საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლევან დადუნაშვილის მამის გამოსვლა აქციაზე - "რევოლუცია მე არ მაწყობს"
ლევან დადუნაშვილის მამის გამოსვლა აქციაზე - "რევოლუცია მე არ მაწყობს"

პარ­ლა­მენ­ტთან მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ა­ზე ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მოკ­ლუ­ლი ლე­ვან და­დუ­ნაშ­ვი­ლის მამა მი­ვი­და და შეკ­რე­ბილ სა­ზო­გა­დო­ე­ბას სი­ტყვით მი­მარ­თა. მოკ­ლუ­ლი მო­ზარ­დის მა­მამ ზაზა სა­რა­ლი­ძეს თა­ნად­გო­მა გა­მო­უ­ცხა­და და აღ­ნიშ­ნა, რომ გა­მო­ძი­ე­ბით კმა­ყო­ფი­ლი არც ის არის.

"არა­სო­დეს გა­მოვ­ჩე­ნილ­ვარ აქ­ცი­ებ­ზე და კა­მე­რებ­თან. მე აღ­მაშ­ფო­თა ერ­თმა ფაქ­ტმა, წე­ღან გა­მო­ვი­და აქ ვი­ღაც ტიპი, რო­მელ­მაც ლე­ვა­ნის ნათ­ლი­ად გა­ა­სა­ღა თავი. ეს არ უნდა ხდე­ბო­დეს. თუ თა­ნად­გო­მაა, თა­ნად­გო­მა იყოს. ავან­ტი­უ­რებს და ამ­ნა­ირ ავან­ტუ­რის­ტებს აქ ად­გი­ლი არ უნდა ჰქონ­დეთ. მე ჩემი სათ­ქმე­ლი ეს მაქვს. მე ზა­ზას თა­ნად­გო­მას ვუ­ცხა­დებ და მის გვერ­დში ვარ. ჩემი ტრა­გე­დია და ზა­ზას ტრა­გე­დია ერ­თია. მინ­და ყვე­ლას მოგ­მარ­თოთ, ვინც ტე­ლე­ვი­ზი­ით და სახ­ლში შე­კე­ტი­ლე­ბი გვის­მე­ნენ, გა­მო­ვი­დეთ ყელა. რე­ვო­ლუ­ცია მე არ მა­წყობს, მინ­და ჩემი შვი­ლის მკვლე­ლი ბო­ლომ­დე და­ი­სა­ჯოს. სა­მარ­თლით მეც არ ვარ კმა­ყო­ფი­ლი, მაგ­რამ არის ინ­სტან­ცი­ე­ბი, სა­დაც გა­სარ­კვე­ვია ეს ყვე­ლა­ფე­რი. არ ვარ ბო­ლომ­დე კმა­ყო­ფი­ლი გა­მო­ძი­ე­ბით, მაგ­რამ უნდა გა­მო­ი­ძი­ოს ეს იმ სა­ხელ­მწი­ფომ, რო­მელ სა­ხელ­მწი­ფო­შიც ვცხოვ­რობთ" - გა­ნა­ცხა­და და­დუ­ნაშ­ვილ­მა. აღ­ნიშ­ნულ კო­მენ­ტარს აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის მხრი­დან ხმა­უ­რი მოჰ­ყვა.

ნა­ხეთ ვი­დეო: "ზაზა, შენს გვერ­დში ვარ!.. რე­ვო­ლუ­ცია მე არ მა­წყობს" - ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მოკ­ლუ­ლი ლე­ვან და­დუ­ნაშ­ვი­ლის მამა სა­რა­ლი­ძის აქ­ცი­ა­ზე მი­ვი­და

შე­გახ­სე­ნებთ, რომ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია გუ­შინ მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მო­ზარ­დე­ბის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მი­მართ გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­ა­ცხა­და. მო­სა­მარ­თლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, გ.ბ, რო­მელ­საც ბრა­ლი, რო­გორც ლე­ვან და­დუ­ნაშ­ვი­ლის ასე­ვე და­ვით სა­რა­ლი­ძის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში ედე­ბო­და, მხო­ლოდ ლე­ვან და­დუ­ნაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის ეპი­ზოდ­ში იქნა დამ­ნა­შა­ვედ ცნო­ბი­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა და­ვით სა­რა­ლი­ძის მკვლე­ლო­ბის ეპი­ზოდს, სა­სა­მარ­თლომ გ.ბ. ამ ნა­წილ­ში სრუ­ლად გა­ა­მარ­თლა. რაც შე­ე­ხე­ბა მე­ო­რე ბრალ­დე­ბულს, რო­მელ­საც პრო­კუ­რა­ტუ­რა და­ვით სა­რა­ლი­ძის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას ედა­ვე­ბო­და, სა­სა­მარ­თლომ გ.ჯ.-ს ბრა­ლი გა­და­უკ­ვა­ლი­ფი­ცი­რა და სა­რა­ლი­ძის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა­ში ცნო დამ­ნა­შა­ვედ. გა­მო­ტა­ნი­ლი გა­ნა­ჩე­ნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ბრალ­დე­ბუ­ლებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში სა­სა­მარ­თლო სას­ჯე­ლის ვა­დას და ზო­მას დღეს გან­სა­ზღვრავს.

ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე ორი მო­ზარ­დი 1-ელ დე­კემ­ბერს დაჭ­რეს. ლე­ვან და­დუ­ნაშ­ვი­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნამ­დე გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო და­ვით სა­რა­ლი­ძე რამ­დე­ნი­მე ოპე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, 2 დე­კემ­ბერს, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

00:00 / 00:00

ლევან დადუნაშვილის მამის გამოსვლა აქციაზე - "რევოლუცია მე არ მაწყობს"

ლევან დადუნაშვილის მამის გამოსვლა აქციაზე - "რევოლუცია მე არ მაწყობს"

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მამა მივიდა და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა. მოკლული მოზარდის მამამ ზაზა სარალიძეს თანადგომა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ გამოძიებით კმაყოფილი არც ის არის.

"არასოდეს გამოვჩენილვარ აქციებზე და კამერებთან. მე აღმაშფოთა ერთმა ფაქტმა, წეღან გამოვიდა აქ ვიღაც ტიპი, რომელმაც ლევანის ნათლიად გაასაღა თავი. ეს არ უნდა ხდებოდეს. თუ თანადგომაა, თანადგომა იყოს. ავანტიურებს და ამნაირ ავანტურისტებს აქ ადგილი არ უნდა ჰქონდეთ. მე ჩემი სათქმელი ეს მაქვს. მე ზაზას თანადგომას ვუცხადებ და მის გვერდში ვარ. ჩემი ტრაგედია და ზაზას ტრაგედია ერთია. მინდა ყველას მოგმართოთ, ვინც ტელევიზიით და სახლში შეკეტილები გვისმენენ, გამოვიდეთ ყელა. რევოლუცია მე არ მაწყობს, მინდა ჩემი შვილის მკვლელი ბოლომდე დაისაჯოს. სამართლით მეც არ ვარ კმაყოფილი, მაგრამ არის ინსტანციები, სადაც გასარკვევია ეს ყველაფერი. არ ვარ ბოლომდე კმაყოფილი გამოძიებით, მაგრამ უნდა გამოიძიოს ეს იმ სახელმწიფომ, რომელ სახელმწიფოშიც ვცხოვრობთ" - განაცხადა დადუნაშვილმა. აღნიშნულ კომენტარს აქციის მონაწილეების მხრიდან ხმაური მოჰყვა.

ნახეთ ვიდეო: "ზაზა, შენს გვერდში ვარ!.. რევოლუცია მე არ მაწყობს" - ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მამა სარალიძის აქციაზე მივიდა

შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქცია გუშინ მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ბრალდებულების მიმართ განაჩენი გამოაცხადა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, გ.ბ, რომელსაც ბრალი, როგორც ლევან დადუნაშვილის ასევე დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში ედებოდა, მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობის ეპიზოდში იქნა დამნაშავედ ცნობილი. რაც შეეხება დავით სარალიძის მკვლელობის ეპიზოდს, სასამართლომ გ.ბ. ამ ნაწილში სრულად გაამართლა. რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, რომელსაც პროკურატურა დავით სარალიძის განზრახ მკვლელობას ედავებოდა, სასამართლომ გ.ჯ.-ს ბრალი გადაუკვალიფიცირა და სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ. გამოტანილი განაჩენიდან გამომდინარე, ბრალდებულებთან მიმართებაში სასამართლო სასჯელის ვადას და ზომას დღეს განსაზღვრავს.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო დავით სარალიძე რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ