სამართალი
საზოგადოება
პოლიტიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ამბავი, რომელმაც 14 წლის წინ ერთი ქართველი გოგონას ცხოვრება სრულიად შეცვალა - რას იხსენებენ გიო ხუციშვილზე
ამბავი, რომელმაც 14 წლის წინ ერთი ქართველი გოგონას ცხოვრება სრულიად შეცვალა - რას იხსენებენ გიო ხუციშვილზე

ეს ამ­ბა­ვი ერთ გო­გო­ნა­ზეა, რო­მელ­საც 14 წლის წინ ოც­ნე­ბა აუხ­და. ეს ოც­ნე­ბა მას გიო ხუ­ციშ­ვილ­მა აუს­რუ­ლა. ელე­ნე მარ­გა­ლი­ტაშ­ვი­ლი გიო ხურ­ციშ­ვილ­ზე წერს - ბავ­შვო­ბის ახ­დე­ნი­ლი ოც­ნე­ბა და გულ­წრფე­ლი წე­რი­ლი, რო­მე­ლიც არა­ვის და­ტო­ვებს გულ­გრილს!

"და­ახ­ლო­ე­ბით 13-14 წლის წინ, როცა ინ­ტერ­ნე­ტი ახა­ლი ხილი იყო და მე­ი­ლიც ახა­ლი გახ­სნი­ლი მქონ­და, TV Imedi-ს ეთერ­ში ვნა­ხე, რომ სა­ა­ხალ­წლოდ "იმე­დის ექ­სპრე­სი" იგეგ­მე­ბო­და - უნდა გა­გეგ­ზავ­ნა ყვე­ლა­ზე სა­ნუკ­ვა­რი ოც­ნე­ბა და ისი­ნი შე­ეც­დე­ბოდ­ნენ, ახა­ლი წლის ღა­მეს აეს­რუ­ლე­ბი­ნათ. მა­მა­ჩემს სამ­სა­ხუ­რი არ ჰქონ­და. და 13 თუ 14 წლის ელე­ნეს ყვე­ლა­ზე დიდი ოც­ნე­ბა ის იყო, რომ მა­მა­მისს სამ­სა­ხუ­რი ჰქო­ნო­და. მა­შინ ჩვე­უ­ლებ­რივ ამ­ბად მეჩ­ვე­ნე­ბო­და ეს სურ­ვი­ლი. ეხლა ვხვდე­ბი, რომ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი არ იყო. თე­ლა­ვის ერ­თა­დერთ ინ­ტერ­ნატ­კა­ფე­ში მი­ვე­დი და "იმედს" მივ­წე­რე. რა ეწე­რა, სი­ტყვა-სი­ტყვით მახ­სოვს, მაგ­რამ ჯერ კი­დევ არ ვარ მზად ემო­ცი­უ­რად, რომ გა­ვა­სა­ჯა­რო­ვო. ერთ კვი­რა­ში პა­სუ­ხი დამ­ხვდა - სა­კონ­ტაქ­ტო ინ­ფორ­მა­ცი­ას მთხოვ­დნენ. მე­გო­ნა, რა­ღაც ავ­ტო­მა­ტუ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბა იყო. დე­და­ჩე­მის მო­ბი­ლუ­რი მა­ინც მივ­წე­რე. ეს იყო და ეს.

იხი­ლეთ ვი­დეო: რო­გორ გა­მო­ეხ­მა­უ­რა გიო ხუ­ციშ­ვი­ლი გო­გო­ნას, რო­მელ­საც მომ­ღე­რალ­მა წლე­ბის წინ, ბავ­შვო­ბის ოც­ნე­ბა აუს­რუ­ლა

1-2 თვე გა­ვი­და. 31 დე­კემ­ბერს დე­და­ჩე­მის ნო­მერ­ზე და­რე­კეს. მე ვუ­პა­სუ­ხე. "იმე­დი­დან" ვართ და გთხოვთ, დღეს სა­ა­ხალ­წლო გა­და­ცე­მას ბო­ლომ­დე უყუ­რო­თო. ჩემ გარ­და არა­ვინ იცო­და, რაც გა­ვა­კე­თე. ძა­ლი­ან ავ­ნერ­ვი­ულ­დი და, პირ­ველ რიგ­ში, დე­და­ჩემს და ჩემს დას ვუ­თხა­რი.

მა­მა­ჩემ­თან მე არ მი­ლა­პა­რა­კია - შემ­რცხვა, მო­მე­რი­და და ვი­ნერ­ვი­უ­ლე. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ყვე­ლა ახ­ლო­ბელ­მა გა­ი­გო და და­ი­წყო უსას­რუ­ლო ნერ­ვი­უ­ლო­ბა და ლო­დი­ნი. პირ­ვე­ლი წა­მი­დან ვუ­ყუ­რე, რო­გორ უს­რუ­ლებ­დნენ სურ­ვი­ლებს ბავ­შვებს, რომ­ლებ­მაც მი­წე­რეს. ზოგს ძაღ­ლი აჩუ­ქეს, ზოგს - მო­ბი­ლუ­რი... ყვე­ლა­ნა­ირ­მა სურ­ვილ­მა გა­იჟ­ღე­რა. თით­ქმის ყვე­ლა მახ­სოვს. გა­და­ცე­მა ინგა გრი­გო­ლი­ას და გი­ორ­გი თარ­გა­მა­ძეს მიჰ­ყავ­დათ. ახა­ლი წელი რომ დად­გა და 1-2 სა­ა­თიც გა­დას­ცდა, მეკვლე­ე­ბი გა­ვა­ცი­ლე და ყვე­ლა იმე­დი, რაც მაგ დღეს გა­მიჩ­ნდა, დავ­კარ­გე.

გა­და­ცე­მა და­სას­რულს მი­უ­ახ­ლოვ­და, მაგ­რამ არა­ფე­რი. მახ­სოვს, რომ იმედ­გაც­რუ­ე­ბის ცრემ­ლე­ბი ყელ­ში მქონ­და გა­ჩხე­რი­ლი. და­სა­ძი­ნებ­ლად წა­ვე­დი. ემო­ცი­ე­ბის­გან დაც­ლი­ლი ვი­ყა­ვი და თვა­ლე­ბი დავ­ხუ­ჭე თუ არა, ჩა­მე­ძი­ნა. ინ­გას და გი­ორ­გის ხმე­ბი ბუნ­დოვ­ნად ჩა­მეს­მო­და. ყვე­ლას დაგ­ვემ­შვი­დობ­ნენ. მერე უცებ და­ი­წყეს: "დღეს შე­ვას­რუ­ლეთ თით­ქმის ყვე­ლა სურ­ვი­ლი, გარ­და ერ­თი­სა. მაგ­რამ ისე ვერ და­გემ­შვი­დო­ბე­ბით, ეს წე­რი­ლი რომ არ წა­გი­კი­თხოთ"... და და­ი­წყეს ჩემი მი­წე­რი­ლი სი­ტყვე­ბის კი­თხვა. მე ღრმად დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რომ "ჩამ­ყვა" და მე­სიზ­მრე­ბო­და.

"ელე­ნეს ოც­ნე­ბა ყვე­ლა­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი იყო და ყვე­ლას გულ­ზე მოგ­ვხვდა, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, ვერ შე­ვას­რუ­ლეთ", - და­ას­რუ­ლა ინ­გამ. ძილ­შიც კი გული ჩამ­წყდა. ამ დროს მეს­მის მე­სა­მე ხმა, რო­მე­ლიც ამ ორს აჩე­რებს... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

ამბავი, რომელმაც 14 წლის წინ ერთი ქართველი გოგონას ცხოვრება სრულიად შეცვალა - რას იხსენებენ გიო ხუციშვილზე

ამბავი, რომელმაც 14 წლის წინ ერთი ქართველი გოგონას ცხოვრება სრულიად შეცვალა - რას იხსენებენ გიო ხუციშვილზე

ეს ამბავი ერთ გოგონაზეა, რომელსაც 14 წლის წინ ოცნება აუხდა. ეს ოცნება მას გიო ხუციშვილმა აუსრულა. ელენე მარგალიტაშვილი გიო ხურციშვილზე წერს - ბავშვობის ახდენილი ოცნება და გულწრფელი წერილი, რომელიც არავის დატოვებს გულგრილს!

"დაახლოებით 13-14 წლის წინ, როცა ინტერნეტი ახალი ხილი იყო და მეილიც ახალი გახსნილი მქონდა, TV Imedi-ს ეთერში ვნახე, რომ საახალწლოდ "იმედის ექსპრესი" იგეგმებოდა - უნდა გაგეგზავნა ყველაზე სანუკვარი ოცნება და ისინი შეეცდებოდნენ, ახალი წლის ღამეს აესრულებინათ. მამაჩემს სამსახური არ ჰქონდა. და 13 თუ 14 წლის ელენეს ყველაზე დიდი ოცნება ის იყო, რომ მამამისს სამსახური ჰქონოდა. მაშინ ჩვეულებრივ ამბად მეჩვენებოდა ეს სურვილი. ეხლა ვხვდები, რომ ჩვეულებრივი არ იყო. თელავის ერთადერთ ინტერნატკაფეში მივედი და "იმედს" მივწერე. რა ეწერა, სიტყვა-სიტყვით მახსოვს, მაგრამ ჯერ კიდევ არ ვარ მზად ემოციურად, რომ გავასაჯაროვო. ერთ კვირაში პასუხი დამხვდა - საკონტაქტო ინფორმაციას მთხოვდნენ. მეგონა, რაღაც ავტომატური შეტყობინება იყო. დედაჩემის მობილური მაინც მივწერე. ეს იყო და ეს.

იხილეთ ვიდეო: როგორ გამოეხმაურა გიო ხუციშვილი გოგონას, რომელსაც მომღერალმა წლების წინ, ბავშვობის ოცნება აუსრულა

1-2 თვე გავიდა. 31 დეკემბერს დედაჩემის ნომერზე დარეკეს. მე ვუპასუხე. "იმედიდან" ვართ და გთხოვთ, დღეს საახალწლო გადაცემას ბოლომდე უყუროთო. ჩემ გარდა არავინ იცოდა, რაც გავაკეთე. ძალიან ავნერვიულდი და, პირველ რიგში, დედაჩემს და ჩემს დას ვუთხარი.

მამაჩემთან მე არ მილაპარაკია - შემრცხვა, მომერიდა და ვინერვიულე. საბოლოო ჯამში, ყველა ახლობელმა გაიგო და დაიწყო უსასრულო ნერვიულობა და ლოდინი. პირველი წამიდან ვუყურე, როგორ უსრულებდნენ სურვილებს ბავშვებს, რომლებმაც მიწერეს. ზოგს ძაღლი აჩუქეს, ზოგს - მობილური... ყველანაირმა სურვილმა გაიჟღერა. თითქმის ყველა მახსოვს. გადაცემა ინგა გრიგოლიას და გიორგი თარგამაძეს მიჰყავდათ. ახალი წელი რომ დადგა და 1-2 საათიც გადასცდა, მეკვლეები გავაცილე და ყველა იმედი, რაც მაგ დღეს გამიჩნდა, დავკარგე.

გადაცემა დასასრულს მიუახლოვდა, მაგრამ არაფერი. მახსოვს, რომ იმედგაცრუების ცრემლები ყელში მქონდა გაჩხერილი. დასაძინებლად წავედი. ემოციებისგან დაცლილი ვიყავი და თვალები დავხუჭე თუ არა, ჩამეძინა. ინგას და გიორგის ხმები ბუნდოვნად ჩამესმოდა. ყველას დაგვემშვიდობნენ. მერე უცებ დაიწყეს: "დღეს შევასრულეთ თითქმის ყველა სურვილი, გარდა ერთისა. მაგრამ ისე ვერ დაგემშვიდობებით, ეს წერილი რომ არ წაგიკითხოთ"... და დაიწყეს ჩემი მიწერილი სიტყვების კითხვა. მე ღრმად დარწმუნებული ვიყავი, რომ "ჩამყვა" და მესიზმრებოდა.

"ელენეს ოცნება ყველაზე განსაკუთრებული იყო და ყველას გულზე მოგვხვდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ შევასრულეთ", - დაასრულა ინგამ. ძილშიც კი გული ჩამწყდა. ამ დროს მესმის მესამე ხმა, რომელიც ამ ორს აჩერებს... განაგრძეთ კითხვა

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს