ბერლინის საკათედრო ტაძარში პოლიციელმა ცეცხლი გახსნა, რომელიც მიზნად ისახავდა მამაკაცის განეიტრალებას. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ იუწყება.
„დაახლოებით 16:00 საათზე ჩვენმა კოლეგებმა დებოშიორი მამაკაცის მიმართ ბერლინის საკათედრო ტაძარში სროლა განახორციელეს. ის ფეხშია დაჭრილი“, - ამის შესახებ ბერლინის პოლიციის „ტვიტერის“ გვერდზეა აღნიშნული.
პოლიცია გამოვიდა მოწოდებით, ნუ გაავრცელებენ გადაუმოწმებელ ინფორმაციას. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომხდარის შედეგად ერთი პოლიციელი დაიჭრა. თუმცა, ეს ინფორმაცია არ დასტურდება.