პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხურვალეთის მცხოვრები, რომელიც ე.წ. მესაზღვრეებმა დააკავეს, ცხინვალში გადაიყვანეს, საპატრიარქო კი დირბის ეკლესიის წინამძღვრის დაკავების ფაქტს იკვლევს
ხურვალეთის მცხოვრები, რომელიც ე.წ. მესაზღვრეებმა დააკავეს, ცხინვალში გადაიყვანეს, საპატრიარქო კი დირბის ეკლესიის წინამძღვრის დაკავების ფაქტს იკვლევს

ე.წ. მე­სა­ზღვრე­ე­ბის მიერ სა­ო­კუ­პა­ციო ხაზ­თან და­კა­ვე­ბუ­ლი ხურ­ვა­ლე­თის მცხოვ­რე­ბი, 58 წლის თე­ი­მუ­რაზ დუ­დაშ­ვი­ლი ცხინ­ვა­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­და­იყ­ვა­ნეს. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა გა­ნუ­ცხა­დეს, და­კა­ვე­ბი­დან და­ახ­ლო­ე­ბით ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, მან­ქა­ნა, რო­მელ­შიც შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა პი­რებ­მა დუ­დაშ­ვი­ლი ჩას­ვეს, გამ­ყო­ფი ხა­ზის სი­ახ­ლო­ვეს იყო გა­ჩე­რე­ბუ­ლი, ცოტა ხნის წინ კი, აღ­ნიშ­ნუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ცხინ­ვა­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ე­მარ­თა.

დღეს­ვე სა­ო­კუ­პა­ციო ხაზ­თან რუს­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა დირ­ბის ეკ­ლე­სი­ის წი­ნამ­ძღვა­რი და­ა­კა­ვეს. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ სუს-ში გა­ნუ­ცხა­დეს, ამოქ­მე­დე­ბუ­ლია ცხე­ლი ხაზი და ინ­ფორ­მა­ცია უკვე მი­ე­წო­და ევ­რო­კავ­ში­რის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ას.

მამა იო­ა­ნე ოხა­ნაშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბის ფაქ­ტის გა­და­მოწ­მე­ბა სა­პატ­რი­არ­ქო­ში უკვე მიმ­დი­ნა­რე­ობს. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ პატ­რი­არ­ქის მდი­ვან­მა, დე­კა­ნოზ­მა მი­ქა­ელ ბოტ­კო­ველ­მა გა­ნუ­ცხა­და, დირ­ბის ეკ­ლე­სი­ის წი­ნამ­ძღვრის, მამა იო­ა­ნე ოხა­ნაშ­ვი­ლის და­ა­კა­ვე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მათ­თვის ამ წუ­თებ­ში გახ­და ცნო­ბი­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, მისი თქმით, მომ­ხდა­რი ფაქ­ტის მოკ­ვლე­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ხურვალეთის მცხოვრები, რომელიც ე.წ. მესაზღვრეებმა დააკავეს, ცხინვალში გადაიყვანეს, საპატრიარქო კი დირბის ეკლესიის წინამძღვრის დაკავების ფაქტს იკვლევს

ხურვალეთის მცხოვრები, რომელიც ე.წ. მესაზღვრეებმა დააკავეს, ცხინვალში გადაიყვანეს, საპატრიარქო კი დირბის ეკლესიის წინამძღვრის დაკავების ფაქტს იკვლევს

ე.წ. მესაზღვრეების მიერ საოკუპაციო ხაზთან დაკავებული ხურვალეთის მცხოვრები, 58 წლის თეიმურაზ დუდაშვილი ცხინვალის მიმართულებით გადაიყვანეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ადგილობრივებმა განუცხადეს, დაკავებიდან დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში, მანქანა, რომელშიც შეიარაღებულმა პირებმა დუდაშვილი ჩასვეს, გამყოფი ხაზის სიახლოვეს იყო გაჩერებული, ცოტა ხნის წინ კი, აღნიშნული ავტომობილი ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით გაემართა.

დღესვე საოკუპაციო ხაზთან რუსმა სამხედროებმა დირბის ეკლესიის წინამძღვარი დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სუს-ში განუცხადეს, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმაცია უკვე მიეწოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას.

მამა იოანე ოხანაშვილის დაკავების ფაქტის გადამოწმება საპატრიარქოში უკვე მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განუცხადა, დირბის ეკლესიის წინამძღვრის, მამა იოანე ოხანაშვილის დააკავების შესახებ ინფორმაცია მათთვის ამ წუთებში გახდა ცნობილი. შესაბამისად, მისი თქმით, მომხდარი ფაქტის მოკვლევა მიმდინარეობს.

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი