სამართალი
Faceამბები
პოლიტიკა

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა შეიძლება მოხდეს, თუ უკ­რა­ი­ნის ად­გი­ლობ­რი­ვი ეკ­ლე­სი­ა რუ­სე­თის მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლ ეკ­ლე­სი­ას გამოეყოფა?
რა შეიძლება მოხდეს, თუ უკ­რა­ი­ნის ად­გი­ლობ­რი­ვი ეკ­ლე­სი­ა რუ­სე­თის მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლ ეკ­ლე­სი­ას გამოეყოფა?

სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს ერ­თდღი­ა­ნი ვი­ზი­ტით რუ­სე­თის ეკ­ლე­სი­ის სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა გან­ყო­ფი­ლე­ბის თავ­მჯდო­მა­რე, მიტ­რო­პო­ლი­ტი ილა­რი­ონ ალ­ფე­ე­ვი, ორ თან­მხლებ პირ­თან ერ­თად ეწ­ვია. სა­პატ­რი­არ­ქოს მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, რუსი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის თბი­ლის­ში სტუმ­რო­ბის მი­ზა­ნი უკ­რა­ი­ნის ეკ­ლე­სი­ის გარ­შე­მო ბოლო დროს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი და რუ­სე­თის ეკ­ლე­სი­ის პო­ზი­ცია იყო.

რუ­სე­თის სა­პატ­რი­არ­ქოს გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, ალ­ფე­ევ­თან ერ­თად, თბი­ლის­ში მოს­კო­ვის სა­პატ­რი­არ­ქოს სა­გა­რეო სა­ეკ­ლე­სიო კავ­ში­რე­ბის მარ­თლმა­დი­დე­ბელ­თა­შო­რი­სი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის მდი­ვა­ნი, დე­კა­ნო­ზი იგორ ია­კიმ­ჩუ­კი და თავ­მჯდო­მა­რის თა­ნა­შემ­წე ალექნსად­რე ერ­შო­ვი იმ­ყო­ფე­ბო­და.

უკ­რა­ი­ნის ეკ­ლე­სია მსოფ­ლიო სა­პატ­რი­არ­ქოს, რო­გორც პირ­ველ ეკ­ლე­სი­ას თხოვ­ნით მი­მარ­თავს, რა­ი­მე ზო­მე­ბი მი­ი­ღოს და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­პო­ვე­ბა­ში და­ეხ­მა­როს, რაც რუ­სე­თის სა­პატ­რი­არ­ქო­ში მღელ­ვა­რე­ბას იწ­ვევს.

სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­არ­ქის მდივ­ნის, დე­კა­ნოზ მი­ქა­ელ ბოტ­კო­ვე­ლის გან­მარ­ტე­ბით, ილა­რი­ონ ალ­ფე­ე­ვი სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქს სწო­რედ უკ­რა­ი­ნის ეკ­ლე­სი­ის რუ­სე­თის მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის­გან გა­მო­ყო­ფის სა­კი­თხზე ესა­უბ­რა.

"მსგავ­სი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი გა­ი­მარ­თე­ბა მსოფ­ლიო სა­პატ­რი­არ­ქოს წარ­მო­მად­გე­ნელ­თან. თუმ­ცა, შე­ტყო­ბი­ნე­ბა ჯერ არ მიგ­ვი­ღია. რუ­სე­თის სა­პატ­რი­არ­ქო აცხა­დებს, რომ ალ­ბათ კონ­სტან­ტი­ნო­პო­ლის სა­პატ­რი­არ­ქოც გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს ასე­თი­ვე ვი­ზიტს სა­ქარ­თვე­ლო­ში, თუმ­ცა, ჩვენ­თვის არც მას მო­უ­მარ­თავს... ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს პო­ზი­ცია მო­ზო­მი­ლი იქ­ნე­ბა" - აღ­ნიშ­ნავს მი­ქა­ელ ბოტ­კო­ვე­ლი.

"რუ­სე­თის ეკ­ლე­სია ჯერ არ არის მზად მი­ი­ღოს ეს წი­ნა­ნა­დე­ბა... სა­ერ­თოდ კი, რთუ­ლია იმის წარ­მოდ­გე­ნაც, რა შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ უკ­რა­ი­ნის სცე­ნა­რი შეს­რულ­დე­ბა," - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა ბო­ლოდ­რო­ინ­დელ მოვ­ლე­ნებს რუ­სუ­ლი მე­დია.

ად­გი­ლობ­რი­ვი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის მო­საზ­რე­ბით კი, მსოფ­ლიო მარ­თლმა­დი­დებ­ლურ ეკ­ლე­სი­ა­ში გან­ხეთ­ქი­ლე­ბაა, რო­მელ­საც აუ­ცი­ლებ­ლად მოჰ­ყვე­ბა ვი­თა­რე­ბის სხვაგ­ვა­რი გან­ვი­თა­რე­ბა და არ იქ­ნე­ბა სწო­რი ნა­ბი­ჯი. "მე­ტიც, შე­იძ­ლე­ბა ეს 1054 წელს აღ­მო­სავ­ლეთ­სა და და­სავ­ლეთს შო­რის გან­ხეთ­ქი­ლე­ბას შე­ვა­და­როთ. მსგავ­სი რამ კი­დევ თუ გან­მე­ორ­დე­ბა მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ერ­თი­ა­ნო­ბა და­სა­მარ­დე­ბა" - იხ­სნე­ბეს რუ­სუ­ლი მე­დია რუსი მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ფუნ­და­მენ­ტა­ლის­ტის ვსე­ვო­ლოდ ჩაპ­ლი­ნის სი­ტყვებს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, რამ­დე­ნი­მე დღის წინ ეს სი­ტყვე­ბი რუ­სე­თის ეკ­ლე­სი­ის სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა გან­ყო­ფი­ლე­ბის თავ­მჯდო­მა­რემ, მიტ­რო­პო­ლიტ­მა ილა­რი­ონ ალ­ფე­ევ­მაც გა­ი­მე­ო­რა. თუმ­ცა, რუ­სულ სამ­ღვდე­ლო­ე­ბა­ში არი­ან ისე­თე­ბიც, ვი­საც მი­აჩ­ნია, რომ "გან­ხეთ­ქი­ლე­ბა გარ­და­უ­ვა­ლია."

უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, ოფი­ცი­ა­ლურ­მა კი­ევ­მა, უკ­რი­ა­ნის უმაღ­ლეს­მა რა­დამ და ად­გი­ლობ­რივ­მა ეპის­კო­პო­სებ­მა მსოფ­ლიო პატ­რი­არ­ქს უკ­რა­ი­ნის ეკ­ლე­სი­ის რუ­სე­თის მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის­გან გა­მო­ყო­ფის სა­კი­თხზე მი­მარ­თეს... მარ­თა­ლია, პა­სუ­ხი ჯერ­ჯე­რო­ბით არ არის, თუმ­ცა უკ­რა­ი­ნუ­ლი ეკ­ლე­სია გა­ნაგ­რძობს სხვა ავ­ტო­კე­ფა­ლურ მარ­თლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ებ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ებს... კი­ე­ვის მიტ­რო­პო­ლი­ტი უკვე შეხ­ვდა იე­რუ­სა­ლიმ­ში თე­ო­ფი­ლე III-სა და პო­ლო­ნე­თის სუ­ლი­ერ მო­ძღვარ სა­ბას. ამ მხრივ ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რობს რუ­სე­თის პატ­რი­არ­ქის "მარ­ჯვე­ნა ხელი" ილა­რი­ონ ალ­ფე­ე­ვი, რო­მე­ლიც უკვე შეხ­ვდა ალექ­სან­დრი­ის პატ­რი­არ­ქს თე­ო­დო­რე II-ს, კვიპ­რო­სის კლე­სი­ის წარ­მო­მად­გე­ნელს. ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­არ­ქს და გეგ­მა­ში აქვს, სერ­ბე­თის, რუ­მი­ნე­თი­სა და ათე­ნის პატ­რი­არ­ქებ­თან შეხ­ვედ­რა...

უკ­რა­ი­ა­ნამ უკვე გა­ახ­მო­ვა­ნა თა­ვი­სი იდეა, ავ­ტო­კე­ფა­ლია მი­ა­ნი­ჭოს უკ­რა­ი­ნის მარ­თლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ას. სა­ე­რო და სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის თქმით, უკ­რა­ი­ნის ეკ­ლე­სი­ის ავ­ტო­კე­ფა­ლია იქ­ნე­ბა ის­ტო­რი­უ­ლი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა და მო­ცი­ლე­ბა იმ პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ექ­ტი­დან, რო­მე­ლიც თა­ვის დრო­ზე, რუ­სე­თის მარ­თლმა­დი­დე­ბელ­მა ეკ­ლე­სი­ამ მო­ი­ფიქ­რა და "რუ­სულ სამ­ყა­როდ" იწო­დე­ბა.

ამ­ჟა­მად უკ­რა­ი­ნა­ში არ­სე­ბო­ბენ მოს­კო­ვის სა­პატ­რი­არ­ქოს კა­ნო­ნი­კუ­რი უკ­რა­ი­ნუ­ლი ეკ­ლე­სია და ორი არა­ღი­ა­რე­ბუ­ლი - კი­ე­ვის სა­პატ­რი­არ­ქოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია და უკ­რა­ი­ნის მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია. თუ მსოფ­ლიო პატ­რი­არ­ქი უკ­რა­ი­ნის მი­მარ­თვას და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს, უკ­რა­ი­ნის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ავ­ტო­კე­ფა­ლუ­რი ეკ­ლე­სია კვლავ და­ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა კონ­სტან­ტი­ნო­პო­ლის ეკ­ლე­სი­ას, რო­გორც ეს იყო 998 წლი­დან 1686 წლამ­დე, ვიდ­რე კი­ე­ვის მიტ­რო­პო­ლია მოს­კო­ვის სა­პატ­რი­არ­ქოს შე­უ­ერ­თდე­ბო­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება
ავტორი:

რა შეიძლება მოხდეს, თუ უკ­რა­ი­ნის ად­გი­ლობ­რი­ვი ეკ­ლე­სი­ა რუ­სე­თის მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლ ეკ­ლე­სი­ას გამოეყოფა?

რა შეიძლება მოხდეს, თუ უკ­რა­ი­ნის ად­გი­ლობ­რი­ვი ეკ­ლე­სი­ა რუ­სე­თის მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლ ეკ­ლე­სი­ას გამოეყოფა?

საქართველოს საპატრიარქოს ერთდღიანი ვიზიტით რუსეთის ეკლესიის საგარეო ურთიერთობათა განყოფილების თავმჯდომარე, მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი, ორ თანმხლებ პირთან ერთად ეწვია. საპატრიარქოს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, რუსი სასულიერო პირის თბილისში სტუმრობის მიზანი უკრაინის ეკლესიის გარშემო ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და რუსეთის ეკლესიის პოზიცია იყო.

რუსეთის საპატრიარქოს განცხადების თანახმად, ალფეევთან ერთად, თბილისში მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების მართლმადიდებელთაშორისი ურთიერთობების განყოფილების მდივანი, დეკანოზი იგორ იაკიმჩუკი და თავმჯდომარის თანაშემწე ალექნსადრე ერშოვი იმყოფებოდა.

უკრაინის ეკლესია მსოფლიო საპატრიარქოს, როგორც პირველ ეკლესიას თხოვნით მიმართავს, რაიმე ზომები მიიღოს და დამოუკიდებლობის მოპოვებაში დაეხმაროს, რაც რუსეთის საპატრიარქოში მღელვარებას იწვევს.

საქართველოს პატრიარქის მდივნის, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის განმარტებით, ილარიონ ალფეევი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სწორედ უკრაინის ეკლესიის რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისგან გამოყოფის საკითხზე ესაუბრა.

"მსგავსი კონსულტაციები გაიმართება მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელთან. თუმცა, შეტყობინება ჯერ არ მიგვიღია. რუსეთის საპატრიარქო აცხადებს, რომ ალბათ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოც განახორციელებს ასეთივე ვიზიტს საქართველოში, თუმცა, ჩვენთვის არც მას მოუმართავს... ამასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს პოზიცია მოზომილი იქნება" - აღნიშნავს მიქაელ ბოტკოველი.

"რუსეთის ეკლესია ჯერ არ არის მზად მიიღოს ეს წინანადება... საერთოდ კი, რთულია იმის წარმოდგენაც, რა შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში თუ უკრაინის სცენარი შესრულდება," - ასე ეხმაურება ბოლოდროინდელ მოვლენებს რუსული მედია.

ადგილობრივი სასულიერო პირების მოსაზრებით კი, მსოფლიო მართლმადიდებლურ ეკლესიაში განხეთქილებაა, რომელსაც აუცილებლად მოჰყვება ვითარების სხვაგვარი განვითარება და არ იქნება სწორი ნაბიჯი. "მეტიც, შეიძლება ეს 1054 წელს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის განხეთქილებას შევადაროთ. მსგავსი რამ კიდევ თუ განმეორდება მართლმადიდებლური ერთიანობა დასამარდება" - იხსნებეს რუსული მედია რუსი მართლმადიდებელი ფუნდამენტალისტის ვსევოლოდ ჩაპლინის სიტყვებს.

მათივე ცნობით, რამდენიმე დღის წინ ეს სიტყვები რუსეთის ეკლესიის საგარეო ურთიერთობათა განყოფილების თავმჯდომარემ, მიტროპოლიტმა ილარიონ ალფეევმაც გაიმეორა. თუმცა, რუსულ სამღვდელოებაში არიან ისეთებიც, ვისაც მიაჩნია, რომ "განხეთქილება გარდაუვალია."

უკრაინული მედიის ცნობით, ოფიციალურმა კიევმა, უკრიანის უმაღლესმა რადამ და ადგილობრივმა ეპისკოპოსებმა მსოფლიო პატრიარქს უკრაინის ეკლესიის რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისგან გამოყოფის საკითხზე მიმართეს... მართალია, პასუხი ჯერჯერობით არ არის, თუმცა უკრაინული ეკლესია განაგრძობს სხვა ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიებთან კონსულტაციებს... კიევის მიტროპოლიტი უკვე შეხვდა იერუსალიმში თეოფილე III-სა და პოლონეთის სულიერ მოძღვარ საბას. ამ მხრივ ძალიან აქტიურობს რუსეთის პატრიარქის "მარჯვენა ხელი" ილარიონ ალფეევი, რომელიც უკვე შეხვდა ალექსანდრიის პატრიარქს თეოდორე II-ს, კვიპროსის კლესიის წარმომადგენელს. ასევე საქართველოს პატრიარქს და გეგმაში აქვს, სერბეთის, რუმინეთისა და ათენის პატრიარქებთან შეხვედრა...

უკრაიანამ უკვე გაახმოვანა თავისი იდეა, ავტოკეფალია მიანიჭოს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას. საერო და სასულიერო პირების თქმით, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია იქნება ისტორიული სამართლიანობის აღდგენა და მოცილება იმ პოლიტიკური პროექტიდან, რომელიც თავის დროზე, რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მოიფიქრა და "რუსულ სამყაროდ" იწოდება.

ამჟამად უკრაინაში არსებობენ მოსკოვის საპატრიარქოს კანონიკური უკრაინული ეკლესია და ორი არაღიარებული - კიევის საპატრიარქოს მართლმადიდებელი ეკლესია და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია. თუ მსოფლიო პატრიარქი უკრაინის მიმართვას დააკმაყოფილებს, უკრაინის გაერთიანებული ავტოკეფალური ეკლესია კვლავ დაექვემდებარება კონსტანტინოპოლის ეკლესიას, როგორც ეს იყო 998 წლიდან 1686 წლამდე, ვიდრე კიევის მიტროპოლია მოსკოვის საპატრიარქოს შეუერთდებოდა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე