პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

31

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აქციების შემდეგ ზაზა იყო საკმაოდ გადაღლილი და ძალიან მძიმე ემოციურ მდგომარეობაში..."
"აქციების შემდეგ ზაზა იყო საკმაოდ გადაღლილი და ძალიან მძიმე ემოციურ მდგომარეობაში..."

მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ე­ბის შემ­დეგ ბა­ტო­ნი ზაზა იყო საკ­მა­ოდ გა­დაღ­ლი­ლი და ძა­ლი­ან მძი­მე ემო­ცი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, - ამის შე­სა­ხებ სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა, ნინო ლომ­ჯა­რი­ამ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და. ომ­ბუდსმენ­მა ზაზა სა­რა­ლი­ძის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი არ და­ა­სა­ხე­ლა, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნა, რომ მას­თან მუდ­მივ კონ­ტაქ­ტზე იმ­ყო­ფე­ბა და მის მდგო­მა­რე­ო­ბას აკონ­ტრო­ლებს.„მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში არა მხო­ლოდ კონ­ტაქ­ტზე ვარ, არა­მედ რამ­დენ­ჯერ­მე ვი­ნა­ხუ­ლე ზაზა სა­რა­ლი­ძე. მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ე­ბის შემ­დეგ ბა­ტო­ნი ზაზა საკ­მა­ოდ გა­დაღ­ლი­ლი და ძა­ლი­ან მძი­მე ემო­ცი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო. გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ იგი აპი­რებ­და ვა­კის პარკში მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ის და­ტო­ვე­ბას, მე, რო­გორც სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა შევ­თა­ვა­ზე ჩემი სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი ავ­ტო­მან­ქა­ნით გა­და­ად­გი­ლე­ბა. ამ პრეს­კონ­ფენ­ცი­ამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე კი­დევ ერთხელ შევ­ხვდი მას და პი­რა­დად ვე­სა­უბ­რე.

ჩემ­თვის ამ ეტაპ­ზე მნიშ­ნე­ლო­ვა­ნია მისი ჯან­მრთე­ლო­ბა, ემო­ცი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა და ვმოქ­მე­დებ აბ­სო­ლუ­ტუ­რად მისი სურ­ვი­ლის შე­სა­ბა­მი­სად. თუ მას ექ­ნე­ბა სურ­ვი­ლი თქვას სად იმ­ყო­ფე­ბა, თა­ვად გა­ნა­ცხა­დებს. მე ამის შე­სა­ხებ, რა თქმა უნდა, გან­ცხა­დე­ბას არ ვა­კე­თებ, თუმ­ცა მუდ­მი­ვად ვა­კონ­ტრო­ლებ რო­გორ იმ­ყო­ფე­ბა და რა მდგო­მა­რე­ო­ბა­შია“, - აღ­ნიშ­ნა ნინო ლომ­ჯა­რი­ამ.

ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვა­ზე, აპი­რებს თუ არა ზაზა სა­რა­ლი­ძე აქ­ცი­ა­ზე მის­ვლას, ნინო ლომ­ჯა­რი­ამ უპა­სუ­ხა, რომ მისი ინ­ტე­რე­სის სა­გა­ნი გა­მო­ძე­ბის ეფექ­ტუ­რად წარ­მარ­თვა და სა­რა­ლი­ძის ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვაა. „ჩემი ინ­ტე­რე­სის სა­გა­ნია გა­მო­ძე­ბის დრო­უ­ლად და ეფექ­ტუ­რად წარ­მო­ე­ბა, ასე­ვე, მისი ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვა. რაც შე­ე­ხე­ბა მის ქმე­დე­ბებს - წავა რო­მე­ლი­მე აქ­ცი­ა­ზე თუ არ წავა, ეს არის აბ­სო­ლუ­ტუ­რად ბა­ტო­ნი ზა­ზას გა­და­სა­წყვე­ტი“, - აღ­ნიშ­ნა ლომ­ჯა­რი­ამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"აქციების შემდეგ ზაზა იყო საკმაოდ გადაღლილი და ძალიან მძიმე ემოციურ მდგომარეობაში..."

"აქციების შემდეგ ზაზა იყო საკმაოდ გადაღლილი და ძალიან მძიმე ემოციურ მდგომარეობაში..."

მიმდინარე აქციების შემდეგ ბატონი ზაზა იყო საკმაოდ გადაღლილი და ძალიან მძიმე ემოციურ მდგომარეობაში, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ბრიფინგზე განაცხადა. ომბუდსმენმა ზაზა სარალიძის ადგილსამყოფელი არ დაასახელა, თუმცა აღნიშნა, რომ მასთან მუდმივ კონტაქტზე იმყოფება და მის მდგომარეობას აკონტროლებს.„მთელი დღის განმავლობაში არა მხოლოდ კონტაქტზე ვარ, არამედ რამდენჯერმე ვინახულე ზაზა სარალიძე. მიმდინარე აქციების შემდეგ ბატონი ზაზა საკმაოდ გადაღლილი და ძალიან მძიმე ემოციურ მდგომარეობაში იყო. გამომდინარე იქიდან, რომ იგი აპირებდა ვაკის პარკში მიმდინარე აქციის დატოვებას, მე, როგორც სახალხო დამცველმა შევთავაზე ჩემი სამსახურებრივი ავტომანქანით გადაადგილება. ამ პრესკონფენციამდე რამდენიმე საათით ადრე კიდევ ერთხელ შევხვდი მას და პირადად ვესაუბრე.

ჩემთვის ამ ეტაპზე მნიშნელოვანია მისი ჯანმრთელობა, ემოციური მდგომარეობა და ვმოქმედებ აბსოლუტურად მისი სურვილის შესაბამისად. თუ მას ექნება სურვილი თქვას სად იმყოფება, თავად განაცხადებს. მე ამის შესახებ, რა თქმა უნდა, განცხადებას არ ვაკეთებ, თუმცა მუდმივად ვაკონტროლებ როგორ იმყოფება და რა მდგომარეობაშია“, - აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, აპირებს თუ არა ზაზა სარალიძე აქციაზე მისვლას, ნინო ლომჯარიამ უპასუხა, რომ მისი ინტერესის საგანი გამოძების ეფექტურად წარმართვა და სარალიძის ინტერესების დაცვაა. „ჩემი ინტერესის საგანია გამოძების დროულად და ეფექტურად წარმოება, ასევე, მისი ინტერესების დაცვა. რაც შეეხება მის ქმედებებს - წავა რომელიმე აქციაზე თუ არ წავა, ეს არის აბსოლუტურად ბატონი ზაზას გადასაწყვეტი“, - აღნიშნა ლომჯარიამ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ