პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი ჰობია წერა და ნადირობა..." - როგორია დავით ნარმანიას ცხოვრება მერობის შემდეგ და რას ამბობს ის კახა კალაძეზე
"ჩემი ჰობია წერა და ნადირობა..." - როგორია დავით ნარმანიას ცხოვრება მერობის შემდეგ და რას ამბობს ის კახა კალაძეზე

და­ვით ნარ­მა­ნი­ას თბი­ლი­სის მე­რო­ბის ვადა 7 თვის წინ ამო­ე­წუ­რა. დე­და­ქა­ლა­ქის ყო­ფი­ლი პირ­ვე­ლი პირი ამ­ბობს, რომ მე­რო­ბის პე­რი­ოდ­ში 24-სა­ა­თი­ან სა­მუ­შაო რე­ჟიმ­ში იყო და ერთი თა­ვი­სუ­ფა­ლი დღეც არ ჰქონ­და. დღეს ენერ­გე­ტი­კის და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის კო­მი­სი­ა­ში მუ­შა­ობს, უკვე დას­ვე­ნე­ბის დღე­ე­ბიც აქვს, ოჯახ­საც მეტ დროს უთ­მობს და არც საყ­ვა­რე­ლი ჰობი ავი­წყდე­ბა. ჟურ­ნალ­მა "სარ­კემ" თბი­ლი­სის ყო­ფილ მერ­თან ინ­ტერ­ვიუ ჩა­წე­რა, სა­ი­და­ნაც გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რი­დებს:

- თბი­ლი­სის მე­რო­ბა 24 სა­ა­თი­ან სა­მუ­შაო რე­ჟიმს მო­ი­თხოვს, ახლა კი ასე­თი დატ­ვირ­თვით არ ვმუ­შა­ობ... შა­ბა­თო­ბით უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მაქვს ლექ­ცი­ე­ბი, რაც დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებს. უნი­ვერ­სი­ტე­ტი არას­დროს მი­მი­ტო­ვე­ბია, მე­რო­ბის პე­რი­ოდ­შიც კი.

- რა შე­გიძ­ლი­ათ გვი­თხრათ თბი­ლი­სის მერ­ზე, კახა კა­ლა­ძე­ზე?

- კახა კა­ლა­ძე ჩემი მე­გო­ბა­რია. მან აქ­ტი­უ­რად და სე­რი­ო­ზუ­ლად და­ი­წყო იმ საქ­მის კე­თე­ბა, რო­მე­ლიც მე ვერ მო­ვა­ხერ­ხე ან ვერ მო­ვას­წა­რი. მისი მე­რო­ბა წარ­მა­ტე­ბუ­ლი და პრო­დუქ­ტი­უ­ლი იქ­ნე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა კა­ხის აქ­ტი­უ­რო­ბას, მან მო­ა­ხერ­ხა კონ­სო­ლი­და­ცია სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან, რომ გა­მო­ა­ჩი­ნოს ყვე­ლა საქ­მე - ეს მცი­რეა თუ დიდი, მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს. სა­ზო­გა­დო­ე­ბამ უნდა იცო­დეს, რა კეთ­დე­ბა დე­და­ქა­ლაქ­ში.

- ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბა რო­გორ მი­ე­დი­ნე­ბა?

- 10 წელი გახ­დე­ბა, რაც ოჯა­ხი შევ­ქმე­ნი თიკა თი­ნი­კაშ­ვილ­თან. ხში­რად მით­ქვამს, რომ რაც ცხოვ­რე­ბა­ში გა­მი­კე­თე­ბია და შე­მიქ­მნია, არის ცალ­კე და ჩემი ოჯა­ხი არის მე­ო­რე მხა­რეს. სამი შვი­ლი მყავს, ორი ბიჭი და ერთი გოგო - 8 წლის კოკო, 4 წლის ილია და 3 წლის ელე­ნე ნარ­მა­ნი­ე­ბი. თა­ვი­სუ­ფალ დროს და ეს ძი­რი­თა­დად არის კვი­რა­ო­ბით, დავ­დი­ვართ სხვა­დას­ხვა ად­გი­ლებ­ში, ვსე­ირ­ნობთ, ვერ­თო­ბით და ა. შ.

- თქვე­ნი პი­რა­დი გა­ტა­ცე­ბე­ბის ჰო­ბის­თვის თუ არის გა­მო­ყო­ფი­ლი დრო?

- ჩემი ჰო­ბია წერა და ნა­დი­რო­ბა. წე­რა­ში სა­მეც­ნი­ე­რო სტა­ტი­ებს ვგუ­ლის­ხმობ. ზამ­თრის სე­ზონ­ზე კი ძა­ლი­ან მიყ­ვარს ნა­დი­რო­ბა. რო­გორც კი წე­ლი­წა­დის ამ პე­რი­ოდ­ში დრო გა­მო­მიჩ­ნდე­ბა, მე­გობ­რებ­თან ერ­თად მივ­დი­ვარ და ვნა­დი­რობ, რომ გან­ვიტ­ვირ­თო.

ირაკ­ლი ვა­ჩი­ბე­რი­ძე, ჟურ­ნა­ლი "სარ­კე"

"ჩემი ჰობია წერა და ნადირობა..." - როგორია დავით ნარმანიას ცხოვრება მერობის შემდეგ და რას ამბობს ის კახა კალაძეზე

"ჩემი ჰობია წერა და ნადირობა..." - როგორია დავით ნარმანიას ცხოვრება მერობის შემდეგ და რას ამბობს ის კახა კალაძეზე

დავით ნარმანიას თბილისის მერობის ვადა 7 თვის წინ ამოეწურა. დედაქალაქის ყოფილი პირველი პირი ამბობს, რომ მერობის პერიოდში 24-საათიან სამუშაო რეჟიმში იყო და ერთი თავისუფალი დღეც არ ჰქონდა. დღეს ენერგეტიკის და წყალმომარაგების კომისიაში მუშაობს, უკვე დასვენების დღეებიც აქვს, ოჯახსაც მეტ დროს უთმობს და არც საყვარელი ჰობი ავიწყდება. ჟურნალმა "სარკემ" თბილისის ყოფილ მერთან ინტერვიუ ჩაწერა, საიდანაც გთავაზობთ ამონარიდებს:

- თბილისის მერობა 24 საათიან სამუშაო რეჟიმს მოითხოვს, ახლა კი ასეთი დატვირთვით არ ვმუშაობ... შაბათობით უნივერსიტეტში მაქვს ლექციები, რაც დიდ სიამოვნებას მანიჭებს. უნივერსიტეტი არასდროს მიმიტოვებია, მერობის პერიოდშიც კი.

- რა შეგიძლიათ გვითხრათ თბილისის მერზე, კახა კალაძეზე?

- კახა კალაძე ჩემი მეგობარია. მან აქტიურად და სერიოზულად დაიწყო იმ საქმის კეთება, რომელიც მე ვერ მოვახერხე ან ვერ მოვასწარი. მისი მერობა წარმატებული და პროდუქტიული იქნება.

რაც შეეხება კახის აქტიურობას, მან მოახერხა კონსოლიდაცია საზოგადოებასთან, რომ გამოაჩინოს ყველა საქმე - ეს მცირეა თუ დიდი, მნიშვნელობა არ აქვს. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა კეთდება დედაქალაქში.

- ოჯახური ცხოვრება როგორ მიედინება?

- 10 წელი გახდება, რაც ოჯახი შევქმენი თიკა თინიკაშვილთან. ხშირად მითქვამს, რომ რაც ცხოვრებაში გამიკეთებია და შემიქმნია, არის ცალკე და ჩემი ოჯახი არის მეორე მხარეს. სამი შვილი მყავს, ორი ბიჭი და ერთი გოგო - 8 წლის კოკო, 4 წლის ილია და 3 წლის ელენე ნარმანიები. თავისუფალ დროს და ეს ძირითადად არის კვირაობით, დავდივართ სხვადასხვა ადგილებში, ვსეირნობთ, ვერთობით და ა. შ.

- თქვენი პირადი გატაცებების ჰობისთვის თუ არის გამოყოფილი დრო?

- ჩემი ჰობია წერა და ნადირობა. წერაში სამეცნიერო სტატიებს ვგულისხმობ. ზამთრის სეზონზე კი ძალიან მიყვარს ნადირობა. როგორც კი წელიწადის ამ პერიოდში დრო გამომიჩნდება, მეგობრებთან ერთად მივდივარ და ვნადირობ, რომ განვიტვირთო.

ირაკლი ვაჩიბერიძე, ჟურნალი "სარკე"

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები