მსოფლიო

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
მოზაიკა
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თეა წულუკიანის კისერზეა ის, რომ მართლმსაჯულება ჩამოიშალა - ლია მუხაშავრია
თეა წულუკიანის კისერზეა ის, რომ მართლმსაჯულება ჩამოიშალა - ლია მუხაშავრია

წუ­ლუ­კი­ა­ნის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რა არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლი, უსა­ხუ­რი გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი­თა და მუ­შა­კე­ბი­თაა და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი - რა­ტომ­ღაც ამ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას „ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში“ ვერ ხე­და­ვენ და გვი­ცხა­დე­ბენ, რომ თურ­მე ისევ წუ­ლუ­კი­ან­მა უნდა შე­არ­ჩი­ოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი, - ამის შე­სა­ხებ უფ­ლე­ბა­დამ­ცველ­მა ლია მუ­ხა­შავ­რი­ამ გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რას“ ახა­ლი მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის შერ­ჩე­ვის სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნუ­ცხა­და.

„თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის კი­სერ­ზეა ის, რომ სა­სა­მარ­თლოს დღეს გირ­გვლი­ა­ნის მო­სა­მარ­თლე მუ­რუ­სი­ძე მარ­თავს, მის კი­სერ­ზეა, რომ სა­სა­მარ­თლო მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის სა­მარ­თლის პოვ­ნის ად­გი­ლად კი არა, უსა­მარ­თლო­ბის წყა­როდ იქცა და მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა ჩა­მო­ი­შა­ლა.

წუ­ლუ­კი­ა­ნის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა ისიც, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რა არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლი, უსა­ხუ­რი გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი­თა და მუ­შა­კე­ბი­თაა და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი. რა­ტომ­ღაც ამ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში" ვერ ხე­და­ვენ და ისევ გვი­ცხა­დე­ბენ, რომ თურ­მე ისევ წუ­ლუ­კი­ან­მა უნდა შე­არ­ჩი­ოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი.

მი­ნისტრს, რომ­ლის ვერც ერ­თმა კადრმა ვერ გა­ა­მარ­თლა რო­გორც მთა­ვარ პრო­კუ­რო­რად, ისე სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლო­ში გა­საგ­ზავნ მო­სა­მარ­თლედ, ამ­ხე­ლა მან­და­ტი ისევ უნდა მი­ვა­ნი­ჭოთ? არ არის მშვი­დო­ბა სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის გა­რე­შე და ეს ბოლო დღე­ებ­მა კი­დევ ერთხელ დაგ­ვა­ნა­ხა. ეს უნდა და­ი­ნა­ხოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, რო­მელ­საც ეტყო­ბა კი­დეც, რომ შე­ში­ნე­ბუ­ლია, მაგ­რამ კრი­ზი­სი­დან გა­მო­სავ­ლის პოვ­ნა არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის გამო უჭირს“, - გა­ნა­ცხა­და ლია მუ­ხა­შავ­რი­ამ.

უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ასე­ვე, ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რებთ მო­სა­მარ­თლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­საც გა­მო­ეხ­მა­უ­რა და გა­ნა­ცხა­და, რომ სა­სა­მარ­თლომ და­ა­მარ­ცხა პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ შე­კე­რი­ლი „ამო­რა­ლუ­რი საქ­მე“.

„სა­მარ­თლებ­რი­ვად თუ შე­ვა­ფა­სებთ მო­სა­მარ­თლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, სა­სა­მარ­თლომ და­ა­მარ­ცხა პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ შე­კე­რი­ლი „ამო­რა­ლუ­რი საქ­მე“, თუმ­ცა არც ის დაგ­ვა­ვი­წყდეს, რომ ქარ­თულ რე­ა­ლო­ბა­ში ვცხოვ­რობთ, სა­დაც პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ყვე­ლა­ფერ­ზე მი­დი­ან და ყვე­ლა ყვე­ლას ნა­თე­სა­ვი და მე­გო­ბა­რია. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­კენ გას­რო­ლი­ლი პირ­ვე­ლი სა­სიკ­ვდი­ლო ტყვია სწო­რედ სა­სა­მარ­თლომ გა­ის­რო­ლა, მო­სა­მარ­თლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მოჰ­ყვა ზაზა სა­რა­ლი­ძის აღ­შფო­თე­ბა და მის გვერ­დით სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მხარ­და­ჭე­რის მო­ბი­ლი­ზე­ბა. რა­ტომ უნდა გა­მოვ­რი­ცხოთ, რომ ვი­საც სურს პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სის­გან სარ­გებ­ლის მი­ღე­ბა, ეს ნა­ბი­ჯი გა­და­ედ­გა? „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ თა­ვად „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ გა­და­უდ­გო მსუ­ყე ლუკ­მა თა­ვი­სი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბით. სა­გა­მო­ძი­ე­ბო სტრუქ­ტუ­რე­ბი ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში გან­ვი­თარ­დნენ, ჩვენ კი მი­უ­ხე­და­ვად უამ­რა­ვი შე­მო­თა­ვა­ზე­ბი­სა, უარი ვთქვით, დაგ­ვხმა­რე­ბოდ­ნენ სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბი უწყე­ბე­ბის რე­ფორ­მი­რე­ბა­ში. ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ურ­ჩევ­ნია, ჭა­ობ­ში იჯ­დეს და იქი­დან შე­ე­ცა­დოს სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­ში­ნე­ბას, უსა­მარ­თლო­ბას­თან შე­გუ­ე­ბას. ქვეყ­ნის საკ­ვან­ძო სტრუქ­ტუ­რე­ბი ჩა­მოშ­ლი­ლია, მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა აღარ არ­სე­ბობს და ამას უკვე თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქე სა­კუ­თარ ტყავ­ზე გრძნობს.

პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის ზაზა სა­რა­ლი­ძეს­თან გა­მო­ჩე­ნამ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია და ეს ბუ­ნებ­რი­ვი­ცაა. მაგ­რამ მას სხვა გა­მო­სა­ვა­ლი არ და­უ­ტო­ვა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და ამი­ტო­მა­ცაა მზად ნე­ბის­მი­ერ პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ას­თან ერ­თად საბ­რძოლ­ვე­ლად. ვნა­ხოთ, რა რე­სურ­სი აქვთ ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ებს - რე­ა­ლუ­რად, ახლა რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე ლუსტრა­ცი­ის პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს. ადრე თუ გვი­ან, სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბამ­დე მი­ვალთ და უნდა ვი­ცო­დეთ, ვის მივ­ცეთ ხმა და ვის აქვს პრო­ცე­სე­ბის მარ­თვის რე­სურ­სი.

„ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ დღეს კრი­ზის­შია და არ მაქვს მო­ლო­დი­ნი, რომ გა­მო­ძი­ე­ბა სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­რი­მარ­თე­ბა. სამი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­ნამ პარ­ტი­ე­ბი გა­მოჩ­ნდე­ბოდ­ნენ ზაზა სა­რა­ლი­ძის გვერ­დით, უხერ­ხემ­ლო­ბი­სა და სი­სუს­ტის გამო მთავ­რო­ბამ რა­დი­კა­ლუ­რი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა ვერ გა­ბე­და. ბევ­რი გა­უ­ბე­დუ­რე­ბუ­ლი ოჯა­ხია დღეს ქვე­ყა­ნა­ში, რომ­ლე­ბიც უკ­მა­ყო­ფი­ლო არი­ან რო­გორც პრო­კუ­რა­ტუ­რის, ისე სა­სა­მარ­თლო­სა და შსს-ს მუ­შა­ო­ბით. თუ ეს სიბრმა­ვე გაგ­რძელ­დე­ბა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ვერ უშ­ვე­ლის ზაზა სა­რა­ლი­ძის დის­კრე­დი­ტა­ცი­ის მცდე­ლო­ბა, რო­გორც კი მო­რი­გი შან­სი გა­მოჩ­ნდე­ბა, ეს ხალ­ხი ისევ გა­მო­ვა ქუ­ჩა­ში და კი­დევ უფრო დიდი რა­ო­დე­ნო­ბით“, - გა­ნა­ცხა­და ლია მუ­ხა­შავ­რი­ამ „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა

თეა წულუკიანის კისერზეა ის, რომ მართლმსაჯულება ჩამოიშალა - ლია მუხაშავრია

თეა წულუკიანის კისერზეა ის, რომ მართლმსაჯულება ჩამოიშალა - ლია მუხაშავრია

წულუკიანის პასუხისმგებლობაა, რომ პროკურატურა არაპროფესიონალი, უსახური გამომძიებლებითა და მუშაკებითაა დაკომპლექტებული - რატომღაც ამ პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებაში“ ვერ ხედავენ და გვიცხადებენ, რომ თურმე ისევ წულუკიანმა უნდა შეარჩიოს მთავარი პროკურორი, - ამის შესახებ უფლებადამცველმა ლია მუხაშავრიამ გაზეთ „კვირის პალიტრას“ ახალი მთავარი პროკურორის შერჩევის საკითხთან დაკავშირებით განუცხადა.

„თეა წულუკიანის კისერზეა ის, რომ სასამართლოს დღეს გირგვლიანის მოსამართლე მურუსიძე მართავს, მის კისერზეა, რომ სასამართლო მოქალაქეებისთვის სამართლის პოვნის ადგილად კი არა, უსამართლობის წყაროდ იქცა და მართლმსაჯულება ჩამოიშალა.

წულუკიანის პასუხისმგებლობაა ისიც, რომ პროკურატურა არაპროფესიონალი, უსახური გამომძიებლებითა და მუშაკებითაა დაკომპლექტებული. რატომღაც ამ პასუხისმგებლობას "ქართულ ოცნებაში" ვერ ხედავენ და ისევ გვიცხადებენ, რომ თურმე ისევ წულუკიანმა უნდა შეარჩიოს მთავარი პროკურორი.

მინისტრს, რომლის ვერც ერთმა კადრმა ვერ გაამართლა როგორც მთავარ პროკურორად, ისე სტრასბურგის სასამართლოში გასაგზავნ მოსამართლედ, ამხელა მანდატი ისევ უნდა მივანიჭოთ? არ არის მშვიდობა სამართლიანობის გარეშე და ეს ბოლო დღეებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა. ეს უნდა დაინახოს ხელისუფლებამ, რომელსაც ეტყობა კიდეც, რომ შეშინებულია, მაგრამ კრიზისიდან გამოსავლის პოვნა არაპროფესიონალიზმის გამო უჭირს“, - განაცხადა ლია მუხაშავრიამ.

უფლებადამცველი ასევე, ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებთ მოსამართლის გადაწყვეტილებასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სასამართლომ დაამარცხა პროკურატურის მიერ შეკერილი „ამორალური საქმე“.

„სამართლებრივად თუ შევაფასებთ მოსამართლის გადაწყვეტილებას, სასამართლომ დაამარცხა პროკურატურის მიერ შეკერილი „ამორალური საქმე“, თუმცა არც ის დაგვავიწყდეს, რომ ქართულ რეალობაში ვცხოვრობთ, სადაც პოლიტიკოსები ყველაფერზე მიდიან და ყველა ყველას ნათესავი და მეგობარია. ხელისუფლებისკენ გასროლილი პირველი სასიკვდილო ტყვია სწორედ სასამართლომ გაისროლა, მოსამართლის გადაწყვეტილებას მოჰყვა ზაზა სარალიძის აღშფოთება და მის გვერდით საზოგადოებრივი მხარდაჭერის მობილიზება. რატომ უნდა გამოვრიცხოთ, რომ ვისაც სურს პოლიტიკური კრიზისისგან სარგებლის მიღება, ეს ნაბიჯი გადაედგა? „ნაციონალურ მოძრაობას“ თავად „ქართულმა ოცნებამ“ გადაუდგო მსუყე ლუკმა თავისი დანაშაულებრივი გადაწყვეტილებებით. საგამოძიებო სტრუქტურები ყველა ქვეყანაში განვითარდნენ, ჩვენ კი მიუხედავად უამრავი შემოთავაზებისა, უარი ვთქვით, დაგვხმარებოდნენ საერთაშორისო პარტნიორები უწყებების რეფორმირებაში. ხელისუფლებას ურჩევნია, ჭაობში იჯდეს და იქიდან შეეცადოს საზოგადოების დაშინებას, უსამართლობასთან შეგუებას. ქვეყნის საკვანძო სტრუქტურები ჩამოშლილია, მართლმსაჯულება აღარ არსებობს და ამას უკვე თითოეული მოქალაქე საკუთარ ტყავზე გრძნობს.

პოლიტიკური პარტიების ზაზა სარალიძესთან გამოჩენამ საზოგადოებაში უკმაყოფილება გამოიწვია და ეს ბუნებრივიცაა. მაგრამ მას სხვა გამოსავალი არ დაუტოვა ხელისუფლებამ და ამიტომაცაა მზად ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიასთან ერთად საბრძოლველად. ვნახოთ, რა რესურსი აქვთ ოპოზიციურ პარტიებს - რეალურად, ახლა რუსთაველის გამზირზე ლუსტრაციის პროცესი მიმდინარეობს. ადრე თუ გვიან, საპარლამენტო არჩევნებამდე მივალთ და უნდა ვიცოდეთ, ვის მივცეთ ხმა და ვის აქვს პროცესების მართვის რესურსი.

„ქართული ოცნება“ დღეს კრიზისშია და არ მაქვს მოლოდინი, რომ გამოძიება სწორი მიმართულებით წარიმართება. სამი დღის განმავლობაში, სანამ პარტიები გამოჩნდებოდნენ ზაზა სარალიძის გვერდით, უხერხემლობისა და სისუსტის გამო მთავრობამ რადიკალური ნაბიჯების გადადგმა ვერ გაბედა. ბევრი გაუბედურებული ოჯახია დღეს ქვეყანაში, რომლებიც უკმაყოფილო არიან როგორც პროკურატურის, ისე სასამართლოსა და შსს-ს მუშაობით. თუ ეს სიბრმავე გაგრძელდება, ხელისუფლებას ვერ უშველის ზაზა სარალიძის დისკრედიტაციის მცდელობა, როგორც კი მორიგი შანსი გამოჩნდება, ეს ხალხი ისევ გამოვა ქუჩაში და კიდევ უფრო დიდი რაოდენობით“, - განაცხადა ლია მუხაშავრიამ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები