პოლიტიკა

28

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:58-ზე, მთვარე ლომშია – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების ზრდა. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. არ არის რეკომენდებული ახალი საქმეების დაწყება. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. საკვები არ უნდა იყოს ცხიმიანი. კარგია ბოსტნეული, სალათები; დამამშვიდებელი ბალახებისგან დამზადებული მცენარეული ჩაი.
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამეფო ქორწილი მცხეთაში - პრინცი ხუანი ქრისტინე ძიძიგურზე ქორწინდება
სამეფო ქორწილი მცხეთაში - პრინცი ხუანი ქრისტინე ძიძიგურზე ქორწინდება

ეს­პა­ნეთ­ში მცხოვ­რებ ბაგ­რა­ტი­ონ­თა შტოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი პრინ­ცი ხუან იო­ა­ნე ბაგ­რა­ტი­ო­ნი და მისი რჩე­უ­ლი, ცნო­ბი­ლი მო­დე­ლი, ქრის­ტი­ნე ძი­ძი­გუ­რი, აწ უკვე ქრის­ტი­ნე ბაგ­რა­ტი­ო­ნი, ხვალ სვე­ტი­ცხოვ­ლის ტა­ძარ­ში ჯვარს და­ი­წე­რენ. შემ­დეგ კი სტუმ­რებს სა­ზე­ი­მო ვახ­შამ­ზე მცხე­თა­ში, შატო მუხ­რან­ში უმას­პინ­ძლე­ბენ.ჯვრის­წე­რის წინა სა­ღა­მოს შატო მუხ­რან­ში გალა სა­ღა­მო გა­ი­მარ­თა. სა­მე­ფო წყვილ­მა სტუმ­რე­ბი წი­თელ ხა­ლი­ჩა­ზე მი­ი­ღო. პრინ­ცე­სა ქრის­ტი­ნე კი წი­თელ კა­ბა­ში მარ­თლაც თვა­ლის­მომჭრე­ლი გახ­ლდათ.

ქარ­თვე­ლი პრინ­ცი და ცნო­ბი­ლი მო­დე­ლი ოთხი წე­ლია ერ­თად არი­ან. სა­მო­ქა­ლა­ქო ქორ­წი­ლი მათ ეს­პა­ნეთ­ში ქა­ლაქ რონ­და­ში გა­და­ი­ხა­დეს. მა­შინ წყვილ­მა ოჯა­ხის წევ­რე­ბი და ახლო მე­გობ­რე­ბი რონ­დას ვი­ლა­ზე შეკ­რი­ბა.ქრის­ტი­ნე ძი­ძი­გურს ხე­ლის­მომ­კი­დედ მისი ფრან­გი მე­გო­ბა­რი სენ­დი ტრე­ბუ­ი­ლი ჰყავ­და. ხუ­ან­მა ხე­ლის­მომ­კი­დედ ბავ­შვო­ბის მე­გო­ბა­რი მად­რი­დი­დან გონ­ფა­ლო სალ­გა­დო ასენ­სიო აირ­ჩია.ქორ­წილ­ში პა­ტარ­ძალს კრის­ტი­ან დი­ო­რის თეთ­რი კაბა, ხოლო ხუ­ანს არ­მა­ნის სა­მე­უ­ლი ეცვა.

ქრის­ტი­ნე ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ასე იხ­სე­ნებ­და პრინცთან შეხ­ვედ­რას:"პა­რიზ­ში ვი­ყა­ვი, რო­დე­საც თბი­ლი­სი­დან ჩემი და იო­ა­ნეს სა­ერ­თო მე­გო­ბარ­მა და­მი­რე­კა. ჩვე­ნი პირ­ვე­ლი კონ­ტაქ­ტი ტე­ლე­ფო­ნით შედ­გა. თვე-ნა­ხევ­რის შემ­დეგ­თვი­თონ მომ­წე­რა და მი­თხრა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში იყო ჩა­მო­სუ­ლი რამ­დე­ნი­მე დღით. შემ­დეგ კი ბელ­გი­ის დე­ლე­გა­ცი­ას მას­პინ­ძლობ­და. მე მე­ო­რე დღეს მოვ­დი­ო­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩემი ოჯა­ხის სა­ნა­ხა­ვად, მხო­ლოდ ერთი კვი­რით. როცა თბი­ლის­ში ჩა­მო­ვე­დი, აღ­მოჩ­ნდა, რომ იო­ა­ნე სწო­რედ იმ ქუ­ჩა­ზე იყო სას­ტუმ­რო­ში და­ბი­ნა­ვე­ბუ­ლი, სა­დაც მე ვცხოვ­რობ­დი – ზუს­ტად ჩემი სახ­ლის გვერ­დით, ძველ თბი­ლის­ში. ეს ყვე­ლა­ფე­რი შემ­თხვე­ვით მოხ­და, მან არ იცო­და ჩემი მი­სა­მარ­თი. მა­შინ იო­ა­ნემ ვახ­შამ­ზე დამ­პა­ტი­ჟა, რომ ერ­თმა­ნე­თი უკეთ გაგ­ვეც­ნო. იმ დღის შემ­დეგ მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი გვქონ­და, თუმ­ცა ძა­ლი­ან მალე მე­გობ­რო­ბა სე­რი­ო­ზულ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და და რამ­დე­ნი­მე თვე­ში ვი­ქორ­წი­ნეთ", - ამ­ბობს პრინ­ცე­სა. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

სამეფო ქორწილი მცხეთაში - პრინცი ხუანი ქრისტინე ძიძიგურზე ქორწინდება

სამეფო ქორწილი მცხეთაში - პრინცი ხუანი ქრისტინე ძიძიგურზე ქორწინდება

ესპანეთში მცხოვრებ ბაგრატიონთა შტოს წარმომადგენელი პრინცი ხუან იოანე ბაგრატიონი და მისი რჩეული, ცნობილი მოდელი, ქრისტინე ძიძიგური, აწ უკვე ქრისტინე ბაგრატიონი, ხვალ სვეტიცხოვლის ტაძარში ჯვარს დაიწერენ. შემდეგ კი სტუმრებს საზეიმო ვახშამზე მცხეთაში, შატო მუხრანში უმასპინძლებენ.ჯვრისწერის წინა საღამოს შატო მუხრანში გალა საღამო გაიმართა. სამეფო წყვილმა სტუმრები წითელ ხალიჩაზე მიიღო. პრინცესა ქრისტინე კი წითელ კაბაში მართლაც თვალისმომჭრელი გახლდათ.

ქართველი პრინცი და ცნობილი მოდელი ოთხი წელია ერთად არიან. სამოქალაქო ქორწილი მათ ესპანეთში ქალაქ რონდაში გადაიხადეს. მაშინ წყვილმა ოჯახის წევრები და ახლო მეგობრები რონდას ვილაზე შეკრიბა.ქრისტინე ძიძიგურს ხელისმომკიდედ მისი ფრანგი მეგობარი სენდი ტრებუილი ჰყავდა. ხუანმა ხელისმომკიდედ ბავშვობის მეგობარი მადრიდიდან გონფალო სალგადო ასენსიო აირჩია.ქორწილში პატარძალს კრისტიან დიორის თეთრი კაბა, ხოლო ხუანს არმანის სამეული ეცვა.

ქრისტინე ერთ-ერთ ინტერვიუში ასე იხსენებდა პრინცთან შეხვედრას:"პარიზში ვიყავი, როდესაც თბილისიდან ჩემი და იოანეს საერთო მეგობარმა დამირეკა. ჩვენი პირველი კონტაქტი ტელეფონით შედგა. თვე-ნახევრის შემდეგთვითონ მომწერა და მითხრა, რომ საქართველოში იყო ჩამოსული რამდენიმე დღით. შემდეგ კი ბელგიის დელეგაციას მასპინძლობდა. მე მეორე დღეს მოვდიოდი საქართველოში ჩემი ოჯახის სანახავად, მხოლოდ ერთი კვირით. როცა თბილისში ჩამოვედი, აღმოჩნდა, რომ იოანე სწორედ იმ ქუჩაზე იყო სასტუმროში დაბინავებული, სადაც მე ვცხოვრობდი – ზუსტად ჩემი სახლის გვერდით, ძველ თბილისში. ეს ყველაფერი შემთხვევით მოხდა, მან არ იცოდა ჩემი მისამართი. მაშინ იოანემ ვახშამზე დამპატიჟა, რომ ერთმანეთი უკეთ გაგვეცნო. იმ დღის შემდეგ მეგობრული ურთიერთობები გვქონდა, თუმცა ძალიან მალე მეგობრობა სერიოზულ ურთიერთობაში გადაიზარდა და რამდენიმე თვეში ვიქორწინეთ", - ამბობს პრინცესა. განაგრძეთ კითხვა

"როგორც იქნა, ერთმანეთს შევხვდით" - სალომე ზურაბიშვილი შვილიშვილის პირველ ფოტოს აქვეყნებს

რა ღირს ანუკი არეშიძის ქურთუკი, რომელშიც თბილისის მერის მეუღლე ბოლო დღეებში გამოჩნდა - სამოსი MONCLER-ის კოლექციიდანაა

რეწვის ოსტატების ნაკეთობების საახალწლო გამოფენა-გაყიდვა