სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თუ თქვენი შვილი ლაპარაკის დაწყებას აგვიანებს, ფსიქოლოგის ეს რჩევები გამოგადგებათ
თუ თქვენი შვილი ლაპარაკის დაწყებას აგვიანებს, ფსიქოლოგის ეს რჩევები გამოგადგებათ

ბავ­შვის მე­ტყვე­ლე­ბის პრობ­ლე­მე­ბი საკ­მა­ოდ ბევრ დე­დას აღელ­ვებს. ფსი­ქო­ლო­გე­ბი და ბაგა-ბა­ღის აღ­მზრდე­ლე­ბი ხში­რად აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე ბავ­შვე­ბი აგ­ვი­ა­ნე­ბენ ლა­პა­რა­კის და­წყე­ბას, აყოვ­ნე­ბენ გან­ვი­თა­რე­ბას. გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რი­დებს ფსი­ქო­ლოგ თა­მარ გა­გო­ში­ძის სა­ჯა­რო ლექ­ცი­ი­დან, რო­მე­ლიც სწო­რედ ად­რე­უ­ლი ასა­კის გან­ვი­თა­რე­ბას ეხე­ბა.

- ორ წლამ­დე ბავ­შვს თუ ცო­ცხა­ლი მე­ტყვე­ლე­ბა არ ეს­მის, ლა­პა­რაკს ვერ ის­წავ­ლის. უნდა ეს­მო­დეს რე­ა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნის სა­უ­ბა­რი და არა რა­დი­ო­ში, ტე­ლე­ვი­ზორ­ში, კომ­პი­უ­ტერ­ში მო­ლა­პა­რა­კე ადა­მი­ა­ნის. ორ წლამ­დე ასა­კი არის ზუს­ტად ის სენ­სი­ტი­უ­რი პე­რი­ო­დი, რო­დე­საც ტვი­ნი ითხოვს შე­სა­ბა­მის სტი­მულს მო­ლა­პა­რა­კე ადა­მი­ა­ნე­ბის სა­ხით. თუ არ მი­ე­ცა ეს სტი­მუ­ლი, ვერ ალა­პა­რაკ­დე­ბა. მა­გა­ლი­თად, მა­უ­გლი ძა­ლი­ან კარ­გი ბიჭი იყო, ტვი­ნის და­ზი­ა­ნე­ბა არ ჰქო­ნია, მაგ­რამ ლა­პა­რა­კი ვერ ის­წავ­ლა, რად­გან არ ეს­მო­და ადა­მი­ა­ნუ­რი სი­ტყვა. რო­გორ ვზრუ­ნავთ ბავ­შვის მე­ტყვე­ლე­ბა­ზე: მშობ­ლე­ბი მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ ექ­ვსი თვი­დან უჭი­რავს ბავ­შვს გა­ჯე­ტი, პლან­შე­ტი... დედა სახ­ლში დაღ­ლი­ლი მი­დის, ძი­ძაც დაღ­ლი­ლია, კი­დევ უამ­რა­ვი საქ­მე აქვს დე­დას და თან ფიქ­რობს, რომ ბავ­შვი ასე ვი­თარ­დე­ბა. ფილ­მებს აჩ­ვე­ნე­ბენ, რუ­სულს და ინ­გლი­სურს ის­წავ­ლის...

ბავ­შვი უკვე ექ­ვსი თვი­დან ტი­ტი­ნებს და ერთი წლის რამ­დე­ნი­მე სი­ტყვას მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ამ­ბობს. მშო­ბე­ლი ზოგ­ჯერ მე­უბ­ნე­ბა, მა­მას და დე­დას ცხრა თვის ასაკ­შიც უკვე გვე­ძახ­დაო და რომ ვე­კი­თხე­ბი, მი­ზან­მი­მარ­თუ­ა­ლად ამ­ბობ­და თუ არა ბავ­შვი ამ სი­ტყვებს, მერე უკვე უჭირთ პა­სუ­ხის გა­ცე­მა. ბავ­შვი შე­იძ­ლე­ბა არას­წო­რად ამ­ბობ­დეს სი­ტყვას, მაგ­რამ მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად. ეს მისი სი­ტყვაა, რო­მელ­საც იყე­ნებს კო­მუ­ნი­კა­ცი­ის მიზ­ნით. ენა სიმ­ბო­ლო­ე­ბია, მაგ­რამ ის გა­მო­ი­ყე­ნე­ბა სხვა ადა­მი­ა­ნებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის მიზ­ნით... ჩვენ­თან კვლე­ვა არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა, მაგ­რამ ამე­რი­კის პე­დატრთა ასო­ცი­ა­ცი­ამ ჩა­ა­ტა­რა უზარ­მა­ზა­რი კვლე­ვა და აღ­მოჩ­ნდა, რომ პე­დი­ატრთან მი­სუ­ლი ბავ­შვე­ბის 30 პრო­ცენ­ტი აქვს მე­ტყვე­ლე­ბის პრობ­ლე­მა.

ეს უზარ­მა­ზა­რი ციფ­რია! სა­ქარ­თვე­ლო­ში ციფ­რი არა­ვის და­უთ­ვლია... ბავ­შვე­ბი აყოვ­ნე­ბენ, აგ­ვი­ა­ნე­ბენ გან­ვი­თა­რე­ბას! რა­ტომ? - გა­ჯე­ტის გამო! ზო­გი­ერთს ჰგო­ნია, რომ მე კომ­პი­უ­ტე­რის მტე­რი ვარ... არ ვარ კომ­პი­უ­ტერს მტე­რი, თა­ვად ვი­ყე­ნებ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის დროს, სტუ­დენ­ტებ­თან და სა­ერ­თოდ მი­მაჩ­ნია, რომ ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლოა. თუმ­ცა ამ ტექ­ნო­ლო­გი­ებს ტოქ­სი­უ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბა აქვს ბავ­შვე­ბის ნე­ი­რო­ნებ­ზე! არ ვიცი, რა­ტომ, ეს შეს­წავ­ლის სა­გა­ნია!...გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

თუ თქვენი შვილი ლაპარაკის დაწყებას აგვიანებს, ფსიქოლოგის ეს რჩევები გამოგადგებათ

თუ თქვენი შვილი ლაპარაკის დაწყებას აგვიანებს, ფსიქოლოგის ეს რჩევები გამოგადგებათ

ბავშვის მეტყველების პრობლემები საკმაოდ ბევრ დედას აღელვებს. ფსიქოლოგები და ბაგა-ბაღის აღმზრდელები ხშირად აღნიშნავენ, რომ თანამედროვე ბავშვები აგვიანებენ ლაპარაკის დაწყებას, აყოვნებენ განვითარებას. გთავაზობთ ამონარიდებს ფსიქოლოგ თამარ გაგოშიძის საჯარო ლექციიდან, რომელიც სწორედ ადრეული ასაკის განვითარებას ეხება.

- ორ წლამდე ბავშვს თუ ცოცხალი მეტყველება არ ესმის, ლაპარაკს ვერ ისწავლის. უნდა ესმოდეს რეალური ადამიანის საუბარი და არა რადიოში, ტელევიზორში, კომპიუტერში მოლაპარაკე ადამიანის. ორ წლამდე ასაკი არის ზუსტად ის სენსიტიური პერიოდი, როდესაც ტვინი ითხოვს შესაბამის სტიმულს მოლაპარაკე ადამიანების სახით. თუ არ მიეცა ეს სტიმული, ვერ ალაპარაკდება. მაგალითად, მაუგლი ძალიან კარგი ბიჭი იყო, ტვინის დაზიანება არ ჰქონია, მაგრამ ლაპარაკი ვერ ისწავლა, რადგან არ ესმოდა ადამიანური სიტყვა. როგორ ვზრუნავთ ბავშვის მეტყველებაზე: მშობლები მეუბნებიან, რომ ექვსი თვიდან უჭირავს ბავშვს გაჯეტი, პლანშეტი... დედა სახლში დაღლილი მიდის, ძიძაც დაღლილია, კიდევ უამრავი საქმე აქვს დედას და თან ფიქრობს, რომ ბავშვი ასე ვითარდება. ფილმებს აჩვენებენ, რუსულს და ინგლისურს ისწავლის...

ბავშვი უკვე ექვსი თვიდან ტიტინებს და ერთი წლის რამდენიმე სიტყვას მიზანმიმართულად ამბობს. მშობელი ზოგჯერ მეუბნება, მამას და დედას ცხრა თვის ასაკშიც უკვე გვეძახდაო და რომ ვეკითხები, მიზანმიმართუალად ამბობდა თუ არა ბავშვი ამ სიტყვებს, მერე უკვე უჭირთ პასუხის გაცემა. ბავშვი შეიძლება არასწორად ამბობდეს სიტყვას, მაგრამ მიზანმიმართულად. ეს მისი სიტყვაა, რომელსაც იყენებს კომუნიკაციის მიზნით. ენა სიმბოლოებია, მაგრამ ის გამოიყენება სხვა ადამიანებთან კომუნიკაციის მიზნით... ჩვენთან კვლევა არ ჩატარებულა, მაგრამ ამერიკის პედატრთა ასოციაციამ ჩაატარა უზარმაზარი კვლევა და აღმოჩნდა, რომ პედიატრთან მისული ბავშვების 30 პროცენტი აქვს მეტყველების პრობლემა.

ეს უზარმაზარი ციფრია! საქართველოში ციფრი არავის დაუთვლია... ბავშვები აყოვნებენ, აგვიანებენ განვითარებას! რატომ? - გაჯეტის გამო! ზოგიერთს ჰგონია, რომ მე კომპიუტერის მტერი ვარ... არ ვარ კომპიუტერს მტერი, თავად ვიყენებ რეაბილიტაციის დროს, სტუდენტებთან და საერთოდ მიმაჩნია, რომ ტექნოლოგიები ძალიან სასარგებლოა. თუმცა ამ ტექნოლოგიებს ტოქსიური ზემოქმედება აქვს ბავშვების ნეირონებზე! არ ვიცი, რატომ, ეს შესწავლის საგანია!...განაგრძეთ კითხვა

"მიშა სააკაშვილთან სურათებს იღებდა, ის ფოტო უნდა დავბეჭდო მაისურზე და გავუგზავნო" - სამოქალაქო აქტივისტის პასუხი კალაძეს

ვინ იყო ექსპერტ-კრიმინალისტი, რომელიც დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა

კომპანია "მეამა"-მ პირველი ბრენდული სივრცე გახსნა სავაჭრო ცენტრ "საბურთალოს სითი მოლში"