პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლევან გორგაძეს პარლამენტში უმასპინძლეს - რა საჩუქარი გადასცა ტოჩინოშინს ირაკლი კობახიძემ (ფოტო)
ლევან გორგაძეს პარლამენტში უმასპინძლეს - რა საჩუქარი გადასცა ტოჩინოშინს ირაკლი კობახიძემ (ფოტო)

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენტს დღეს იმ­პე­რა­ტო­რის თა­სის მფლო­ბე­ლი ქარ­თვე­ლი სუ­მო­ის­ტი, ოძე­კი ლე­ვან გორ­გა­ძე (ტო­ჩი­ნო­ში­ნი) ეწ­ვია, რო­მელ­საც პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ უმას­პინ­ძლა.

ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ლე­ვან გორ­გა­ძეს, პარ­ლა­მენ­ტის სა­ხე­ლით, "ვე­ფხის­ტყა­ო­სა­ნი" და სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნის 100 წლის­თავ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ეროვ­ნუ­ლი ბან­კის მიერ გა­მოშ­ვე­ბუ­ლი სა­კო­ლექ­ციო მო­ნე­ტა გა­დას­ცა.

“ჩვენ დღეს ვუ­მას­პინ­ძლეთ პარ­ლა­მენ­ტში ჩვენს სა­ხე­ლო­ვან სპორ­ტსმენს, ტო­ჩი­ნო­შინს, რო­მე­ლიც ნამ­დვი­ლად არის ჩვე­ნი ელჩი ია­პო­ნი­ა­ში. თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს ძა­ლი­ან გაგ­ვი­ხარ­და, ის უდი­დე­სი წარ­მა­ტე­ბა, რო­მე­ლიც ჩვენ­მა სა­ხე­ლო­ვან­მა სპორ­ტსმენ­მა მო­ი­პო­ვა. 90-იანი წლე­ბი­დან ვუ­ყუ­რებ სუ­მოს და მა­შინ ვერც კი წარ­მო­მედ­გი­ნა, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო, ერთ მშვე­ნი­ერ დღეს, ჩვენს თა­ნა­მე­მა­მუ­ლეს, ამ­ხე­ლა ტურ­ნი­რი მო­ე­გო. ეს იყო ძა­ლი­ან დიდი სი­ხა­რუ­ლი თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის­თვის და მე­ა­მა­ყე­ბა, რომ დღეს ჩვენ პარ­ლა­მენ­ტში ტო­ჩი­ნო­შინს ვმას­პინ­ძლობ­დით. იგი მი­სა­ბა­ძი მა­გა­ლი­თია თი­თო­ე­უ­ლი ბავ­შვის­თვის, ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის­თვის, მი­სა­ბა­ძი მა­გა­ლი­თია იმის, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა შრო­მით მი­აღ­წიო უმაღ­ლეს მწვერ­ვა­ლებს და მად­ლო­ბა მინ­და მას გა­და­ვუ­ხა­დო ამის­თვის",- გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ ლე­ვან გორ­გა­ძეს სა­მო­მავ­ლო წარ­მა­ტე­ბე­ბი და გა­მარ­ჯვე­ბე­ბი უსურ­ვა. “ძა­ლი­ან დიდი ემო­ცი­ე­ბით შემ­ხვდნენ აე­რო­პორ­ტში. ნამ­დვი­ლად არ ვე­ლო­დი, თუ ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი დამ­ხვდე­ბო­და, ძა­ლი­ან გა­ხა­რე­ბუ­ლი ვარ და რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, ჩემი შვი­ლი 7 თვეა, რაც და­ი­ბა­და და დღეს აე­რო­პორ­ტში პირ­ვე­ლად და­ვი­ჭი­რე ხელ­ში. ბედ­ნი­ე­რი ვარ. დღეს კი­დევ იმით ვარ ბედ­ნი­ე­რი, რომ რა­ინ­დის წო­დე­ბა მო­მა­ნი­ჭეს, ამის­თვის დიდ მად­ლო­ბას გიხ­დით. მო­მა­ვალ­ში, შე­ვეც­დე­ბი, რომ რა­ინ­დის წო­დე­ბა ვა­ტა­რო ისე, რომ იო­კუ­ძუ­ნო­ბამ­დე მი­ვაღ­წიო“,- გა­ნა­ცხა­და ლე­ვან გორ­გა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

ლევან გორგაძეს პარლამენტში უმასპინძლეს - რა საჩუქარი გადასცა ტოჩინოშინს ირაკლი კობახიძემ (ფოტო)

ლევან გორგაძეს პარლამენტში უმასპინძლეს - რა საჩუქარი გადასცა ტოჩინოშინს ირაკლი კობახიძემ (ფოტო)

საქართველოს პარლამენტს დღეს იმპერატორის თასის მფლობელი ქართველი სუმოისტი, ოძეკი ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) ეწვია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ უმასპინძლა.

ირაკლი კობახიძემ ლევან გორგაძეს, პარლამენტის სახელით, "ვეფხისტყაოსანი" და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავთან დაკავშირებით, ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებული საკოლექციო მონეტა გადასცა.

“ჩვენ დღეს ვუმასპინძლეთ პარლამენტში ჩვენს სახელოვან სპორტსმენს, ტოჩინოშინს, რომელიც ნამდვილად არის ჩვენი ელჩი იაპონიაში. თითოეულ ჩვენგანს ძალიან გაგვიხარდა, ის უდიდესი წარმატება, რომელიც ჩვენმა სახელოვანმა სპორტსმენმა მოიპოვა. 90-იანი წლებიდან ვუყურებ სუმოს და მაშინ ვერც კი წარმომედგინა, რომ შესაძლებელი იყო, ერთ მშვენიერ დღეს, ჩვენს თანამემამულეს, ამხელა ტურნირი მოეგო. ეს იყო ძალიან დიდი სიხარული თითოეული ჩვენგანისთვის და მეამაყება, რომ დღეს ჩვენ პარლამენტში ტოჩინოშინს ვმასპინძლობდით. იგი მისაბაძი მაგალითია თითოეული ბავშვისთვის, ჩვენი მომავალი თაობისთვის, მისაბაძი მაგალითია იმის, თუ როგორ შეიძლება შრომით მიაღწიო უმაღლეს მწვერვალებს და მადლობა მინდა მას გადავუხადო ამისთვის",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ლევან გორგაძეს სამომავლო წარმატებები და გამარჯვებები უსურვა. “ძალიან დიდი ემოციებით შემხვდნენ აეროპორტში. ნამდვილად არ ველოდი, თუ ამდენი ადამიანი დამხვდებოდა, ძალიან გახარებული ვარ და რაც ყველაზე მთავარია, ჩემი შვილი 7 თვეა, რაც დაიბადა და დღეს აეროპორტში პირველად დავიჭირე ხელში. ბედნიერი ვარ. დღეს კიდევ იმით ვარ ბედნიერი, რომ რაინდის წოდება მომანიჭეს, ამისთვის დიდ მადლობას გიხდით. მომავალში, შევეცდები, რომ რაინდის წოდება ვატარო ისე, რომ იოკუძუნობამდე მივაღწიო“,- განაცხადა ლევან გორგაძემ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ