პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ პრემიერი იუსტიციის მინისტრს გადააყენებს, პროკურორის შერჩევაში ჩავერთვებით" - არასამთავრობოების ბოიკოტი წულუკიანს
"თუ პრემიერი იუსტიციის მინისტრს გადააყენებს, პროკურორის შერჩევაში ჩავერთვებით" - არასამთავრობოების ბოიკოტი წულუკიანს

არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ულ­ტი­მა­ტუ­მი ხე­ლი­სუფ­ლე­ბას - სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რი იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის გა­დად­გო­მას ითხოვს. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში მი­ნის­ტრის მიერ, რი­გით მე­ხუ­თე პრო­კუ­რო­რის შერ­ჩე­ვის პრო­ცესს ბო­ი­კოტს გა­მო­უ­ცხა­დე­ბენ, რად­გან მი­აჩ­ნი­ათ, რომ წუ­ლუ­კი­ანს ამის მო­რა­ლუ­რი უფ­ლე­ბა არ აქვს. ამის არ­გუ­მენ­ტად კი, წუ­ლუ­კი­ა­ნის მი­ნის­ტრო­ბის პე­რი­ოდ­ში მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა­ში გა­ტა­რე­ბულ-ჩაგ­დე­ბუ­ლი რე­ფორ­მე­ბი მოჰ­ყავთ.

იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი­სა და არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რის მო­თხოვ­ნის სა­პა­სუ­ხოდ აცხა­დებს, რომ თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბას არ აპი­რებს და რომ მას "არ აქვს უფ­ლე­ბა და ფუ­ფუ­ნე­ბა, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღოს ფსი­ქოზ­ში". უფრო მე­ტიც - იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის შერ­ჩე­ვა­ზე კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი უკვე და­ი­წყო. "პრო­კუ­რა­ტუ­რის შე­სა­ხებ" კა­ნო­ნის თა­ნახ­მად, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს, აკა­დე­მი­ურ წრე­ებ­სა და სა­მარ­თლის დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტებს მი­მარ­თვა და­ეგ­ზავ­ნათ, რათა სა­ვა­რა­უ­დო კან­დი­და­ტე­ბი წა­რად­გი­ნონ 1 თვის ვა­და­ში. მათ­გან, მი­ნი­მუმ, 3 კან­დი­დატს იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი შე­არ­ჩევს და წა­რუდ­გენს მის­სა­ვე დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბულ საპ­რო­კუ­რო­რო საბ­ჭოს, რო­მე­ლიც აირ­ჩევს ერთს და და­სამ­ტკი­ცებ­ლად ჯერ - მთავ­რო­ბას, შემ­დეგ კი პარ­ლა­მენტს წა­რუდ­გენს.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა პი­რო­ბა დადო, რომ მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის კან­დი­და­ტუ­რის შერ­ჩე­ვა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ფარ­თო ჩარ­თვით მოხ­დე­ბა და მთა­ვა­რი პრინ­ცი­პია, რომ ამ პოსტზე წარ­დგე­ნი­ლი პირი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მა­ღა­ლი ლე­გი­ტი­მა­ცი­ით სარ­გებ­ლობ­დეს. რამ­დე­ნად შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ფარ­თო ჩარ­თვით შე­ირ­ჩეს მო­მა­ვა­ლი მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი, ჯერ გა­ურ­კვე­ვე­ლია, რად­გან არა­სამ­თავ­რო­ბო­ებს ორი მო­თხოვ­ნა აქვთ. ერთი, რომ კან­დი­და­ტი არც ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან იყოს და არც "ქარ­თულ ოც­ნე­ბას­თან" აფი­ლი­რე­ბუ­ლი და მე­ო­რე - წუ­ლუ­კი­ა­ნი გა­დად­გეს და კან­დი­და­ტე­ბის შერ­ჩე­ვა­ზე კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი ახალ­მა იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა და­ი­წყოს. ამ მო­თხოვ­ნე­ბის შეს­რუ­ლე­ბას კი რო­გორც ჩანს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ აპი­რებს, ამი­ტომ სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რი ბო­ი­კო­ტის რე­ჟიმ­ში დარ­ჩე­ბა.

იმის თა­ო­ბა­ზე, თუ რა­ტომ ითხო­ვენ წუ­ლუ­კი­ა­ნის გა­დად­გო­მას არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბი, მათ მთე­ლი რიგი არ­გუ­მენ­ტე­ბი აქვთ.

„იმ პრო­ცე­სებ­ზე, რაც ბოლო დღე­ებ­ში ქვე­ყა­ნა­ში გან­ვი­თარ­და, პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი არის არა მხო­ლოდ მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი, რო­მე­ლიც გა­დად­გა, არა­მედ იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი თეა წუ­ლუ­კი­ა­ნიც, რო­მელ­მაც თა­ვის დრო­ზე, შო­თა­ძე შე­არ­ჩია მთა­ვარ პრო­კუ­რო­რად. წუ­ლუ­კი­ა­ნი ასე­ვე ჩარ­თუ­ლი იყო შო­თა­ძი­სა და მისი წი­ნა­მორ­ბე­დე­ბის შერ­ჩე­ვა-და­ნიშ­ვნა­ში. მათ შო­რის ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძის და­ნიშ­ვნა­ში. სა­ზო­გა­დო­ე­ბას ძა­ლი­ან კარ­გად ახ­სოვს, მან და მის­მა წი­ნა­მორ­ბე­დებ­მა რო­გორ და­ას­რუ­ლეს საქ­მი­ა­ნო­ბა", - AMBEBI.GE-ს ამის შე­სა­ხებ „ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ცენ­ტრის“ ხელ­მძღვა­ნელ­მა ალე­კო ცქი­ტიშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის ცი­ხი­დან გაყ­ვა­ნის კად­რე­ბის (რო­მელ­თა და­კავ­ში­რე­ბი­თაც არ­სე­ბობს სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა) საქ­მე არ იყო სა­თა­ნა­დოდ გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი და ამ მხრივ მთა­ვა­რი კი­თხვე­ბი მი­ე­მარ­თე­ბა არა მხო­ლოდ მირ­ზა სუ­ბე­ლი­ა­ნის­კენ, არა­მედ ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძის­კენ, რო­მე­ლიც იმ დროს მთა­ვა­რი მბრალ­დე­ბე­ლის პოსტს იკა­ვებ­და.

"ასე­ვე სა­უ­ბა­რია ბევრ რე­ფორ­მებ­ზე რო­მე­ლიც თით­ქოს გა­ა­ტა­რა წუ­ლუ­კი­ან­მა და არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბის არ­ცერ­თი შე­ნიშ­ვნა ხარ­ვე­ზებ­თან და­კავ­ში­რე­ბით არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა. თუნ­დაც სა­სა­მარ­თლოს რე­ფორ­მე­ბი. ასე­ვე ხან­გრძლი­ვი დის­კუ­სი­ე­ბი გვქონ­და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სტრუქ­ტუ­რის შექ­მნა­ზე - აქ მხა­რეს იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი წარ­მო­ად­გენ­და, რო­მელ­მაც ჩვე­ნი პო­ზი­ცი­ე­ბი არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა. რაკი არ არ­სე­ბობს ასე­თი ორ­გა­ნო ალ­ბათ, ამი­ტომ დაგ­როვ­და ბევ­რი პრობ­ლე­მა ამ საქ­მეს­თან მი­მარ­თე­ბა­ში“, - გვე­უბ­ნე­ბა „ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ცენ­ტრის“ ხელ­მძღვა­ნე­ლი.

ალე­კო ცქი­ტიშ­ვი­ლის თქმით, წუ­ლუ­კი­ა­ნის პი­რო­ბებ­ში მის მი­ერ­ვე რი­გით მე­ხუ­თე პრო­კუ­რო­რის შერ­ჩე­ვა­ში ჩარ­თვას აღარ აპი­რე­ბენ.

"თუ გა­და­ა­ყე­ნებს პრე­მი­ე­რი იუს­ტი­ცი­ის მი­ნისტრს, ამ შემ­თხვე­ვა­ში პრო­კუ­რო­რის შერ­ჩე­ვის პრო­ცეს­ში ჩა­ვერ­თვე­ბით. წუ­ლუ­კი­ა­ნის პი­რო­ბებ­ში კი არ ვა­პი­რებთ, რად­გან ამის მან­კი­ე­რი გა­მოც­დი­ლე­ბა გვაქვს. სა­ზო­გა­დო­ე­ბას ასე­ვე შე­ვახ­სე­ნებ, რომ სტრა­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლის შერ­ჩე­ვის პრო­ცეს­ში აქ­ტი­უ­რად ვი­ყა­ვით ჩარ­თუ­ლი, თუმ­ცა წუ­ლუ­კი­ან­მა ჩვე­ნი არ­ცერ­თი კან­დი­და­ტუ­რა არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა და ევ­რო­პის სა­სა­მარ­თლო­ში მის მიერ შერ­ჩე­უ­ლი კან­დი­და­ტუ­რა გა­აგ­ზავ­ნა, რო­მე­ლიც ორ­ჯერ იქნა და­წუ­ნე­ბუ­ლი, ხოლო მე­სა­მე ძლივს აირ­ჩი­ეს. ეს ქვეყ­ნის­თვის სა­მარ­ცხვი­ნო ფაქ­ტია“, - გა­ნუ­ცხა­და AMBEBI.GE-ს ცქი­ტიშ­ვილ­მა.

მის აზრს იზი­ა­რებს „სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვის" გამ­გე­ო­ბის წევ­რი გი­ორ­გი მშვე­ნი­ე­რა­ძე. მისი გან­ცხა­დე­ბით, ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის კრი­ზის­ზე პა­სი­ხის­მგებ­ლო­ბა თეა წუ­ლუ­კი­ანს ეკის­რე­ბა.

„ეს კრი­ზი­სი, რო­მელ­საც ახლა ვხე­დავთ, რა­ზე­დაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა არის აღ­შფო­თე­ბუ­ლი, პირ­ველ რიგ­ში გა­მოწ­ვე­უ­ლია სა­მარ­თალ­დამ­ცავ და სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მებ­ში პო­ლი­ტი­კუ­რი კო­რუფ­ცი­ით და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფით. ამ ყვე­ლა­ფერ­ზე კი პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი არის იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი. თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის პი­რა­დი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა, რომ ამ სფე­რო­ში რე­ფორ­მე­ბი არ გან­ხორ­ცი­ელ­და. თუკი მთავ­რო­ბა კრი­ზი­სუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის სა­ფუძ­ვე­ლებს სწო­რად აც­ნო­ბი­ე­რებს, უნდა და­ა­ყე­ნოს პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი.

წუ­ლუ­კი­ა­ნის მი­ნის­ტრო­ბის პე­რი­ოდ­ში 4 პრო­კუ­რო­რი გა­მო­ვიც­ვა­ლეთ, მათ­გან ყვე­ლამ თა­ვის პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა და­ას­რუ­ლა ისე, რომ ვერ გარ­თვა თავი სა­კუ­თარ ფუნ­ქცი­ებს. ახა­ლი პრო­ცე­სის წა­მო­წყე­ბა ისევ ამ მი­ნის­ტრის პი­რო­ბე­ბით, რო­მე­ლიც თვლი­და, რომ შო­თა­ძე არ უნდა წა­სუ­ლი­ყო, ბუ­ნებ­რი­ვია არის დას­ტუ­რი იმი­სა, რომ მთავ­რო­ბა არ აპი­რებს პო­ლი­ტი­კის შეც­ვლას. 16 არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია არ ვა­პი­რებთ წუ­ლუ­კი­ან­თან ერ­თად ჩა­ვერ­თოთ პრო­კუ­რო­რის შერ­ჩე­ვის პრო­ცეს­ში. მიგ­ვაჩ­ნია რომ ეს არ ემ­სა­ხუ­რე­ბა იმას, რაც ცოტა ხნის წინ კვი­რი­კაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და“ - უთხრა AMBEBI.GE-ს მშვე­ნი­ე­რა­ძემ.

"იუს­ტი­ცი­ის მოქ­მედ მი­ნისტრს აღარ აქვს მო­რა­ლუ­რი უფ­ლე­ბა, კი­დევ ერთი მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი შე­არ­ჩი­ოს იმი­ტომ, რომ არ­ცერ­თი წინა პრო­ცე­სი არ დას­რულ­და პო­ზი­ტი­უ­რად", - ამ გან­ცხა­დე­ბას „სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბი­სა და დე­მოკ­რა­ტი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის" ხელ­მძღვა­ნე­ლი მი­ხე­ილ ბე­ნი­ძე აკე­თებს. მი­სი­ვე თქმით, იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი არ არის იმ მოვ­ლე­ნე­ბის ადეკ­ვა­ტუ­რი, რაც დღეს ქვე­ყა­ნა­ში ვი­თარ­დე­ბა.

„ჩვე­ნი მო­თხოვ­ნა უკავ­შირ­დე­ბა იმ პრო­ცე­სებს, რაც ქვე­ყა­ნა­ში გან­ვი­თარ­და. ვფიქ­რობთ, რომ მთა­ვა­რი ამო­სა­ვა­ლი წერ­ტი­ლი პრო­ტეს­ტის, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გაჩ­ნდა, ეხე­ბა მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბას, უფრო ფარ­თო ჭრილ­ში კი მთლი­ა­ნად სა­მარ­თალ­დამ­ცავ უწყე­ბებს. ის რომ სის­ტე­მუ­რი პრობ­ლე­მე­ბი ვერ აღ­მო­ი­ფხვრა, არის იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, იმი­ტომ, რომ მას უნდა გა­ე­ტა­რე­ბი­ნა რე­ფორ­მე­ბი. რო­დე­საც ის­მის გან­ცხა­დე­ბე­ბი, რომ სის­ტე­მა უნდა და­ინ­გრეს, ნიშ­ნავს, რომ ეს სის­ტე­მა ვერ უზ­რუნ­ველ­ყოფს ქვე­ყა­ნა­ში სა­მარ­თლის პოვ­ნას. ეს კი იმის ბრა­ლია, რომ წუ­ლუ­კი­ან­მა საკ­მა­რი­სი რე­ფორ­მე­ბი არ გა­ა­ტა­რა.

წუ­ლუ­კი­ა­ნის პე­რი­ოდ­ში მე­ხუ­თე პრო­კუ­რო­რის შერ­ჩე­ვა ხდე­ბა, სამ­წუ­ხა­როდ, პრობ­ლე­მე­ბი ამ უწყე­ბა­ში არის გა­და­უჭ­რე­ლი და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნდო­ბა არა თუ არ იმა­ტებს, პი­რი­ქით იკ­ლებს. წუ­ლუ­კი­ანს მო­რა­ლუ­რი უფ­ლე­ბა აღარ აქვს, რომ ახა­ლი პრო­ცე­სი და­ი­წყოს. თუ მთავ­რო­ბას უნდა, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ჰქონ­დეს ნდო­ბა ახა­ლი პრო­კუ­რო­რი­სად­მი, მა­შინ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რომ ამ პრო­ცესს სხვა პირი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­დეს“, - გვი­თხრა ბე­ნი­ძემ.

ავტორი:

"თუ პრემიერი იუსტიციის მინისტრს გადააყენებს, პროკურორის შერჩევაში ჩავერთვებით" - არასამთავრობოების ბოიკოტი წულუკიანს

"თუ პრემიერი იუსტიციის მინისტრს გადააყენებს, პროკურორის შერჩევაში ჩავერთვებით" - არასამთავრობოების ბოიკოტი წულუკიანს

არასამთავრობო ორგანიზაციების ულტიმატუმი ხელისუფლებას - სამოქალაქო სექტორი იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის გადადგომას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში მინისტრის მიერ, რიგით მეხუთე პროკურორის შერჩევის პროცესს ბოიკოტს გამოუცხადებენ, რადგან მიაჩნიათ, რომ წულუკიანს ამის მორალური უფლება არ აქვს. ამის არგუმენტად კი, წულუკიანის მინისტრობის პერიოდში მართლმსაჯულებაში გატარებულ-ჩაგდებული რეფორმები მოჰყავთ.

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პოლიტიკოსებისა და არასამთავრობო სექტორის მოთხოვნის საპასუხოდ აცხადებს, რომ თანამდებობის დატოვებას არ აპირებს და რომ მას "არ აქვს უფლება და ფუფუნება, მონაწილეობა მიიღოს ფსიქოზში". უფრო მეტიც - იუსტიციის მინისტრმა მთავარი პროკურორის შერჩევაზე კონსულტაციები უკვე დაიწყო. "პროკურატურის შესახებ" კანონის თანახმად, არასამთავრობო ორგანიზაციებს, აკადემიურ წრეებსა და სამართლის დარგის სპეციალისტებს მიმართვა დაეგზავნათ, რათა სავარაუდო კანდიდატები წარადგინონ 1 თვის ვადაში. მათგან, მინიმუმ, 3 კანდიდატს იუსტიციის მინისტრი შეარჩევს და წარუდგენს მისსავე დაქვემდებარებულ საპროკურორო საბჭოს, რომელიც აირჩევს ერთს და დასამტკიცებლად ჯერ - მთავრობას, შემდეგ კი პარლამენტს წარუდგენს.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პირობა დადო, რომ მთავარი პროკურორის კანდიდატურის შერჩევა საზოგადოების ფართო ჩართვით მოხდება და მთავარი პრინციპია, რომ ამ პოსტზე წარდგენილი პირი საზოგადოებაში მაღალი ლეგიტიმაციით სარგებლობდეს. რამდენად შესაძლებელი იქნება, საზოგადოების ფართო ჩართვით შეირჩეს მომავალი მთავარი პროკურორი, ჯერ გაურკვეველია, რადგან არასამთავრობოებს ორი მოთხოვნა აქვთ. ერთი, რომ კანდიდატი არც ხელისუფლებიდან იყოს და არც "ქართულ ოცნებასთან" აფილირებული და მეორე - წულუკიანი გადადგეს და კანდიდატების შერჩევაზე კონსულტაციები ახალმა იუსტიციის მინისტრმა დაიწყოს. ამ მოთხოვნების შესრულებას კი როგორც ჩანს ხელისუფლება არ აპირებს, ამიტომ სამოქალაქო სექტორი ბოიკოტის რეჟიმში დარჩება.

იმის თაობაზე, თუ რატომ ითხოვენ წულუკიანის გადადგომას არასამთავრობოები, მათ მთელი რიგი არგუმენტები აქვთ.

„იმ პროცესებზე, რაც ბოლო დღეებში ქვეყანაში განვითარდა, პასუხისმგებელი არის არა მხოლოდ მთავარი პროკურორი, რომელიც გადადგა, არამედ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც, რომელმაც თავის დროზე, შოთაძე შეარჩია მთავარ პროკურორად. წულუკიანი ასევე ჩართული იყო შოთაძისა და მისი წინამორბედების შერჩევა-დანიშვნაში. მათ შორის ოთარ ფარცხალაძის დანიშვნაში. საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს, მან და მისმა წინამორბედებმა როგორ დაასრულეს საქმიანობა", - AMBEBI.GE-ს ამის შესახებ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელმა ალეკო ცქიტიშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის კადრების (რომელთა დაკავშირებითაც არსებობს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება) საქმე არ იყო სათანადოდ გამოძიებული და ამ მხრივ მთავარი კითხვები მიემართება არა მხოლოდ მირზა სუბელიანისკენ, არამედ ოთარ ფარცხალაძისკენ, რომელიც იმ დროს მთავარი მბრალდებელის პოსტს იკავებდა.

"ასევე საუბარია ბევრ რეფორმებზე რომელიც თითქოს გაატარა წულუკიანმა და არასამთავრობოების არცერთი შენიშვნა ხარვეზებთან დაკავშირებით არ გაითვალისწინა. თუნდაც სასამართლოს რეფორმები. ასევე ხანგრძლივი დისკუსიები გვქონდა დამოუკიდებელი საგამოძიებო სტრუქტურის შექმნაზე - აქ მხარეს იუსტიციის მინისტრი წარმოადგენდა, რომელმაც ჩვენი პოზიციები არ გაითვალისწინა. რაკი არ არსებობს ასეთი ორგანო ალბათ, ამიტომ დაგროვდა ბევრი პრობლემა ამ საქმესთან მიმართებაში“, - გვეუბნება „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელი.

ალეკო ცქიტიშვილის თქმით, წულუკიანის პირობებში მის მიერვე რიგით მეხუთე პროკურორის შერჩევაში ჩართვას აღარ აპირებენ.

"თუ გადააყენებს პრემიერი იუსტიციის მინისტრს, ამ შემთხვევაში პროკურორის შერჩევის პროცესში ჩავერთვებით. წულუკიანის პირობებში კი არ ვაპირებთ, რადგან ამის მანკიერი გამოცდილება გვაქვს. საზოგადოებას ასევე შევახსენებ, რომ სტრაბურგის სასამართლოს მოსამართლის შერჩევის პროცესში აქტიურად ვიყავით ჩართული, თუმცა წულუკიანმა ჩვენი არცერთი კანდიდატურა არ გაითვალისწინა და ევროპის სასამართლოში მის მიერ შერჩეული კანდიდატურა გააგზავნა, რომელიც ორჯერ იქნა დაწუნებული, ხოლო მესამე ძლივს აირჩიეს. ეს ქვეყნისთვის სამარცხვინო ფაქტია“, - განუცხადა AMBEBI.GE-ს ცქიტიშვილმა.

მის აზრს იზიარებს „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" გამგეობის წევრი გიორგი მშვენიერაძე. მისი განცხადებით, ქვეყანაში არსებული მართლმსაჯულების კრიზისზე პასიხისმგებლობა თეა წულუკიანს ეკისრება.

„ეს კრიზისი, რომელსაც ახლა ვხედავთ, რაზედაც საზოგადოება არის აღშფოთებული, პირველ რიგში გამოწვეულია სამართალდამცავ და სასამართლო სისტემებში პოლიტიკური კორუფციით და ადამიანის უფლებების უგულებელყოფით. ამ ყველაფერზე კი პასუხისმგებელი არის იუსტიციის მინისტრი. თეა წულუკიანის პირადი პასუხისმგებლობაა, რომ ამ სფეროში რეფორმები არ განხორციელდა. თუკი მთავრობა კრიზისული სიტუაციის საფუძველებს სწორად აცნობიერებს, უნდა დააყენოს პოლიტიკური თანამდებობის პასუხისმგებლობის საკითხი.

წულუკიანის მინისტრობის პერიოდში 4 პროკურორი გამოვიცვალეთ, მათგან ყველამ თავის პროფესიული საქმიანობა დაასრულა ისე, რომ ვერ გართვა თავი საკუთარ ფუნქციებს. ახალი პროცესის წამოწყება ისევ ამ მინისტრის პირობებით, რომელიც თვლიდა, რომ შოთაძე არ უნდა წასულიყო, ბუნებრივია არის დასტური იმისა, რომ მთავრობა არ აპირებს პოლიტიკის შეცვლას. 16 არასამთავრობო ორგანიზაცია არ ვაპირებთ წულუკიანთან ერთად ჩავერთოთ პროკურორის შერჩევის პროცესში. მიგვაჩნია რომ ეს არ ემსახურება იმას, რაც ცოტა ხნის წინ კვირიკაშვილმა განაცხადა“ - უთხრა AMBEBI.GE-ს მშვენიერაძემ.

"იუსტიციის მოქმედ მინისტრს აღარ აქვს მორალური უფლება, კიდევ ერთი მთავარი პროკურორი შეარჩიოს იმიტომ, რომ არცერთი წინა პროცესი არ დასრულდა პოზიტიურად", - ამ განცხადებას „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" ხელმძღვანელი მიხეილ ბენიძე აკეთებს. მისივე თქმით, იუსტიციის მინისტრი არ არის იმ მოვლენების ადეკვატური, რაც დღეს ქვეყანაში ვითარდება.

„ჩვენი მოთხოვნა უკავშირდება იმ პროცესებს, რაც ქვეყანაში განვითარდა. ვფიქრობთ, რომ მთავარი ამოსავალი წერტილი პროტესტის, რომელიც საზოგადოებაში გაჩნდა, ეხება მართლმსაჯულებას, უფრო ფართო ჭრილში კი მთლიანად სამართალდამცავ უწყებებს. ის რომ სისტემური პრობლემები ვერ აღმოიფხვრა, არის იუსტიციის მინისტრის პასუხისმგებლობა, იმიტომ, რომ მას უნდა გაეტარებინა რეფორმები. როდესაც ისმის განცხადებები, რომ სისტემა უნდა დაინგრეს, ნიშნავს, რომ ეს სისტემა ვერ უზრუნველყოფს ქვეყანაში სამართლის პოვნას. ეს კი იმის ბრალია, რომ წულუკიანმა საკმარისი რეფორმები არ გაატარა.

წულუკიანის პერიოდში მეხუთე პროკურორის შერჩევა ხდება, სამწუხაროდ, პრობლემები ამ უწყებაში არის გადაუჭრელი და საზოგადოების ნდობა არა თუ არ იმატებს, პირიქით იკლებს. წულუკიანს მორალური უფლება აღარ აქვს, რომ ახალი პროცესი დაიწყოს. თუ მთავრობას უნდა, რომ საზოგადოებას ჰქონდეს ნდობა ახალი პროკურორისადმი, მაშინ მნიშვნელოვანია რომ ამ პროცესს სხვა პირი ხელმძღვანელობდეს“, - გვითხრა ბენიძემ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები