Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 16:28-ზე – რეკომენდებულია მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ. აქტიური ორგანოებია გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა. დალიეთ სითხეები მცირე რაოდენობით. არ დალიოთ ალკოჰოლი.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს ყველაფერი არის გენერალური რეპეტიცია შემოდგომისთვის" - რა მოვლენებს "აანონსებს" ექსპერტი ლადო პაპავა
"ეს ყველაფერი არის გენერალური რეპეტიცია შემოდგომისთვის" - რა მოვლენებს "აანონსებს" ექსპერტი ლადო პაპავა

ექ­სპერტ ლადო პა­პა­ვას შე­ფა­სე­ბით, თბი­ლის­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბი და 10 ივ­ნისს პარ­ლა­მენ­ტთან და­გეგ­მი­ლი აქ­ცია რე­პე­ტი­ცი­აა შე­მოდ­გო­მის­თვის.

რო­გორც ლადო პა­პა­ვამ „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში „360 გრა­დუ­სი“ გა­ნა­ცხა­და, 10 ივ­ნი­სის აქ­ცი­ა­ზე მთე­ლი ერი არ მივა და იქ მხო­ლოდ ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი პარ­ტი­ე­ბის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი შე­იკ­რი­ბე­ბი­ან.

„ეს არ არის სრუ­ლი ოპო­ზი­ცია, ესაა „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი“ ოპო­ზი­ცია. ესაა ძი­რი­თა­დად ნამ­სხვრე­ვე­ბად ქცე­უ­ლი „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ სხვა­დას­ხვა პარ­ტი­ე­ბი. რა თქმა უნდა, ად­ვი­ლად გა­მო­ნა­ხეს სა­ერ­თო ენა. შე­მო­კედ­ლე­ბუ­ლია მცი­რე პარ­ტი­ე­ბიც, რომ­ლებ­საც პარ­ტი­ე­ბი ჰქვია, რად­გან და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი არი­ან, თო­რემ არა­ნა­ირ პარ­ტი­ას არ წარ­მო­ად­გე­ნენ, მაგ­რამ ეს არაა სრუ­ლი ოპო­ზი­ცია. მე ვფიქ­რობ, ეს ყვე­ლა­ფე­რი არის გე­ნე­რა­ლუ­რი რე­პე­ტი­ცია შე­მოდ­გო­მის­თვის, რომ პრაქ­ტი­კა­ში წა­ი­ვარ­ჯი­შონ. არ­ჩევ­ნე­ბი რომ გა­მო­ცხად­დე­ბა და დიდი ალ­ბა­თო­ბით ალ­ბათ ისევ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ კან­დი­და­ტი მო­ი­გებს და მერე თქვან, რომ არ­ჩევ­ნე­ბი გა­ყალ­ბე­ბუ­ლია, ამის­თვის ემ­ზა­დე­ბი­ან ახლა. ცუ­დია, რომ ამის­თვის იყე­ნე­ბენ მარ­თლა და­ზა­რა­ლე­ბულ ადა­მი­ა­ნებს, სა­რა­ლი­ძე­სა და მა­ჩა­ლი­კაშ­ვილს. მათი ტკი­ვი­ლი და ტრა­გე­დია მთელ­მა ერმა გა­ი­ზი­ა­რა, მაგ­რამ მთე­ლი ერი არ მივა 10 ივ­ნისს, იქ მივ­ლენ მხო­ლოდ ამ პარ­ტი­ე­ბის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და ლადო პა­პა­ვამ.

00:00 / 00:00

"ეს ყველაფერი არის გენერალური რეპეტიცია შემოდგომისთვის" - რა მოვლენებს "აანონსებს" ექსპერტი ლადო პაპავა

"ეს ყველაფერი არის გენერალური რეპეტიცია შემოდგომისთვის" - რა მოვლენებს "აანონსებს" ექსპერტი ლადო პაპავა

ექსპერტ ლადო პაპავას შეფასებით, თბილისში მიმდინარე მოვლენები და 10 ივნისს პარლამენტთან დაგეგმილი აქცია რეპეტიციაა შემოდგომისთვის.

როგორც ლადო პაპავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, 10 ივნისის აქციაზე მთელი ერი არ მივა და იქ მხოლოდ ორგანიზატორი პარტიების მხარდამჭერები შეიკრიბებიან.

„ეს არ არის სრული ოპოზიცია, ესაა „ნაციონალური“ ოპოზიცია. ესაა ძირითადად ნამსხვრევებად ქცეული „ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა პარტიები. რა თქმა უნდა, ადვილად გამონახეს საერთო ენა. შემოკედლებულია მცირე პარტიებიც, რომლებსაც პარტიები ჰქვია, რადგან დარეგისტრირებული არიან, თორემ არანაირ პარტიას არ წარმოადგენენ, მაგრამ ეს არაა სრული ოპოზიცია. მე ვფიქრობ, ეს ყველაფერი არის გენერალური რეპეტიცია შემოდგომისთვის, რომ პრაქტიკაში წაივარჯიშონ. არჩევნები რომ გამოცხადდება და დიდი ალბათობით ალბათ ისევ „ქართული ოცნების“ კანდიდატი მოიგებს და მერე თქვან, რომ არჩევნები გაყალბებულია, ამისთვის ემზადებიან ახლა. ცუდია, რომ ამისთვის იყენებენ მართლა დაზარალებულ ადამიანებს, სარალიძესა და მაჩალიკაშვილს. მათი ტკივილი და ტრაგედია მთელმა ერმა გაიზიარა, მაგრამ მთელი ერი არ მივა 10 ივნისს, იქ მივლენ მხოლოდ ამ პარტიების მხარდამჭერები“, - განაცხადა ლადო პაპავამ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები