მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტყიბულში მუშების დაღუპვა სავარაუდოდ, გაზის გაჟონვამ გამოიწვია
ტყიბულში მუშების დაღუპვა სავარაუდოდ, გაზის გაჟონვამ გამოიწვია

ტყი­ბულ­ში, ღია მო­პო­ვე­ბის ქვა­ნახ­ში­რის კა­რი­ერ­ზე მომ­ხდა­რი შემ­თხვე­ვის შე­სა­ხებ ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი ხდე­ბა ცნო­ბი­ლი. რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი აცხა­დე­ბენ, ორი ადა­მი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბა სა­ვა­რა­უ­დოდ, გაზ­მა გა­მო­იწ­ვია.

„შემ­თხვე­ვა კერ­ძო კა­რი­ერ­ზე მოხ­და, სა­დაც ღა­მის­თე­ვით რჩე­ბი­ან მუ­შე­ბი. სამი მუშა იყო ად­გილ­ზე, გამ­თე­ნი­ი­სას გა­ზის სუნი უგ­რძვნი­ათ და ერთ-ერთი ჩა­სუ­ლა შახ­ტა­ში, კომ­პრე­სო­რის გა­სას­წო­რებ­ლად. როცა აღარ დაბ­რუნ­და, მე­ო­რე, 27 წლის მუშა ჩა­ვი­და და ორი­ვე გა­ი­გუ­და გა­ზით“, - აცხა­დე­ბენ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი.

ტყი­ბულ­ში, დღეს დი­ლით ღია მო­პო­ვე­ბის კა­რი­ერ­ზე ორი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. გარ­დაც­ვლი­ლე­ბი კა­რი­ე­რი­დან უკვე ამო­იყ­ვა­ნეს და ექ­სპერ­ტი­ზის­თვის პრო­ზექ­ტუ­რა­ში გა­და­ას­ვე­ნეს.

ორი მუ­შის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტზე შსს-მ გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო. რო­გორც შსს-ში გა­ნა­ცხა­დეს, გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 240-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რებს, რაც სამ­თო, სამ­შე­ნებ­ლო ან სხვა სა­მუ­შა­ოს წარ­მო­ე­ბი­სას უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

ტყიბულში მუშების დაღუპვა სავარაუდოდ, გაზის გაჟონვამ გამოიწვია

ტყიბულში მუშების დაღუპვა სავარაუდოდ, გაზის გაჟონვამ გამოიწვია

ტყიბულში, ღია მოპოვების ქვანახშირის კარიერზე მომხდარი შემთხვევის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ორი ადამიანის გარდაცვალება სავარაუდოდ, გაზმა გამოიწვია.

„შემთხვევა კერძო კარიერზე მოხდა, სადაც ღამისთევით რჩებიან მუშები. სამი მუშა იყო ადგილზე, გამთენიისას გაზის სუნი უგრძვნიათ და ერთ-ერთი ჩასულა შახტაში, კომპრესორის გასასწორებლად. როცა აღარ დაბრუნდა, მეორე, 27 წლის მუშა ჩავიდა და ორივე გაიგუდა გაზით“, - აცხადებენ ადგილობრივები.

ტყიბულში, დღეს დილით ღია მოპოვების კარიერზე ორი ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილები კარიერიდან უკვე ამოიყვანეს და ექსპერტიზისთვის პროზექტურაში გადაასვენეს.

ორი მუშის გარდაცვალების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. როგორც შსს-ში განაცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარებს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია