პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სახალხო დამცველის ოფისი მიწისძვრის შემდეგ - ლომჯარია დახმარებას ითხოვს
სახალხო დამცველის ოფისი მიწისძვრის შემდეგ - ლომჯარია დახმარებას ითხოვს

გუ­შინ­დელ­მა მი­წისძვრამ სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის ოფი­სი და­ა­ზი­ა­ნა. ფო­ტო­ებს, სა­დაც ჩანს შე­ნო­ბის ბზა­რე­ბი, ომ­ბუდსმე­ნი ნინო ლომ­ჯა­რია "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე აზი­ა­რებს.

"მე­გობ­რე­ბო, გუ­შინ­დე­ლი მი­წისძვრის შემ­დგომ, ჩვენ ოფის­ში ბზა­რე­ბი კი­დევ უფრო გა­ი­ზარ­და. გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ თა­ნამ­შრო­მელ­თა ნა­წილს მი­წის ქვე­და სარ­თუ­ლებ­ზე უწევს მუ­შა­ო­ბა, რაც ნგრე­ვის შემ­თხვე­ვა­ში ევა­კუ­ა­ცი­ის სირ­თუ­ლეს ქმნის, მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ იმ სარ­თუ­ლებ­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი სამ­სა­ხუ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც მო­მე­ტე­ბუ­ლი საფრ­თხის ქვეშ არი­ან, გა­და­ვიყ­ვა­ნოთ სხვა შე­ნო­ბებ­ში.

მინ­და მივ­მარ­თო ყვე­ლა სა­ჯა­რო და კერ­ძო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას, თუკი გაქვთ კე­თი­ლი ნება და სა­მუ­შაო სივ­რცე, რომ სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და­უ­ყოვ­ნებ­ლოვ და დრო­ე­ბით მო­თავ­სდნენ და ჰქონ­დეთ ნორ­მა­ლუ­რი სა­მუ­შაო გა­რე­მო, გა­მოგ­ვეხ­მა­უ­რეთ. რა­ო­დე­ნო­ბებს მო­გაწ­ვდით," - წერს ლომ­ჯა­რია.

ნინო ლომ­ჯა­რია უკვე რამ­დე­ნი­მე თვეა ამ­ბობს, რომ შე­ნო­ბა ავა­რი­უ­ლია და დახ­მა­რე­ბას ითხოვს. პრობ­ლე­მის შე­სა­ხებ მან აპ­რილ­ში პარ­ლა­მენ­ტში ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­ტეგ­რა­ცი­ის კო­მი­ტე­ტის წევ­რებ­თან, 2017 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა და თა­ვი­სუფ­ლე­ბა­თა დაც­ვის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ან­გა­რი­შის წარ­დგე­ნი­სას ისა­უბ­რა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში

სახალხო დამცველის ოფისი მიწისძვრის შემდეგ - ლომჯარია დახმარებას ითხოვს

სახალხო დამცველის ოფისი მიწისძვრის შემდეგ - ლომჯარია დახმარებას ითხოვს

გუშინდელმა მიწისძვრამ სახალხო დამცველის ოფისი დააზიანა. ფოტოებს, სადაც ჩანს შენობის ბზარები, ომბუდსმენი ნინო ლომჯარია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე აზიარებს.

"მეგობრებო, გუშინდელი მიწისძვრის შემდგომ, ჩვენ ოფისში ბზარები კიდევ უფრო გაიზარდა. გამომდინარე იქიდან, რომ თანამშრომელთა ნაწილს მიწის ქვედა სართულებზე უწევს მუშაობა, რაც ნგრევის შემთხვევაში ევაკუაციის სირთულეს ქმნის, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ იმ სართულებზე განთავსებული სამსახურები, რომლებიც მომეტებული საფრთხის ქვეშ არიან, გადავიყვანოთ სხვა შენობებში.

მინდა მივმართო ყველა საჯარო და კერძო ორგანიზაციას, თუკი გაქვთ კეთილი ნება და სამუშაო სივრცე, რომ სახალხო დამცველის თანამშრომლები დაუყოვნებლოვ და დროებით მოთავსდნენ და ჰქონდეთ ნორმალური სამუშაო გარემო, გამოგვეხმაურეთ. რაოდენობებს მოგაწვდით," - წერს ლომჯარია.

ნინო ლომჯარია უკვე რამდენიმე თვეა ამბობს, რომ შენობა ავარიულია და დახმარებას ითხოვს. პრობლემის შესახებ მან აპრილში პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრებთან, 2017 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ