­ნა და წე­რია თუ არა რამე ან­დერ­ძში, პირ­ვე­ლი რი­გის მემ­კვიდ­რე­ებს უფ­ლე­ბა აქვთ მი­ი­ღონ თა­ვი­ან­თი წილი. პირ­ველ რიგ­ში სა­ვალ­დე­ბუ­ლო წილს ისი­ნი მი­ი­ღე­ბენ და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ შე­უძ­ლია მარ­ჩე­ნალ­მა იბ­რძო­ლოს თა­ვი­სი გა­წე­უ­ლი ხარ­ჯე­ბის ამო­ღე­ბა­ზე და შე­იძ­ლე­ბა ვერ აი­ღოს სა­ერ­თოდ ის თან­ხა, რაც წლე­ბის მან­ძილ­ზე მის მოვ­ლა­ში და­ხარ­ჯა.

- თუ მარ­ტო­ხე­ლას უვ­ლის, მა­შინ ხომ ვე­რა­ვინ შე­ე­და­ვე­ბა მარ­ჩე­ნალს?

- კა­ნო­ნი მე­ხუ­თე რი­გის მემ­კვიდ­რე­ებ­საც ით­ვა­ლის­წი­ნებს. თუკი გარ­დაც­ვლილს შვი­ლე­ბი არ ყავს, მის ბი­ძაშ­ვილს, მა­მი­დაშ­ვილ­საც შე­უძ­ლია მის ქო­ნე­ბა­ზე პრე­ტენ­ზია ჰქონ­დეს. ასეთ დროს მომ­ვლელს მხო­ლოდ შე­უძ­ლია გა­წე­უ­ლი ხარ­ჯე­ბი მო­ი­თხო­ვოს. ამი­ტომ ვურ­ჩევ ყვე­ლას, ვინც ასეთ ურ­თი­ერ­თო­ბას ფაქ­ტობ­რი­ვად აფორ­მებს, ის იუ­რი­დი­უ­ლა­დაც გა­მარ­თუ­ლად გა­ა­ფორ­მოს, რომ შემ­დეგ წა­გე­ბუ­ლი არ დარ­ჩეს. ასე­თი შემ­თხვე­ვა მახ­სოვს. ერთი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ქი­რით ცხოვ­რობ­და, უვ­ლი­და მე­ზო­ბელ მო­ხუცს იმ იმე­დით, რომ ბინა მას დარ­ჩე­ბო­და. ან­დერ­ძი და­წე­რა მო­ხუც­მა, მაგ­რამ მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ აღ­მოჩ­ნდა, რომ ბინა მო­ხუ­ცის სა­ხელ­ზე სა­ერ­თოდ არ იყო გა­ფორ­მე­ბუ­ლი და ბინა გარ­დაც­ვლი­ლის ახ­ლობ­ლის სა­ხელ­ზე იყო. თურ­მე, მო­ხუცს რა­ღაც მი­ზე­ზით გა­უ­ყი­და ნა­თე­სავ­მა ბინა, მერე პა­ტა­რა ბინა უყი­და და იქ გად­მო­იყ­ვა­ნა, მაგ­რამ მო­ა­ტყუა და ბინა თა­ვის სა­ხელ­ზე გა­ი­ფორ­მა ისე, რომ ეს სა­ერ­თოდ არ იცო­და მო­ხუც­მა. მარ­ჩე­ნა­ლი მის სი­ცო­ცხლე­ში არ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლა ამ სა­კი­თხით და სა­ბო­ლო­ოდ და­ხარ­ჯუ­ლი თან­ხე­ბიც ვერ და­იბ­რუ­ნა. ასეთ დროს არა­ნა­ი­რი მე­ქა­ნიზ­მი არ არ­სე­ბობს.

- ასე­თი გა­რი­გე­ბის მსურ­ვე­ლებს რას ურ­ჩევთ?

- ყვე­ლას ვურ­ჩევ გა­ა­ფორ­მოს სა­მის­დღე­შიო რჩე­ნის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, იქ გა­წე­რი­ლია მხა­რე­ე­ბის უფ­ლე­ბე­ბი. ასეთ დროს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა წე­რი­ლო­ბით იდე­ბა და აუ­ცი­ლე­ბე­ლია სა­ნო­ტა­რო წე­სით და­მოწ­მდეს და შემ­დეგ სა­ჯა­რო რე­ესტრში გა­ტარ­დეს. სა­მის­დღე­შიო რჩე­ნის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით მარ­ჩე­ნა­ლი მო­ვა­ლეა გა­და­უ­ხა­დოს სა­მის­დღე­შიო სარ­ჩო სარ­ჩენს მთე­ლი სი­ცო­ცხლის მან­ძილ­ზე. სა­მის­დღე­შიო სარ­ჩოს ოდე­ნო­ბა და გა­დახ­დის ვა­დე­ბი დგინ­დე­ბა მხა­რე­თა შე­თან­ხმე­ბით. სა­მის­დღე­შიო სარ­ჩო შე­იძ­ლე­ბა დად­გინ­დეს ფუ­ლა­დი ან ნა­ტუ­რა­ლუ­რი სა­ხით (ბი­ნით, კვე­ბით, მოვ­ლით და სხვა აუ­ცი­ლე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბით). ნა­ტუ­რა­ლუ­რი სარ­ჩოს გა­დახ­დის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში მხა­რე­ებს შე­უძ­ლი­ათ გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ ნა­ტუ­რა­ლუ­რი სარ­ჩოს შეც­ვლა ფუ­ლით. როცა სარ­ჩე­ნი მარ­ჩე­ნალს გა­დას­ცემს უძ­რავ ქო­ნე­ბას, მა­შინ მო­თხოვ­ნის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად მას აქვს იპო­თე­კის უფ­ლე­ბა ამ ქო­ნე­ბა­ზე.

სარ­ჩე­ნის სი­ცო­ცხლე­ში მარ­ჩე­ნალს უფ­ლე­ბა არა აქვს გა­ას­ხვი­სოს, და­ა­გი­რა­ოს ან სხვაგ­ვა­რად დატ­ვირ­თოს გა­და­ცე­მუ­ლი ქო­ნე­ბა სარ­ჩე­ნის წე­რი­ლო­ბი­თი თან­ხმო­ბის გა­რე­შე. მარ­ჩე­ნა­ლის ვა­ლე­ბის გამო გა­დახ­დე­ვი­ნე­ბის მიქ­ცე­ვა ამ ქო­ნე­ბა­ზე და­უშ­ვე­ბე­ლია. თუ მარ­ჩე­ნა­ლი გარ­და­იც­ვა­ლა, რჩე­ნის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა გა­და­დის მის იმ მემ­კვიდ­რე­ებ­ზე, რომ­ლებ­მაც მი­ი­ღეს გა­და­ცე­მუ­ლი ქო­ნე­ბა. მემ­კვიდ­რე­ე­ბი თუ უარს იტყვი­ან აღე­ბულ ვალ­დე­ბუ­ლე­ბა­ზე, მა­შინ ეს ქო­ნე­ბა უბ­რუნ­დე­ბა სარ­ჩენს. ამ დროს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა წყდე­ბა. სა­მის­დღე­შიო რჩე­ნის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბის წარ­მო­შო­ბის, ცვლი­ლე­ბის და შე­წყვე­ტის რე­გის­ტრა­ცი­ი­სათ­ვის, და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­მა პირ­მა (მარ­ჩე­ნალ­მა ან სარ­ჩენ­მა) უნდა მი­მარ­თოს სა­ჯა­რო რე­ესტრის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ტე­რი­ტო­რი­ულ სამ­სა­ხურს, იუს­ტი­ცი­ის სახ­ლს, ნო­ტა­რი­უსს ან სხვა ავ­ტო­რი­ზე­ბულ პირს.

- რა უნდა იყოს გა­წე­რი­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში?

- ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში კონ­კრე­ტუ­ლად უნდა იყოს გა­წე­რი­ლი მხა­რე­თა ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი და მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი. ტრა­ფა­რე­ტულ ფორ­მა­ში, რო­მე­ლიც ყვე­ლა ნო­ტა­რი­უსს აქვს, წე­რია, რომ მარ­ჩე­ნა­ლი ვალ­დე­ბუ­ლია მო­აგ­ვა­როს და გა­უ­წი­ოს სარ­ჩენს კვე­ბის­თვის, მკურ­ნა­ლო­ბის­თვის გა­წე­უ­ლი ხარ­ჯე­ბი და ა.შ. ეს არ არის საკ­მა­რი­სი, რად­გან შე­საძ­ლოა სარ­ჩენ­მა მოგ­ვი­ა­ნე­ბით ამ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­წყვე­ტა მო­ინ­დო­მოს და თქვას, რომ მას არ აკ­მა­ყო­ფი­ლებს გა­წე­უ­ლი დახ­მა­რე­ბა. ასეთ დროს მარ­ჩე­ნალს სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა ექ­მნე­ბა იმის და­სამ­ტკი­ცებ­ლად, რომ მის მიერ გა­წე­უ­ლი დახ­მა­რე­ბა საკ­მა­რი­სი იყო სარ­ჩე­ნის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად. უმე­ტე­სად ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის შე­წყვე­ტის სურ­ვი­ლი სარ­ჩენს აქვს. ბევ­რი შემ­თხვე­ვა მქო­ნია, როცა არ­სე­ბობ­და სა­ნო­ტა­რო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, მაგ­რამ არ იყო კონ­კრე­ტუ­ლად მი­თი­თე­ბუ­ლი თუ რა იგუ­ლის­ხმე­ბო­და სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა­სა და საკ­ვე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­ში. მარ­ჩე­ნა­ლი აცხა­დებ­და, რომ სარ­ჩე­ნი ისეთ რა­მე­ებს ითხოვ­და, რომ უკვე აღარ ღირ­და ამ ბი­ნის სა­ფა­სუ­რად მას­ზე ეზ­რუ­ნა.

ასე­ვე მქონ­და რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვა, როცა სარ­ჩენს თით­ქმის არ ჰქონ­და პრე­ტენ­ზია მარ­ჩე­ნა­ლის მი­მართ, მაგ­რამ მას გა­მო­უჩ­ნდა სხვა პი­როვ­ნე­ბა, რო­მე­ლიც უკე­თეს პი­რო­ბებს და­პირ­და და ამი­ტომ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის მოშ­ლა მო­ი­თხო­ვა. ასეთ დროს სა­სა­მარ­თლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას იმის მი­ხედ­ვით იღებს თუ რო­გორ და­ამ­ტკი­ცე­ბენ მხა­რე­ე­ბი თა­ვი­ანთ პო­ზი­ცი­ებს. თუკი სარ­ჩე­ნი და­ამ­ტკი­ცებს, რომ მარ­ჩე­ნა­ლი ვერ უზ­რუნ­ველ­ყოფს მის პი­რო­ბებს, მა­შინ ხელშკრუ­ლე­ბა უქ­მდე­ბა და ბინა უბ­რუნ­დე­ბა მე­პატ­რო­ნეს, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში ფაქ­ტობ­რი­ვად, სარ­ჩე­ნი არა­ფერს აგებს. კა­ნონ­ში პირ­და­პირ წე­რია, მარ­ჩე­ნალს არ უნა­ზღა­ურ­დე­ბა ხარ­ჯე­ბი, თუკი ეს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში მი­თი­თე­ბუ­ლი არ არის, ანუ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ავ­ტო­მა­ტუ­რად არ მო­ი­ცავს იმ პი­რო­ბას, რომ მისი შე­წყვე­ტის შემ­თხვე­ვა­ში ხარ­ჯი უნდა და­უბ­რუნ­დეს მარ­ჩე­ნალს.

- მსგავ­სი პრობ­ლე­მე­ბი რომ აი­ცი­ლონ თა­ვი­დან, მა­შინ რა უნდა ქნან?

- ვურ­ჩევ მარ­ჩე­ნალს, გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში დე­ტა­ლუ­რად ჩა­დოს თა­ვი­სი პი­რო­ბე­ბი, რომ მოშ­ლის შემ­თხვე­ვა­ში ხარ­ჯე­ბის ანა­ზღა­უ­რე­ბის უფ­ლე­ბა ჰქონ­დეს. ორი­ვე მხა­რის უფ­ლე­ბა და­ცუ­ლი რომ იყოს, სა­სურ­ვე­ლია ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი დე­ტა­ლუ­რად იყოს გა­წე­რი­ლი, უნდა ჩა­ი­წე­როს, რომ დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში მარ­ჩე­ნალს აუ­ნა­ზღა­ურ­დე­ბა გა­წე­უ­ლი ხარ­ჯე­ბი. ასეთ დრო­საც უნდა და­ამ­ტკი­ცოს მარ­ჩე­ნალ­მა თუ რა ხარ­ჯე­ბი გას­წია. თით­ქმის იშ­ვი­ა­თად შემ­ხვედ­რია ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, რო­მელ­შიც ყვე­ლა ნორ­მა და­ცუ­ლია, ამი­ტომ ვურ­ჩევ ყვე­ლას, თა­ვი­დან­ვე იზ­რუ­ნოს თა­ვი­ან­თი უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა­ზე. ნო­ტა­რი­უსს და­მა­ტე­ბით უნდა ჩა­ა­წე­რი­ნონ ის ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი, რაც სურს, რომ იყოს გა­წე­რი­ლი. ხში­რად მხა­რე­ე­ბი ამას არ უკ­ვირ­დე­ბი­ან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის დროს და როცა ფაქ­ტის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნდე­ბი­ან, ხვდე­ბი­ან, რომ ისე არ არის საქ­მე, რო­გორც ეგო­ნათ.

- თუ ვთქვათ ყვე­ლა­ფე­რი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით გა­წე­რი­ლია, კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად გა­ფორმ­და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა და მა­ინც სარ­ჩე­ნი ამ­ბობს, რომ მარ­ჩე­ნა­ლი მას­ზე სა­თა­ნა­დოდ არ ზრუ­ნავს, ასეთ დროს მარ­ჩე­ნალ­მა თა­ვი­სი სი­მარ­თლე რო­გორ უნდა და­ამ­ტკი­ცოს?

- კა­ნო­ნი არ ითხოვს, რომ მხა­რემ აგ­რო­ვოს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, ეს მისი უფ­ლე­ბაა, თუკი ის ფიქ­რობს, რომ მო­მა­ვალ­ში შე­საძ­ლოა პრობ­ლე­მე­ბი გა­მოჩ­ნდეს, შე­იძ­ლე­ბა შე­აგ­რო­ვოს ქვით­რე­ბი, დო­კუ­მენ­ტე­ბი. მი­ნა­ხავს ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ჩა­მო­წე­რი­ლი ჰქონ­და ყვე­ლა­ფე­რი, რა ხარ­ჯე­ბი გას­წია და ამ გზით თა­ვი­სი სი­მარ­თლე და­ამ­ტკი­ცა. არა­და სარ­ჩე­ნი ამ­ბობ­და, რომ მას არ უვ­ლიდ­ნენ. ეს იშ­ვი­ა­თი გა­მო­ნაკ­ლი­სია. ყო­ველ­თვის ჯო­ბია თა­და­რი­გი და­ი­ჭი­რონ და მო­აგ­რო­ვინ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, თუმ­ცა ამას კა­ნო­ნი არ ითხოვს..

- ყიდ­ვა-გა­ყიდ­ვა თუ გა­ფორმ­და, ფაქ­ტობ­რი­ვად, ქო­ნე­ბას კარ­გავს სარ­ჩე­ნი?

- ასე­თი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა არ უნდა გა­ა­ფორ­მონ. როცა ასე­თი დავა სა­სა­მარ­თლომ­დე მი­დის, მხა­რემ უნდა და­ა­სა­ბუ­თოს, რომ არა უბ­რა­ლო ყიდ­ვა-გა­ყიდ­ვა მოხ­და, არა­მედ იყო სხვა შე­თან­ხმე­ბა. თუკი სა­სა­მარ­თლო მი­ვი­და იმ დას­კვნამ­დე, რომ ეს იყო სა­მის­დღე­შიო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა და არა უბ­რა­ლოდ ყიდ­ვა-გა­ყიდ­ვა, მას შე­უძ­ლია გა­ა­უქ­მოს ეს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, მაგ­რამ ამის დამ­ტკი­ცე­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლია და იშ­ვი­ა­თად მი­ნა­ხავს ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

ავ­ტო­რი: თეა ხურ­ცი­ლა­ვა

რა ხელშეკრულება იდება მარჩენალსა და სარჩენს შორის და რა უნდა იცოდნენ მხარეებმა, რომ არ მოტყუვდნენ - ადვოკატის რჩევები

რა ხელშეკრულება იდება მარჩენალსა და სარჩენს შორის და რა უნდა იცოდნენ მხარეებმა, რომ არ მოტყუვდნენ - ადვოკატის რჩევები

მარტოხელა მოხუცებს ხშირად თავის მოვლა უჭირთ, პენსიის ამარა დარჩენილებს წამლის საყიდლადაც არ ყოფნით თანხა და ცდილობენ იპოვონ ისეთი კეთილსინდისიერი ადამიანი, რომელიც დაეხმარება და შეუქმნის ნორმალურ პირობებს. სანაცვლოდ კი, მზად არიან კუთვნილი ქონება მასზე მზრუნველ ადამიანს დაუტოვონ. ასეთ დროს მხარეებს შორის შეთანხმება ხდება, თუმცა ზოგჯერ ერთი არღვევს პირობას და მეორეს უსამართლობასთან ჭიდილი უწევს.

სამწუხაროდ, მოხუცთა თავშესაფარში გულგატეხილ ადამიანებს ბევრჯერ შევხვედრილვარ. ზოგი ნათესავმა მოატყუა და ქუჩაში დატოვა, ზოგი კი სრულიად უცხო ადამიანს ენდო, ბინა გადაუფორმა იმ იმედით, რომ მას მოუვლიდა, მაგრამ მოატყუეს. ერთხელ მარტოხელა ქალმა თვალცრემლიანმა მიამბო თავის ცხოვრებაზე, მთელი ცხოვრება საავადმყოფოში მუშაობდა, თავისი ბინაც ჰქონდა და მყუდრო გარემოც. დაუოჯახებელი იყო, ასაკში რომ შევიდა, და და დისშვილი უზრუნველ სიბერეს დაჰპირდნენ, სანაცვლოდ დამ ურჩია ბინა მისი შვილისთვის მიეცა. ჩვენ მოგივლით, 4 ოთახიანი ბინა გვაქვს და ერთად ვიცხოვრებთო. ისიც დათანხმდა. დისშვილს ქონება გადაუფორმა, მალე ბინა გაყიდეს, მოხუცი დეიდა თავიანთ სახლში წაიყვანეს, მოხუცის ავეჯი კი სარდაფში შეყარეს. ცოტა ხანი ცხოვრობდა დისშვილის ბინაში. ბოლოს დამ უთხრა, ბევრნი ვართ და აქ ადგილი აღარ არისო. არ უცდია მათთან ჭიდილი, შეკრა თავისი ტანსაცმელი და სახლიდან წავიდა... ბოლოს მოხუცთა თავშესაფარში დაიდო ბინა და იქ გაატარა ცხოვრების უკანასკნელი წლები, ვერ ეგუებოდა, ოჯახის წევრებმა რომ მოატყუეს. როგორც გავიგე, თავშესაფარში გარდაიცვალა...

სამწუხაროდ, ხშირია ასეთი შემთხვევები, როცა კანონის უცოდინრობის გამო მოხუცები მოტყუებულები ქუჩაში რჩებიან. ზოგჯერ პირიქითაც ხდება, მარჩენალი ზარალდება, რადგან სარჩენი უკმაყოფილოა გაწეული ხარჯებით და ქონების მიცემაზე უარს ამბობს. მარჩენალს კი სიმართლის დადგენა უჭირს. ბევრმა არ იცის, რომ ასეთი ურთიერთობები კანონით რეგულირდება და ამ გარიგებას სამიდღეშიო რჩენის ხელშეკრულება ქვია. ეს კანონი წლებია მოქმედებს. ერთ მხარეს მარჩენალია, მეორე მხარეს - სარჩენი.

ადვოკატ ციცინო ცხვედიანს ხშირად უწევს ასეთ დავებში მონაწილეობა. ამბობს, თუ გარიგება არასწორად შედგა, სასამართლოშიც ძნელია სიმართლე დაამტკიცო. კანონის უცოდინრობით რომ არ დაზარალდეთ და პრობლემების წინაშე არ აღმოჩნდეთ, გაითვალისწინეთ იურისტის რჩევები.

- ბევრმა ადამიანმა არ იცის ამ კანონის არსებობა, სწორედ ამის გამო ადამიანები სხვადასხვა გზას მიმართავენ. ზოგჯერ ასეთი გარიგების დროს ანდერძი იწერება, ამას სარჩენი წერს და ანდერძში უთითებს, რომ მისი სიკვდილის შემდეგ მისი ქონება უნდა დარჩეს მარჩენალს, მაგრამ ხშირად ეს პირობა არ სრულდება. შეთანხმების დარღვევის მიზეზი სხვადასხვაა. უმეტესად სარჩენი ამბობს, რომ მარჩენალმა ვერ შეასრულა მისთვის მიცემული პირობა, ამიტომ უარს ამბობს ქონების ჩუქებაზე. შეიძლება ასეთ დროს მან ანდერძიც გააუქმოს და მარჩენალს შერჩეს დახარჯული თანხები. სარჩენს ნებისმიერ დროს შეუძლია გააუქმოს ანდერძი. ძალიან ხშირად არის ზეპირი მორიგება მხარეებს შორის, მერე მიდის დავა. ბევრი არ არის გათვითცნობიერებული თავის უფლებებში და არ იცის, რომ უძრავი ქონების დათმობა არ შეიძლება ზეპირსიტყვიერად. არის ისეთი შემთხვევებიც, როცა სარჩენის გარდაცვალების შემდეგ მარჩენალი აღმოაჩენს, რომ ბინას ვერანაირად ვერ გაიფორმებს, რადგან მათ შორის მხოლოდ ზეპირი გარიგება იყო.

- ასეთ დროს ის საქმეს ვერ მოიგებს?

- ვერანაირად ვერ მოიგებს. არის შემთხვევები, როცა მხარეებს გონიათ, რომ ყველაფერი წესრიგშია, დაწერილია ანდერძი და ამ ანდერძით ქონება მისი სიკვდილის შემდეგ ეკუთვნის მარჩენალს. მარჩენალს თავი დაცული გონია, მაგრამ როცა გარდაიცვლება ადამიანი, მერე გამოჩნდებიან მემკვიდრეები და ისინი ითხოვენ თავიანთ წილებს. ასეთ დროს იმის მიუხედავად, მის მშობელს უნდოდა თუ არა ქონება შვილისთვის დაეტოვებინა და წერია თუ არა რამე ანდერძში, პირველი რიგის მემკვიდრეებს უფლება აქვთ მიიღონ თავიანთი წილი. პირველ რიგში სავალდებულო წილს ისინი მიიღებენ და მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლია მარჩენალმა იბრძოლოს თავისი გაწეული ხარჯების ამოღებაზე და შეიძლება ვერ აიღოს საერთოდ ის თანხა, რაც წლების მანძილზე მის მოვლაში დახარჯა.

- თუ მარტოხელას უვლის, მაშინ ხომ ვერავინ შეედავება მარჩენალს?

- კანონი მეხუთე რიგის მემკვიდრეებსაც ითვალისწინებს. თუკი გარდაცვლილს შვილები არ ყავს, მის ბიძაშვილს, მამიდაშვილსაც შეუძლია მის ქონებაზე პრეტენზია ჰქონდეს. ასეთ დროს მომვლელს მხოლოდ შეუძლია გაწეული ხარჯები მოითხოვოს. ამიტომ ვურჩევ ყველას, ვინც ასეთ ურთიერთობას ფაქტობრივად აფორმებს, ის იურიდიულადაც გამართულად გააფორმოს, რომ შემდეგ წაგებული არ დარჩეს. ასეთი შემთხვევა მახსოვს. ერთი ადამიანი, რომელიც ქირით ცხოვრობდა, უვლიდა მეზობელ მოხუცს იმ იმედით, რომ ბინა მას დარჩებოდა. ანდერძი დაწერა მოხუცმა, მაგრამ მისი გარდაცვალების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ბინა მოხუცის სახელზე საერთოდ არ იყო გაფორმებული და ბინა გარდაცვლილის ახლობლის სახელზე იყო. თურმე, მოხუცს რაღაც მიზეზით გაუყიდა ნათესავმა ბინა, მერე პატარა ბინა უყიდა და იქ გადმოიყვანა, მაგრამ მოატყუა და ბინა თავის სახელზე გაიფორმა ისე, რომ ეს საერთოდ არ იცოდა მოხუცმა. მარჩენალი მის სიცოცხლეში არ დაინტერესებულა ამ საკითხით და საბოლოოდ დახარჯული თანხებიც ვერ დაიბრუნა. ასეთ დროს არანაირი მექანიზმი არ არსებობს.

- ასეთი გარიგების მსურველებს რას ურჩევთ?

- ყველას ვურჩევ გააფორმოს სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება, იქ გაწერილია მხარეების უფლებები. ასეთ დროს ხელშეკრულება წერილობით იდება და აუცილებელია სანოტარო წესით დამოწმდეს და შემდეგ საჯარო რეესტრში გატარდეს. სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებით მარჩენალი მოვალეა გადაუხადოს სამისდღეშიო სარჩო სარჩენს მთელი სიცოცხლის მანძილზე. სამისდღეშიო სარჩოს ოდენობა და გადახდის ვადები დგინდება მხარეთა შეთანხმებით. სამისდღეშიო სარჩო შეიძლება დადგინდეს ფულადი ან ნატურალური სახით (ბინით, კვებით, მოვლით და სხვა აუცილებელი დახმარებით). ნატურალური სარჩოს გადახდის ხელშეკრულებაში მხარეებს შეუძლიათ გაითვალისწინონ ნატურალური სარჩოს შეცვლა ფულით. როცა სარჩენი მარჩენალს გადასცემს უძრავ ქონებას, მაშინ მოთხოვნის უზრუნველსაყოფად მას აქვს იპოთეკის უფლება ამ ქონებაზე.

სარჩენის სიცოცხლეში მარჩენალს უფლება არა აქვს გაასხვისოს, დააგირაოს ან სხვაგვარად დატვირთოს გადაცემული ქონება სარჩენის წერილობითი თანხმობის გარეშე. მარჩენალის ვალების გამო გადახდევინების მიქცევა ამ ქონებაზე დაუშვებელია. თუ მარჩენალი გარდაიცვალა, რჩენის ვალდებულება გადადის მის იმ მემკვიდრეებზე, რომლებმაც მიიღეს გადაცემული ქონება. მემკვიდრეები თუ უარს იტყვიან აღებულ ვალდებულებაზე, მაშინ ეს ქონება უბრუნდება სარჩენს. ამ დროს ხელშეკრულება წყდება. სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრების უფლების წარმოშობის, ცვლილების და შეწყვეტის რეგისტრაციისათვის, დაინტერესებულმა პირმა (მარჩენალმა ან სარჩენმა) უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს, იუსტიციის სახლს, ნოტარიუსს ან სხვა ავტორიზებულ პირს.

- რა უნდა იყოს გაწერილი ხელშეკრულებაში?

- ხელშეკრულებაში კონკრეტულად უნდა იყოს გაწერილი მხარეთა ვალდებულებები და მოვალეობები. ტრაფარეტულ ფორმაში, რომელიც ყველა ნოტარიუსს აქვს, წერია, რომ მარჩენალი ვალდებულია მოაგვაროს და გაუწიოს სარჩენს კვებისთვის, მკურნალობისთვის გაწეული ხარჯები და ა.შ. ეს არ არის საკმარისი, რადგან შესაძლოა სარჩენმა მოგვიანებით ამ ხელშეკრულების გაწყვეტა მოინდომოს და თქვას, რომ მას არ აკმაყოფილებს გაწეული დახმარება. ასეთ დროს მარჩენალს სერიოზული პრობლემა ექმნება იმის დასამტკიცებლად, რომ მის მიერ გაწეული დახმარება საკმარისი იყო სარჩენის უზრუნველსაყოფად. უმეტესად ხელშეკრულების შეწყვეტის სურვილი სარჩენს აქვს. ბევრი შემთხვევა მქონია, როცა არსებობდა სანოტარო ხელშეკრულება, მაგრამ არ იყო კონკრეტულად მითითებული თუ რა იგულისხმებოდა სამედიცინო დახმარებასა და საკვებით უზრუნველყოფაში. მარჩენალი აცხადებდა, რომ სარჩენი ისეთ რამეებს ითხოვდა, რომ უკვე აღარ ღირდა ამ ბინის საფასურად მასზე ეზრუნა.

ასევე მქონდა რამდენიმე შემთხვევა, როცა სარჩენს თითქმის არ ჰქონდა პრეტენზია მარჩენალის მიმართ, მაგრამ მას გამოუჩნდა სხვა პიროვნება, რომელიც უკეთეს პირობებს დაპირდა და ამიტომ ხელშეკრულების მოშლა მოითხოვა. ასეთ დროს სასამართლო გადაწყვეტილებას იმის მიხედვით იღებს თუ როგორ დაამტკიცებენ მხარეები თავიანთ პოზიციებს. თუკი სარჩენი დაამტკიცებს, რომ მარჩენალი ვერ უზრუნველყოფს მის პირობებს, მაშინ ხელშკრულება უქმდება და ბინა უბრუნდება მეპატრონეს, ასეთ შემთხვევაში ფაქტობრივად, სარჩენი არაფერს აგებს. კანონში პირდაპირ წერია, მარჩენალს არ უნაზღაურდება ხარჯები, თუკი ეს ხელშეკრულებაში მითითებული არ არის, ანუ ხელშეკრულება ავტომატურად არ მოიცავს იმ პირობას, რომ მისი შეწყვეტის შემთხვევაში ხარჯი უნდა დაუბრუნდეს მარჩენალს.

- მსგავსი პრობლემები რომ აიცილონ თავიდან, მაშინ რა უნდა ქნან?

- ვურჩევ მარჩენალს, გაითვალისწინოს და ხელშეკრულებაში დეტალურად ჩადოს თავისი პირობები, რომ მოშლის შემთხვევაში ხარჯების ანაზღაურების უფლება ჰქონდეს. ორივე მხარის უფლება დაცული რომ იყოს, სასურველია ხელშეკრულებაში ყველაფერი დეტალურად იყოს გაწერილი, უნდა ჩაიწეროს, რომ დარღვევის შემთხვევაში მარჩენალს აუნაზღაურდება გაწეული ხარჯები. ასეთ დროსაც უნდა დაამტკიცოს მარჩენალმა თუ რა ხარჯები გასწია. თითქმის იშვიათად შემხვედრია ხელშეკრულება, რომელშიც ყველა ნორმა დაცულია, ამიტომ ვურჩევ ყველას, თავიდანვე იზრუნოს თავიანთი უფლებების დაცვაზე. ნოტარიუსს დამატებით უნდა ჩააწერინონ ის ვალდებულებები, რაც სურს, რომ იყოს გაწერილი. ხშირად მხარეები ამას არ უკვირდებიან ხელშეკრულების დროს და როცა ფაქტის წინაშე აღმოჩნდებიან, ხვდებიან, რომ ისე არ არის საქმე, როგორც ეგონათ.

- თუ ვთქვათ ყველაფერი ხელშეკრულებით გაწერილია, კანონის შესაბამისად გაფორმდა ხელშეკრულება და მაინც სარჩენი ამბობს, რომ მარჩენალი მასზე სათანადოდ არ ზრუნავს, ასეთ დროს მარჩენალმა თავისი სიმართლე როგორ უნდა დაამტკიცოს?

- კანონი არ ითხოვს, რომ მხარემ აგროვოს მტკიცებულებები, ეს მისი უფლებაა, თუკი ის ფიქრობს, რომ მომავალში შესაძლოა პრობლემები გამოჩნდეს, შეიძლება შეაგროვოს ქვითრები, დოკუმენტები. მინახავს ადამიანი, რომელსაც ჩამოწერილი ჰქონდა ყველაფერი, რა ხარჯები გასწია და ამ გზით თავისი სიმართლე დაამტკიცა. არადა სარჩენი ამბობდა, რომ მას არ უვლიდნენ. ეს იშვიათი გამონაკლისია. ყოველთვის ჯობია თადარიგი დაიჭირონ და მოაგროვინ მტკიცებულებები, თუმცა ამას კანონი არ ითხოვს..

- ყიდვა-გაყიდვა თუ გაფორმდა, ფაქტობრივად, ქონებას კარგავს სარჩენი?

- ასეთი ხელშეკრულება არ უნდა გააფორმონ. როცა ასეთი დავა სასამართლომდე მიდის, მხარემ უნდა დაასაბუთოს, რომ არა უბრალო ყიდვა-გაყიდვა მოხდა, არამედ იყო სხვა შეთანხმება. თუკი სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ეს იყო სამისდღეშიო ხელშეკრულება და არა უბრალოდ ყიდვა-გაყიდვა, მას შეუძლია გააუქმოს ეს ხელშეკრულება, მაგრამ ამის დამტკიცება ძალიან რთულია და იშვიათად მინახავს ასეთი გადაწყვეტილება.

ავტორი: თეა ხურცილავა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ