"ლევან დადუნაშვილის მამა ჩამოვიდა, რომ ზაზას დაუდგეს გვერდში" - ამის შესახებ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" დადუნაშვილების ოჯახის ადვოკატმა ხათუნა მაღლაკელიძემ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, მოკლული მოზარდის მამა თბილისში რამდენიმე წუთის წინ ჩამოვიდა და აპირებს, რომ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მივიდეს.
"მოგეხსენებათ, ლევანის ნაწილში გარკვეულია ყველაფერი, მაგრამ ლევანის მშობლები არ არიან იმ აზრზე, რომ მათი საქმე დასრულდა და დათოს ნაწილში, რაც მოხდება, არ გვაინტერესებს. პირიქით, დღეს ლევანის მამა, რომელიც არ ჩანდა ამდენი ხანი, ჩამოვიდა იმის გამო, რომ ზაზას დაუდგეს გვერდში და უთხრას, მოდი ზაზა ერთად გამოვიძიოთ შენი შვილი საქმე. ორივეს ერთი ტრაგედია გვაერთიანებს. ალბათ შეხვდება სარალიძეს" - განაცხადა ხათუნა მაღლაკელიძე.