ავტორი:

ტყიბულში კარიერზე დაღუპული ერთ-ერთი მუშა 27 წლისაა: "თეატრის მსახიობი იყო, პარალელურად შახტაში მუშაობდა..."

ტყიბულში კარიერზე დაღუპული ერთ-ერთი მუშა 27 წლისაა: "თეატრის მსახიობი იყო, პარალელურად შახტაში მუშაობდა..."

ტყიბულში, ღია მოპოვების ქვანახშირის კარიერზე გარდაცვლილი ორი მუშა კარიერიდან ამოიყვანეს. ცხედრები პროზექტურაშია გადასვენებული და მათ ექსპერტიზა უტარდებათ.

უბედური შემთხვევა ტყიბულში დღეს დილით მოხდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ჯალაღონიას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე კარიერზე მოხდა, რომელიც ინდ. მეწარმეს აქვს აღებული იჯარით. ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

როგორც AMBEBI.GE-ს ტყიბულელებმა განუცხადეს შემთხვევა გაზის გაჟონვამ გამოიწვია.

მანანა ხეცურიანი, ადგილობრივი მცხოვრები:

"შემთხვევა კერძო კარიერზე მოხდა, სადაც ღამისთევით რჩებიან მუშები. სამი მუშა იყო ადგილზე, გამთენიისას გაზის სუნი უგრძვნიათ და ერთ-ერთი ჩასულა შახტაში, კომპრესორის გასასწორებლად. როცა აღარ დაბრუნდა, მეორე, 27 წლის მუშა ჩავიდა და ორივე გაიგუდა გაზით.

- ვინ არიან გარდაცვლილები?

- გარდაცვლილები არიან - 27 წლის სანდრო ბუცხრიკიძე და 65 წლის რეზო ლომთაძე. მესამე ბიჭი გადარჩა. ორივე გარდაცვლილი ქუთაისის პროზექტურაში ჰყავთ გადაყვანილი.

ძალიან კარგი ბიჭი იყო, სამაგალითო. მსახიობი იყო, ტყიბულის თეატრში მუშაობდა, შტატიანი თანამშრომელი იყო, თეატრის პარალელურად შახტაში მუშაობდა.

სულ ცოტა ხნის წინ, ახმეტელის თეატრში მიიწვიეს სამუშაოდ, სცენარისტი გახლდათ, მაგრამ დაბრუნდა ტყიბულში. ამბობდა, დაბალი ხელფასი მქონდა, თბილისში ვერ გავძელი და ისევ ტყიბულში ცხოვრება და მუშაობა მირჩევნიაო. სპელეოლოგიით იყო დაინტერესებული, როცა ტურისტები ჩამოდიოდნენ ტყიბულში, მღვიმეებს ათვალიერებინებდა და უნდოდა მაგ კუთხით ემუშავა უფრო აქტიურად მეგობრებთან ერთად.

თბილისის ზღვაში მაშველებმა ერთი მოზარდის ცხედარი იპოვეს

თბილისის ზღვაში ორ არასრულწლოვანს ეძებენ

"ძაღლი არ უნდა გააადამიანოთ, მიზანშეწონილი არ არის მისი საწოლში ჩაწვენა" - როგორ უნდა აღვზარდოთ ძაღლი, რომ აგრესიული არ იყოს?