სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“ ახალი ბაღი და ბარ-რესტორანი "აზურა" ოფიციალურად გაიხსნა

სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“ ახალი ბაღი და ბარ-რესტორანი "აზურა" ოფიციალურად გაიხსნა

სასტუმრო „ბილტმორ თბილისმა“ ახალი ბაღისა და ბარ-რესტორნის, „აზურას“ ოფიციალურ გახსნას უმასპინძლა.

გახსნის ცერემონიას ბიზნესის, მედიის, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ასევე მოწვეულნი იყვნენ სასტუმროს ერთგული სტუმრები.

გახსნის ცერემონიის განმავლობაში მოწვეული სტუმრებისთვის ჩატარდა გათამაშება, სადაც არა-ერთი საჩუქარი გათამაშდა. მათ შორის გათამაშდა ვაუჩერები Millennium Hotels & Resorts-ის ორ სასტუმროში, Bab Al Qasr Hotel და Millennium Airport Hotel Dubai. გამარჯვებული სტუმრები აღნიშნულ სასტუმროებში 2 ღამეს გაატარებენ.

„ბილტმორ თბილისის“ სამზარეულოს თანამშრომლებმა სტუმრებისთვის ე.წ. Live cooking შოუც ჩაატარეს.

ბაღი და ბარ-რესტორანი „აზურა“ სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“ მდებარეობს და თბილისელებისთვის უკვე კარგად ცნობილი ბილტმორის აუზიდან ზუსტად ერთ ნაბიჯშია. აღსანიშნავია, რომ მსგავსი გამწვანება და ლანდშაფტის დიზაინი თბილისში არც ერთ სასტუმროს არ აქვს. „აზურა“ სტუმრებს ბურგერების, პიცისა და სალათების დიდ არჩევანს სთავაზობს. ამის გარდა ბარ-რესტორანი ცნობილი გახდა თავისი ჯანსაღი და გამაგრილებელი სასმელებით და უმაღლესი ხარისხის ჩილიმების არჩევანით.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი