ვინ არის ზვიად კუპრავას "თანამებრძოლი", ვისზეც მთელმა "ფეისბუქმა" იხალისა

ვინ არის ზვიად კუპრავას "თანამებრძოლი", ვისზეც მთელმა "ფეისბუქმა" იხალისა

უკვე რამდენიმე დღეა რუსთაველის გამზირზე საპროტექტო აქციები მიმდინარეობს. ყველაფერი 31 მაისს დაიწყო, როდესაც თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ბრალდებულების მიმართ ნაწილობრივ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა. მოსამართლის გადაწყვეტილებამ ხმაური გამოიწვია სასამართლოში. მოკლული მოზარდის მამამ ზაზა სარალიძემ საზოგადოებას მოუწოდა, გვერდში დადგომოდნენ მას, რათა "მკვლელები დაესაჯა". ამის შემდეგ სასამართლოსთან შეკრებილებმა მთავარ პროკურატურასთან გადაინცავლეს, სადაც ირაკლი შოთაძის გადადგომა მოითხოვეს. რამდენიმე საათში მთავარმა პროკურორმა თანამდებობდა დატოვა. შოთაძის გადაწყვეტილების შემდეგ აქციის მონაწილეებმა პროტესტი რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან გააგრძელეს. დედაქალაქის მთავარ გამზირზე მიმდინარე მოვლენებს საზოგადოების დიდი ნაწილი აკვირდება და საკუთარ პოზიციას სოციალურ ქსელშიც ღიად აფიქსირებენ.

ინტერნეტმომხმარებლების განსაკუთრებული განხილვის საგანი იყო გუშინდელი აქცია. ამას თავისი მიზეზი ჰქონდა - დღის ბოლოს ზვიად კუპრავამ თქვა, რომ ის და ზაზა სარალიძე თანამებრძოლები აღარ იყვნენ და ცალკე აპირებდა "რევოლუციის მოწყობას". სიტყვით გამოსვლის დროს მისი ახალი თანამებრძოლიც წარადგინა, ვინც ამ "ბრძოლაში გვერდით ეყოლებოდა". ეს ადამანი "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლაშა ცუცქირიძეა.

სწორედ ამ ადამიანის უჩვეულო "შემოვარდნამ" აქციაზე, ინტერნეტმომხმარებლები გაახალისა."ფეისბუქზე" მასთან დაკავშირებით უამრავი ფოტშარჟიც გაკეთდა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ