პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტყიბულში დაღუპული სანდრო ბუცხრიკიძე საკუთარი ხელფასით გაჭირვებულ ოჯახებს ეხმარებოდა
ტყიბულში დაღუპული სანდრო ბუცხრიკიძე საკუთარი ხელფასით გაჭირვებულ ოჯახებს ეხმარებოდა

ტყი­ბულ­ში დღეს დი­ლით ქვა­ნახ­ში­რის ღია მო­პო­ვე­ბის კა­რი­ერ­ზე ერთ-ერთი და­ღუ­პუ­ლი მუშა 27 წლის სან­დრო ბუ­ცხრი­კი­ძე ტყი­ბუ­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი, სა­ქარ­თვე­ლოს წი­თე­ლი ჯვრის ტყი­ბუ­ლის ად­გი­ლობ­რი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რი და მო­ხა­ლი­სე იყო. რო­გორც მისი მე­გობ­რე­ბი ყვე­ბი­ან, ახალ­გაზ­რდას უამ­რა­ვი გა­ტა­ცე­ბა და საქ­მი­ა­ნო­ბა ჰქონ­და, იყო „ოკ­რი­ბელ სპე­ლე­ო­ლოგ­თა კლუ­ბის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, გა­ტა­ცე­ბუ­ლი იყო სპე­ლე­ო­ლო­გი­ი­თა და ალ­პი­ნიზ­მით.

სან­დროს მე­გობ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ის უაღ­რე­სად პა­ტი­ო­სა­ნი, მშრო­მე­ლი და კე­თილ­შო­ბი­ლი ბიჭი იყო, ფი­ზი­კუ­რად მუ­შა­ობ­და ნახ­ში­რის ღია მო­პო­ვე­ბის კა­რი­ერ­ზე და ტყი­ბუ­ლის შახ­ტში. ბოლო 4 წელი წი­თე­ლი ჯვრის აქ­ტი­უ­რი მო­ხა­ლი­სე იყო.

სან­დროს მე­გო­ბა­რი ხა­ტია ჭე­ლიშ­ვი­ლი გვიყ­ვე­ბა:

„სან­დრო სა­ოც­რად თბი­ლი, მე­გობ­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი იყო, კარ­გი მსა­ხი­ო­ბი და პარტნი­ო­რი სცე­ნა­ზე. ის რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლას ფი­ზი­კუ­რად მუ­შა­ობ­და, ქვა­ნახ­ში­რის ღია მო­პო­ვე­ბის კა­რი­ერ­ზე და ტყი­ბუ­ლის შახ­ტა­ში, მისი ხელ­ფა­სით გა­ჭირ­ვე­ბულ ოჯა­ხებს ეხ­მა­რე­ბო­და.

რამ­დე­ნი­მე წე­ლია, სან­დროს მი­სი­ვე ინი­ცი­ა­ტი­ვით მარ­ტო­ხე­ლა მო­ხუ­ცე­ბის­თვის, ვინც ტყი­ბუ­ლის უმ­წე­ო­თა სა­სა­დი­ლო­ში მის­ვლას ვერ ახერ­ხებ­და, სახ­ლში მიჰ­ქონ­და ცხე­ლი სა­დი­ლი. ტყი­დან ზურ­გით ეზი­დე­ბო­და გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ოჯა­ხე­ბი­სათ­ვის შე­შას, ის უამ­რავ სი­კე­თეს უან­გა­როდ აკე­თებ­და... მე­გობ­რე­ბი ვე­ხუმ­რე­ბო­დით, რომ დე­და­მი­წა­ზე მოვ­ლე­ნი­ლი კე­თი­ლი ან­გე­ლო­ზი იყო. ერთხელ გვი­თხრა - რა ვქნა აბა, როცა გარ­და­ვიც­ვლე­ბი, ის ხომ არუნ­და თქვან, რომ ცხოვ­რე­ბა ძილ­ში გა­ა­ტა­რაო“ - იხ­სე­ნებს ხა­ტია ჭე­ლიშ­ვი­ლი.

სან­დრო ტყი­ბულ­ში მშობ­ლებ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და.

27 წლის ბი­ჭთან ერ­თად, კა­რი­ერ­ში მომ­ხდარ შემ­თხვე­ვას 65 წლის რეზო ლომ­თა­ძე ემსხვერ­პლა. შემ­თხვე­ვა ტყი­ბულ­ში დღეს დი­ლით, კერ­ძო კა­რი­ერ­ზე მოხ­და, სა­დაც ღა­მის­თე­ვით რჩე­ბი­ან მუ­შე­ბი. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, სამი მუშა იყო ად­გილ­ზე, გამ­თე­ნი­ი­სას გა­ზის სუნი იგ­რძნეს და ერთ-ერთი ჩა­ვი­და შახ­ტა­ში, კომ­პრე­სო­რის გა­სას­წო­რებ­ლად. როცა აღარ დაბ­რუნ­და, მე­ო­რე, 27 წლის მუშა ჩა­ვი­და და ორი­ვე გა­ი­გუ­და გა­ზით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

ტყიბულში დაღუპული სანდრო ბუცხრიკიძე საკუთარი ხელფასით გაჭირვებულ ოჯახებს ეხმარებოდა

ტყიბულში დაღუპული სანდრო ბუცხრიკიძე საკუთარი ხელფასით გაჭირვებულ ოჯახებს ეხმარებოდა

ტყიბულში დღეს დილით ქვანახშირის ღია მოპოვების კარიერზე ერთ-ერთი დაღუპული მუშა 27 წლის სანდრო ბუცხრიკიძე ტყიბულის თეატრის მსახიობი, საქართველოს წითელი ჯვრის ტყიბულის ადგილობრივი ორგანიზაციის წევრი და მოხალისე იყო. როგორც მისი მეგობრები ყვებიან, ახალგაზრდას უამრავი გატაცება და საქმიანობა ჰქონდა, იყო „ოკრიბელ სპელეოლოგთა კლუბის“ დამფუძნებელი, გატაცებული იყო სპელეოლოგიითა და ალპინიზმით.

სანდროს მეგობრები ამბობენ, რომ ის უაღრესად პატიოსანი, მშრომელი და კეთილშობილი ბიჭი იყო, ფიზიკურად მუშაობდა ნახშირის ღია მოპოვების კარიერზე და ტყიბულის შახტში. ბოლო 4 წელი წითელი ჯვრის აქტიური მოხალისე იყო.

სანდროს მეგობარი ხატია ჭელიშვილი გვიყვება:

„სანდრო საოცრად თბილი, მეგობრული ადამიანი იყო, კარგი მსახიობი და პარტნიორი სცენაზე. ის რამდენიმე ადგილას ფიზიკურად მუშაობდა, ქვანახშირის ღია მოპოვების კარიერზე და ტყიბულის შახტაში, მისი ხელფასით გაჭირვებულ ოჯახებს ეხმარებოდა.

რამდენიმე წელია, სანდროს მისივე ინიციატივით მარტოხელა მოხუცებისთვის, ვინც ტყიბულის უმწეოთა სასადილოში მისვლას ვერ ახერხებდა, სახლში მიჰქონდა ცხელი სადილი. ტყიდან ზურგით ეზიდებოდა გაჭირვებული ოჯახებისათვის შეშას, ის უამრავ სიკეთეს უანგაროდ აკეთებდა... მეგობრები ვეხუმრებოდით, რომ დედამიწაზე მოვლენილი კეთილი ანგელოზი იყო. ერთხელ გვითხრა - რა ვქნა აბა, როცა გარდავიცვლები, ის ხომ არუნდა თქვან, რომ ცხოვრება ძილში გაატარაო“ - იხსენებს ხატია ჭელიშვილი.

სანდრო ტყიბულში მშობლებთან ერთად ცხოვრობდა.

27 წლის ბიჭთან ერთად, კარიერში მომხდარ შემთხვევას 65 წლის რეზო ლომთაძე ემსხვერპლა. შემთხვევა ტყიბულში დღეს დილით, კერძო კარიერზე მოხდა, სადაც ღამისთევით რჩებიან მუშები. ადგილობრივების თქმით, სამი მუშა იყო ადგილზე, გამთენიისას გაზის სუნი იგრძნეს და ერთ-ერთი ჩავიდა შახტაში, კომპრესორის გასასწორებლად. როცა აღარ დაბრუნდა, მეორე, 27 წლის მუშა ჩავიდა და ორივე გაიგუდა გაზით.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ