პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას უკავშირებს ადვოკატი ინგა არახამია მისი სახლის მისამართით სროლას
რას უკავშირებს ადვოკატი ინგა არახამია მისი სახლის მისამართით სროლას

ად­ვო­კა­ტი ინგა არა­ხა­მია მისი სახ­ლის მი­სა­მარ­თით სრო­ლას მის სა­ად­ვო­კა­ტო საქ­მი­ა­ნო­ბას უკავ­ში­რებს. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ არა­ხა­მი­ამ გა­ნუ­ცხა­და, ერ­თა­დერ­თი საქ­მე, რო­მელ­ზეც მის მი­მართ მუ­ქა­რე­ბი ის­მის, ყო­ფი­ლი პრო­კუ­რო­რის მი­ლე­ნა მი­თა­იშ­ვი­ლის საქ­მეა და სწო­რედ ამას უკავ­ში­რებს ად­ვო­კა­ტი მის სახ­ლთან მომ­ხდარ შემ­თხვე­ვას. არა­ხა­მია შემ­თხვე­ვის დე­ტა­ლებ­ზეც სა­უბ­რობს და აღ­ნიშ­ნავს, რომ არა ერთი, არა­მედ და­ახ­ლო­ე­ბით 5 გას­რო­ლის ხმა გა­ი­გო­ნა.

„და­ახ­ლო­ე­ბით 4-5 გას­რო­ლის ხმა გა­ვი­გე. თავ­და­პირ­ვე­ლად იყო ალ­ბათ 3-4 გას­რო­ლა მი­ყო­ლე­ბით, შემ­დეგ იყო პა­უ­ზა და შემ­დეგ ერთი გას­რო­ლა. შუშა არის ორ­მა­გი და მთლი­ა­ნად ამო­ი­ღეს, ვი­ნა­ი­დან აქვთ ეჭვი, რომ ნას­რო­ლია ე.წ. „დრა­ბა­ვი­კი­დან“ და შე­საძ­ლოა შუ­ა­შია ჩა­ვარ­დნი­ლი ტყვი­ის ნა­წი­ლე­ბი. ერ­თა­დერ­თი, რო­მელ საქ­მე­საც ვუ­კავ­ში­რებ ამ შემ­თხვე­ვას, არის მი­ლე­ნა მი­თა­იშ­ვი­ლის საქ­მე, ვი­ნა­ი­დან არა­ერ­თი მუ­ქა­რა არ­სე­ბობს ამ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით. რა თქმა უნდა ეს უკავ­შირ­დე­ბა ჩემს სა­ად­ვო­კა­ტო საქ­მი­ა­ნო­ბას“, - გა­ნა­ცხა­და ინგა არა­ხა­მი­ამ.

მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით ად­ვო­კა­ტი პო­ლი­ცი­ა­ში გა­მო­კი­თხვა­ზე დღეს არის და­ბა­რე­ბუ­ლი.

ად­ვო­კატ ინგა არა­ხა­მი­ას სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნის ფან­ჯა­რას ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან 4 ივ­ნისს ეს­რო­ლეს. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ად­ვო­კა­ტი შემ­თხვე­ვის დროს სახ­ლში იმ­ყო­ფე­ბო­და. სრო­ლის შე­დე­გად არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ყო­ფი­ლი პრო­კუ­რო­რის მი­ლე­ნა მი­თა­იშ­ვი­ლის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბის ფაქ­ტზე მისი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე რი­ვე­რა ბენ­დე­ლი­ა­ნი და კი­დევ ორი პირი პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მის­ცეს. პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მულ პი­რებს შო­რი­საა რი­ვე­რა ბენ­დე­ლი­ა­ნის ად­ვო­კა­ტი ინგა არა­ხა­მია. გარ­და ამი­სა, გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს თა­ვად მი­ლე­ნა მი­თა­იშ­ვი­ლის წი­ნა­ამ­დე­გაც, რო­მელ­საც ყო­ფი­ლი ძი­ძე­ბი ზე­წო­ლა­სა და სი­ტყვი­ე­რი შე­ურ­ცხყო­ფის მი­ყე­ნე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

რას უკავშირებს ადვოკატი ინგა არახამია მისი სახლის მისამართით სროლას

რას უკავშირებს ადვოკატი ინგა არახამია მისი სახლის მისამართით სროლას

ადვოკატი ინგა არახამია მისი სახლის მისამართით სროლას მის საადვოკატო საქმიანობას უკავშირებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ არახამიამ განუცხადა, ერთადერთი საქმე, რომელზეც მის მიმართ მუქარები ისმის, ყოფილი პროკურორის მილენა მითაიშვილის საქმეა და სწორედ ამას უკავშირებს ადვოკატი მის სახლთან მომხდარ შემთხვევას. არახამია შემთხვევის დეტალებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ არა ერთი, არამედ დაახლოებით 5 გასროლის ხმა გაიგონა.

„დაახლოებით 4-5 გასროლის ხმა გავიგე. თავდაპირველად იყო ალბათ 3-4 გასროლა მიყოლებით, შემდეგ იყო პაუზა და შემდეგ ერთი გასროლა. შუშა არის ორმაგი და მთლიანად ამოიღეს, ვინაიდან აქვთ ეჭვი, რომ ნასროლია ე.წ. „დრაბავიკიდან“ და შესაძლოა შუაშია ჩავარდნილი ტყვიის ნაწილები. ერთადერთი, რომელ საქმესაც ვუკავშირებ ამ შემთხვევას, არის მილენა მითაიშვილის საქმე, ვინაიდან არაერთი მუქარა არსებობს ამ საქმესთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა ეს უკავშირდება ჩემს საადვოკატო საქმიანობას“, - განაცხადა ინგა არახამიამ.

მომხდართან დაკავშირებით ადვოკატი პოლიციაში გამოკითხვაზე დღეს არის დაბარებული.

ადვოკატ ინგა არახამიას საცხოვრებელი ბინის ფანჯარას ცეცხლსასროლი იარაღიდან 4 ივნისს ესროლეს. როგორც ცნობილია, ადვოკატი შემთხვევის დროს სახლში იმყოფებოდა. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა.

შეგახსენებთ, რომ ყოფილი პროკურორის მილენა მითაიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების ფაქტზე მისი ყოფილი მეუღლე რივერა ბენდელიანი და კიდევ ორი პირი პასუხისგებაში მისცეს. პასუხისგებაში მიცემულ პირებს შორისაა რივერა ბენდელიანის ადვოკატი ინგა არახამია. გარდა ამისა, გამოძიება მიმდინარეობს თავად მილენა მითაიშვილის წინაამდეგაც, რომელსაც ყოფილი ძიძები ზეწოლასა და სიტყვიერი შეურცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებენ.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს