პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“საქართველო აფხაზეთს პოპულარიზაციაში ეხმარება” - რას წერს აფხაზური მედია ქართულ მხარეზე
“საქართველო აფხაზეთს პოპულარიზაციაში ეხმარება” - რას წერს აფხაზური მედია ქართულ მხარეზე

დე ფაქ­ტო აფხა­ზე­თის სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბი ConIFA-ს (და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ფეხ­ბურ­თო ასო­ცი­ა­ცი­ე­ბის კონ­ფე­დე­რა­ცია) ეგი­დით მიმ­დი­ნა­რე სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ფეხ­ბურ­თო ჩემ­პი­ო­ნატ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, ოკუ­პი­რე­ბულ რე­გი­ონ­ში დიდი ყუ­რა­დღე­ბით ადევ­ნებ­დნენ თვალს.. უკვე დიდი ხა­ნია, რე­გი­ონ­ში ნე­ბის­მი­ე­რი გას­ვლი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბა, სპორ­ტუ­ლი იქ­ნე­ბა ეს თუ კულ­ტუ­რუ­ლი დატ­ვირ­თვის, პო­ლი­ტი­კურ დატ­ვირ­თვას ატა­რებს. მთა­ვა­რია, მათი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სად­მე, “საზ­ვარ­გა­რეთ” მო­ნა­წი­ლე­ობ­დეს და შე­დე­გის მი­უ­ხე­და­ვად, ეს მათ­თვის უკვე ერ­თგვა­რი გა­მარ­ჯვე­ბაა...

ასე ემო­ცი­უ­რად შეხ­ვდნენ ლონ­დონ­ში გა­მარ­თულ ჩემ­პი­ო­ნატ­საც, სა­დაც აფხა­ზურ ე.წ ნაკ­რებ­ში 20 სპორ­ტსმე­ნი მო­ნა­წი­ლე­ობ­და და მათ­გან 6 - რუ­სულ კლუ­ბებ­ში თა­მა­შობს.

სა­ფეხ­ბურ­თო ორ­გა­ნი­ზა­ცია ConIFA ნა­წი­ლობ­რივ აღი­ა­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბის სა­ფეხ­ბურ­თო ასო­ცი­ა­ცი­ებს აერ­თი­ა­ნებს. კონ­ფე­დე­რა­ცია ტურ­ნი­რებს სა­ფეხ­ბურ­თო ასო­ცი­ა­ცი­ე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო საბ­ჭოს ოფი­ცი­ა­ლუ­რი წე­სე­ბით მარ­თავს. მისი ერთ-ერთი ჩემ­პი­ო­ნა­ტი 2016 წელს სო­ხუმ­ში გა­ი­მარ­თა, გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი კი ტურ­ნი­რის მას­პინ­ძე­ლი გახ­და.

აფხა­ზი ჟურ­ნა­ლის­ტი იზი­და ჭა­ნია, მის­თვის ჩვე­უ­ლი ირო­ნი­ით წერს იმა­ზე, “თუ რო­გორ ირი­ბად ეხ­მა­რე­ბა ქარ­თუ­ლი მხა­რე აფხა­ზეთს პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ა­ში”, თუმ­ცა, ჟურ­ნა­ლის­ტი საკ­მა­ოდ აგ­რე­სი­უ­ლად წერს, რომ მსოფ­ლიო მე­დია, აფხა­ზე­თის გარ­შე­მო ამ­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით და­უ­ფა­რა­ვად ქი­ლი­კობ­და.

“საქ­მე ის არის, რომ მე­დია კომ­პა­ნი­ე­ბი, აფხა­ზე­თი­სა და ტი­ბე­ტის ნაკ­რებს შო­რის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის შე­სა­ხებ გეს­ლი­ან ხუმ­რო­ბებს ერ­თმა­ნეთს არ აც­ლიდ­ნენ, კონ­კრე­ტუ­ლად - ConIFA–ს ვერ­სი­ით, აფხა­ზე­თი, სა­ქარ­თვე­ლოს შემ­დეგ ფრჩხი­ლებ­ში იწე­რე­ბა. ამის შემ­დეგ მო­დის ფრა­ზა, რო­მე­ლიც სა­სიკ­ვდი­ლო დარ­ტყმის ტოლ­ფა­სია, კონ­კრე­ტუ­ლად: “2016 წელს, ConIFA–ს ჩემ­პი­ო­ნა­ტი ფეხ­ბურთში სწო­რედ სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ცნო­ბის­თვის, მათ­თვის ვინც არ იცის, - იმ წელს ეს ზე­მოთ ხსე­ნე­ბუ­ლი ჩემ­პი­ო­ნა­ტი, აფხა­ზე­თის დე­და­ქა­ლაქ სო­ხუმ­ში გა­ი­მარ­თა” – წერს აფხა­ზი ჟურ­ნა­ლის­ტი იზი­და ჭა­ნია.

აფხა­ზი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი

მისი თქმით, სა­ქარ­თვე­ლო არ აღი­ა­რებს აფხა­ზე­თის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას, რო­მე­ლიც ოდეს­ღაც მის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­დი­ო­და და გა­ფა­ცი­ცე­ბუ­ლი ადევ­ნებს თვალს ყვე­ლა­ფერს, რაც მის გარ­შე­მო ხდე­ბა, “რათა არ და­არ­ღვი­ონ მისი ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბა, სი­ტყვით, საქ­მით... სი­ნამ­დვი­ლე­ში, ეს ყვე­ლა­ფე­რი იწ­ვევს სრულ გა­უ­გებ­რო­ბას, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მკი­თხველ­მა ვერც კი გა­ი­გო, რომ ConIFA არის სა­ფეხ­ბურ­თო კლუ­ბე­ბის კონ­ფე­დე­რა­ცია, რო­მე­ლიც FIFA-ს შე­მად­გენ­ლო­ბა­ში არ შე­დის" - წერს ჟურ­ნა­ლის­ტი.

"ამ ალი­ა­ქოთ­ში, სა­ერ­თოდ ვი­ღას სცა­ლია ან ვი­ღას ახ­სოვს სა­ქარ­თვე­ლო­სა და აფხა­ზე­თის კონ­ფლიქ­ტი, გან­სა­კუთ­რე­ბით იმ მე­დი­ას, რო­მე­ლიც სი­ახ­ლე­ებს გად­მოს­ცემ­და და რო­მე­ლიც, იდე­ა­ში “პო­ლიტ­კო­რექ­ტუ­ლი” უნდა ყო­ფი­ლი­ყო... ასე­თი “პო­ლიტ­კო­რექ­ტუ­ლო­ბის” მა­გა­ლი­თი კი, უამ­რა­ვია, თუმ­ცა, არ­სე­ბუ­ლი რე­ა­ლო­ბის შესცვლე­ლად, სა­ქარ­თვე­ლო ქმნის ვირ­ტუ­ა­ლურ რე­ა­ლო­ბას და ვი­თა­რე­ბა აბ­სურ­დამ­დე მიჰ­ყავს.

ასე­თია, მა­გა­ლი­თად აფხა­ზე­თის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს შე­მად­გენ­ლო­ბა­ში არ­სე­ბობს და რო­მელ­საც ნამ­დვილ აფხა­ზეთ­თან არა­ვი­თა­რი კავ­ში­რი არ აქვს. ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კით არ­სე­ბობს, მაგ­რამ ამავდრო­უ­ლად ეს ავ­ტო­ნო­მი­უ­რი მთავ­რო­ბა ნამ­დვი­ლი აფხა­ზე­თის სპორ­ტულ ღო­ნის­ძი­ე­ბებს, ასე­ვე აფხა­ზი მო­ცეკ­ვა­ვე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას აპ­რო­ტეს­ტებს.

მე­ო­რე აბ­სურ­დია, “სა­მა­ჩაბ­ლო”, რო­მელ­საც ქარ­თუ­ლი მხა­რე და­ჟი­ნე­ბით უწო­დებს სამ­ხრეთ ოსეთს; საქ­მე ის არის, მსოფ­ლი­ო­ში ძა­ლი­ან ცო­ტამ იცის ქვეყ­ნე­ბი, - აფხა­ზე­თი და სამ­ხრეთ ოსე­თი, თუმ­ცა, სა­ხელ­წო­დე­ბა “სა­მა­ჩაბ­ლო”, სა­ერ­თოდ არა­ვინ...” – წერს აფხა­ზი ჟურ­ნა­ლის­ტი.

იზი­და ჭა­ნი­ას მო­საზ­რე­ბით, ძა­ლი­ან ცოტა ვინ­მე თუ აპი­ა­რებს აფხა­ზეთ­სა და ე.წ. სამ­ხრეთ ოსეთს, ისე, რო­გორც ქარ­თვე­ლი პო­ლიტ­კო­სე­ბი და ბლო­გე­რე­ბი. მი­სი­ვე თქმით, აფხა­ზე­თის ცხოვ­რე­ბა­ზე გა­ფა­ცი­ცე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბით, ისეთ პიარ-კამ­პა­ნი­ას უკე­თე­ბენ, რომ რე­გი­ონ­ში ამის თან­ხე­ბი არც არ­სე­ბობს.

“ორი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ მოხ­და გა­სულ კვი­რას აფხა­ზე­თის ცხოვ­რე­ბა­ში - სი­რი­ის მიერ აფხა­ზე­თის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღი­ა­რე­ბა და ლონ­დონ­ში – ConIFA-ს სა­ფეხ­ბურ­თო ჩემ­პი­ო­ნა­ტი... შე­საძ­ლოა, რომ არა სა­ქარ­თვე­ლოს აქ­ტი­უ­რო­ბა, მე­ო­რე სი­ახ­ლის­თვის არც არა­ვის მი­ექ­ცია ყუ­რა­დღე­ბა, თუმ­ცა, მან თა­ვი­სი პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი მან­ქა­ნა ჩარ­თო, ამავდრო­უ­ლად, სი­რი­ას­თან გა­წყვი­ტა დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა... ერთი სი­ტყვით, - ჩემი უცხო­ე­ლი მე­გობ­რე­ბის­გან იმ­დე­ნი მი­ლოც­ვა მი­ვი­ღე, რომ ასე­თი რამ, რუ­სე­თის მიერ აფხა­ზე­თის აღი­ა­რე­ბის დრო­საც კი არ მახ­სოვს. რო­გორც გა­ვარ­კვიე, ამის შე­სა­ხებ ყვე­ლამ ქარ­თუ­ლი მხა­რის აქ­ტი­უ­რო­ბის შე­დე­გად გა­ი­გო... არა­ფერს ვამ­ბობ იმა­ზე, რომ თა­ვის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი­თა და შე­ფა­სე­ბით რა იმიჯს იქ­მნის სა­ქარ­თვე­ლო...

ეს ყვე­ლა­ფე­რი არც ისე ცუ­დია, თუმ­ცა, იქ­ნებ, დროა შე­ვი­მუ­შა­ვოთ ფორ­მუ­ლი­რე­ბა, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ჩვე­ნი მკი­თხვე­ლი გა­ი­გებს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ არის ყვე­ლა­ფერ­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი, რაც აფხა­ზეთ­ში ხდე­ბა და კი­დევ, - იქ­ნებ რო­გორ­მე ავუხ­სნათ ევ­რო­პას, რომ აფხა­ზე­თი უკვე დიდი ხა­ნია სა­ქარ­თვე­ლოს იუ­რის­დიქ­ცი­ის ქვეშ არ არის...”, - წერს იზი­და ჭა­ნია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

“საქართველო აფხაზეთს პოპულარიზაციაში ეხმარება” - რას წერს აფხაზური მედია ქართულ მხარეზე

“საქართველო აფხაზეთს პოპულარიზაციაში ეხმარება” - რას წერს აფხაზური მედია ქართულ მხარეზე

დე ფაქტო აფხაზეთის საფეხბურთო ნაკრები ConIFA-ს (დამოუკიდებელი საფეხბურთო ასოციაციების კონფედერაცია) ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო საფეხბურთო ჩემპიონატში მონაწილეობას, ოკუპირებულ რეგიონში დიდი ყურადღებით ადევნებდნენ თვალს.. უკვე დიდი ხანია, რეგიონში ნებისმიერი გასვლითი ღონისძიება, სპორტული იქნება ეს თუ კულტურული დატვირთვის, პოლიტიკურ დატვირთვას ატარებს. მთავარია, მათი წარმომადგენელი სადმე, “საზვარგარეთ” მონაწილეობდეს და შედეგის მიუხედავად, ეს მათთვის უკვე ერთგვარი გამარჯვებაა...

ასე ემოციურად შეხვდნენ ლონდონში გამართულ ჩემპიონატსაც, სადაც აფხაზურ ე.წ ნაკრებში 20 სპორტსმენი მონაწილეობდა და მათგან 6 - რუსულ კლუბებში თამაშობს.

საფეხბურთო ორგანიზაცია ConIFA ნაწილობრივ აღიარებული ქვეყნების საფეხბურთო ასოციაციებს აერთიანებს. კონფედერაცია ტურნირებს საფეხბურთო ასოციაციების საერთაშორისო საბჭოს ოფიციალური წესებით მართავს. მისი ერთ-ერთი ჩემპიონატი 2016 წელს სოხუმში გაიმართა, გამარჯვებული კი ტურნირის მასპინძელი გახდა.

აფხაზი ჟურნალისტი იზიდა ჭანია, მისთვის ჩვეული ირონიით წერს იმაზე, “თუ როგორ ირიბად ეხმარება ქართული მხარე აფხაზეთს პოპულარიზაციაში”, თუმცა, ჟურნალისტი საკმაოდ აგრესიულად წერს, რომ მსოფლიო მედია, აფხაზეთის გარშემო ამბებთან დაკავშირებით დაუფარავად ქილიკობდა.

“საქმე ის არის, რომ მედია კომპანიები, აფხაზეთისა და ტიბეტის ნაკრებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ გესლიან ხუმრობებს ერთმანეთს არ აცლიდნენ, კონკრეტულად - ConIFA–ს ვერსიით, აფხაზეთი, საქართველოს შემდეგ ფრჩხილებში იწერება. ამის შემდეგ მოდის ფრაზა, რომელიც სასიკვდილო დარტყმის ტოლფასია, კონკრეტულად: “2016 წელს, ConIFA–ს ჩემპიონატი ფეხბურთში სწორედ საქართველოში მიმდინარეობდა. ცნობისთვის, მათთვის ვინც არ იცის, - იმ წელს ეს ზემოთ ხსენებული ჩემპიონატი, აფხაზეთის დედაქალაქ სოხუმში გაიმართა” – წერს აფხაზი ჟურნალისტი იზიდა ჭანია.

აფხაზი ფეხბურთელები

მისი თქმით, საქართველო არ აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას, რომელიც ოდესღაც მის შემადგენლობაში შედიოდა და გაფაციცებული ადევნებს თვალს ყველაფერს, რაც მის გარშემო ხდება, “რათა არ დაარღვიონ მისი ტერიტორიული მთლიანობა, სიტყვით, საქმით... სინამდვილეში, ეს ყველაფერი იწვევს სრულ გაუგებრობას, თუნდაც იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ, მკითხველმა ვერც კი გაიგო, რომ ConIFA არის საფეხბურთო კლუბების კონფედერაცია, რომელიც FIFA-ს შემადგენლობაში არ შედის" - წერს ჟურნალისტი.

"ამ ალიაქოთში, საერთოდ ვიღას სცალია ან ვიღას ახსოვს საქართველოსა და აფხაზეთის კონფლიქტი, განსაკუთრებით იმ მედიას, რომელიც სიახლეებს გადმოსცემდა და რომელიც, იდეაში “პოლიტკორექტული” უნდა ყოფილიყო... ასეთი “პოლიტკორექტულობის” მაგალითი კი, უამრავია, თუმცა, არსებული რეალობის შესცვლელად, საქართველო ქმნის ვირტუალურ რეალობას და ვითარება აბსურდამდე მიჰყავს.

ასეთია, მაგალითად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, რომელიც საქართველოს შემადგენლობაში არსებობს და რომელსაც ნამდვილ აფხაზეთთან არავითარი კავშირი არ აქვს. ქართული პოლიტიკით არსებობს, მაგრამ ამავდროულად ეს ავტონომიური მთავრობა ნამდვილი აფხაზეთის სპორტულ ღონისძიებებს, ასევე აფხაზი მოცეკვავების საერთაშორისო კონკურსებში მონაწილეობას აპროტესტებს.

მეორე აბსურდია, “სამაჩაბლო”, რომელსაც ქართული მხარე დაჟინებით უწოდებს სამხრეთ ოსეთს; საქმე ის არის, მსოფლიოში ძალიან ცოტამ იცის ქვეყნები, - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, თუმცა, სახელწოდება “სამაჩაბლო”, საერთოდ არავინ...” – წერს აფხაზი ჟურნალისტი.

იზიდა ჭანიას მოსაზრებით, ძალიან ცოტა ვინმე თუ აპიარებს აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ისე, როგორც ქართველი პოლიტკოსები და ბლოგერები. მისივე თქმით, აფხაზეთის ცხოვრებაზე გაფაციცებული ყურადღებით, ისეთ პიარ-კამპანიას უკეთებენ, რომ რეგიონში ამის თანხები არც არსებობს.

“ორი მნიშვნელოვანი რამ მოხდა გასულ კვირას აფხაზეთის ცხოვრებაში - სირიის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება და ლონდონში – ConIFA-ს საფეხბურთო ჩემპიონატი... შესაძლოა, რომ არა საქართველოს აქტიურობა, მეორე სიახლისთვის არც არავის მიექცია ყურადღება, თუმცა, მან თავისი პროპაგანდისტული მანქანა ჩართო, ამავდროულად, სირიასთან გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობა... ერთი სიტყვით, - ჩემი უცხოელი მეგობრებისგან იმდენი მილოცვა მივიღე, რომ ასეთი რამ, რუსეთის მიერ აფხაზეთის აღიარების დროსაც კი არ მახსოვს. როგორც გავარკვიე, ამის შესახებ ყველამ ქართული მხარის აქტიურობის შედეგად გაიგო... არაფერს ვამბობ იმაზე, რომ თავის დამოკიდებულებითა და შეფასებით რა იმიჯს იქმნის საქართველო...

ეს ყველაფერი არც ისე ცუდია, თუმცა, იქნებ, დროა შევიმუშავოთ ფორმულირება, რომლის საშუალებითაც ჩვენი მკითხველი გაიგებს, რომ საქართველოს ხელისუფლება არ არის ყველაფერზე პასუხისმგებელი, რაც აფხაზეთში ხდება და კიდევ, - იქნებ როგორმე ავუხსნათ ევროპას, რომ აფხაზეთი უკვე დიდი ხანია საქართველოს იურისდიქციის ქვეშ არ არის...”, - წერს იზიდა ჭანია.

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი