პოლიტიკა
სამართალი

14

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 19:06-ზე, მთვარე ლომშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად; ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ გულის გადაღლას, შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. მოერიდეთ ოპერაციებს გულსა და ზურგზე.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ იმყოფებოდა საპატრიარქოში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტი ილარიონი - მამა მიქაელის კომენტარი
რატომ იმყოფებოდა საპატრიარქოში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტი ილარიონი - მამა მიქაელის კომენტარი

უკ­რა­ი­ნის ად­გი­ლობ­რი­ვი ეკ­ლე­სი­ის რუ­სე­თის მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ი­სა­გან გა­მო­ყო­ფის სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით, შე­საძ­ლოა, სა­ქარ­თვე­ლო­ში მსოფ­ლიო სა­პატ­რი­არ­ქოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ჩა­მო­ვი­დეს.

„ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას პატ­რი­არ­ქის მდი­ვან­მა, დე­კა­ნოზ­მა მი­ქა­ელ ბოტ­კო­ველ­მა, გუ­შინ სა­პატ­რი­არ­ქო­ში რუ­სე­თის მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის მიტ­რო­პო­ლი­ტის ილა­რი­ო­ნის (ალ­ფე­ე­ვი) ვი­ზიტ­თან და­კავ­ში­რე­ბით კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა და გა­ნა­ცხა­და, რომ აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე მსოფ­ლიო სა­პატ­რი­არ­ქოს წარ­მო­მად­გენ­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლის შე­სა­ხებ მის­გან შე­ი­ტყვეს.

მამა მი­ქა­ე­ლის თქმით, თა­ვად მსოფ­ლიო სა­პატ­რი­არ­ქოს სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს­თვის ამ ვი­ზი­ტის შე­სა­ხებ ჯერ არ უც­ნო­ბე­ბია.

მამა მი­ქა­ე­ლის გან­ცხა­დე­ბით, მე­უ­ფე ილა­რი­ო­ნის პატ­რი­არ­ქთან შეხ­ვედ­რის სა­კი­თხი უკ­რა­ი­ნის ად­გი­ლობ­რი­ვი ეკ­ლე­სი­ის რუ­სე­თის მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის­გან გა­მო­ყო­ფის სა­კი­თხი იყო.

„უკ­რა­ი­ნის ად­გი­ლობ­რი­ვი ეკ­ლე­სია თხოვს მსოფ­ლიო სა­პატ­რი­არ­ქოს, რო­გორც პირ­ველ ეკ­ლე­სი­ას, რომ რა­ი­მე ზო­მე­ბი მი­ი­ღოს და და­ეხ­მა­როს უკ­რა­ი­ნას ამ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­პო­ვე­ბა­ში. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით რუ­სე­თის სა­პატ­რი­არ­ქოს თა­ვი­სი პო­ზი­ცი­ე­ბი გა­აჩ­ნია. ამი­ტომ ბრძან­დე­ბო­და მიტ­რო­პო­ლი­ტი ილა­რი­ო­ნი (ალ­ფე­ე­ვი). მსგავ­სი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი გა­ი­მარ­თე­ბა მსოფ­ლიო სა­პატ­რი­არ­ქოს წარ­მო­მად­გე­ნელ­თან. თუმ­ცა, ჩვენ შე­ტყო­ბი­ნე­ბა ჯერ მათ­გან არ მიგ­ვი­ღია. რუ­სე­თის სა­პატ­რი­არ­ქო აცხა­დებს, რომ ალ­ბათ კონ­სტან­ტი­ნო­პო­ლის სა­პატ­რი­არ­ქოც გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს ასე­თი­ვე ვი­ზიტს სა­ქარ­თვე­ლო­ში. ჯერ კონ­სტან­ტი­ნო­პო­ლის სა­პატ­რი­არ­ქოს ჩვენ­თვის არ მო­უ­მარ­თავს“, - გა­ნა­ცხა­და მამა მი­ქა­ელ­მა.

კი­თხვა­ზე, რა პო­ზი­ცია ექ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ას უკ­რა­ი­ნის ად­გი­ლობ­რი­ვი ეკ­ლე­სი­ის გა­მო­ყო­ფას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მამა მი­ქა­ელ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ეს რთუ­ლი სა­კი­თხია და ამას კა­ნო­ნი­კუ­რი ნორ­მე­ბი გან­სა­ზღვრავს.

„რა თქმა უნდა, ეს არის ძა­ლი­ან რთუ­ლი სა­კი­თხი. ამი­ტომ, ჩვე­ნი ეკ­ლე­სი­ის პო­ზი­ცია ამ შემ­თხვე­ვა­ში იქ­ნე­ბა მო­ზო­მი­ლი და ისე­თი, რო­გორც ეკ­ლე­სი­ე­ბი შე­თან­ხმდე­ბი­ან. რთუ­ლი სა­კი­თხია ძა­ლი­ან უკ­რა­ი­ნა რა მო­თხოვ­ნა­საც აყე­ნებს. ამას კა­ნო­ნი­კუ­რი ნორ­მე­ბი გან­სა­ზღვრავს და ამი­ტომ ამ სა­კი­თხზე მსჯე­ლო­ბა რთუ­ლი იქ­ნე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და პატ­რი­არ­ქის მდი­ვან­მა.

დე­კა­ნო­ზის თქმით, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლის შემ­დეგ შე­იქ­მნა უკ­რა­ი­ნის ად­გი­ლობ­რი­ვი ეკ­ლე­სია და მას შემ­დეგ ეს სა­კი­თხი მეტ-ნაკ­ლე­ბი სიმ­ძაფ­რით პე­რი­ო­დუ­ლად დგას. „ახლა რო­გორც ვი­ცით, უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტი შეხ­ვდა მსოფ­ლიო პატ­რი­არ­ქს და მას შემ­დეგ ახა­ლი სიმწვა­ვით და­ის­ვა ეს სა­კი­თხი“, - გა­ნა­ცხა­და მამა მი­ქა­ელ­მა.

მი­სი­ვე თქმით, რუ­სე­თის მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის მიტ­რო­პო­ლიტს სა­ქარ­თვე­ლო­ში თან ჩა­მოჰ­ყვა რუსი სა­სუ­ლი­ე­რო პირი, რო­მე­ლიც ნე­ვე­ლის ტა­ძარ­ში რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი მრევ­ლის­თვის იმ­სა­ხუ­რებს.

შე­გახ­სე­ნებთ, სა­პატ­რი­არ­ქომ გუ­შინ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს ერ­თდღი­ა­ნი ვი­ზი­ტით ეწ­ვია რუ­სე­თის ეკ­ლე­სი­ის სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა გან­ყო­ფი­ლე­ბის თავ­მჯდო­მა­რე, მიტ­რო­პო­ლი­ტი ილა­რი­ონ (ალ­ფე­ე­ვი), ორ თან­მხლებ პირ­თან ერ­თად.

„სტუმ­რო­ბის მი­ზა­ნი იყო უკ­რა­ი­ნის ეკ­ლე­სი­ის გარ­შე­მო ბოლო დროს გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში რუ­სე­თის ეკ­ლე­სი­ის პო­ზი­ცი­ის გაც­ნო­ბა.

უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში, ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ას ეწ­ვე­ვა მსოფ­ლიო სა­პატ­რი­არ­ქოს წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა“, - ნათ­ქვა­მია სა­პატ­რი­არ­ქოს ინ­ფორ­მა­ცი­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა როლი აქვს მიმდინარე პროცესებში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს - როგორ აფასებენ დეპუტატები მის განცხადებებს

რატომ იმყოფებოდა საპატრიარქოში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტი ილარიონი - მამა მიქაელის კომენტარი

რატომ იმყოფებოდა საპატრიარქოში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტი ილარიონი - მამა მიქაელის კომენტარი

უკრაინის ადგილობრივი ეკლესიის რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისაგან გამოყოფის საკითხთან დაკავშირებით, შესაძლოა, საქართველოში მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელი ჩამოვიდეს.

„ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა, გუშინ საპატრიარქოში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტის ილარიონის (ალფეევი) ვიზიტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხზე მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლის საქართველოში ჩამოსვლის შესახებ მისგან შეიტყვეს.

მამა მიქაელის თქმით, თავად მსოფლიო საპატრიარქოს საქართველოს საპატრიარქოსთვის ამ ვიზიტის შესახებ ჯერ არ უცნობებია.

მამა მიქაელის განცხადებით, მეუფე ილარიონის პატრიარქთან შეხვედრის საკითხი უკრაინის ადგილობრივი ეკლესიის რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისგან გამოყოფის საკითხი იყო.

„უკრაინის ადგილობრივი ეკლესია თხოვს მსოფლიო საპატრიარქოს, როგორც პირველ ეკლესიას, რომ რაიმე ზომები მიიღოს და დაეხმაროს უკრაინას ამ დამოუკიდებლობის მოპოვებაში. ამასთან დაკავშირებით რუსეთის საპატრიარქოს თავისი პოზიციები გააჩნია. ამიტომ ბრძანდებოდა მიტროპოლიტი ილარიონი (ალფეევი). მსგავსი კონსულტაციები გაიმართება მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელთან. თუმცა, ჩვენ შეტყობინება ჯერ მათგან არ მიგვიღია. რუსეთის საპატრიარქო აცხადებს, რომ ალბათ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოც განახორციელებს ასეთივე ვიზიტს საქართველოში. ჯერ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ჩვენთვის არ მოუმართავს“, - განაცხადა მამა მიქაელმა.

კითხვაზე, რა პოზიცია ექნება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას უკრაინის ადგილობრივი ეკლესიის გამოყოფასთან დაკავშირებით, მამა მიქაელმა განაცხადა, რომ ეს რთული საკითხია და ამას კანონიკური ნორმები განსაზღვრავს.

„რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან რთული საკითხი. ამიტომ, ჩვენი ეკლესიის პოზიცია ამ შემთხვევაში იქნება მოზომილი და ისეთი, როგორც ეკლესიები შეთანხმდებიან. რთული საკითხია ძალიან უკრაინა რა მოთხოვნასაც აყენებს. ამას კანონიკური ნორმები განსაზღვრავს და ამიტომ ამ საკითხზე მსჯელობა რთული იქნება“, - განაცხადა პატრიარქის მდივანმა.

დეკანოზის თქმით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შეიქმნა უკრაინის ადგილობრივი ეკლესია და მას შემდეგ ეს საკითხი მეტ-ნაკლები სიმძაფრით პერიოდულად დგას. „ახლა როგორც ვიცით, უკრაინის პრეზიდენტი შეხვდა მსოფლიო პატრიარქს და მას შემდეგ ახალი სიმწვავით დაისვა ეს საკითხი“, - განაცხადა მამა მიქაელმა.

მისივე თქმით, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტს საქართველოში თან ჩამოჰყვა რუსი სასულიერო პირი, რომელიც ნეველის ტაძარში რუსულენოვანი მრევლისთვის იმსახურებს.

შეგახსენებთ, საპატრიარქომ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს საპატრიარქოს ერთდღიანი ვიზიტით ეწვია რუსეთის ეკლესიის საგარეო ურთიერთობათა განყოფილების თავმჯდომარე, მიტროპოლიტი ილარიონ (ალფეევი), ორ თანმხლებ პირთან ერთად.

„სტუმრობის მიზანი იყო უკრაინის ეკლესიის გარშემო ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან მიმართებაში რუსეთის ეკლესიის პოზიციის გაცნობა.

უახლოეს პერიოდში, ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ეკლესიას ეწვევა მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლობა“, - ნათქვამია საპატრიარქოს ინფორმაციში.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ