საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ექსპერტიზის დასკვნით, არჩილ ტატუნაშვილს სხეულზე 100-ზე მეტი დაზიანება აღენიშნებოდა
ექსპერტიზის დასკვნით, არჩილ ტატუნაშვილს სხეულზე 100-ზე მეტი დაზიანება აღენიშნებოდა

ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნით, არ­ჩილ ტა­ტუ­ნაშ­ვილს სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა მი­და­მო­ებ­ში 100-ზე მეტი და­ზი­ა­ნე­ბა აღე­ნიშ­ნე­ბო­და, - ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ „ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ცენ­ტრის“ იუ­რის­ტმა, ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლის ოჯა­ხის ად­ვო­კატ­მა თა­მარ ავა­ლი­ან­მა გა­ნუ­ცხა­და.

„არის სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ არ­ჩილ ტა­ტუ­ნაშ­ვილს აღე­ნიშ­ნე­ბო­და 100-ზე მეტი და­ზი­ა­ნე­ბა სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა მი­და­მო­ებ­ში. სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზა სა­უბ­რობს იმა­ზე, რომ ეს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ყე­ნე­ბუ­ლია მრა­ვალ­გზის, მკვრი­ვი, ბლაგ­ვი საგ­ნის ზე­მოქ­მე­დე­ბის შე­დე­გად, რაც გვა­ფიქ­რე­ბი­ნებს, რომ შე­საძ­ლოა, არ­ჩილ ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლი იყო ნა­წა­მე­ბი და მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია წა­მე­ბამ“, - გა­ნა­ცხა­და ავა­ლი­ან­მა.

ამას­თან, ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტი აცხა­დებს, რომ ლე­ვან სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­სა­მარ­თლო ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­როს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ამ ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნას სრუ­ლად არ იზი­ა­რებს, ვი­ნა­ი­დან ის ნაკ­ლო­ვა­ნია.

„არ­ჩილ ტა­ტუ­ნაშ­ვილს სხვა და­ზი­ა­ნე­ბე­ბიც ეტყო­ბო­და, მა­გა­ლი­თად, შუბ­ლზე სა­ვა­რა­უ­დოდ ნა­ტყვი­ა­რი, ასე­ვე, მარ­ცხე­ნა სა­ფეთ­ქე­ლი შეზ­ნე­ქი­ლი ჰქონ­და და ამის შე­სა­ხებ დას­კვნა­ში არა­ფე­რი არის მი­თი­თე­ბუ­ლი. ეს უბ­რა­ლოდ, არის გა­რეგ­ნუ­ლი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის სა­მე­დი­ცი­ნო დას­კვნა. ჩვენ ვე­ლო­დე­ბით კო­მი­სი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნას, რო­მე­ლიც უშუ­ა­ლოდ და­ად­გენს არ­ჩილ ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლის სიკ­ვდი­ლის გა­მომ­წვევ მი­ზე­ზებს. ჩვენ მო­ვი­თხო­ვეთ, რომ ეს დას­კვნა რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად და შემ­ჭიდ­რო­ე­ბულ ვა­დებ­ში მომ­ზად­დეს, ვი­ნა­ი­დან ეს გვე­სა­ჭი­რო­ე­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ სა­სა­მარ­თლო­ში სა­ჩივ­რის წარ­დგე­ნის­თვის“, - გა­ნა­ცხა­და თა­მარ ავა­ლი­ან­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 22 თე­ბერ­ვალს, სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟიმ­მა სა­ქარ­თვე­ლოს 3 მო­ქა­ლა­ქე - არ­ჩილ ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლი, ლე­ვან ქუ­ტაშ­ვი­ლი და იო­სებ პავ­ლი­აშ­ვი­ლი, ახალ­გორ­ში და­ა­კა­ვა. 23 თე­ბერ­ვალს კი ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ არ­ჩილ ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლი გა­ურ­კვე­ველ ვი­თა­რე­ბა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. 26 დღის შემ­დეგ, 20 მარტს, წი­თე­ლი ჯვრის სა­ერ­თა­შო­რი­სო კო­მი­ტე­ტის მეშ­ვე­ო­ბით ოკუ­პი­რე­ბულ­მა ცხინ­ვალ­მა არ­ჩილ ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლის ცხე­და­რი ოჯახს გა­დას­ცა. ცხე­დარს სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნულ ბი­უ­რო­ში ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­უ­ტარ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

ექსპერტიზის დასკვნით, არჩილ ტატუნაშვილს სხეულზე 100-ზე მეტი დაზიანება აღენიშნებოდა

ექსპერტიზის დასკვნით, არჩილ ტატუნაშვილს სხეულზე 100-ზე მეტი დაზიანება აღენიშნებოდა

ექსპერტიზის დასკვნით, არჩილ ტატუნაშვილს სხეულის სხვადასხვა მიდამოებში 100-ზე მეტი დაზიანება აღენიშნებოდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტმა, ტატუნაშვილის ოჯახის ადვოკატმა თამარ ავალიანმა განუცხადა.

„არის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, სადაც აღნიშნულია, რომ არჩილ ტატუნაშვილს აღენიშნებოდა 100-ზე მეტი დაზიანება სხეულის სხვადასხვა მიდამოებში. სამედიცინო ექსპერტიზა საუბრობს იმაზე, რომ ეს დაზიანებები მიყენებულია მრავალგზის, მკვრივი, ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, რაც გვაფიქრებინებს, რომ შესაძლოა, არჩილ ტატუნაშვილი იყო ნაწამები და მისი გარდაცვალება გამოიწვია წამებამ“, - განაცხადა ავალიანმა.

ამასთან, ოჯახის ადვოკატი აცხადებს, რომ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარებული ამ ექსპერტიზის დასკვნას სრულად არ იზიარებს, ვინაიდან ის ნაკლოვანია.

„არჩილ ტატუნაშვილს სხვა დაზიანებებიც ეტყობოდა, მაგალითად, შუბლზე სავარაუდოდ ნატყვიარი, ასევე, მარცხენა საფეთქელი შეზნექილი ჰქონდა და ამის შესახებ დასკვნაში არაფერი არის მითითებული. ეს უბრალოდ, არის გარეგნული დათვალიერების სამედიცინო დასკვნა. ჩვენ ველოდებით კომისიური ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც უშუალოდ დაადგენს არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილის გამომწვევ მიზეზებს. ჩვენ მოვითხოვეთ, რომ ეს დასკვნა რაც შეიძლება სწრაფად და შემჭიდროებულ ვადებში მომზადდეს, ვინაიდან ეს გვესაჭიროება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივრის წარდგენისთვის“, - განაცხადა თამარ ავალიანმა.

შეგახსენებთ, რომ 22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი, ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. 26 დღის შემდეგ, 20 მარტს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მეშვეობით ოკუპირებულმა ცხინვალმა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს გადასცა. ცხედარს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა ჩაუტარდა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს