პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დეკანოზი შიო მენაბდე, რომლის შვილიც ხორავას საქმის ერთ-ერთი მოწმეა, განცხადებას ავრცელებს
დეკანოზი შიო მენაბდე, რომლის შვილიც ხორავას საქმის ერთ-ერთი მოწმეა, განცხადებას ავრცელებს

ით­ქვა, თით­ქოს ვცდი­ლობ ჩემი შვი­ლის პრო­ცე­სე­ბის­გან გან­რი­დე­ბას და ამ საქ­მე­ში ეკ­ლე­სი­ის გავ­ლე­ნა­საც ვი­ყე­ნებ. ასე­თი რამ ჩემ­თვის, რო­გორც ქრის­ტი­ა­ნის­თვის, მი­თუ­მე­ტეს, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის­თვის, ყოვ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია - ამის შე­სა­ხებ დე­კა­ნო­ზი შიო მე­ნაბ­დე, რომ­ლის შვი­ლიც ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მკვლე­ლო­ბის საქ­მის ერთ-ერთი მოწ­მეა, „ფე­ის­ბუქ­ში“ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ მისი შვი­ლი ტრა­გე­დი­ის პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან თა­ნამ­შრომ­ლობს გა­მო­ძი­ე­ბას­თან. ამას­თან დე­კა­ნო­ზის თქმით, იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ ობი­ექ­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბით მისი შვი­ლის ბრა­ლე­უ­ლო­ბა და­დას­ტურ­დე­ბა, მან ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის გამო, კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა აგოს პა­სუ­ხი.

„ქრის­ტეს­მი­ე­რი მშვი­დო­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი ყო­ველ თქვენ­განს. მოგ­მარ­თავთ ბოლო დროს მომ­ხდარ მოვ­ლე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მელ­მაც შეძ­რა სა­ქარ­თვე­ლო და, სამ­წუ­ხა­როდ, შე­ე­ხო ჩემს ოჯახ­საც.

მა­ს­მე­დი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს არ­სე­ბულ მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩემი მო­საზ­რე­ბა აქ­ცი­ა­ზე და­ვა­ფიქ­სი­რე. ეს სი­მარ­თლე არ არის. ტაძ­რის ამ­ბი­ო­ნის გარ­და, ამ თე­მა­ზე სა­ჯა­როდ არ­სად მი­სა­უბ­რია, მე­ტიც, არ ვყო­ფილ­ვარ არ­ცერთ შეკ­რე­ბა­ზე და მით უმე­ტეს, არ ვარ რა­ი­მე კავ­შირ­სა თუ დაჯ­გუ­ფე­ბა­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი.

იხი­ლეთ ვი­დეო: დე­კა­ნო­ზი შიო მე­ნაბ­დე, რომ­ლის შვი­ლიც ხო­რა­ვას საქ­მის ერთ-ერთი მოწ­მეა, გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს

ით­ქვა ისიც, თით­ქოს ვცდი­ლობ ჩემი შვი­ლის პრო­ცე­სე­ბის­გან გან­რი­დე­ბას და ამ საქ­მე­ში ეკ­ლე­სი­ის გავ­ლე­ნა­საც ვი­ყე­ნებ. ასე­თი რამ ჩემ­თვის, რო­გორც ქრის­ტი­ა­ნის­თვის, მი­თუ­მე­ტეს, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის­თვის, ყოვ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია. სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვა­ცხა­დებ, რომ ჩემი შვი­ლი ტრა­გე­დი­ის პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან თა­ნამ­შრომ­ლობს გა­მო­ძი­ე­ბას­თან. ხუთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მრა­ვალ­გზის იყო და­კი­თხვა­ზე, მათ­თან ერ­თად ვი­ყა­ვით მშობ­ლე­ბიც და, რა თქმა უნდა, შევ­ხვდით გარ­დაც­ვლი­ლე­ბის მშობ­ლებ­საც და ვუ­პა­სუ­ხეთ მათ შე­კი­თხვებს.

მოგ­მარ­თავთ ყვე­ლას, ვი­საც ნამ­დვი­ლად გული შეგ­ტკი­ვათ მომ­ხდა­რი სა­ში­ნე­ლი ტრა­გე­დი­ის გამო: ნუ გა­ავ­რცე­ლებთ გა­და­უ­მოწ­მე­ბელ ინ­ფორ­მა­ცი­ას და თავი შე­ი­კა­ვეთ ნებ­სით თუ უნებ­ლიე ცი­ლის­წა­მე­ბი­სა­გან, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ ეს ახალ­გაზ­რდებს შო­რის ახა­ლი და­პი­რის­პი­რე­ბის მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს.

იმე­დი მაქვს, გა­ირ­კვე­ვა სი­მარ­თლე და თუ ობი­ექ­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბით ჩემი შვი­ლის ბრა­ლე­უ­ლო­ბა და­დას­ტურ­დე­ბა, მან ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის გამო, კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა აგოს პა­სუ­ხი, რაც, პირ­ველ რიგ­ში, მისი სუ­ლი­სათ­ვის იქ­ნე­ბა სა­სარ­გებ­ლო. კი­დევ ერთხელ, ღრმა მწუ­ხა­რე­ბას გა­მოვ­ხა­ტავ ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი სა­ში­ნე­ლი ფაქ­ტის გამო, გუ­ლი­თა­დად ვუ­სამ­ძიმ­რებ და­ვით სა­რა­ლი­ძი­სა და ლე­ვან და­დუ­ნაშ­ვი­ლის მშობ­ლებს, ახ­ლობ­ლებს.

უფალ­მა მო­იხ­სე­ნოს და აცხოვ­ნოს სულ­ნი ახ­ლად შეს­ვე­ნე­ბულ­თა და­ვი­თი­სა და ლე­ვა­ნი­სა“, -წერს დე­კა­ნო­ზი შიო მე­ნაბ­დე.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

დეკანოზი შიო მენაბდე, რომლის შვილიც ხორავას საქმის ერთ-ერთი მოწმეა, განცხადებას ავრცელებს

დეკანოზი შიო მენაბდე, რომლის შვილიც ხორავას საქმის ერთ-ერთი მოწმეა, განცხადებას ავრცელებს

ითქვა, თითქოს ვცდილობ ჩემი შვილის პროცესებისგან განრიდებას და ამ საქმეში ეკლესიის გავლენასაც ვიყენებ. ასეთი რამ ჩემთვის, როგორც ქრისტიანისთვის, მითუმეტეს, სასულიერო პირისთვის, ყოვლად მიუღებელია - ამის შესახებ დეკანოზი შიო მენაბდე, რომლის შვილიც ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მოწმეა, „ფეისბუქში“ განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ მისი შვილი ტრაგედიის პირველივე დღიდან თანამშრომლობს გამოძიებასთან. ამასთან დეკანოზის თქმით, იმ შემთხვევაში თუ ობიექტური გამოძიებით მისი შვილის ბრალეულობა დადასტურდება, მან ჩადენილი დანაშაულის გამო, კანონის შესაბამისად, აუცილებლად უნდა აგოს პასუხი.

„ქრისტესმიერი მშვიდობა და სიყვარული ყოველ თქვენგანს. მოგმართავთ ბოლო დროს მომხდარ მოვლენასთან დაკავშირებით, რომელმაც შეძრა საქართველო და, სამწუხაროდ, შეეხო ჩემს ოჯახსაც.

მასმედიის საშუალებით გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს არსებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჩემი მოსაზრება აქციაზე დავაფიქსირე. ეს სიმართლე არ არის. ტაძრის ამბიონის გარდა, ამ თემაზე საჯაროდ არსად მისაუბრია, მეტიც, არ ვყოფილვარ არცერთ შეკრებაზე და მით უმეტეს, არ ვარ რაიმე კავშირსა თუ დაჯგუფებაში გაერთიანებული.

იხილეთ ვიდეო: დეკანოზი შიო მენაბდე, რომლის შვილიც ხორავას საქმის ერთ-ერთი მოწმეა, განცხადებას ავრცელებს

ითქვა ისიც, თითქოს ვცდილობ ჩემი შვილის პროცესებისგან განრიდებას და ამ საქმეში ეკლესიის გავლენასაც ვიყენებ. ასეთი რამ ჩემთვის, როგორც ქრისტიანისთვის, მითუმეტეს, სასულიერო პირისთვის, ყოვლად მიუღებელია. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩემი შვილი ტრაგედიის პირველივე დღიდან თანამშრომლობს გამოძიებასთან. ხუთი თვის განმავლობაში მრავალგზის იყო დაკითხვაზე, მათთან ერთად ვიყავით მშობლებიც და, რა თქმა უნდა, შევხვდით გარდაცვლილების მშობლებსაც და ვუპასუხეთ მათ შეკითხვებს.

მოგმართავთ ყველას, ვისაც ნამდვილად გული შეგტკივათ მომხდარი საშინელი ტრაგედიის გამო: ნუ გაავრცელებთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას და თავი შეიკავეთ ნებსით თუ უნებლიე ცილისწამებისაგან, თუნდაც იმიტომ, რომ ეს ახალგაზრდებს შორის ახალი დაპირისპირების მიზეზი შეიძლება გახდეს.

იმედი მაქვს, გაირკვევა სიმართლე და თუ ობიექტური გამოძიებით ჩემი შვილის ბრალეულობა დადასტურდება, მან ჩადენილი დანაშაულის გამო, კანონის შესაბამისად, აუცილებლად უნდა აგოს პასუხი, რაც, პირველ რიგში, მისი სულისათვის იქნება სასარგებლო. კიდევ ერთხელ, ღრმა მწუხარებას გამოვხატავ ხორავას ქუჩაზე მომხდარი საშინელი ფაქტის გამო, გულითადად ვუსამძიმრებ დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მშობლებს, ახლობლებს.

უფალმა მოიხსენოს და აცხოვნოს სულნი ახლად შესვენებულთა დავითისა და ლევანისა“, -წერს დეკანოზი შიო მენაბდე.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ