ავტორი:

21 მაისს, პირველად საქართველოში, კომპანიების „ჰაიდელბერგ ჯორჯიასა“ და „ricoh.ru“-ს ერთობლივი შოურუმი გაიხსნა

21 მაისს, პირველად საქართველოში, კომპანიების „ჰაიდელბერგ ჯორჯიასა“ და „ricoh.ru“-ს ერთობლივი შოურუმი გაიხსნა

ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ შოურუმზე წარმოდგენილ მსოფლიო მასშტაბით უახლეს პოლიგრაფიულ დანადგარებს, მათი მუშაობის სპეციფიკას და ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს. ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით „ჰაიდელბერგ ჯორჯიას“ გენერალურმა დირექტორმა გოდერძი გოდერძიშვილმა და „ricoh.ru“-ს გენერალურმა დირექტორმა კონსტანტინ კლეინმა გახსნეს.

სიტყვით გამოსვლისას მათ თავიანთი კომპანიების თანამშრომლობასა და საქართველოს ბაზარზე აღნიშნული პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

როგორც ცნობილია, „ricoh” იაპონური კომპანიაა, რომელიც გრაფიკული და ვიზუალური გამოსახვის ციფრული აპარატურის ფართო სპექტრს აწარმოებს: ციფრული ასლ გადამღებები, ლაზერული პრინტერები, მრავალფუნქციური აპარატები, ციფრული დუბლიკატორები, ფართოფორმატიანი ასლ გადამღებები, ფაქსიმილური აპარატები, პროექტორები, ქსელური ვიდეო საკომუნიკაციო აპარატურა, ციფრული ფოტოაპარატები და სხვა.

კომპანია 1936 წ. შეიქმნა და მისი ცენტრალური ოფისი ტოკიოში მდებარეობს. 1990 - 2000 წლებში კომპანია საგრძნობლად გაფართოვდა და მსოფლიოში ასლ გადამღებების ყველაზე დიდი მწარმოებელი გახდა. კომპანია „ricoh“-ს თავისი წარმომადგენლობა მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში ჰყავს. საქართველოში მისი ოფიციალური პარტნიორი „ჰაიდელბერგ ჯორჯია“ იქნება.

„ჩვენ ვერ შევძლებთ დამკვეთებს ეფექტური და ხარისხიანი მომსახურება შევთავაზოთ, თუ თითოეულ ქვეყანაში არ ვიპოვით იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენთან ერთად გააკეთებენ ამ საქმეს და ჩვენს ფასეულობებს გაიზიარებს. თუ ერთხელ მაინც შევცდებით შესაფერისი პარტნიორის შერჩევაში, დამკვეთი გადაწყვეტს, რომ ცუდი კომპანია ვართ. ამიტომ ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო საქმეა თითოეულ ქვეყანაში სწორი პარტნიორი ვიპოვოთ. ჩემი დღეს აქ ყოფნით თამამად შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ბედნიერი ვარ „ჰაიდელბერგ ჯორჯიასთან“ პარტნიორობით. ეს ის კომპანიაა, რომელიც ყოველთვის გვერდით გიდგას, მუდამ გისმენს, ძალიან ხარისხიანად მუშაობს და ეს ის კომპანიაა, რომელთან მუშაობაც ჩემს დამკვეთებს სურთ,“ - განაცხადა კომპანია „ricoh.ru”-ს გენერალურმა დირექტორმა, კონსტანტინ კლეინმა.

როგორც კომპანია „ჰაიდელბერგ ჯორჯიას“ გენერალურმა დირექტორმა, გოდერძი გოდერძიშვილმა ღონისძიებაზე აღნიშნა, უახლესი ციფრული საბეჭდი აპარატურისადმი დაინტერესება ქართულ ბაზარზე საკმაოდ დიდია. მისივე თქმით, იმ ფონზე, როდესაც მსოფლიო ტენდენცია ტირაჟების შემცირებისკენ მიდის, მსგავსი ტექნოლოგიები პოლიგრაფებს ახალ შესაძლებლობებს უხსნის.

„კომპანია „რიკოს“ საბეჭდი მანქანები ძალიან ხარისხიანი, საიმედო და მაღალი სტანდარტის მქონეა. აღსანიშნავია ასევე ის, რომ მათ ტირაჟის ბეჭდვის დიაპაზონიც აქვთ - შესაძლებლობას იძლევა, ვბეჭდოთ როგორც მცირე, ასევე საშუალო და დიდი ტირაჟებით. ეს კი მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციების ფონზე საკმაოდ მნიშვნელოვანია.

რიკოსთან თანამშრომლობა ძალიან დიდი პატივია, თუმცა ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობაცაა. დარწმუნებული ვარ, ეს თანამშრომლობა წარმატებული იქნება, რადგან ჩვენი მიზანი არა მხოლოდ გაყიდვაზე ორიენტირება, არამედ ხარისხიანი მომსახურების შეთავაზებაა.

სწორედ ეს მიდგომა განსაზღვრავს ჩვენს წარმატებასა და უპირატესობას კონკურენტებთან,“ - განაცხადა კომპანია „ჰაიდელბერგ ჯორჯია“-ს გენერალურმა დირექტორმა, გოდერძი გოდერძიშვილმა.

„ჰაიდელბერგ ჯორჯიასა“ და „ricoh.ru”-ს თანამშრომლობა ქართველ პოლიგრაფებს ახალ შესაძლებლობებს უხსნის და საშუალებას აძლევს, მსოფლიო ტენდენციებს ფეხდაფეხ მიჰყვნენ. მათ უკვე აღარ მოუწევთ უახლესი პოლიგრაფიული დანადგარების დასათვალიერებლად სხვადასხვა ქვეყნის შოურუმებზე სიარული, რადგან ამ მომსახურების მიღება უკვე საქართველოშიც შესაძლებელია.

21 მაისის ღონისძიებაზე მოწვეულ ქართველ პოლიგრაფებს ინოვაციური ციფრული საბეჭდი აპარატი Pro C7200X წარუდგინეს. წინა მოდელებისგან განსხვავებით, Pro C7200X ფერთა მრავალფეროვნებითა და მდგრადობით გამოირჩევა, გარდა ამისა, კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს, გაზარდონ წარმოება და ამავდროულად შეამცირონ დანახარჯები. ხუთფერიანი Pro C7200X ურთულესი პოლიგრაფიული დავალებების შესასრულებლადაა გათვლილი.

„ძალიან სასიხარულოა ჩემთვის ეს თანამშრომლობა. შოურუმზე წარმოდგენილი დანადგარები საქართველოს ბაზრისთვის უნიკალურია, რადგან ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პატარა ტირაჟებთან გამკლავება. ამის საშუალებას აღნიშნული მანქანები იძლევა. ის, რომ ეს მანქანები ბეჭდავს მეტალიზირებულ ზედაპირზე, გამჭირვალე ფირებზე, 360 გრამ მასის მქონე ქაღალდსა და მუყაოზე - ეს ყველაფერი ძალიან დიდ შესაძლებლობებს მისცემს იმ კომპანიებს, რომლებიც ამ დანადგარებს შეიძენენ,"- განაცხადა პოლიგრაფიული საწარმო "სააქციო საზოგადოება კახეთის" გენერალურმა დირექტორმა, ნუგზარ რობიტაშვილმა.

როგორც პრეზენტაციის სტუმრებმა და ორგანიზატორებმა ერთხმად აღინიშნეს, ეს აპარატი პოლიგრაფიულ საქმიანობაში „ახალი სიტყვას“ იტყვის. „ჰაიდელბერგ ჯორჯიასა“ და „ricoh.ru“-ს თანამშრომლობით კი საქართველოს პოლიგრაფიული ბაზარი საერთაშორისო სტანდარტებს კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა.

R

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის