მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ ასე გავაგრძელეთ, აფხაზეთში 2025 წელსაც ასეთი ვითარება იქნება" - ხაჯიმბას გადადგომას კიდევ ერთხელ ითხოვენ
"თუ ასე გავაგრძელეთ, აფხაზეთში 2025 წელსაც ასეთი ვითარება იქნება" - ხაჯიმბას გადადგომას კიდევ ერთხელ ითხოვენ

ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, კი­დევ ერთხელ, აფხა­ზე­თის დე ფაქ­ტო რეს­პუბ­ლი­კა­ში ე.წ. პრე­ზი­დენ­ტის გა­დად­გო­მას ითხო­ვენ. ამ­ჯე­რად, ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტია "ამ­ცა­ხა­რა" მას 10 დღი­ან ვა­დას აძ­ლევს.

5 ივ­ნისს გა­მარ­თულ პარ­ტი­ის ყრი­ლო­ბა­ზე, რო­მელ­საც 600-მდე დე­ლე­გა­ტი და­ეს­წრო, "ამ­ცა­ხა­რას" პო­ლიტ­საბ­ჭოს ხელ­მძღვა­ნელ­მა, ალ­ხაზ კვი­ცი­ნი­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ "აფხა­ზეთ­ში უმ­ძი­მე­სი სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი ვი­თა­რე­ბაა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა დეგ­რა­დი­რე­ბუ­ლია, ხოლო სა­ზო­გა­დო­ე­ბა გახ­ლე­ჩი­ლი... ამა­ზე კი პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია ხა­ჯიმ­ბას ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ხალ­ხს რე­ფორ­მებს, სა­სი­კე­თო ცვლი­ლე­ბებს, და­საქ­მე­ბას და ღირ­სე­ულ პენ­სი­ას ჰპირ­დე­ბო­და."

პარ­ტი­ის წევ­რე­ბის თქმით, ნათ­ქვა­მია, რომ ხა­ჯიმ­ბას არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა "აფხა­ზეთს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის და­კარ­გვის საფრ­თხეს უქ­მნის". იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ ხა­ჯიმ­ბა გა­დად­გო­მა­ზე უარს იტყვის, "ამ­ცა­ხა­რა" საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის და­წყე­ბით იმუქ­რე­ბა...

ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლის თქმით, რაულ ხა­ჯიმ­ბას, რე­გი­ო­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლად მარ­თვის არა­ვი­თა­რი ბერ­კე­ტი არ აქვს და რაც ყვე­ლა­ზე ცუ­დია, ის სრუ­ლად იზი­ა­რებს სომ­ხუ­რი დი­ას­პო­რის პრინ­ცი­პებს, რო­მელ­თაც ძა­ლი­ან სურთ, აფხა­ზე­თი რუ­სეთს მი­უ­ერ­თდეს, ეს მათი და მათი ბიზ­ნე­სინ­ტე­რე­სე­ბის­თვის მომ­გე­ბი­ა­ნი იქ­ნე­ბა...

თა­ვის მხრივ ად­გი­ლობ­რივ სომ­ხურ მო­სახ­ლე­ო­ბა­საც აქვს პა­სუ­ხი. მათი თქმით, ყვე­ლა­ზე რთულ ვი­თა­რე­ბა­შიც კი, ისი­ნი ცდი­ლობ­დნენ რე­გი­ო­ნი თა­ვი­ან­თი ძა­ლე­ბით გა­და­ერ­ჩი­ნათ და ასე გრძელ­დე­ბა ახ­ლაც: "აფხა­ზე­თი ახ­ლაც ჩვე­ნი ხალ­ხის შე­მო­ტა­ნი­ლი ბიზ­ნე­სინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბით სულ­დგმუ­ლობს და ვი­თარ­დე­ბა. ეს ეხე­ბა რო­გორც სამ­შე­ნებ­ლო სფე­როს, ისე წვრილ­მან ვაჭ­რო­ბას..."- წერს ად­გი­ლობ­რი­ვი ედი­ტა გე­ვორ­ქი­ა­ნი.

ekhokavkaza.com-ის ად­გი­ლობ­რივ ჟურ­ნა­ლის­ტთან სა­უ­ბარ­ში აფხა­ზე­ბი რე­გი­ო­ნის გან­ვი­თა­რე­ბის გზებ­ზე სა­უბ­რო­ბენ; მათი თქმით, აუ­ცი­ლე­ბე­ლია სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბა. ვიდ­რე ეს არ მოხ­დე­ბა, რუ­სეთ­ში მხო­ლოდ ხი­ლის, ბოსტნე­უ­ლი­სა და ყვა­ვი­ლე­ბის გა­ყიდ­ვე­ბით რე­გი­ო­ნი ვერ იარ­სე­ბებს...

"გზე­ბი არ არის, ხალ­ხს, ახალ­გაზ­რდებს სა­მუ­შაო არ აქვთ... მათ რომ გა­ნათ­ლე­ბის მო­ტი­ვა­ცია ჰქონ­დეთ, იმის იმე­დით, რომ შემ­დეგ სამ­სა­ხუ­რი ექ­ნე­ბათ, ყვე­ლა­ფერს ეშ­ვე­ლე­ბა... ეს არის მთა­ვა­რი. ახალ­გაზ­რდე­ბის მო­მა­ვა­ლი ყვე­ლა­ფერ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მაგ­რამ მათ მო­მა­ვა­ლი არ აქვთ..." - ამ­ბობს რა­ფა­ელ არ­ჩე­ლია.

კი­თხვა­ზე თუ რო­გო­რი იქ­ნე­ბა აფხა­ზე­თი 7 წლის შემ­დეგ, ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, ბოლო დროს ვი­თა­რე­ბა დამ­შვიდ­და, უფრო სწო­რად, - შე­ეჩ­ვივ­ნენ. თუკი სა­მუ­შაო გაჩ­ნდე­ბა, ხალ­ხი იმუ­შა­ვებს და თან­და­თან ყვე­ლა­ფე­რი და­ლაგ­დე­ბა.

ლალი ისი­ა­ნი, 90-იანი წლე­ბის ომის მო­ნა­წი­ლე: "ბავ­შვებს გა­სარ­თო­ბი ცენ­ტრე­ბი სჭირ­დე­ბათ, დიდი კა­რუ­სე­ლე­ბი ან ასე­თი ტი­პის ად­გი­ლე­ბი, სა­დაც გა­ერ­თო­ბი­ან... ახლა არ­და­დე­გე­ბი რომ და­ი­წყე­ბა, სად უნდა წა­ვიდ­ნენ, გარ­თო­ბა ხომ უნ­დათ?.. ესეც კი არ არის ამ­ხე­ლა ქა­ლაქ­ში... ადრე, წლე­ბის წინ ვფიქ­რობ­დი, რომ აფხა­ზე­თი ძა­ლი­ან მალე გან­ვი­თარ­დე­ბო­და და აყ­ვავ­დე­ბო­და. თუმ­ცა, ბოლო ორი წე­ლია, ვფიქ­რობ, არა­ფე­რი იც­ვლე­ბა უკე­თე­სო­ბის­კენ. არა­და პო­ტენ­ცი­ა­ლი არის - სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის, კუ­რორ­ტე­ბი­სა და ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბა. ამა­ზე არა­ვინ ზრუ­ნავს, ისე­თი კარ­გი ად­გი­ლე­ბია გა­ვე­ლუ­რე­ბუ­ლი და გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი...

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, სა­ბავ­შვო ბა­ღებ­სა და სკო­ლებ­ში ფსი­ქო­ლო­გე­ბი მუ­შა­ობ­დნენ.

"ბავ­შვთა სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბი უნდა არ­სე­ბობ­დეს, ექი­მე­ბი გვყავს - აპა­რა­ტუ­რა არ გვაქვს. სა­ში­ნე­ლი ვი­თა­რე­ბაა... ხში­რად გვე­კი­თხე­ბი­ან, სა­ი­დან უნდა და­ვი­წყო­თო, - სამ­შო­ბი­ა­რო­ე­ბი­სა და სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბის აშე­ნე­ბით და სწო­რი აღ­ზრდით უნდა და­ვი­წყოთ" - წერს ად­გი­ლობ­რი­ვი.

"ჩვენ თუ ასე გა­ვაგ­რძე­ლეთ, ასე­თი­ვე ვი­თა­რე­ბა იქ­ნე­ბა 2025 წელ­საც აფხა­ზეთ­ში - დეპ­რე­სი­უ­ლი და დათ­რგუ­ნუ­ლი ხალ­ხი. უმუ­შევ­რო­ბა... თუ რე­ა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი მოხ­დე­ბა, ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვლე­ბა. აქ ჯერ კი­დევ ცხოვ­რო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თაც შე­უძ­ლი­ათ მუ­შა­ო­ბა, ცხოვ­რე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა" - ამ­ბობს კი­დევ ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

"თუ ასე გავაგრძელეთ, აფხაზეთში 2025 წელსაც ასეთი ვითარება იქნება" - ხაჯიმბას გადადგომას კიდევ ერთხელ ითხოვენ

"თუ ასე გავაგრძელეთ, აფხაზეთში 2025 წელსაც ასეთი ვითარება იქნება" - ხაჯიმბას გადადგომას კიდევ ერთხელ ითხოვენ

ბოლო წლების განმავლობაში, კიდევ ერთხელ, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ე.წ. პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ. ამჯერად, ოპოზიციური პარტია "ამცახარა" მას 10 დღიან ვადას აძლევს.

5 ივნისს გამართულ პარტიის ყრილობაზე, რომელსაც 600-მდე დელეგატი დაესწრო, "ამცახარას" პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელმა, ალხაზ კვიცინიამ განაცხადა, რომ "აფხაზეთში უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური ვითარებაა, ხელისუფლება დეგრადირებულია, ხოლო საზოგადოება გახლეჩილი... ამაზე კი პასუხისმგებელია ხაჯიმბას ხელისუფლება, რომელიც ხალხს რეფორმებს, სასიკეთო ცვლილებებს, დასაქმებას და ღირსეულ პენსიას ჰპირდებოდა."

პარტიის წევრების თქმით, ნათქვამია, რომ ხაჯიმბას არაკომპეტენტური საქმიანობა "აფხაზეთს სახელმწიფოებრიობის დაკარგვის საფრთხეს უქმნის". იმ შემთხვევაში თუ ხაჯიმბა გადადგომაზე უარს იტყვის, "ამცახარა" საპროტესტო აქციების დაწყებით იმუქრება...

ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილის თქმით, რაულ ხაჯიმბას, რეგიონის დამოუკიდებლად მართვის არავითარი ბერკეტი არ აქვს და რაც ყველაზე ცუდია, ის სრულად იზიარებს სომხური დიასპორის პრინციპებს, რომელთაც ძალიან სურთ, აფხაზეთი რუსეთს მიუერთდეს, ეს მათი და მათი ბიზნესინტერესებისთვის მომგებიანი იქნება...

თავის მხრივ ადგილობრივ სომხურ მოსახლეობასაც აქვს პასუხი. მათი თქმით, ყველაზე რთულ ვითარებაშიც კი, ისინი ცდილობდნენ რეგიონი თავიანთი ძალებით გადაერჩინათ და ასე გრძელდება ახლაც: "აფხაზეთი ახლაც ჩვენი ხალხის შემოტანილი ბიზნესინვესტიციებით სულდგმულობს და ვითარდება. ეს ეხება როგორც სამშენებლო სფეროს, ისე წვრილმან ვაჭრობას..."- წერს ადგილობრივი ედიტა გევორქიანი.

ekhokavkaza.com-ის ადგილობრივ ჟურნალისტთან საუბარში აფხაზები რეგიონის განვითარების გზებზე საუბრობენ; მათი თქმით, აუცილებელია სოფლის მეურნეობის განვითარება. ვიდრე ეს არ მოხდება, რუსეთში მხოლოდ ხილის, ბოსტნეულისა და ყვავილების გაყიდვებით რეგიონი ვერ იარსებებს...

"გზები არ არის, ხალხს, ახალგაზრდებს სამუშაო არ აქვთ... მათ რომ განათლების მოტივაცია ჰქონდეთ, იმის იმედით, რომ შემდეგ სამსახური ექნებათ, ყველაფერს ეშველება... ეს არის მთავარი. ახალგაზრდების მომავალი ყველაფერზე მნიშვნელოვანია, მაგრამ მათ მომავალი არ აქვთ..." - ამბობს რაფაელ არჩელია.

კითხვაზე თუ როგორი იქნება აფხაზეთი 7 წლის შემდეგ, ადგილობრივების თქმით, ბოლო დროს ვითარება დამშვიდდა, უფრო სწორად, - შეეჩვივნენ. თუკი სამუშაო გაჩნდება, ხალხი იმუშავებს და თანდათან ყველაფერი დალაგდება.

ლალი ისიანი, 90-იანი წლების ომის მონაწილე: "ბავშვებს გასართობი ცენტრები სჭირდებათ, დიდი კარუსელები ან ასეთი ტიპის ადგილები, სადაც გაერთობიან... ახლა არდადეგები რომ დაიწყება, სად უნდა წავიდნენ, გართობა ხომ უნდათ?.. ესეც კი არ არის ამხელა ქალაქში... ადრე, წლების წინ ვფიქრობდი, რომ აფხაზეთი ძალიან მალე განვითარდებოდა და აყვავდებოდა. თუმცა, ბოლო ორი წელია, ვფიქრობ, არაფერი იცვლება უკეთესობისკენ. არადა პოტენციალი არის - სოფლის მეურნეობის, კურორტებისა და ტურიზმის განვითარება. ამაზე არავინ ზრუნავს, ისეთი კარგი ადგილებია გაველურებული და განადგურებული...

ადგილობრივების თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, საბავშვო ბაღებსა და სკოლებში ფსიქოლოგები მუშაობდნენ.

"ბავშვთა საავადმყოფოები უნდა არსებობდეს, ექიმები გვყავს - აპარატურა არ გვაქვს. საშინელი ვითარებაა... ხშირად გვეკითხებიან, საიდან უნდა დავიწყოთო, - სამშობიაროებისა და საავადმყოფოების აშენებით და სწორი აღზრდით უნდა დავიწყოთ" - წერს ადგილობრივი.

"ჩვენ თუ ასე გავაგრძელეთ, ასეთივე ვითარება იქნება 2025 წელსაც აფხაზეთში - დეპრესიული და დათრგუნული ხალხი. უმუშევრობა... თუ რეალური ცვლილებები მოხდება, ყველაფერი შეიცვლება. აქ ჯერ კიდევ ცხოვრობენ ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ მუშაობა, ცხოვრების გაგრძელება" - ამბობს კიდევ ერთი ადგილობრივი.

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი