კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ცხედარს სიფრიფანა ცხვირი ჰქონდა მიკერებული" - გიორგი ტატუნაშვილი იმ დაზიანებებზე საუბრობს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნაში ვერ მოხვდა
"ცხედარს სიფრიფანა ცხვირი ჰქონდა მიკერებული" - გიორგი ტატუნაშვილი იმ დაზიანებებზე საუბრობს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნაში ვერ მოხვდა

ცხინ­ვა­ლის მხრი­დან პი­რა­დი კონ­ტაქ­ტე­ბით შე­ვი­ტყვე, რომ ჩემი შვი­ლი სა­კონ­ტრო­ლო გას­რო­ლით არის მოკ­ლუ­ლი, - ამის შე­სა­ხებ არ­ჩილ ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლის მა­მამ, გი­ორ­გი ტა­ტუ­ნაშ­ვილ­მა, "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა­ში "360 გრა­დუ­სი" გა­ნა­ცხა­და. მისი თქმით, არ­ჩილ ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლის ცხედ­რის დღეს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა არას­რუ­ლია.

"ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა არას­რუ­ლია. მას­ში ცხვი­რის და­ზი­ა­ნე­ბა­ზე არა­ფე­რია ნათ­ქვა­მი. ჩემს შვილს ავა­რი­ის გამო ტრავ­მი­რე­ბუ­ლი ცხვი­რი ჰქონ­და, კეხი არ ჰქონ­და. ცხე­და­რი რომ გად­მო­ას­ვე­ნეს, სიფ­რი­ფა­ნა, კე­ხი­ა­ნი ცხვი­რი ჰქონ­და მი­კე­რე­ბუ­ლი. ცხვირ­თან ეტყო­ბა კი­დეც თვა­ლის უპის­კენ გა­მა­ვა­ლი ნაჭ­რი­ლო­ბე­ვი.შუბ­ლზეც ეტყო­ბო­და წრი­უ­ლი ნაჭ­დე­ვი, რაც ასე­ვე არ არის ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა­ში ნახ­სე­ნე­ბი. არ ვიცი, რითი იყო ეს ნაჭ­დე­ვი მი­ყე­ნე­ბუ­ლი, თუმ­ცა ჩემი ვა­რა­უ­დით ეს იყო ნა­ტყვი­ა­რი. ცხინ­ვა­ლის მხრი­დან პი­რა­დი კონ­ტაქ­ტე­ბით შე­ვი­ტყვე, რომ ჩემი შვი­ლი სა­კონ­ტრო­ლო გას­რო­ლით არის მოკ­ლუ­ლი. შუბ­ლზე ნაჭ­დე­ვი ცხე­დარს გად­მოს­ვე­ნე­ბის დრო­საც ეტყო­ბო­და, თუმ­ცა შემ­დეგ უფრო მე­ტად გა­მო­იკ­ვე­თა", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ტა­ტუ­ნაშ­ვილ­მა.

მისი თქმით, იგი ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­როს წარ­მო­მად­გენ­ლებს უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში შეხ­ვდე­ბა და მათ­თან ამ სა­კი­თხე­ბის გარ­კვე­ვას შე­ეც­დე­ბა. "ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა­ში გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი არ წე­რია. რა დას­კვნა უნდა, სხე­ულ­ზე ერთი ად­გი­ლი არ მო­ე­ძებ­ნე­ბა რომ მთე­ლი ჰქონ­დეს. სის­ხლჩაქ­ცე­ვე­ბი და ნაჭ­დე­ვე­ბი ეტყო­ბა ყველ­გან. ჩემი შვი­ლი წა­მე­ბით არის მოკ­ლუ­ლი," - გა­ნა­ცხა­და არ­ჩილ ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლის მა­მამ.

რო­გორც გი­ორ­გი ტა­ტუ­ნაშ­ვილ­მა გა­და­ცე­მა­ში სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, მას ჰქონ­და სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ ერ­თმა­ნე­თის­თვის შე­ე­და­რე­ბი­ნა რუ­სუ­ლი და დღეს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნე­ბი. მისი თქმით, რუ­სულ ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა­ში წა­მე­ბა­სა და მო­ტე­ხი­ლო­ბა­ზე არა­ფე­რი წე­რია.

"რუ­სუ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა­ში წე­რია, რომ შე­საძ­ლოა შე­ჯა­ხე­ბით იყოს სის­ხლჩაქ­ცე­ვე­ბი გა­მოწ­ვე­უ­ლი. ორ­მეტ­რი­ა­ნი კაცი სამ სა­ფე­ხურ კი­ბე­ზე რო­გორ და­გორ­და ისე, რომ მთე­ლი სხე­უ­ლი და­ეჟეჟა. წა­მე­ბა­სა და მო­ტე­ხი­ლო­ბა­ზე, თი­თე­ბი რომ დამ­ტვრე­უ­ლი ჰქონ­და, სა­ერ­თოდ არ არის რუ­სე­ბის დას­კვნა­ში სა­უ­ბა­რი" - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ტა­ტუ­ნაშ­ვილ­მა.

ნა­ხეთ ვი­დეო

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"ცხედარს სიფრიფანა ცხვირი ჰქონდა მიკერებული" - გიორგი ტატუნაშვილი იმ დაზიანებებზე საუბრობს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნაში ვერ მოხვდა

"ცხედარს სიფრიფანა ცხვირი ჰქონდა მიკერებული" - გიორგი ტატუნაშვილი იმ დაზიანებებზე საუბრობს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნაში ვერ მოხვდა

ცხინვალის მხრიდან პირადი კონტაქტებით შევიტყვე, რომ ჩემი შვილი საკონტროლო გასროლით არის მოკლული, - ამის შესახებ არჩილ ტატუნაშვილის მამამ, გიორგი ტატუნაშვილმა, "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა. მისი თქმით, არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის დღეს გამოქვეყნებული ექსპერტიზის დასკვნა არასრულია.

"ექსპერტიზის დასკვნა არასრულია. მასში ცხვირის დაზიანებაზე არაფერია ნათქვამი. ჩემს შვილს ავარიის გამო ტრავმირებული ცხვირი ჰქონდა, კეხი არ ჰქონდა. ცხედარი რომ გადმოასვენეს, სიფრიფანა, კეხიანი ცხვირი ჰქონდა მიკერებული. ცხვირთან ეტყობა კიდეც თვალის უპისკენ გამავალი ნაჭრილობევი.შუბლზეც ეტყობოდა წრიული ნაჭდევი, რაც ასევე არ არის ექსპერტიზის დასკვნაში ნახსენები. არ ვიცი, რითი იყო ეს ნაჭდევი მიყენებული, თუმცა ჩემი ვარაუდით ეს იყო ნატყვიარი. ცხინვალის მხრიდან პირადი კონტაქტებით შევიტყვე, რომ ჩემი შვილი საკონტროლო გასროლით არის მოკლული. შუბლზე ნაჭდევი ცხედარს გადმოსვენების დროსაც ეტყობოდა, თუმცა შემდეგ უფრო მეტად გამოიკვეთა", - განაცხადა გიორგი ტატუნაშვილმა.

მისი თქმით, იგი ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებს უახლოეს მომავალში შეხვდება და მათთან ამ საკითხების გარკვევას შეეცდება. "ექსპერტიზის დასკვნაში გარდაცვალების მიზეზი არ წერია. რა დასკვნა უნდა, სხეულზე ერთი ადგილი არ მოეძებნება რომ მთელი ჰქონდეს. სისხლჩაქცევები და ნაჭდევები ეტყობა ყველგან. ჩემი შვილი წამებით არის მოკლული," - განაცხადა არჩილ ტატუნაშვილის მამამ.

როგორც გიორგი ტატუნაშვილმა გადაცემაში საუბრისას აღნიშნა, მას ჰქონდა საშუალება, რომ ერთმანეთისთვის შეედარებინა რუსული და დღეს გამოქვეყნებული ექსპერტიზის დასკვნები. მისი თქმით, რუსულ ექსპერტიზის დასკვნაში წამებასა და მოტეხილობაზე არაფერი წერია.

"რუსული ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ შესაძლოა შეჯახებით იყოს სისხლჩაქცევები გამოწვეული. ორმეტრიანი კაცი სამ საფეხურ კიბეზე როგორ დაგორდა ისე, რომ მთელი სხეული დაეჟეჟა. წამებასა და მოტეხილობაზე, თითები რომ დამტვრეული ჰქონდა, საერთოდ არ არის რუსების დასკვნაში საუბარი" - განაცხადა გიორგი ტატუნაშვილმა.

ნახეთ ვიდეო

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ