პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

17

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ შეცვალა ნიკა ლომიძის ქალიშვილი "მხოლოდ ქართულმა" და რა ხდება პროექტის კულისებში
როგორ შეცვალა ნიკა ლომიძის ქალიშვილი "მხოლოდ ქართულმა" და რა ხდება პროექტის კულისებში

"ჩემი 14 წლის შვი­ლი­სა და მისი მე­გობ­რე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა არ ყო­ფი­ლა აქ­ტუ­ა­ლუ­რი, არ უს­მენ­დნენ, არც იც­ნობ­დნენ, დღეს უკვე ქარ­თულს უს­მე­ნენ. მათ­ში დიდი დო­ზით შე­მო­ვი­და ქარ­თუ­ლი მე­ლო­დია. ღი­ღი­ნე­ბენ იმას, რაც ეთერ­ში გა­დის" - ამ­ბობს "რუს­თა­ვი 2"-ისა და პრო­ექტ "მხო­ლოდ ქარ­თუ­ლის" რე­ჟი­სო­რი ნიკა ლო­მი­ძე. ის იმ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბის შე­სა­ხებ გვიყ­ვე­ბა, რა შე­დე­გე­ბიც მო­ი­ტა­ნა ახალ­მა გა­და­ცე­მამ.

"პრო­ექ­ტის მი­ზა­ნი ახალ­გაზ­რდებ­ში სწო­რედ ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია იყო და ეს მი­ზა­ნი მიღ­წე­უ­ლია, ჩა­ნა­ფიქ­რმა გა­ა­მარ­თლა. თი­ნე­ი­ჯე­რებ­მა გა­ი­გეს, რა არის ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა... ჩემ­თვის კი ამ პრო­ექ­ტზე მუ­შა­ო­ბა დიდი აზარ­ტია. თან ასე­თი სა­ხის შო­უ­ზე პირ­ვე­ლად ვმუ­შა­ობ, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნდა. კარ­გია და უკვე მე­ო­რე სე­ზონ­ზე ვფიქ­რობ" - აღ­ნიშ­ნავს რე­ჟი­სო­რი.

- რო­დე­საც პრო­ექ­ტი ეთერ­შია, შენ­თვის, რო­გორც რე­ჟი­სო­რის­თვის რა არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი?

- იმ პე­რი­ოდ­ში როცა გა­და­ცე­მა ეთერ­შია, გინდ და­ი­ჯე­რე, გინდ არა, აზ­რზე არ ვარ, რა ხდე­ბა გარ­შე­მო, თუნ­დაც სა­ე­თე­რო­ში. ვინ შე­მო­დის, ვინ გა­დის, ვინ ლა­პა­რა­კობს, ბო­ლომ­დე ჩაფ­ლუ­ლი ვარ საქ­მე­ში. იმ დროს თით­ქოს ჩემს ირ­გვლივ სამ­ყა­რო ითი­შე­ბა.

- კონ­კურ­სან­ტე­ბი ხომ არ გაბ­რა­ზე­ბენ?

- მე კი არა, რო­გო­რი გა­საკ­ვი­რიც უნდა იყოს, ერ­თმა­ნეთ­საც არ აბ­რა­ზე­ბენ, ალ­ბათ გა­რე­მო­საც აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, თბილ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში უწევთ ყოფ­ნა, მე­გობ­რუ­ლად არი­ან, ალ­ბათ ეს გან­წყო­ბა მოქ­მე­დებს. სი­კე­თე და სით­ბო გა­დამ­დე­ბია.

- პრო­ექ­ტის მან­ძილ­ზე ეთერ­ში გა­სულ რა­ი­მე უც­ნა­ურ კადრს, ფრა­ზას ხომ ვერ გა­იხ­სე­ნებ?

- ერ­თა­დერ­თი, რაც მახ­სოვს, ნიკა გრი­გო­ლი­ამ თა­ვის თავ­ზე რომ თქვა: "ბო­ზიშ­ვი­ლი ვიყო, ნიკა გრი­გო­ლია სად არის?", ასე­თი სი­ტყვე­ბი ეთერ­ში რომ იპა­რე­ბა სა­ში­ნე­ლე­ბაა, მაგ­რამ ნიკა ისე­თი ტი­პია, მის­გან თით­ქოს ცუ­დად არ იღებ, არ გწყინს, პრო­ფია, ენ­დო­ბი და ასე­თი ფრა­ზა ხან­და­ხან შე­იძ­ლე­ბა გა­ა­ტა­რო. ცხა­დია, ამას სის­ტე­მა­ტუ­რი ხა­სი­ა­თი არ უნდა ჰქონ­დეს, რად­გან თუ რა­ი­მე შე­ე­შა­ლა, თვი­თონ­ვე გა­მოძ­ვრე­ბა. ილო ბე­როშ­ვი­ლის­თვის კი ასე­თი ტი­პის პრო­ექ­ტი სი­ახ­ლეა, თუმ­ცა ისიც ძა­ლი­ან სწრა­ფად ჩაჯ­და.

- ჟი­უ­რის წევ­რებს ობი­ექ­ტუ­რად და გულ­წრფე­ლად რო­გორ შე­ა­ფა­სებ?

- ჟი­უ­რის მი­მართ რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მი­თი­თე­ბა არ მაქვს.

- მეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ქალ­ბა­ტო­ნი მა­რი­ნა, სხვა კონ­კურ­სე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, "მხო­ლოდ ქარ­თულ­ში" ოდ­ნავ რბი­ლია...

- ეს მა­რი­ნას მეც ვუ­თახ­რი, მაგ­რამ ასე­თი უც­ბად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მა­რი­ნა რა­ღაც სა­ინ­ტე­რე­სოა. პრო­ექ­ტში ყვე­ლა­ფე­რი ბუ­ნებ­რი­ვად ხდე­ბა, სპე­ცი­ა­ლუ­რად არა­ფერს ვა­კე­თებთ. ხე­ლოვ­ნუ­რო­ბას გა­მოვ­რი­ცხავთ - წი­ნას­წარ არა­ფერს ვდგამთ და არა­ვის ვაძ­ლევთ რა­ი­მე მი­თი­თე­ბას. საქ­მე გვაქვს ქარ­თულ სიმ­ღე­რას­თან, პირ­და­პირ ჩვენს ხა­სი­ა­თებ­ზეა აწყო­ბი­ლი, ამას კი ბუ­ნებ­რი­ო­ბა უხ­დე­ბა. ზედ­მე­ტი არა­ფე­რი სჭირ­დე­ბა. რო­გორც არი­ან, იყ­ვნენ ასე, კომ­ფორ­ტუ­ლად არი­ან.

სხვა­თა შო­რის, კონ­კურ­სან­ტე­ბი ქას­თინგზე რომ მო­დი­ოდ­ნენ, ყვე­ლა აღ­ნიშ­ნავ­და, მა­რი­ნა რო­გო­რი სხვა­ნა­ი­რი ყო­ფი­ლაო, მაგ­რამ სა­ნამ ქას­ტინგზე შე­ვი­დოდ­ნენ, მისი ეში­ნო­დათ.

- კუ­ლი­სებ­ზეც რომ გვე­ლა­პა­რა­კო - რა სა­მუ­შაო ტარ­დე­ბა კადრს მიღ­მა, სა­ნამ მა­ყუ­რე­ბე­ლი პრო­დუქტს იმ ხა­რისხში მი­ი­ღებს, რო­გორც იღებს?

- წინ უძღვის 24-სა­ა­თი­ა­ნი გა­უ­ჩე­რე­ბე­ლი მუ­შა­ო­ბა, მხო­ლოდ პირ­და­პი­რი ეთე­რი ხომ არ არის, პრო­ფა­ი­ლე­ბია გა­სა­კე­თე­ბე­ლი. და­სა­წყო­ბი, და­სა­მუ­შა­ვე­ბე­ლი, თან­მიმ­დევ­რო­ბა ისე გა­და­სა­ნა­წი­ლე­ბე­ლი, რომ მა­ყუ­რე­ბელ­მა არ მო­ი­წყი­ნოს. ემო­ცია ემო­ცი­ას არ უნდა მიჰ­ყვე­ბო­დეს, უამ­რა­ვი დე­ტა­ლია. ასე რომ, ეს ბევ­რი ადა­მი­ა­ნის დიდი და სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რი შრო­მაა, რა­საც მა­ყუ­რე­ბე­ლი არ ხე­დავს და არც უნდა ხე­დავ­დეს.

- ე.ი. ამ ყვე­ლა­ფერ­მა ძა­ლი­ან და­გა­ინ­ტე­რე­სა...

- კი, სა­ინ­ტე­რე­სოა და და­მო­კი­დე­ბულს გხდის. მე ხომ ჩემი კომ­პა­ნია მაქვს, რო­მე­ლიც ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ამ პე­რი­ოდ­ში მე­ო­რე პლან­ზე გა­და­ვი­და. მთე­ლი ყუ­რა­დღე­ბა აქეთ მაქვს.

- შოუ ფი­ნა­ლის­კენ მი­დის, რომ ვი­ვა­რა­უ­დოთ - რა შე­დე­გით შე­იძ­ლე­ბა დას­რულ­დეს?

- რო­გორც ყვე­ლა კონ­კურ­სი, აქაც არა­ფე­რი იცი წი­ნას­წარ, რად­გა­ნაც ყვე­ლა­ფე­რი მა­ყუ­რე­ბელ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ასე­თი კონ­კურ­სე­ბი ყო­ველ­თვის ამო­უც­ნო­ბია. თან კონ­კურ­სან­ტე­ბი ისე­თე­ბი არი­ან, რო­მელ­ზე გინ­და რა­ი­მე თქვა? ყვე­ლა მიყ­ვარს და თი­თო­ე­ულს წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.
ავტორი:

როგორ შეცვალა ნიკა ლომიძის ქალიშვილი "მხოლოდ ქართულმა" და რა ხდება პროექტის კულისებში

როგორ შეცვალა ნიკა ლომიძის ქალიშვილი "მხოლოდ ქართულმა" და რა ხდება პროექტის კულისებში

"ჩემი 14 წლის შვილისა და მისი მეგობრების ცხოვრებაში ქართული სიმღერა არ ყოფილა აქტუალური, არ უსმენდნენ, არც იცნობდნენ, დღეს უკვე ქართულს უსმენენ. მათში დიდი დოზით შემოვიდა ქართული მელოდია. ღიღინებენ იმას, რაც ეთერში გადის" - ამბობს "რუსთავი 2"-ისა და პროექტ "მხოლოდ ქართულის" რეჟისორი ნიკა ლომიძე. ის იმ შთაბეჭდილების შესახებ გვიყვება, რა შედეგებიც მოიტანა ახალმა გადაცემამ.

"პროექტის მიზანი ახალგაზრდებში სწორედ ქართული სიმღერის პოპულარიზაცია იყო და ეს მიზანი მიღწეულია, ჩანაფიქრმა გაამართლა. თინეიჯერებმა გაიგეს, რა არის ქართული სიმღერა... ჩემთვის კი ამ პროექტზე მუშაობა დიდი აზარტია. თან ასეთი სახის შოუზე პირველად ვმუშაობ, ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. კარგია და უკვე მეორე სეზონზე ვფიქრობ" - აღნიშნავს რეჟისორი.

- როდესაც პროექტი ეთერშია, შენთვის, როგორც რეჟისორისთვის რა არის მნიშვნელოვანი?

- იმ პერიოდში როცა გადაცემა ეთერშია, გინდ დაიჯერე, გინდ არა, აზრზე არ ვარ, რა ხდება გარშემო, თუნდაც საეთეროში. ვინ შემოდის, ვინ გადის, ვინ ლაპარაკობს, ბოლომდე ჩაფლული ვარ საქმეში. იმ დროს თითქოს ჩემს ირგვლივ სამყარო ითიშება.

- კონკურსანტები ხომ არ გაბრაზებენ?

- მე კი არა, როგორი გასაკვირიც უნდა იყოს, ერთმანეთსაც არ აბრაზებენ, ალბათ გარემოსაც აქვს მნიშვნელობა, თბილ სიტუაციაში უწევთ ყოფნა, მეგობრულად არიან, ალბათ ეს განწყობა მოქმედებს. სიკეთე და სითბო გადამდებია.

- პროექტის მანძილზე ეთერში გასულ რაიმე უცნაურ კადრს, ფრაზას ხომ ვერ გაიხსენებ?

- ერთადერთი, რაც მახსოვს, ნიკა გრიგოლიამ თავის თავზე რომ თქვა: "ბოზიშვილი ვიყო, ნიკა გრიგოლია სად არის?", ასეთი სიტყვები ეთერში რომ იპარება საშინელებაა, მაგრამ ნიკა ისეთი ტიპია, მისგან თითქოს ცუდად არ იღებ, არ გწყინს, პროფია, ენდობი და ასეთი ფრაზა ხანდახან შეიძლება გაატარო. ცხადია, ამას სისტემატური ხასიათი არ უნდა ჰქონდეს, რადგან თუ რაიმე შეეშალა, თვითონვე გამოძვრება. ილო ბეროშვილისთვის კი ასეთი ტიპის პროექტი სიახლეა, თუმცა ისიც ძალიან სწრაფად ჩაჯდა.

- ჟიურის წევრებს ობიექტურად და გულწრფელად როგორ შეაფასებ?

- ჟიურის მიმართ რაიმე განსაკუთრებული მითითება არ მაქვს.

- მეჩვენება, რომ ქალბატონი მარინა, სხვა კონკურსებისგან განსხვავებით, "მხოლოდ ქართულში" ოდნავ რბილია...

- ეს მარინას მეც ვუთახრი, მაგრამ ასეთი უცბად განსხვავებული მარინა რაღაც საინტერესოა. პროექტში ყველაფერი ბუნებრივად ხდება, სპეციალურად არაფერს ვაკეთებთ. ხელოვნურობას გამოვრიცხავთ - წინასწარ არაფერს ვდგამთ და არავის ვაძლევთ რაიმე მითითებას. საქმე გვაქვს ქართულ სიმღერასთან, პირდაპირ ჩვენს ხასიათებზეა აწყობილი, ამას კი ბუნებრიობა უხდება. ზედმეტი არაფერი სჭირდება. როგორც არიან, იყვნენ ასე, კომფორტულად არიან.

სხვათა შორის, კონკურსანტები ქასთინგზე რომ მოდიოდნენ, ყველა აღნიშნავდა, მარინა როგორი სხვანაირი ყოფილაო, მაგრამ სანამ ქასტინგზე შევიდოდნენ, მისი ეშინოდათ.

- კულისებზეც რომ გველაპარაკო - რა სამუშაო ტარდება კადრს მიღმა, სანამ მაყურებელი პროდუქტს იმ ხარისხში მიიღებს, როგორც იღებს?

- წინ უძღვის 24-საათიანი გაუჩერებელი მუშაობა, მხოლოდ პირდაპირი ეთერი ხომ არ არის, პროფაილებია გასაკეთებელი. დასაწყობი, დასამუშავებელი, თანმიმდევრობა ისე გადასანაწილებელი, რომ მაყურებელმა არ მოიწყინოს. ემოცია ემოციას არ უნდა მიჰყვებოდეს, უამრავი დეტალია. ასე რომ, ეს ბევრი ადამიანის დიდი და სხვადასხვანაირი შრომაა, რასაც მაყურებელი არ ხედავს და არც უნდა ხედავდეს.

- ე.ი. ამ ყველაფერმა ძალიან დაგაინტერესა...

- კი, საინტერესოა და დამოკიდებულს გხდის. მე ხომ ჩემი კომპანია მაქვს, რომელიც ჩემს ცხოვრებაში ამ პერიოდში მეორე პლანზე გადავიდა. მთელი ყურადღება აქეთ მაქვს.

- შოუ ფინალისკენ მიდის, რომ ვივარაუდოთ - რა შედეგით შეიძლება დასრულდეს?

- როგორც ყველა კონკურსი, აქაც არაფერი იცი წინასწარ, რადგანაც ყველაფერი მაყურებელზეა დამოკიდებული. ასეთი კონკურსები ყოველთვის ამოუცნობია. თან კონკურსანტები ისეთები არიან, რომელზე გინდა რაიმე თქვა? ყველა მიყვარს და თითოეულს წარმატებას ვუსურვებ.

ილიკო სუხიშვილი მოტოციკლით ავარიაში მოყვა

"მთვარის მოტაცებაში" ვითამაშე, მეტი რაღა უნდა მნდომოდა?!" - გეიდარ ფალავანდიშვილის საოცარი კინოგმირები და ცხოვრების სიყვარული

იუბილარი ევა ბარბაქაძე და წვეულება მეგობრებთან ერთად - როგორ აღნიშნა დაბადების დღე შორენა ბეგაშვილის ქალიშვილმა