თუ გგონიათ, რომ მხოლოდ „ბალენსიაგა“ ახერხებს მომხმარებლების გაოცებას უცნაური დიზაინით, ცდებით. Huffington Post-ის ინფორმაციით, სულ მალე გასაყიდად გამოვა „ნაიკის“ ჩუსტი, რომელსაც ზედ საფულე ექნება.
ჯიბეს ფეხსაცმელზე ელვაშესაკრავით შეკრავთ.
ჯერჯერობით უცნობია, რა ეღირება ჩუსტი, თუმცა „ნაიკის“ წარმომადგენელი ადასტურებს, რომ მისი შეძენა ზაფხულში უკვე შესაძლებელი იქნება.