პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხვალიდან ჭიათურელი მაღაროელების სრულმასშტაბიანი გაფიცვა დაიწყება
ხვალიდან ჭიათურელი მაღაროელების სრულმასშტაბიანი გაფიცვა დაიწყება

გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი პროფ­კავ­ში­რე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მიმ­დი­ნა­რე წლის 4 ივ­ნისს, 08:00 სა­ათ­ზე ჭი­ა­თუ­რე­ლი მა­ღა­რო­ე­ლე­ბის სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი გა­ფიც­ვა და­ი­წყე­ბა. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­ფიც­ვის პა­რა­ლე­ლუ­რად ჭი­ა­თუ­რის ცენ­ტრში, გამ­გე­ო­ბი­სა და კომ­პა­ნი­ის სამ­მარ­თვე­ლოს შო­რის არ­სე­ბულ სკვერ­ში საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბიც გა­ი­მარ­თე­ბა.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ პროფ­კავ­ში­რე­ბი­დან აც­ნო­ბეს, კომ­პა­ნი­ას­თან ჭი­ა­თუ­რის პირ­ვე­ლა­დი პროფ­კავ­ში­რუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი წე­ლი­წად­ზე მე­ტია მო­ლა­პა­რა­კე­ბებს მარ­თა­ვენ. რამ­დენ­ჯერ­მე იყო მომ­ზა­დე­ბუ­ლი კო­ლექ­ტი­უ­რი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის პრო­ექ­ტიც, თუმ­ცა კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენლ­თა მხრი­დან პრო­ცე­სი ყო­ველ­თვის არა­გო­ნივ­რუ­ლი და და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი მი­ზე­ზე­ბით ხან­გრძლივ­დე­ბო­და.

„2018 წლის 17 აპ­რილს წა­მო­ი­წყო კო­ლექ­ტი­უ­რი შრო­მი­თი დავა და სა­ქარ­თვე­ლოს მე­ტა­ლურ­გი­უ­ლი, სამ­თო და ქი­მი­უ­რი მრეწ­ვე­ლო­ბის მუ­შაკ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი კავ­ში­რის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­თხოვ­ნით, საქ­მე­ში მე­დი­ა­ტო­რი ჩა­ერ­თო. მე­დი­ა­ცი­ის ფარ­გლებ­ში მხა­რე­თა შო­რის გა­ი­მარ­თა არა­ერ­თი შეხ­ვედ­რა, თუმ­ცა თან­ხმო­ბა ვერ მი­იღ­წა.

მა­ღა­რო­ე­ლე­ბი, შრო­მით-სა­მარ­თლებ­რივ, შრო­მის პი­რო­ბებ­თან და შრო­მის უსაფრ­თხო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბის გარ­და ხელ­ფა­სე­ბის მა­ტე­ბას 30%-ით ითხო­ვენ და ისი­ნი ამას ასა­ბუ­თე­ბენ შემ­დე­გი არ­გუ­მენ­ტე­ბით:

1. 2014 წლი­დან დღემ­დე, საქსტა­ტის მო­ნა­ცე­მე­ბით სა­მომ­ხმა­რებ­ლო პრო­დუქ­ტებ­ზე ფა­სე­ბი გაზ­რდი­ლია 15,2%-ით, ხოლო ამა­ვე პე­რი­ო­დი­დან ჭი­ა­თუ­რა­ში ხელ­ფა­სე­ბი არც ერთხელ არ გაზ­რდი­ლა.2. 2014 წლის შემ­დეგ და­საქ­მე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 450 ადა­მი­ა­ნით არის შემ­ცი­რე­ბუ­ლი, ხოლო სა­წარ­მო სიმ­ძლავ­რე­ე­ბი არ შემ­ცი­რე­ბუ­ლა, ანუ თი­თო­ე­უ­ლი და­საქ­მე­ბუ­ლის შრო­მის ნა­ყო­ფი­ე­რე­ბა გაზ­რდი­ლია 13%-ით.3. კომ­პა­ნია მო­პო­ვე­ბულ მა­დანს აშშ დო­ლარ­ში ყი­დის, ხელ­ფა­სე­ბი კი ან­გა­რიშ­დე­ბა და გა­ი­ცე­მა ეროვ­ნულ ვა­ლუ­ტა­ში. იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ 2014 წელს 1 აშშ დო­ლა­რი ღირ­და 1,7 ლარი, ხოლო მიმ­დი­ნა­რე მო­მენ­ტში ღირს 2,45 ლარი, კომ­პა­ნი­ას, უკვე 4 წე­ლია, სა­ხელ­ფა­სო ფონ­დის ორ­გა­ნი­ზე­ბის­თვის ეხარ­ჯე­ბა 400 000 აშშ დო­ლა­რით ნაკ­ლე­ბი.

მო­ლა­პა­რა­კე­ბის ფარ­გლებ­ში კომ­პა­ნი­ის სპე­ცი­ა­ლუ­რი მმარ­თვე­ლის, ნი­კო­ლოზ ჩი­ქო­ვა­ნის მხრი­დან გა­კეთ­და შემ­დე­გი შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი:

1. შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბის მა­ტე­ბა 5%-ით,2. სხვა­დას­ხვა სო­ცი­ა­ლუ­რი ბე­ნე­ფი­ტე­ბი, რო­მელ­თა სა­ერ­თო ხარ­ჯი და­მა­ტე­ბით და­ახ­ლო­ე­ბით 4,5%-ია,3. 2019 წლის 1-ელი იან­ვრი­დან მოხ­დე­ბა შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბის ინ­დექ­სა­ცია იმა­ვე ოდე­ნო­ბით, რამ­დე­ნი პრო­ცენ­ტი­თაც და­ფიქ­სირ­დე­ბა ინფლა­ცია 2018 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში.4. და­პი­რე­ბა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ 2019 წლის 1-ელი იან­ვრი­დან, ანუ მას შემ­დეგ, რაც ახა­ლი გა­მამ­დიდ­რე­ბე­ლი ფაბ­რი­კა ამუ­შავ­დე­ბა და კომ­პა­ნი­ას მის­ცემს ფი­ნან­სურ ეფექ­ტებს, კი­დევ ერთხელ გა­და­ი­ხე­დე­ბა შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბის მა­ტე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.5. სპე­ცი­ა­ლუ­რი მმარ­თვე­ლი იღებს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, რომ სა­წარ­მო გეგ­მე­ბის კო­რექ­ტი­რე­ბის პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლი იქ­ნე­ბა პროფ­კავ­ში­რუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია და ასე­ვე და­ი­ნერ­გე­ბა გეგ­მის შეს­რუ­ლე­ბის კონ­ტრო­ლის ციფ­რუ­ლი მე­ქა­ნიზ­მე­ბი.6. სპე­ცი­ა­ლუ­რი მმარ­თვე­ლი იღებს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, რომ და­ი­ნერ­გე­ბა კომ­პა­ნი­ი­სა და და­საქ­მე­ბულ­თა წარ­მო­მად­გენ­ლო­ბას შო­რის ღირ­სე­უ­ლი და თა­ნას­წო­რუფ­ლე­ბი­ა­ნო­ბის პრონ­ციპ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სრულ­ყო­ფი­ლი მე­ქა­ნიზ­მე­ბი.

ჭი­ა­თუ­რის პირ­ვე­ლა­დი პროფ­კავ­ში­რუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის კო­მი­ტე­ტი, რო­მე­ლიც და­საქ­მე­ბულ­თა ინ­ტე­რე­სებს წარ­მო­ად­გენს, კომ­პა­ნი­ის შე­მო­თა­ვა­ზე­ბას არ და­ე­თან­ხმა და 2018 წლის 4 ივ­ნი­სი­დან (08:00 სთ.) გა­ფიც­ვა გა­მო­ა­ცხა­და.

ჭი­ა­თუ­რის პირ­ვე­ლა­დი პროფ­კავ­ში­რუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია აცხა­დებს შე­მა­თან­ხმე­ბელ პრო­ცე­დუ­რებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მზად­ყოფ­ნას რო­გორც გა­ფიც­ვის და­წყე­ბამ­დე, ასე­ვე მას შემ­დე­გაც, თუ კი კომ­პა­ნი­ის მხრი­დან წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა და­ვის სა­გან­თან შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად მი­ახ­ლო­ვე­ბუ­ლი წი­ნა­და­დე­ბე­ბი“, - ნათ­ქვა­მია პროფ­კავ­ში­რე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

ხვალიდან ჭიათურელი მაღაროელების სრულმასშტაბიანი გაფიცვა დაიწყება

ხვალიდან ჭიათურელი მაღაროელების სრულმასშტაბიანი გაფიცვა დაიწყება

გაერთიანებული პროფკავშირების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 4 ივნისს, 08:00 საათზე ჭიათურელი მაღაროელების სრულმასშტაბიანი გაფიცვა დაიწყება. მათივე ინფორმაციით, გაფიცვის პარალელურად ჭიათურის ცენტრში, გამგეობისა და კომპანიის სამმართველოს შორის არსებულ სკვერში საპროტესტო აქციებიც გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პროფკავშირებიდან აცნობეს, კომპანიასთან ჭიათურის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის წარმომადგენლები წელიწადზე მეტია მოლაპარაკებებს მართავენ. რამდენჯერმე იყო მომზადებული კოლექტიური ხელშეკრულების პროექტიც, თუმცა კომპანიის წარმომადგენლთა მხრიდან პროცესი ყოველთვის არაგონივრული და დაუსაბუთებელი მიზეზებით ხანგრძლივდებოდა.

„2018 წლის 17 აპრილს წამოიწყო კოლექტიური შრომითი დავა და საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის ხელმძღვანელის მოთხოვნით, საქმეში მედიატორი ჩაერთო. მედიაციის ფარგლებში მხარეთა შორის გაიმართა არაერთი შეხვედრა, თუმცა თანხმობა ვერ მიიღწა.

მაღაროელები, შრომით-სამართლებრივ, შრომის პირობებთან და შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარების გარდა ხელფასების მატებას 30%-ით ითხოვენ და ისინი ამას ასაბუთებენ შემდეგი არგუმენტებით:

1. 2014 წლიდან დღემდე, საქსტატის მონაცემებით სამომხმარებლო პროდუქტებზე ფასები გაზრდილია 15,2%-ით, ხოლო ამავე პერიოდიდან ჭიათურაში ხელფასები არც ერთხელ არ გაზრდილა.2. 2014 წლის შემდეგ დასაქმებულთა რაოდენობა 450 ადამიანით არის შემცირებული, ხოლო საწარმო სიმძლავრეები არ შემცირებულა, ანუ თითოეული დასაქმებულის შრომის ნაყოფიერება გაზრდილია 13%-ით.3. კომპანია მოპოვებულ მადანს აშშ დოლარში ყიდის, ხელფასები კი ანგარიშდება და გაიცემა ეროვნულ ვალუტაში. იქიდან გამომდინარე, რომ 2014 წელს 1 აშშ დოლარი ღირდა 1,7 ლარი, ხოლო მიმდინარე მომენტში ღირს 2,45 ლარი, კომპანიას, უკვე 4 წელია, სახელფასო ფონდის ორგანიზებისთვის ეხარჯება 400 000 აშშ დოლარით ნაკლები.

მოლაპარაკების ფარგლებში კომპანიის სპეციალური მმართველის, ნიკოლოზ ჩიქოვანის მხრიდან გაკეთდა შემდეგი შემოთავაზებები:

1. შრომის ანაზღაურების მატება 5%-ით,2. სხვადასხვა სოციალური ბენეფიტები, რომელთა საერთო ხარჯი დამატებით დაახლოებით 4,5%-ია,3. 2019 წლის 1-ელი იანვრიდან მოხდება შრომის ანაზღაურების ინდექსაცია იმავე ოდენობით, რამდენი პროცენტითაც დაფიქსირდება ინფლაცია 2018 წლის განმავლობაში.4. დაპირება იმასთან დაკავშირებით, რომ 2019 წლის 1-ელი იანვრიდან, ანუ მას შემდეგ, რაც ახალი გამამდიდრებელი ფაბრიკა ამუშავდება და კომპანიას მისცემს ფინანსურ ეფექტებს, კიდევ ერთხელ გადაიხედება შრომის ანაზღაურების მატების შესაძლებლობა.5. სპეციალური მმართველი იღებს პასუხისმგებლობას, რომ საწარმო გეგმების კორექტირების პროცესში ჩართული იქნება პროფკავშირული ორგანიზაცია და ასევე დაინერგება გეგმის შესრულების კონტროლის ციფრული მექანიზმები.6. სპეციალური მმართველი იღებს პასუხისმგებლობას, რომ დაინერგება კომპანიისა და დასაქმებულთა წარმომადგენლობას შორის ღირსეული და თანასწორუფლებიანობის პრონციპზე დაფუძნებული თანამშრომლობის სრულყოფილი მექანიზმები.

ჭიათურის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის კომიტეტი, რომელიც დასაქმებულთა ინტერესებს წარმოადგენს, კომპანიის შემოთავაზებას არ დაეთანხმა და 2018 წლის 4 ივნისიდან (08:00 სთ.) გაფიცვა გამოაცხადა.

ჭიათურის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაცია აცხადებს შემათანხმებელ პროცედურებში მონაწილეობის მზადყოფნას როგორც გაფიცვის დაწყებამდე, ასევე მას შემდეგაც, თუ კი კომპანიის მხრიდან წარმოდგენილი იქნება დავის საგანთან შეძლებისდაგვარად მიახლოვებული წინადადებები“, - ნათქვამია პროფკავშირების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ