Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მივმართავთ საქართველოს მთავრობას, გადააყენოს იუსტიციის მინისტრი - არასამთავრობოები
მივმართავთ საქართველოს მთავრობას, გადააყენოს იუსტიციის მინისტრი - არასამთავრობოები

არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ნა­წი­ლი მთავ­რო­ბას მი­მარ­თავს, იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­და­ა­ყე­ნოს. რო­გორც „სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლოს“ ხელ­მძღვა­ნელ­მა ეკა გი­გა­ურ­მა არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელბ­თან ერ­თად გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, თეა წუ­ლუ­კი­ან­მა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვერ გა­არ­თვა თავი იმ მნიშ­ვნე­ლო­ვან მი­სი­ას, რა­საც მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სექ­ტორ­ში რე­ფორ­მა ჰქვია.

ამას­თან, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ნა­წი­ლი აცხა­დებს, რომ მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის შე­სარ­ჩევ პრო­ცეს­ში არ მი­ი­ღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

„ჩვენ მივ­მარ­თავთ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას, გა­და­ა­ყე­ნოს იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი იმი­ტომ, რომ მან წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვერ გა­არ­თვა თავი იმ მნიშ­ვნე­ლო­ვან მი­სი­ას, რა­საც მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სექ­ტორ­ში რე­ფორ­მა ჰქვია. ჩვენ ვფიქ­რობთ, რომ ამ პი­რო­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, არ არის სწო­რი თუკი კონ­სულ­ტა­ცი­ა­ში ჩა­ვერ­თვე­ბით მას­თან მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის არ­ჩე­ვის პრო­ცეს­ში. ჩვენ ვფიქ­რობთ, რომ ამ შემ­თხვე­ვა­ში ეს ადა­მი­ა­ნი არ იქ­ნე­ბა მი­მარ­თუ­ლი იმის­კენ, რომ მარ­თლაც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი და ღირ­სე­უ­ლი მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი აარ­ჩი­ოს. ამი­ტომ, ჩვენ მას კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის მა­გი­დას­თან არ და­ვუს­ხდე­ბით და უარს ვამ­ბობთ ამ პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე,"- გა­ნა­ცხა­და ეკა გი­გა­ურ­მა.

მი­სი­ვე თქმით, თუკი მთავ­რო­ბა მი­მარ­თუ­ლია იმის­კენ, რომ ამ კრი­ზი­სი­დან გა­მო­სა­ვა­ლი ნა­ხოს და რე­ა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი გა­ა­ტა­როს, ამის­თვის სა­ჭი­როა იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის გა­და­ყე­ნე­ბა და ინ­კლუ­ზი­უ­რი, გამჭვირ­ვა­ლე პრო­ცე­სის წარ­მარ­თვა მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის შერ­ჩე­ვი­სას.

მივმართავთ საქართველოს მთავრობას, გადააყენოს იუსტიციის მინისტრი - არასამთავრობოები

მივმართავთ საქართველოს მთავრობას, გადააყენოს იუსტიციის მინისტრი - არასამთავრობოები

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი მთავრობას მიმართავს, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი თანამდებობიდან გადააყენოს. როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელბთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, თეა წულუკიანმა წლების განმავლობაში ვერ გაართვა თავი იმ მნიშვნელოვან მისიას, რასაც მართლმსაჯულების სექტორში რეფორმა ჰქვია.

ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი აცხადებს, რომ მთავარი პროკურორის შესარჩევ პროცესში არ მიიღებენ მონაწილეობას.

„ჩვენ მივმართავთ საქართველოს მთავრობას, გადააყენოს იუსტიციის მინისტრი იმიტომ, რომ მან წლების განმავლობაში ვერ გაართვა თავი იმ მნიშვნელოვან მისიას, რასაც მართლმსაჯულების სექტორში რეფორმა ჰქვია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ პირობების გათვალისწინებით, არ არის სწორი თუკი კონსულტაციაში ჩავერთვებით მასთან მთავარი პროკურორის არჩევის პროცესში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაში ეს ადამიანი არ იქნება მიმართული იმისკენ, რომ მართლაც დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ღირსეული მთავარი პროკურორი აარჩიოს. ამიტომ, ჩვენ მას კონსულტაციების მაგიდასთან არ დავუსხდებით და უარს ვამბობთ ამ პროცესში მონაწილეობაზე,"- განაცხადა ეკა გიგაურმა.

მისივე თქმით, თუკი მთავრობა მიმართულია იმისკენ, რომ ამ კრიზისიდან გამოსავალი ნახოს და რეალური ცვლილებები გაატაროს, ამისთვის საჭიროა იუსტიციის მინისტრის გადაყენება და ინკლუზიური, გამჭვირვალე პროცესის წარმართვა მთავარი პროკურორის შერჩევისას.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები