პოლიტიკა
სამართალი

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თავი ფულის გამო არ მომიკლავს, ავადმყოფობის გამო მოვიკალი...“ - აზარტული თამაშების მორიგი მსხვერპლის წერილი თვითმკვლელობამდე
"თავი ფულის გამო არ მომიკლავს, ავადმყოფობის გამო მოვიკალი...“ - აზარტული თამაშების მორიგი მსხვერპლის წერილი თვითმკვლელობამდე

„მე თავი ფუ­ლის გამო არ მო­მიკ­ლავს, თავი ავად­მყო­ფო­ბის გამო მო­ვი­კა­ლი...“ - ასე­თია 35 წლამ­დე ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცის უკა­ნას­კნე­ლი სი­ტყვე­ბი, რო­მე­ლიც აზარ­ტულ თა­მა­შებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის მო­რი­გი მსხვერ­პლია...

„საფ­ლა­ვი უბ­რა­ლო გა­მი­კე­თეთ. ლოც­ვებ­ში მა­ინც ვერ მო­მიხ­სე­ნი­ებთ, ამი­ტომ და­ი­ვი­წყეთ და ისე იცხოვ­რეთ, ვი­თომ არც ვყო­ფილ­ვარ. თა­თია მიყ­ვარ­ხარ. მე თავი ფუ­ლის გამო არ მო­მიკ­ლავს, თავი ავად­მყო­ფო­ბის გამო მო­ვი­კა­ლი. რამ­დე­ნი წე­ლია, ასე ვი­ტან­ჯე­ბი და თავს ვერ ვა­ნე­ბებ. ასე თუ და­ვა­ნე­ბებ, ალ­ბათ სხვა გზა არც ვიცი, ყვე­ლა­ფე­რი ვცა­დე“ - და­წე­რა ახალ­გაზ­რდამ ცოლ­თან და ოჯა­ხის წევ­რებ­თან გა­მო­სამ­შვი­დო­ბე­ბელ წე­რილ­ში, რო­მე­ლიც თბი­ლი­სის ზღვის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­ჩე­რე­ბულ კუთ­ვნილ ავ­ტო­მო­ბილ­ში და­ტო­ვა, თა­ვად კი სი­ცო­ცხლე თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა - თავი ჩა­მო­იხ­რჩო.

ფაქ­ტის შე­სა­ხებ AMBEBI.GE-ს მამა შალ­ვა კე­კე­ლი­ამ უამ­ბო - გარ­დაც­ვლი­ლი მა­მა­კა­ცი მისი მრევ­ლის წევ­რის მე­უღ­ლე იყო, რომ­ლის ვი­ნა­ო­ბა­საც სა­სუ­ლი­ე­რო პირი შეგ­ნე­ბუ­ლად არ ასა­ხე­ლებს. რო­გორც მამა შალ­ვა იხ­სე­ნებს, ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის­გან თა­ვის დახ­სნას მუდ­მი­ვად ცდი­ლობ­და, პრო­ცე­სი კი და­ახ­ლო­ე­ბით 5-6 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გრძელ­დე­ბო­და, თუმ­ცა უშე­დე­გოდ.

„მისი ოჯა­ხი მო­ვი­და რომ დავ­ხმა­რე­ბო­დი, ცოლს ძა­ლი­ან უყ­ვარ­და და ეხ­მა­რე­ბო­და, ფსი­ქო­ლოგ­თან მის­ვლაც შეს­თა­ვა­ზა, თუმ­ცა უარი უთხრა. ეს ბიჭი ცდი­ლობ­და, რომ თა­მა­შის­თვის თავი და­ე­ნე­ბე­ბი­ნა, მო­ნას­ტერ­შიც იყო წა­სუ­ლი, თუმ­ცა ვერ შეძ­ლო, აყვა აზარ­ტულ თა­მა­შებს. ჩვენ ვი­ცით, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში კა­ზი­ნო­ე­ბი უკვე ყველ­გან არის. თა­ვი­დან სა­თა­მა­შო აპა­რა­ტე­ბით და­ი­წყო თა­მა­ში და შემ­დეგ ჩა­ით­რია ამ ყვე­ლა­ფერ­მა, თავს ვე­ღარ ანე­ბებ­და, აზარ­ტულ თა­მა­შებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რეკ­ლა­მე­ბი ყველ­გან ხვდე­ბო­და, ტე­ლე­ფონ­შიც კი ყველ­გან ამას ხე­დავ­და და მისი მეშ­ვე­ო­ბი­თაც შე­ეძ­ლო, რომ ეთა­მა­შა, იმ­დე­ნად იყო ჩათ­რე­უ­ლი, რომ შე­მო­თა­ვა­ზე­ბებ­ზე უარს ვე­ღარ ამ­ბობ­და.

ასევე დაგაინტერესებთ
06:09 / 30-05-2016

"ვირუსი", რომლითაც საქართველოში 400 000 ადამიანია დაავადებული

03:33 / 31-10-2016

"როცა ფული ვეღარ ვიშოვე, სამზარეულოს დანით ჩემ თვალწინ გადაისერა მაჯა..." - დედის სულისშემძვრელი ნაამბობი თამაშდამოკიდებულ შვილზე

11:51 / 06-06-2018

აზარტული თამაშებისთვის თანხებს სწრაფი გადახდის აპარატებიდან ვეღარ ჩარიცხავენ - რას გულისხმობს ახალი რეგულაციები

09:46 / 28-09-2018

"ქორწილის მეორე დღეს გაღვიძებულ გოგონას, საწოლში არც ქმარი დახვდა და ვერც ქორწილში ნაჩუქარ ძვირფასეულობას მიაგნო..."

11:36 / 24-12-2018

როგორ ამოწყდა ოჯახი ონლაინკაზინოს გამო - "სამი წელია, ახალ წელს დედამთილის საფლავზე ვხვდები და პატიებას ვთხოვ"

09:57 / 01-11-2019

"დღე, როცა იმ არაბუნებრივად ლამაზ ტყეში ვიპოვეთ, მისი ძმის დაბადების დღე იყო..." - 29 წლის სანდრო ბერაძის მეგობრის სულისშემძვრელი წერილი

სურ­ვი­ლი ჰქონ­და, მაგ­რამ ხვდე­ბო­და, რომ თავს ვე­ღარ აღ­წევ­და და ბო­ლოს წე­რილ­შიც და­წე­რა, რომ ყვე­ლა­ზე ცუდი ადა­მი­ა­ნი ვარ, რომ ამას თავს ვერ ვა­ნე­ბე­ბო, ამი­ტომ ერ­თა­დერთ გა­მო­სა­ვალს ხე­დავ­და. მას ეშ­მა­კი ეუბ­ნე­ბო­და, ხომ ხე­დავ, რო­გო­რი სა­ში­ნე­ლე­ბა ხარ, მა­ინც არ სწორ­დე­ბი, მა­ინც არ იც­ვლე­ბა შენი ცხოვ­რე­ბა და უმ­ჯო­ბე­სია ყვე­ლა­ზე მარ­ტი­ვი გზა აირ­ჩიო - თავი მო­ი­კა­ლი...“ - უამ­ბო მამა შალ­ვა კე­კე­ლი­ამ AMBEBI.GE-ს.

თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე თვით ადრე, ახალ­გაზ­რდას თვით­მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა ჰქონ­და, თუმ­ცა მა­შინ მე­უღ­ლემ მი­უს­წრო და გა­და­არ­ჩი­ნა. წინა შემ­თხვე­ვა­შიც მან ოჯახ­თან გა­მომ­შვი­დო­ბე­ბა წე­რი­ლით სცა­და, რო­მელ­შიც საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებს ბო­დიშს უხ­დი­და.

„ყვე­ლა­ფერს ვხვდე­ბი, ალ­ბათ არ ვარ სი­ცო­ცხლის ღირ­სი, ყვე­ლას გიმ­წა­რებთ ცხოვ­რე­ბას, მაგ­რამ მე მიყ­ვარ­ხართ და ამას შეგ­ნე­ბუ­ლად არ ვა­კე­თებ. მე ავად ვარ. მად­ლო­ბა, აქამ­დე თქვე­ნი წყა­ლო­ბით მო­ვე­დი და მე ნა­გა­ვი ვარ. მა­პა­ტი­ეთ,“ - წერ­და ის, თუმ­ცა მა­შინ სუ­ი­ცი­დის მცდე­ლო­ბა ჩა­ე­შა­ლა და ლუ­დო­მა­ნი­ის­გან თა­ვის და­საღ­წე­ვად თა­ვად­ვე მო­ი­სურ­ვა მო­ნას­ტერ­ში წას­ვლა.

„უმე­ტე­სო­ბა ვა­ლე­ბის გამო იკ­ლავს თავს. ამ ადა­მი­ანს ვა­ლე­ბი არ ჰქო­ნია, მო­იკ­ლა, იმი­ტომ რომ ვნე­ბას ვერ გა­უმკლავ­და. ოჯა­ხი მას რვა დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ეძებ­და. ოჯა­ხის წევ­რე­ბი ძა­ლი­ან მძი­მედ არი­ან, დედა-მამა ძა­ლი­ან გა­ნიც­დი­ან ამ ყვე­ლა­ფერს, ამ­ხე­ლა ტკი­ვი­ლი აქვს ოჯახს, სა­შინ­ლად გა­ნიც­დი­ან. რო­გორც თა­ვად ამ­ბო­ბენ, ძა­ლი­ან ხა­ლი­სი­ა­ნი, თბი­ლი, ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი ბიჭი იყო. მე­გობ­რე­ბიც ასე ახა­სი­ა­თე­ბენ... ჩემ­თან იყ­ვნენ ოჯა­ხის წევ­რე­ბი მო­სუ­ლე­ბი და ძა­ლი­ან დიდ­ხანს ვი­სა­უბ­რეთ, უმ­ძი­მე­სი მდგო­მა­რე­ო­ბაა“ - აღ­ნიშ­ნა მამა შალ­ვამ.

სა­სუ­ლი­ე­რო პირი აღ­ნიშ­ნავს, რომ ეს ერ­თა­დერ­თი შემ­თხვე­ვა არ არის, როცა ადა­მი­ა­ნი ლუ­დო­მა­ნი­ის­გან ვერ თა­ვი­სუფ­ლდე­ბა. იმ უმ­ძი­მე­სი პრობ­ლე­მით, რო­მელ­საც აზარ­ტულ თა­მა­შებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჰქვია, მას­თან უამ­რა­ვი მი­დის, ბევ­რმა კი წნეხს ვე­ღარ გა­უძ­ლო და ცხოვ­რე­ბა თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა.

„ძა­ლი­ან მინ­და, ხალ­ხმა გა­ი­გოს, რომ აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბი ნარ­კო­ტიკ­ზე უფრო მძი­მე სე­ნია. ჩემი სამ­ღვდე­ლო გა­მოც­დი­ლე­ბით, ადა­მი­ა­ნე­ბის აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბი­დან გა­მოყ­ვა­ნა უფრო რთუ­ლია, ვიდ­რე ნარ­კო­ტი­კის­თვის თა­ვის და­ნე­ბე­ბა. როცა წა­გე­ბუ­ლი აქვთ, ფიქ­რო­ბენ, რომ შემ­დეგ მო­ი­გე­ბენ და თა­მაშს აგ­რძე­ლე­ბენ, თუ მო­ი­გებ, კი­დევ უფრო მეტი ცდუ­ნე­ბაა, გგო­ნია, რომ ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად შე­გიძ­ლია, დიდი ფული იშოვ­ნო. ძა­ლი­ან ბევ­რი ამ საც­დუ­რი­დან ვერ გა­მო­დის და ვერ ანე­ბებს თავს, ამი­ტომ აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­კეთ­დეს,“ - აღ­ნიშ­ნა მამა შალ­ვამ.

რო­გორც თა­ვად იხ­სე­ნებს, მისი ცხრაწ­ლი­ა­ნი სა­სუ­ლი­ე­რო მოღ­ვა­წე­ო­ბის პე­რი­ოდ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 100 შემ­თხვე­ვა მა­ინც მომ­ხდა­რა, რო­დე­საც აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის გამო ადა­მი­ა­ნებ­მა სი­ცო­ცხლე თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლეს, რად­გან ფი­ნან­სურ და ფსი­ქო­ლო­გი­ურ წნეხს ვერ გა­უმკლავ­დნენ... ბევ­რმა მათ­გან­მა კი ეს დამ­ღუპ­ვე­ლი სენი დაძ­ლია და სა­კუ­თარ თავს ახ­ლაც მუდ­მი­ვად აკონ­ტრო­ლებს.

„მე ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ვიცი, რო­მე­ლიც სა­ხუ­რა­ვი­დან გად­მოხ­ტა, თავი მო­იკ­ლა აზარ­ტუ­ლი თა­მა­შის გამო. ჩემი მრევ­ლის იმ ნა­წილს, ვინც აზარ­ტულ თა­მა­შებს თა­მა­შობ­და, უთ­ქვამს, კა­ზი­ნო­ე­ბი რომ ქა­ლა­ქი­დან ცოტა შორს რომ ყო­ფი­ლი­ყო, შე­იძ­ლე­ბა, აღარ წა­სუ­ლიყ­ვნენ. რო­გორც ვიცი, ამე­რი­კის ბევრ შტატ­ში კა­ზი­ნო­ე­ბი სა­ერ­თოდ აკ­რძა­ლუ­ლია, ევ­რო­პის ქა­ლა­ქებ­შიც ვერ შე­ამ­ჩნევ, რეკ­ლა­მა ისე­თი მცი­რე დო­ზი­თაა. მა­გა­ლი­თად, ფი­ნეთ­ში, ჰელ­სინკში ერთი კა­ზი­ნოა, რო­მე­ლი ქა­ლა­ქის ცენ­ტრში მდე­ბა­რე­ობს, რეკ­ლა­მა არ აქვს და ვერ შე­ამ­ჩნევ, თუ რა ობი­ექ­ტია გახ­სნი­ლი. ადა­მი­ა­ნე­ბის წა­გე­ბუ­ლი თან­ხე­ბი კი ქველ­მოქ­მე­დე­ბას ხმარ­დე­ბა.

ჩვენ­თან კი სა­პატ­რი­არ­ქოს გვერ­დით ამ­ხე­ლა კა­ზი­ნოა და არამ­ხო­ლოდ თბი­ლის­ში, არა­მედ ბა­თუმ­ში მი­მა­ვალ გზა­ზე, ბილ­ბორ­დებ­ზე კა­ზი­ნოს რეკ­ლა­მა ყველ­გან გა­მოკ­რუ­ლია. ეს ძა­ლი­ან დიდი ცდუ­ნე­ბაა, რად­გან თუ აზარ­ტუ­ლი მო­თა­მა­შე ხარ, ვე­რაფ­რით ვერ იტყვი უარს. თუნ­დაც ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბულს, რო­მელ­საც თა­ვის და­ნე­ბე­ბა სურს, ყო­ველ­დღე წინ ნარ­კო­ტი­კი რომ და­უ­დო, ის ხომ ამ მიზ­ნის მიღ­წე­ვას ვერ შეძ­ლებს?! ზუს­ტად იგი­ვეა აზარ­ტულ თა­მა­შებ­ზე. აზარ­ტუ­ლი მო­თა­მა­შე ვერ შე­ჩერ­დე­ბა, თუ მას სულ თვალ­წინ ექ­ნე­ბა ეს ყო­ვე­ლი­ვე“ - გან­მარ­ტავს მამა შალ­ვა კე­კე­ლია.

მისი რჩე­ვით, ვი­საც სურს, რომ მის­მა ახ­ლო­ბელ­მა, მე­გო­ბარ­მა, ოჯა­ხის წევ­რმა აზარ­ტულ თა­მა­შებ­ზე უარი თქვას, ამის­თვის გვერ­დით უნდა და­უდ­გეს, მხა­რი და­უ­ჭი­როს, რად­გან ამ დროს ადა­მი­ა­ნის მარ­ტო და­ტო­ვე­ბა და მას­თან კონ­ფლიქ­ტი, შე­იძ­ლე­ბა დამ­ღუპ­ვე­ლი აღ­მოჩ­ნდეს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
sebastian kurz patriot
1
თავის მოკვლა გამოსავალი არ არის გამოსავალზე ხელისუფლებამ უნდა იფიქროს მაგრამ ეს არ აინტერესებთ ყველა მივდივართ არჩევნებზე და ვიღებთ სწორ გადაწყვეტილებას რადგან საქართველო გადარჩეს
სიმართლე
1
ამ პრობლემას გადაყვება ეს მთავრობა!!!ოღონდ მართლა..მოჩვენებითი საქმიანობა,ვითომ რაღაცას აკეთებენ ამ პრობლემის გადასაწყვეტად არ გაუვათ!!
რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"თავი ფულის გამო არ მომიკლავს, ავადმყოფობის გამო მოვიკალი...“ - აზარტული თამაშების მორიგი მსხვერპლის წერილი თვითმკვლელობამდე

"თავი ფულის გამო არ მომიკლავს, ავადმყოფობის გამო მოვიკალი...“ - აზარტული თამაშების მორიგი მსხვერპლის წერილი თვითმკვლელობამდე

„მე თავი ფულის გამო არ მომიკლავს, თავი ავადმყოფობის გამო მოვიკალი...“ - ასეთია 35 წლამდე ახალგაზრდა მამაკაცის უკანასკნელი სიტყვები, რომელიც აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების მორიგი მსხვერპლია...

„საფლავი უბრალო გამიკეთეთ. ლოცვებში მაინც ვერ მომიხსენიებთ, ამიტომ დაივიწყეთ და ისე იცხოვრეთ, ვითომ არც ვყოფილვარ. თათია მიყვარხარ. მე თავი ფულის გამო არ მომიკლავს, თავი ავადმყოფობის გამო მოვიკალი. რამდენი წელია, ასე ვიტანჯები და თავს ვერ ვანებებ. ასე თუ დავანებებ, ალბათ სხვა გზა არც ვიცი, ყველაფერი ვცადე“ - დაწერა ახალგაზრდამ ცოლთან და ოჯახის წევრებთან გამოსამშვიდობებელ წერილში, რომელიც თბილისის ზღვის ტერიტორიაზე გაჩერებულ კუთვნილ ავტომობილში დატოვა, თავად კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა - თავი ჩამოიხრჩო.

ფაქტის შესახებ AMBEBI.GE-ს მამა შალვა კეკელიამ უამბო - გარდაცვლილი მამაკაცი მისი მრევლის წევრის მეუღლე იყო, რომლის ვინაობასაც სასულიერო პირი შეგნებულად არ ასახელებს. როგორც მამა შალვა იხსენებს, ახალგაზრდა მამაკაცი აზარტული თამაშებისგან თავის დახსნას მუდმივად ცდილობდა, პროცესი კი დაახლოებით 5-6 წლის განმავლობაში გრძელდებოდა, თუმცა უშედეგოდ.

„მისი ოჯახი მოვიდა რომ დავხმარებოდი, ცოლს ძალიან უყვარდა და ეხმარებოდა, ფსიქოლოგთან მისვლაც შესთავაზა, თუმცა უარი უთხრა. ეს ბიჭი ცდილობდა, რომ თამაშისთვის თავი დაენებებინა, მონასტერშიც იყო წასული, თუმცა ვერ შეძლო, აყვა აზარტულ თამაშებს. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში კაზინოები უკვე ყველგან არის. თავიდან სათამაშო აპარატებით დაიწყო თამაში და შემდეგ ჩაითრია ამ ყველაფერმა, თავს ვეღარ ანებებდა, აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული რეკლამები ყველგან ხვდებოდა, ტელეფონშიც კი ყველგან ამას ხედავდა და მისი მეშვეობითაც შეეძლო, რომ ეთამაშა, იმდენად იყო ჩათრეული, რომ შემოთავაზებებზე უარს ვეღარ ამბობდა.

სურვილი ჰქონდა, მაგრამ ხვდებოდა, რომ თავს ვეღარ აღწევდა და ბოლოს წერილშიც დაწერა, რომ ყველაზე ცუდი ადამიანი ვარ, რომ ამას თავს ვერ ვანებებო, ამიტომ ერთადერთ გამოსავალს ხედავდა. მას ეშმაკი ეუბნებოდა, ხომ ხედავ, როგორი საშინელება ხარ, მაინც არ სწორდები, მაინც არ იცვლება შენი ცხოვრება და უმჯობესია ყველაზე მარტივი გზა აირჩიო - თავი მოიკალი...“ - უამბო მამა შალვა კეკელიამ AMBEBI.GE-ს.

თვითმკვლელობამდე რამდენიმე თვით ადრე, ახალგაზრდას თვითმკვლელობის მცდელობა ჰქონდა, თუმცა მაშინ მეუღლემ მიუსწრო და გადაარჩინა. წინა შემთხვევაშიც მან ოჯახთან გამომშვიდობება წერილით სცადა, რომელშიც საყვარელ ადამიანებს ბოდიშს უხდიდა.

„ყველაფერს ვხვდები, ალბათ არ ვარ სიცოცხლის ღირსი, ყველას გიმწარებთ ცხოვრებას, მაგრამ მე მიყვარხართ და ამას შეგნებულად არ ვაკეთებ. მე ავად ვარ. მადლობა, აქამდე თქვენი წყალობით მოვედი და მე ნაგავი ვარ. მაპატიეთ,“ - წერდა ის, თუმცა მაშინ სუიციდის მცდელობა ჩაეშალა და ლუდომანიისგან თავის დასაღწევად თავადვე მოისურვა მონასტერში წასვლა.

„უმეტესობა ვალების გამო იკლავს თავს. ამ ადამიანს ვალები არ ჰქონია, მოიკლა, იმიტომ რომ ვნებას ვერ გაუმკლავდა. ოჯახი მას რვა დღის განმავლობაში ეძებდა. ოჯახის წევრები ძალიან მძიმედ არიან, დედა-მამა ძალიან განიცდიან ამ ყველაფერს, ამხელა ტკივილი აქვს ოჯახს, საშინლად განიცდიან. როგორც თავად ამბობენ, ძალიან ხალისიანი, თბილი, ყურადღებიანი ბიჭი იყო. მეგობრებიც ასე ახასიათებენ... ჩემთან იყვნენ ოჯახის წევრები მოსულები და ძალიან დიდხანს ვისაუბრეთ, უმძიმესი მდგომარეობაა“ - აღნიშნა მამა შალვამ.

სასულიერო პირი აღნიშნავს, რომ ეს ერთადერთი შემთხვევა არ არის, როცა ადამიანი ლუდომანიისგან ვერ თავისუფლდება. იმ უმძიმესი პრობლემით, რომელსაც აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება ჰქვია, მასთან უამრავი მიდის, ბევრმა კი წნეხს ვეღარ გაუძლო და ცხოვრება თვითმკვლელობით დაასრულა.

„ძალიან მინდა, ხალხმა გაიგოს, რომ აზარტული თამაშები ნარკოტიკზე უფრო მძიმე სენია. ჩემი სამღვდელო გამოცდილებით, ადამიანების აზარტული თამაშებიდან გამოყვანა უფრო რთულია, ვიდრე ნარკოტიკისთვის თავის დანებება. როცა წაგებული აქვთ, ფიქრობენ, რომ შემდეგ მოიგებენ და თამაშს აგრძელებენ, თუ მოიგებ, კიდევ უფრო მეტი ცდუნებაა, გგონია, რომ ძალიან მარტივად შეგიძლია, დიდი ფული იშოვნო. ძალიან ბევრი ამ საცდურიდან ვერ გამოდის და ვერ ანებებს თავს, ამიტომ აზარტული თამაშების საწინააღმდეგოდ ყველაფერი უნდა გაკეთდეს,“ - აღნიშნა მამა შალვამ.

როგორც თავად იხსენებს, მისი ცხრაწლიანი სასულიერო მოღვაწეობის პერიოდში დაახლოებით 100 შემთხვევა მაინც მომხდარა, როდესაც აზარტული თამაშების გამო ადამიანებმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს, რადგან ფინანსურ და ფსიქოლოგიურ წნეხს ვერ გაუმკლავდნენ... ბევრმა მათგანმა კი ეს დამღუპველი სენი დაძლია და საკუთარ თავს ახლაც მუდმივად აკონტროლებს.

„მე ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი, რომელიც სახურავიდან გადმოხტა, თავი მოიკლა აზარტული თამაშის გამო. ჩემი მრევლის იმ ნაწილს, ვინც აზარტულ თამაშებს თამაშობდა, უთქვამს, კაზინოები რომ ქალაქიდან ცოტა შორს რომ ყოფილიყო, შეიძლება, აღარ წასულიყვნენ. როგორც ვიცი, ამერიკის ბევრ შტატში კაზინოები საერთოდ აკრძალულია, ევროპის ქალაქებშიც ვერ შეამჩნევ, რეკლამა ისეთი მცირე დოზითაა. მაგალითად, ფინეთში, ჰელსინკში ერთი კაზინოა, რომელი ქალაქის ცენტრში მდებარეობს, რეკლამა არ აქვს და ვერ შეამჩნევ, თუ რა ობიექტია გახსნილი. ადამიანების წაგებული თანხები კი ქველმოქმედებას ხმარდება.

ჩვენთან კი საპატრიარქოს გვერდით ამხელა კაზინოა და არამხოლოდ თბილისში, არამედ ბათუმში მიმავალ გზაზე, ბილბორდებზე კაზინოს რეკლამა ყველგან გამოკრულია. ეს ძალიან დიდი ცდუნებაა, რადგან თუ აზარტული მოთამაშე ხარ, ვერაფრით ვერ იტყვი უარს. თუნდაც ნარკოდამოკიდებულს, რომელსაც თავის დანებება სურს, ყოველდღე წინ ნარკოტიკი რომ დაუდო, ის ხომ ამ მიზნის მიღწევას ვერ შეძლებს?! ზუსტად იგივეა აზარტულ თამაშებზე. აზარტული მოთამაშე ვერ შეჩერდება, თუ მას სულ თვალწინ ექნება ეს ყოველივე“ - განმარტავს მამა შალვა კეკელია.

მისი რჩევით, ვისაც სურს, რომ მისმა ახლობელმა, მეგობარმა, ოჯახის წევრმა აზარტულ თამაშებზე უარი თქვას, ამისთვის გვერდით უნდა დაუდგეს, მხარი დაუჭიროს, რადგან ამ დროს ადამიანის მარტო დატოვება და მასთან კონფლიქტი, შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს.

მეტრო "გოცირიძე" გადაიხურება და შშმ პირებისთვის ადაპტირებული გახდება

"საუკეთესო ჩვევა ჯანმრთელი ცხოვრებისთვის - ეს კარგი განწყობაა" - ცნობილი კარდიოქირურგის რჩევები სიცოცხლის გასახანგრძლივებლად

BTU-ს სტუდენტების ახალი პროექტი მონასტრებში ნაწარმ პროდუქციას ერთ ონლაინმაღაზიაში გააერთიანებს