კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხალხს სულ ტყუილად ჰგონია "იაზვა" - როგორ ახასიათებენ "მხოლოდ ქართულის" კონკურსანტები მარინა ბერიძეს
"ხალხს სულ ტყუილად ჰგონია "იაზვა" - როგორ ახასიათებენ "მხოლოდ ქართულის" კონკურსანტები მარინა ბერიძეს

პო­პუ­ლა­რულ პრო­ექტს "მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი" ჟი­უ­რის ხუთი წევ­რი ჰყავს, რომ­ლე­ბიც ყო­ველ ლაივ-კო­ცერ­ტზე კონ­კურ­სან­ტებს რო­გორც ქუ­ლე­ბით, ისე სი­ტყვი­ე­რად აფა­სე­ბენ.

გა­დავ­წყვი­ტეთ, შო­უ­ში დარ­ჩე­ნილ ექვს კონ­კურ­სანტს ჟი­უ­რის ერთ-ერთ წევ­რზე, მა­რი­ნა ბე­რი­ძე­ზე ესა­უბ­რა. გა­ირ­კვა, რომ ექ­ვსი­ვეს თა­ვი­სი მა­რი­ნა ბე­რი­ძე ჰყავს. მათ ჯერ კი­დევ იმ პე­რი­ო­დი­დან აფა­სე­ბენ, რო­დე­საც პი­რა­დად არც კი იც­ნობ­დნენ და ტე­ლე­ვი­ზი­ით, სხვა­დას­ხვა კონ­კურ­სებ­ში ჰყავ­დათ ნა­ნა­ხი.

კონ­სტან­ტი­ნე კა­რა­ნა­ძე:

- სა­ნამ გა­ვიც­ნობ­დი, ქალ­ბა­ტონ მა­რი­ნას­თან არა­ნა­ი­რი კონ­ტაქ­ტი არ მქო­ნია, არ ვიც­ნობ­დი. მხო­ლოდ ტე­ლე­ე­თე­რი­დან ("ჯე­ოს­ტა­რი") მახ­სოვ­და, ბე­ბი­ა­ჩემს ძა­ლი­ან უყ­ვარ­და, მა­რი­ნეს ეძახ­და და ამ­ბობ­და, რომ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი­აო. მეც პა­ტივს ვცემ­დი, რად­გა­ნაც ვხე­დავ­დი, რომ უკომ­პე­ტენ­ტუ­რე­სი ქალი იყო და ში­ნა­გად ვგრძნობ­დი, ცუდი არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო. თუმ­ცა ზოგი ამ­ბობ­და, რომ "ია­ზო­აო". მე ასე არ ვთვლი­დი. კას­თინგზე რომ გა­ვე­დი, ყვე­ლას შე­უძ­ლია, და­ა­დას­ტუ­როს, ვამ­ბობ­დი, მინ­და ჟი­უ­რი­დან მა­რი­ნას­თვის მემ­ღე­რა. ასე­თი მუ­ღა­მი მქონ­და.

ასევე დაგაინტერესებთ
18:40 / 22-05-2018

"როცა მღერის, მბურძგლავს და მაჟრიალებს" - ვინ ვის მიიჩნევს კონკურენტად "მხოლოდ ქართულში" და როგორ ახასიათებენ ერთმანეთს

12:14 / 31-05-2018

ლიდერი მეგაშოუ სატელევიზიო სივრცეში - გიორგი უშიკიშვილი პროექტის წარმატების საიდუმლოსა და "მხოლოდ ქართული" 2-ის შესახებ

20:28 / 04-06-2018

როგორ შეცვალა ნიკა ლომიძის ქალიშვილი "მხოლოდ ქართულმა" და რა ხდება პროექტის კულისებში

19:28 / 05-06-2018

"ვიცი, სამომავლოდ რა უნდა ვაკეთო..." - რას ეუბნება სოფო ბათილაშვილი მაყურებელს ფინალში გადასვლის შემდეგ

18:40 / 08-06-2018

"მხოლოდ ქართული" ფინიშს უახლოვდება - სიახლე, რომელიც მაყურებელმა კონკურსანტებთან დარეკვისას უნდა იცოდეს

მას მერე, რაც გა­ვი­ცა­ნი, დავ­რწმუნ­დი, რომ მკაც­რი და ძა­ლი­ან კრი­ტი­კუ­ლი არ არის. მოკ­ლედ, საყ­ვა­რე­ლი ქა­ლია, მუ­სი­კის მოყ­ვა­რუ­ლი, მე­ლო­მა­ნი და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი. იმ­დე­ნად მა­გა­რია, ჩემი და­ხა­სი­ა­თე­ბა არც სჭირ­დე­ბა. ჰო, კი­დევ სე­რი­ო­ზუ­ლი პრო­დი­უ­სე­რია და ამ ყვე­ლაფ­რის გამო პა­ტივს ვცემ.

კონ­ცერ­ტზე მნიშ­ვნე­ლო­ვან ფრა­ზებს მე­უბ­ნე­ბა, რომ რო­გორც მუ­სი­კო­სი ვიზ­რდე­ბი. ყვე­ლას გუ­ლით გვგულ­შე­მატ­კივ­რობს, უნდა, რომ ვი­ყოთ კარ­გე­ბი და უკე­თე­სე­ბი, ხა­რის­ხი­ა­ნი მუ­სი­კის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი. თუნ­დაც ის, რომ ყვე­ლა ქარ­თუ­ლად ავმღერ­დით, ამის მო­ტი­ვა­ტო­რია. მოკ­ლედ, მა­რი­ნა პრო­ექ­ტში ლო­კო­მო­ტი­ვია, რო­მე­ლიც ცდი­ლობს, დაგ­ვძრას.

სოფო ბა­თი­ლაშ­ვი­ლი:

- კოს­ტას სი­ტყვებს მო­ვიშ­ვე­ლი­ებ და ვი­ტყვი, "ყვე­ლა­ზე არა­ი­ა­ზო ქა­ლია", სა­მარ­თლი­ა­ნი, თბი­ლი, სა­კუ­თა­რი თა­ვის ფასი რომ იცის და ისიც, რომ ძა­ლი­ან მა­გა­რია.

- რო­დე­საც პირ­ვე­ლად კას­ტინგზე შეხ­ვდი, რას ფიქ­რობ­დი, ცოტა ხომ არ გე­ში­ნო­და?

- მა­ინ­ტე­რე­სებ­და, რას იტყო­და, რო­დე­საც სიმ­ღე­რას შე­ვას­რუ­ლებ­დი. 50/50-ზე იყო, შე­იძ­ლე­ბა მოვ­წო­ნე­ბო­დი, შე­იძ­ლე­ბა - არა, მაგ­რამ მან მომ­ცა ბი­ლე­თი.

- კონ­ცერ­ტებ­ზე სულ 10 ქუ­ლას გი­წერს და გე­უბ­ნე­ბა, რომ ყვე­ლა სიმ­ღე­რას ირ­გებ...

- კი, ასეა...

- კადრს მიღ­მა კი­დევ რა­ი­მე რჩე­ვას ხომ არ გაძ­ლევს?

- რო­გორც ვიცი, რად­გან ჟი­უ­რის წევ­რია, ამის უფ­ლე­ბა არ აქვს. ჩვენ­თან ერ­თად არც უწევს ყოფ­ნა, დე­რე­ფან­ში თუ შევ­ხვდე­ბით და მი­ვე­სალ­მე­ბით, ეს არის სულ.

"ჯე­ოს­ტარ­ზე" ჟი­უ­რი­ში რომ იყო, შე­იძ­ლე­ბა პირ­და­პირ ამ­ბობ­და სათ­ქმელს, მაგ­რამ რა­ტომ­ღაც მგო­ნია, რომ გულს სტკენ­და ხოლ­მე ვი­ღა­ცე­ებს. ახლა ასე მგო­ნია, რომ არ არის.

საბა კე­მუ­ლა­რია:

- ზო­გა­დად, ჟი­უ­რის წევ­რე­ბის შე­ფა­სე­ბის­გან თავს შე­ვი­კა­ვებ, თუმ­ცა ქალ­ბა­ტონ მა­რი­ნა­ზე ვი­ტყვი, რომ მას აქვს უნა­რი, წი­ნას­წარ გან­სა­ზღვროს მომ­ღე­რა­ლი, მუ­სი­კო­სი მო­მა­ვალ­ში რას შეძ­ლებს. აქვს უნა­რი მუ­სი­კის მოყ­ვა­რულ ადა­მი­ან­ში შე­სა­ბა­მი­სი პო­ტენ­ცი­ა­ლი აღ­მო­ა­ჩი­ნოს და მიხ­ვდეს, თუ რის გა­კე­თე­ბას შეძ­ლებს მო­მა­ვალ­ში. შე­უძ­ლია, წი­ნას­წარ ამო­იც­ნოს მომ­ღერ­ლის ნიჭი. პრო­ფე­სი­ო­ნა­ლია. ბევ­რი კარ­გი საქ­მე აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი.

გოგა გი­ორ­გე­ლაშ­ვი­ლი:

- სა­ნამ პრო­ექ­ტში მოვ­ხვდე­ბო­დი, ვი­ცო­დი, რომ ქალ­ბა­ტო­ნი მა­რი­ნა მკაც­რი ქალი იყო, მაგ­რამ სულ პი­რი­ქით აღ­მოჩ­ნდა. ობი­ექ­ტუ­რი, თბი­ლი და საყ­ვა­რე­ლია. როცა კარ­გად ვმღე­რი, კარგ ქუ­ლებს წერს, როცა ნაკ­ლე­ბად - შე­სა­ბა­მი­სად მა­ფა­სებს. ხალ­ხს სულ ტყუ­ი­ლად ჰგო­ნია "იაზ­ვა" და რა­ღაც ასე­თი, პი­რი­ქით არის. ჩვენ კი იშ­ვი­ა­თად გვაქვს მას­თან შე­ხე­ბა, მაგ­რამ როცა ვხვდე­ბით, თბი­ლად გვხვდე­ბა, გვე­ფე­რე­ბა.

- მისი და­წე­რი­ლი ქუ­ლე­ბით კმა­ყო­ფი­ლი ხარ?

- 8 და 9-ს მი­წერს. ერთხელ შვი­დიც და­მი­წე­რა. ქუ­ლე­ბით უკ­მა­ყო­ფი­ლო არ ვარ, ობი­ექ­ტუ­რად მა­ფა­სებს. სა­კუ­თარ შეც­დო­მებ­საც ვხე­დავ და ზუს­ტად ვხვდე­ბი, უკვე რის გამო და­მაკ­ლო, თუ და­მაკ­ლო ქულა. მას უნდა, რომ ნამ­ღე­რი და­ლა­გე­ბუ­ლი და სწო­რი იყოს. რაც მთა­ვა­რია, იყოს ხა­სი­ათ­ში. კონ­ცერ­ტზე რჩე­ვა­საც მაძ­ლევს, ამ­ბობს, რომ გა­ვი­ზარ­დე და მი­ხა­რია. მარ­თლა ბევ­რი რამ ვის­წავ­ლე, ამას მე ვგრძნობ. რა­საც მე­უბ­ნე­ბი­ან, მინ­და, რომ ყვე­ლა­ფე­რი გა­ვით­ვა­ლის­წი­ნო.

ოთო კვა­ლი­აშ­ვი­ლი:

- ქალ­ბა­ტონ­მა მა­რი­ნამ სიმ­ღე­რა სა­ფუძ­ვლი­ა­ნად იცის, თი­თო­ე­ულ წვრილ­მანს, დე­ტალს, სი­ტყვი­დან სი­ტყვამ­დე და­შო­რე­ბა­საც კი სწვდე­ბა. თა­ვის საქ­მის უბად­ლო სპე­ცი­ა­ლის­ტია. აქამ­დე მე­გო­ნა, ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რის ხმის ტემ­ბრი მქონ­და, მაგ­რამ ჩემი თავი სხვაგ­ვა­რად და­მა­ნა­ხა. მის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მში იმ­დე­ნად ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ კონ­ცერ­ტზე რომ გა­მოვ­დი­ვარ, მინ­და, უშეც­დო­მოდ ვიმ­ღე­რო, ამის­თვის მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი ვარ. თუმ­ცა ისე ხდე­ბა, რომ რა­ღაც ბო­ლომ­დე ვერ მო­მაქვს ნამ­ღე­რი და სულ იმას ვცდი­ლობ, რომ ჩემი კარ­გი მხა­რე­ე­ბი ვაჩ­ვე­ნო.

- მგო­ნი, 8 ქუ­ლას გი­წერს ხოლ­მე...

- კი, 7-იც და­უ­წე­რია, თუმ­ცა 6 არა. მოკ­ლედ, უფრო ხა­სი­ათ­ში უნდა ვიმ­ღე­რო. მგო­ნი, ბევ­რი ხარ­ვე­ზი არ მაქვს, რომ ამის გამო ქუ­ლე­ბი და­მაკ­ლოს. დიდ სცე­ნა­ზე არას­დროს ვმდგარ­ვარ და თვი­თო­ნაც ვა­ტყობ, სხვა­მაც რომ არ მი­თხრას, ლა­ი­ვი­დან ლა­ი­ვამ­დე რო­გორ ნელ­დე­ბა ღელ­ვა, სცე­ნას ვეჩ­ვე­ვი. ყვე­ლა­ფერს დრო და გა­მოც­დი­ლე­ბა სჭირ­დე­ბა.

ალექ­სან­დრე მრე­ლაშ­ვი­ლი:

- მა­რი­ნა­ზე კარ­გი წარ­მოდ­გე­ნა მქონ­და მა­ნამ­დეც, ბავ­შვო­ბი­დან თვალს ვა­დევ­ნე­ბი, სხვა კონ­კურ­სე­ბის ჟი­უ­რი­ში რომ იყო. მომ­წონ­და მისი შე­ფა­სე­ბე­ბი. კომ­პე­ტენ­ტუ­რი ადა­მი­ა­ნია. პი­რა­დად რომ გა­ვი­ცა­ნი, კი­დევ უფრო მო­მე­წო­ნა. პრო­ფე­სი­ო­ნა­ლია და ვე­რა­ფერს გა­მო­ა­პა­რებ, სა­ო­ცა­რი ყური აქვს.

- კონ­ცერ­ტზე რომ გა­მო­დი­ხარ, გინ­და რომ მა­რი­ნა ბე­რი­ძეს მო­ა­წო­ნო თავი?

- ჟი­უ­რის არც ერთი წევ­რის თა­ვის მო­წო­ნე­ბა­ზე არ ვფიქ­რობ. ამ კონ­კურ­სში სცე­ნა­ზე პირ­ვე­ლად დავ­დე­ქი. აქამ­დე ლა­ი­ვებ­ზე ისე­ვე გა­ვიხ­სე­ნი, რო­გორც წინა ორ­შა­ბათს. ჩემი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მაქ­სი­მუ­მი მხო­ლოდ ახლა შევ­ძე­ლი, წარ­მო­მედ­გი­ნა და შე­სა­ბა­მი­სი ქუ­ლე­ბიც და­ვიმ­სა­ხუ­რე. აქამ­დე 9 ქუ­ლას მი­წერ­და, წინა ჯერ­ზე 10 და­მი­წე­რა.

სულ მე­უბ­ნე­ბა და სჯე­რა, რომ ყო­ველ ჯერ­ზე უკე­თე­სი ნამ­ღე­რი მექ­ნე­ბა. მე­ო­რე ლა­ივ­ზე, "ჩემი აღა­რა ხარ, მორ­ჩა" რომ ვიმ­ღე­რე, მახ­სოვს თქვა, "მო­ი­ტა­ნე" ყვე­ლა­ფე­რი გა­აზ­რე­ბუ­ლი იყოო. ამ ბოლო ჯერ­ზე კი, ძა­ლი­ან მო­ვე­წო­ნე, ყვე­ლა­ფერს ვე­ლო­დი, ამის გარ­დაო. კარ­გი ადა­მი­ა­ნია, მიყ­ვარს, პა­ტივს ვცემ რო­გორც პი­როვ­ნე­ბას.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა
ავტორი:

"ხალხს სულ ტყუილად ჰგონია "იაზვა" - როგორ ახასიათებენ "მხოლოდ ქართულის" კონკურსანტები მარინა ბერიძეს

"ხალხს სულ ტყუილად ჰგონია "იაზვა" - როგორ ახასიათებენ "მხოლოდ ქართულის" კონკურსანტები მარინა ბერიძეს

პოპულარულ პროექტს "მხოლოდ ქართული" ჟიურის ხუთი წევრი ჰყავს, რომლებიც ყოველ ლაივ-კოცერტზე კონკურსანტებს როგორც ქულებით, ისე სიტყვიერად აფასებენ.

გადავწყვიტეთ, შოუში დარჩენილ ექვს კონკურსანტს ჟიურის ერთ-ერთ წევრზე, მარინა ბერიძეზე ესაუბრა. გაირკვა, რომ ექვსივეს თავისი მარინა ბერიძე ჰყავს. მათ ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან აფასებენ, როდესაც პირადად არც კი იცნობდნენ და ტელევიზიით, სხვადასხვა კონკურსებში ჰყავდათ ნანახი.

კონსტანტინე კარანაძე:

- სანამ გავიცნობდი, ქალბატონ მარინასთან არანაირი კონტაქტი არ მქონია, არ ვიცნობდი. მხოლოდ ტელეეთერიდან ("ჯეოსტარი") მახსოვდა, ბებიაჩემს ძალიან უყვარდა, მარინეს ეძახდა და ამბობდა, რომ პროფესიონალიაო. მეც პატივს ვცემდი, რადგანაც ვხედავდი, რომ უკომპეტენტურესი ქალი იყო და შინაგად ვგრძნობდი, ცუდი არ უნდა ყოფილიყო. თუმცა ზოგი ამბობდა, რომ "იაზოაო". მე ასე არ ვთვლიდი. კასთინგზე რომ გავედი, ყველას შეუძლია, დაადასტუროს, ვამბობდი, მინდა ჟიურიდან მარინასთვის მემღერა. ასეთი მუღამი მქონდა.

მას მერე, რაც გავიცანი, დავრწმუნდი, რომ მკაცრი და ძალიან კრიტიკული არ არის. მოკლედ, საყვარელი ქალია, მუსიკის მოყვარული, მელომანი და პროფესიონალი. იმდენად მაგარია, ჩემი დახასიათება არც სჭირდება. ჰო, კიდევ სერიოზული პროდიუსერია და ამ ყველაფრის გამო პატივს ვცემ.

კონცერტზე მნიშვნელოვან ფრაზებს მეუბნება, რომ როგორც მუსიკოსი ვიზრდები. ყველას გულით გვგულშემატკივრობს, უნდა, რომ ვიყოთ კარგები და უკეთესები, ხარისხიანი მუსიკის მოყვარულები. თუნდაც ის, რომ ყველა ქართულად ავმღერდით, ამის მოტივატორია. მოკლედ, მარინა პროექტში ლოკომოტივია, რომელიც ცდილობს, დაგვძრას.

სოფო ბათილაშვილი:

- კოსტას სიტყვებს მოვიშველიებ და ვიტყვი, "ყველაზე არაიაზო ქალია", სამართლიანი, თბილი, საკუთარი თავის ფასი რომ იცის და ისიც, რომ ძალიან მაგარია.

- როდესაც პირველად კასტინგზე შეხვდი, რას ფიქრობდი, ცოტა ხომ არ გეშინოდა?

- მაინტერესებდა, რას იტყოდა, როდესაც სიმღერას შევასრულებდი. 50/50-ზე იყო, შეიძლება მოვწონებოდი, შეიძლება - არა, მაგრამ მან მომცა ბილეთი.

- კონცერტებზე სულ 10 ქულას გიწერს და გეუბნება, რომ ყველა სიმღერას ირგებ...

- კი, ასეა...

- კადრს მიღმა კიდევ რაიმე რჩევას ხომ არ გაძლევს?

- როგორც ვიცი, რადგან ჟიურის წევრია, ამის უფლება არ აქვს. ჩვენთან ერთად არც უწევს ყოფნა, დერეფანში თუ შევხვდებით და მივესალმებით, ეს არის სულ.

"ჯეოსტარზე" ჟიურიში რომ იყო, შეიძლება პირდაპირ ამბობდა სათქმელს, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ გულს სტკენდა ხოლმე ვიღაცეებს. ახლა ასე მგონია, რომ არ არის.

საბა კემულარია:

- ზოგადად, ჟიურის წევრების შეფასებისგან თავს შევიკავებ, თუმცა ქალბატონ მარინაზე ვიტყვი, რომ მას აქვს უნარი, წინასწარ განსაზღვროს მომღერალი, მუსიკოსი მომავალში რას შეძლებს. აქვს უნარი მუსიკის მოყვარულ ადამიანში შესაბამისი პოტენციალი აღმოაჩინოს და მიხვდეს, თუ რის გაკეთებას შეძლებს მომავალში. შეუძლია, წინასწარ ამოიცნოს მომღერლის ნიჭი. პროფესიონალია. ბევრი კარგი საქმე აქვს გაკეთებული.

გოგა გიორგელაშვილი:

- სანამ პროექტში მოვხვდებოდი, ვიცოდი, რომ ქალბატონი მარინა მკაცრი ქალი იყო, მაგრამ სულ პირიქით აღმოჩნდა. ობიექტური, თბილი და საყვარელია. როცა კარგად ვმღერი, კარგ ქულებს წერს, როცა ნაკლებად - შესაბამისად მაფასებს. ხალხს სულ ტყუილად ჰგონია "იაზვა" და რაღაც ასეთი, პირიქით არის. ჩვენ კი იშვიათად გვაქვს მასთან შეხება, მაგრამ როცა ვხვდებით, თბილად გვხვდება, გვეფერება.

- მისი დაწერილი ქულებით კმაყოფილი ხარ?

- 8 და 9-ს მიწერს. ერთხელ შვიდიც დამიწერა. ქულებით უკმაყოფილო არ ვარ, ობიექტურად მაფასებს. საკუთარ შეცდომებსაც ვხედავ და ზუსტად ვხვდები, უკვე რის გამო დამაკლო, თუ დამაკლო ქულა. მას უნდა, რომ ნამღერი დალაგებული და სწორი იყოს. რაც მთავარია, იყოს ხასიათში. კონცერტზე რჩევასაც მაძლევს, ამბობს, რომ გავიზარდე და მიხარია. მართლა ბევრი რამ ვისწავლე, ამას მე ვგრძნობ. რასაც მეუბნებიან, მინდა, რომ ყველაფერი გავითვალისწინო.

ოთო კვალიაშვილი:

- ქალბატონმა მარინამ სიმღერა საფუძვლიანად იცის, თითოეულ წვრილმანს, დეტალს, სიტყვიდან სიტყვამდე დაშორებასაც კი სწვდება. თავის საქმის უბადლო სპეციალისტია. აქამდე მეგონა, ქართული სიმღერის ხმის ტემბრი მქონდა, მაგრამ ჩემი თავი სხვაგვარად დამანახა. მის პროფესიონალიზმში იმდენად ვარ დარწმუნებული, რომ კონცერტზე რომ გამოვდივარ, მინდა, უშეცდომოდ ვიმღერო, ამისთვის მოტივირებული ვარ. თუმცა ისე ხდება, რომ რაღაც ბოლომდე ვერ მომაქვს ნამღერი და სულ იმას ვცდილობ, რომ ჩემი კარგი მხარეები ვაჩვენო.

- მგონი, 8 ქულას გიწერს ხოლმე...

- კი, 7-იც დაუწერია, თუმცა 6 არა. მოკლედ, უფრო ხასიათში უნდა ვიმღერო. მგონი, ბევრი ხარვეზი არ მაქვს, რომ ამის გამო ქულები დამაკლოს. დიდ სცენაზე არასდროს ვმდგარვარ და თვითონაც ვატყობ, სხვამაც რომ არ მითხრას, ლაივიდან ლაივამდე როგორ ნელდება ღელვა, სცენას ვეჩვევი. ყველაფერს დრო და გამოცდილება სჭირდება.

ალექსანდრე მრელაშვილი:

- მარინაზე კარგი წარმოდგენა მქონდა მანამდეც, ბავშვობიდან თვალს ვადევნები, სხვა კონკურსების ჟიურიში რომ იყო. მომწონდა მისი შეფასებები. კომპეტენტური ადამიანია. პირადად რომ გავიცანი, კიდევ უფრო მომეწონა. პროფესიონალია და ვერაფერს გამოაპარებ, საოცარი ყური აქვს.

- კონცერტზე რომ გამოდიხარ, გინდა რომ მარინა ბერიძეს მოაწონო თავი?

- ჟიურის არც ერთი წევრის თავის მოწონებაზე არ ვფიქრობ. ამ კონკურსში სცენაზე პირველად დავდექი. აქამდე ლაივებზე ისევე გავიხსენი, როგორც წინა ორშაბათს. ჩემი შესაძლებლობის მაქსიმუმი მხოლოდ ახლა შევძელი, წარმომედგინა და შესაბამისი ქულებიც დავიმსახურე. აქამდე 9 ქულას მიწერდა, წინა ჯერზე 10 დამიწერა.

სულ მეუბნება და სჯერა, რომ ყოველ ჯერზე უკეთესი ნამღერი მექნება. მეორე ლაივზე, "ჩემი აღარა ხარ, მორჩა" რომ ვიმღერე, მახსოვს თქვა, "მოიტანე" ყველაფერი გააზრებული იყოო. ამ ბოლო ჯერზე კი, ძალიან მოვეწონე, ყველაფერს ველოდი, ამის გარდაო. კარგი ადამიანია, მიყვარს, პატივს ვცემ როგორც პიროვნებას.

ვინ არის პირველი ქართველი სტუდენტი, რომელმაც ვინც ჰაუზერის გრანტი მოიპოვა - ონისე წულაია “ნიუ-იორკის უნივერსიტეტში” ისწავლის

საქართველოში კორონავირუსის 1 160 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - რამდენი ტესტი ჩატარდა ბოლო 24 საათში და როგორია ეპიდვითარება ქვეყანაში

მაშველებმა ომალოდან შეუძლოდ მყოფი მწყემსი და აშშ-ის მოქალაქე ჩამოიყვანეს