საზოგადოება
პოლიტიკა

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მაგდა პაპიძე სტრასბურგის სასამართლოს საჩივრით მიმართავს
მაგდა პაპიძე სტრასბურგის სასამართლოს საჩივრით მიმართავს

ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ცენ­ტრმა სტრას­ბურ­გის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თა მსჯავ­რდე­ბულ მაგ­და პა­პი­ძის მი­მართ „პო­ლი­ცი­ელ­თა მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი არა­სა­თა­ნა­დო მო­პყრო­ბის ფაქ­ტებ­ზე გა­მო­ძი­ე­ბის გა­ჭი­ა­ნუ­რე­ბი­სა და არა­ე­ფექ­ტუ­რო­ბის თა­ო­ბა­ზე“.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ „ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ცენ­ტრი­დან“ აც­ნო­ბეს, მაგ­და პა­პი­ძე ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თავს, და­ად­გი­ნოს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი კონ­ვენ­ცი­ის მე-3 (წა­მე­ბის აკ­რძალ­ვა) და მე-14 (დის­კრი­მი­ნა­ცი­ის აკ­რძალ­ვა) მუხ­ლე­ბის დაღ­ვე­ვა. მა­თი­ვე ცნო­ბით, „მაგ­და პა­პი­ძე და­კა­ვე­ბი­სას და მის შემ­დეგ სას­ტი­კად იქნა ნა­წა­მე­ბი პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ, რის გა­მოც მას ორ­სუ­ლო­ბა შე­უ­წყდა“.

იხი­ლეთ ვი­დეო: მაგ­და პა­პი­ძე ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ სა­სა­მარ­თლოს სა­ჩივ­რით მი­მარ­თავს

„სა­ჩივ­რის თა­ნახ­მად, 2015 წლის 19 დე­კემ­ბერს, და­კა­ვე­ბი­სას და მის შემ­დეგ, მაგ­და პა­პი­ძე სას­ტი­კად იქნა ნა­წა­მე­ბი დიდი დიღ­მის რა­ი­ო­ნუ­ლი პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ. და­კა­ვე­ბი­სას მაგ­და პა­პი­ძე ორ­სუ­ლად იყო. ცემა-წა­მე­ბის შე­დე­გად მას ორ­სუ­ლო­ბა შე­უ­წყდა. ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს­თვის გაგ­ზავ­ნილ სა­ჩი­ვარ­ში მაგ­და პა­პი­ძე დე­ტა­ლუ­რად აღ­წერს იმ პო­ლი­ცი­ე­ლებს, რომ­ლებ­მაც მას­ზე იძა­ლა­დეს.

2015 წლის 22 დე­კემ­ბერს, თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე, შსს-ს თა­ნამ­შრო­მელ­თა მიერ სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ძა­ლა­დო­ბით გა­და­მე­ტე­ბის ფაქ­ტზე, და­ნა­შა­უ­ლი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 333-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით. 2016 წელს მაგ­და პა­პი­ძის ცემა/წა­მე­ბის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა შე­წყდა. საქ­მის მა­სა­ლე­ბი­დან ჩანს, რომ გა­მო­ძი­ე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი ხარ­ვე­ზე­ბით წა­რი­მარ­თა.

მო­ცე­მულ საქ­მე­ში პრო­კუ­რა­ტუ­რამ არ უზ­რუნ­ველ­ყო ზედ­მი­წევ­ნი­თი და დრო­უ­ლი გა­მო­ძი­ე­ბა და არა­სა­თა­ნა­დო მო­პყრო­ბის მსხვერ­პლის გო­ნივ­რუ­ლი ჩარ­თუ­ლო­ბა. გა­მო­ძი­ე­ბამ არ ჩა­ა­ტა­რა მსხვერ­პლის მიერ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი შე­საძ­ლო დამ­ნა­შა­ვე პი­რე­ბის ამოც­ნო­ბა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ განმცხა­დე­ბელ­მა დე­ტა­ლუ­რად აღ­წე­რა მას­ზე მო­ძა­ლა­დე პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი. სა­ვა­რა­უ­დო და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნი პი­რე­ბის გა­მო­სავ­ლე­ნად არც სხვა სა­ხის სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი ჩა­ტა­რე­ბუ­ლა.

მაგ­და პა­პი­ძე უთი­თებ­და პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბის კონ­კრე­ტულ ოთახ­ზე, სა­დაც მის მი­მართ პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვად მოქ­მე­დებ­დნენ, ასე­ვე, დე­ტა­ლუ­რად აღ­წე­რა 4 პირი (სა­ვა­რა­უ­დო ასა­კი, სი­მაღ­ლე, აღ­ნა­გო­ბა, თმის და თვა­ლის ფერი, ტან­საც­მე­ლი და სხვა). აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­როვ­ნე­ბე­ბის ვი­ნა­ო­ბის და­სად­გე­ნად სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა. გა­მო­ძი­ე­ბას არ და­უ­კი­თხავს სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბებ­ში ჩარ­თუ­ლი და პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მყო­ფი ყვე­ლა პირი. გა­მო­ძი­ე­ბამ არ ჩა­ა­ტა­რა ექ­სპერ­ტი­ზა შე­საძ­ლო ფეხ­მძი­მო­ბის მოშ­ლი­სა და სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტის დად­გე­ნის თა­ო­ბა­ზე. ექ­სპერტს არ და­უს­ვა კონ­კრე­ტუ­ლი, სპე­ცი­ფი­უ­რი შე­კი­თხვე­ბი. არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა ექ­სპერ­ტი­ზა ორ­სუ­ლო­ბის შე­წყვე­ტის მი­ზე­ზის დად­გე­ნის მიზ­ნით.

გა­მო­ძი­ე­ბამ მსხვერ­პლს არ მის­ცა გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის საკ­მა­რი­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბა. მას არ მი­ა­ნი­ჭეს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის სტა­ტუ­სი, რი­თაც წა­ერ­თვა საქ­მის მა­სა­ლე­ბის გაც­ნო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. მსხვერ­პლი არ ფლობ­და ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­მო­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის/შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ. ხოლო გა­მო­ძი­ე­ბის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ 2016 წლის 2 ივ­ნი­სის დად­გე­ნი­ლე­ბა ეყ­რდნო­ბო­და მხო­ლოდ პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის ჩვე­ნე­ბებს.

„ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ცენ­ტრი“ მი­იჩ­ნევს, რომ მაგ­და პა­პი­ძის მი­მართ არ­სე­ბი­თად და­ირ­ღვა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი კონ­ვენ­ცი­ის მე-3 და მე-14 მუხ­ლე­ბი, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ცენ­ტრის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

2016 წლის 4 ივ­ლისს, ნა­ფიც მსა­ჯულ­თა სა­სა­მარ­თლომ მაგ­და პა­პი­ძე დამ­ნა­შა­ვედ სცნო ქმრი­სა და შვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლით. 2016 წლის 6 ივ­ლისს, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ პა­პი­ძეს უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

მაგდა პაპიძე სტრასბურგის სასამართლოს საჩივრით მიმართავს

მაგდა პაპიძე სტრასბურგის სასამართლოს საჩივრით მიმართავს

ადამიანის უფლებათა ცენტრმა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა მსჯავრდებულ მაგდა პაპიძის მიმართ „პოლიციელთა მიერ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე გამოძიების გაჭიანურებისა და არაეფექტურობის თაობაზე“.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ადამიანის უფლებათა ცენტრიდან“ აცნობეს, მაგდა პაპიძე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართავს, დაადგინოს საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლების დაღვევა. მათივე ცნობით, „მაგდა პაპიძე დაკავებისას და მის შემდეგ სასტიკად იქნა ნაწამები პოლიციის თანამშრომლების მიერ, რის გამოც მას ორსულობა შეუწყდა“.

იხილეთ ვიდეო: მაგდა პაპიძე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით მიმართავს

„საჩივრის თანახმად, 2015 წლის 19 დეკემბერს, დაკავებისას და მის შემდეგ, მაგდა პაპიძე სასტიკად იქნა ნაწამები დიდი დიღმის რაიონული პოლიციის თანამშრომლების მიერ. დაკავებისას მაგდა პაპიძე ორსულად იყო. ცემა-წამების შედეგად მას ორსულობა შეუწყდა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის გაგზავნილ საჩივარში მაგდა პაპიძე დეტალურად აღწერს იმ პოლიციელებს, რომლებმაც მასზე იძალადეს.

2015 წლის 22 დეკემბერს, თბილისის პროკურატურაში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, შსს-ს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. 2016 წელს მაგდა პაპიძის ცემა/წამების საქმეზე გამოძიება შეწყდა. საქმის მასალებიდან ჩანს, რომ გამოძიება სერიოზული ხარვეზებით წარიმართა.

მოცემულ საქმეში პროკურატურამ არ უზრუნველყო ზედმიწევნითი და დროული გამოძიება და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლის გონივრული ჩართულობა. გამოძიებამ არ ჩაატარა მსხვერპლის მიერ დასახელებული შესაძლო დამნაშავე პირების ამოცნობა, მიუხედავად იმისა, რომ განმცხადებელმა დეტალურად აღწერა მასზე მოძალადე პოლიციელები. სავარაუდო დანაშაულის ჩამდენი პირების გამოსავლენად არც სხვა სახის საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებულა.

მაგდა პაპიძე უთითებდა პოლიციის განყოფილების კონკრეტულ ოთახზე, სადაც მის მიმართ პოლიციელები დანაშაულებრივად მოქმედებდნენ, ასევე, დეტალურად აღწერა 4 პირი (სავარაუდო ასაკი, სიმაღლე, აღნაგობა, თმის და თვალის ფერი, ტანსაცმელი და სხვა). აღნიშნული პიროვნებების ვინაობის დასადგენად საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარებულა. გამოძიებას არ დაუკითხავს საგამოძიებო მოქმედებებში ჩართული და პოლიციის განყოფილებაში მყოფი ყველა პირი. გამოძიებამ არ ჩაატარა ექსპერტიზა შესაძლო ფეხმძიმობის მოშლისა და სექსუალური ძალადობის ფაქტის დადგენის თაობაზე. ექსპერტს არ დაუსვა კონკრეტული, სპეციფიური შეკითხვები. არ ჩატარებულა ექსპერტიზა ორსულობის შეწყვეტის მიზეზის დადგენის მიზნით.

გამოძიებამ მსხვერპლს არ მისცა გამოძიების პროცესში მონაწილეობის საკმარისი შესაძლებლობა. მას არ მიანიჭეს დაზარალებულის სტატუსი, რითაც წაერთვა საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობა. მსხვერპლი არ ფლობდა ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობის/შეწყვეტის შესახებ. ხოლო გამოძიების შეწყვეტის შესახებ 2016 წლის 2 ივნისის დადგენილება ეყრდნობოდა მხოლოდ პოლიციელების ჩვენებებს.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მიიჩნევს, რომ მაგდა პაპიძის მიმართ არსებითად დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 და მე-14 მუხლები, - აღნიშნულია ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

2016 წლის 4 ივლისს, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ მაგდა პაპიძე დამნაშავედ სცნო ქმრისა და შვილის მკვლელობაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით. 2016 წლის 6 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ პაპიძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

"ითქვა, რომ ბიჭებს RGD-ს ტიპის ხელყუმბარა აუფეთქდათ, ზოგი ამბობს იპოვესო, ზოგმა თქვა - თან ჰქონდათო" - რა მოხდა გარდაბანში, სადაც აფეთქებას მოზარდი ემსხვერპლა

მოსწავლის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით შიდა ქართლში მასწავლებელი დააკავეს

"მშობელი არასრულწლოვან შვილს მოწყალების მიღებას და დღეში მისთვის 50 ლარის მიტანას აიძულებდა" - რა განცხადებას ავრცელებს პროკურატურა