პარლამენტის შენობასთან პოლიციამ აქციის სამი მონაწილე დააკავა. როგორც Ambebi.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სამივე პირი 166-ე და 178-ე მუხლებით, ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.
რუსთაველის გამზირზე ამ წუთებში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ობიექტური გამოძიების მოთხოვნით აქცია იმართება. ასევე მეორე აქცია მიმდინარეობს ფილარმონიის წინ, სადაც ცოტა ხნის წინ სამართალდამცველებმა 5 პირი დააკავეს, მათგან ერთი ქალია.
ხუთივე დაკავებული პოლიციამ ტერიტორიიდან იმ დროს გაიყვანა, როდესაც ისინი ჟურნალისტებთან კომენტარებს აკეთებდნენ. აქციის მონაწილეების ნაწილი ცდილობს, გზის სავალ ნაწილზე გადასვლას, რასაც პოლიცია ხელს უშლის.