მეტროპოლიტენის მემანქანეების ინფორმაციით, მეტროსადგურები დღეს, 14:00 საათიდან განაახლებენ მუშაობას. ეს გადაწყვეტილება მემანქანეებმა შიდა კონსულტაციების შემდეგ მიიღეს.
როგორც “ერთობა 2013”-ის ხელმძღვანელმა, რატი კაპანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შეთანხმება მიღწეულია, მეტროპოლიტენი დღეს, 14:00 საათიდან ამუშავდება. მისივე თქმით, გაიმართება შეხვედრები და ეტაპობრივად მოხდება პრობლემის მოგვარება.
შეგახსენებთ, მემანქანეების გაფიცვის გამო, ორშაბათიდან ამ დრომდე ყველა მეტროსადგური დაკეტილია. თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, მოსახლეობისთვის მუნიციპალური ავტობუსებით გადაადგილება უფასოა. მემანქანეები კვირას გაიფიცნენ. ისინი ხელფასების მომატებას ითხოვენ.
იხილეთ ვიდეო: სამდღიანი გაფიცვა სრულდება - რომელი საათიდან განაახლებს მეტრო მგზავრების მიღებას?