კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ტრაგედიებს ჩასაფრებული სვავების შემოკრებით შორს ვერ წავალთ" - რას წერს ბექა წიქარიშვილი რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე
"ტრაგედიებს ჩასაფრებული სვავების შემოკრებით შორს ვერ წავალთ" - რას წერს ბექა წიქარიშვილი რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე

"თეთ­რი ხმა­უ­რის" მოძ­რა­ო­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ბექა წი­ქა­რიშ­ვი­ლი ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მო­ზარ­დე­ბის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე სა­სა­მარ­თლოს მიერ გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ აგო­რე­ბულ საპ­რო­ტეს­ტო ტალ­ღა­სა და მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მა­უ­რე­ბა:

"მთე­ლი ცხოვ­რე­ბა შო­რი­დან მომ­ზი­რალ მე­გობ­რებს ვაკ­რი­ტი­კებ მაგ­რამ ვე­ღარ ვით­მენ ამი­ტომ დავ­წერ.

ზაზა სა­რა­ლი­ძეს­თა­ნაა სას­წრა­ფოდ სა­ლა­პა­რა­კო და ასახ­სნე­ლი, რომ ტრა­გე­დი­ებს ჩა­საფ­რე­ბუ­ლი სვა­ვე­ბის შე­მოკ­რე­ბით შორს ვერ წა­ვალთ, ისი­ნი მხო­ლოდ შე­ჭა­მენ გულ­წრფელ ტკი­ვილს და ნაც­ვლად სა­კუ­თარ ნა­გავს დაყ­რი­ან. ყვე­ლა ადეკ­ვა­ტუ­რი მო­ქა­ლა­ქის ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა ახლა ეს პრო­ცე­სი კლო­უ­ნა­დის­გან ვიხ­სნათ. გუ­შინ მთე­ლი სა­ღა­მო რუს­თა­ვი 2-ს ვუ­ყუ­რებ­დი და გული მის­კდე­ბო­და იმის ცქე­რით, რო­გორ ილო­კა­ვენ ტუ­ჩებს ჰუ­მა­ნიზმს ამო­ფა­რე­ბუ­ლი სა­დის­ტე­ბი (და­ქი­რა­ვე­ბულ ჭი­რი­სუფ­ლად მოვ­ლე­ნი­ლი არ­ხის დი­რექ­ტო­რის ჩათ­ვლით). სას­წრა­ფოდ და­საც­ლე­ლია ეს პრო­ტეს­ტი ნაც-ქო­ცუ­რი ნა­რა­ტი­ვე­ბის­გან და წა­მო­სა­წე­ვია მათი სა­მარ­ცხვი­ნო პო­ლი­ტი­კით გა­მოწ­ვე­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წუ­ხი­ლე­ბი.

ოც­ნე­ბა თა­ვი­სი სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბით ფაქ­ტობ­რი­ვად უკვე დე­ფაქ­ტოა. "აქ­ცი­ე­ბის გა­შა­ვე­ბის კან­ტო­რის" ამუ­შა­ვე­ბა მხო­ლოდ ადას­ტუ­რებს ამას. არ ვიცი რო­გორ დას­რულ­დე­ბა პრო­ცე­სე­ბი, მაგ­რამ ბი­ძი­ნა კი არა მსოფ­ლიო ოლი­გარ­ქი­აც ვე­ღარ იხ­სნის მათ. პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ნა­ჩე­ნი გუნდს გა­მო­ტა­ნი­ლი აქვს და დღეს თუ ხვალ აღ­სრულ­დე­ბა. პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ზი­ცი­ის არარ­სე­ბო­ბის ფონ­ზე კი, პრაგ­მა­ტუ­ლი თვალ­საზ­რი­სი­თაც და სა­ჯა­რო ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­თაც, სჯობს ეს ხვალ მოხ­დეს.

მოქ­მე­დი ოპო­ზი­ცი­ით შევ­სე­ბულ სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­სი­ას ალ­ბათ სჯობ­და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო მოგ­ვე­თხო­ვა, გა­იძ­ვე­რა პო­ლი­ტი­კო­სე­ბის ნაც­ვლად მა­ღა­ლი სან­დო­ო­ბის მქო­ნე პი­რე­ბის­გან დაგ­ვე­კომ­პლექ­ტე­ბი­ნა და თუ სის­ტე­მის და­ნა­შა­უ­ლებ­ზე ვსა­უბ­რობთ, ხო­რა­ვას ტრა­გე­დი­ას­თან ერ­თად (რო­მელ­შიც ჩვე­ნი, ეთი­კუ­რო­ბი­სა და მო­რა­ლუ­რო­ბის­გან დაც­ლი­ლი ქარ­თუ­ლი ოჯა­ხე­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ბრა­ლე­უ­ლო­ბაც უნდა ამო­ვი­კი­თხოთ), უნდა მო­ვი­თხო­ვოთ ლე­ვან აბ­ზი­ა­ნი­ძის, დე­მურ სტუ­რუ­ას, ამი­რან კვი­რი­კაშ­ვი­ლის, პა­ა­ტა პავ­ლი­აშ­ვი­ლის, თე­მირ­ლან მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლის, ფენ­ტა­ნილ­გა­რე­უ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბით და­ხო­ცი­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი­სა და სხვა ტრა­გი­კუ­ლი საქ­მე­ე­ბის ხე­ლა­ხა­ლი, ღია და მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი გა­მო­ძი­ე­ბა.

და­ბო­ლოს, არ შე­მიძ­ლია მა­ჩა­ლი­კაშ­ვილ­ზე არ შევ­ჩერ­დე, ხალხნო, თუკი სა­რა­ლი­ძის მკვლე­ლებს ხელს აფა­რებს სის­ტე­მა, მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლი თა­ვად სის­ტე­მამ მოკ­ლა, ლო­გინ­ში, მძი­ნა­რე და მერე გა­საპ­რა­ვებ­ლად ტე­რო­რის­ტად შე­რა­ცხა. მო­უს­მი­ნეთ მის მა­მას, პან­კი­სი­დან უდი­დე­სი ტკი­ვი­ლი­თაა ჩა­მო­სუ­ლი, მო­უს­მი­ნეთ და მისი სურ­ვი­ლი მო­თხოვ­ნად აქ­ცი­ეთ. მერ­წმუ­ნეთ, ამ აქ­ცი­ე­ბით იმა­ზე სა­სარ­გებ­ლოს ვე­რა­ფერს ვი­ზამთ, თუკი სა­რა­ლი­ძე­ებ­თან და და­დუ­ნაშ­ვი­ლებ­თან ერ­თად მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლე­ბის ტკი­ვილ­საც შე­ვამ­სუ­ბუ­ქებთ, ჩვენს პან­კი­სელ დებ­სა და ძმებს ჩვენს ერ­თგუ­ლე­ბას და მე­გობ­რო­ბას და­ვუმ­ტკი­ცებთ, ამას ხაზ­გას­მა არც უნდა სჭირ­დე­ბო­დეს!".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"ტრაგედიებს ჩასაფრებული სვავების შემოკრებით შორს ვერ წავალთ" - რას წერს ბექა წიქარიშვილი რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე

"ტრაგედიებს ჩასაფრებული სვავების შემოკრებით შორს ვერ წავალთ" - რას წერს ბექა წიქარიშვილი რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე

"თეთრი ხმაურის" მოძრაობის წარმომადგენელი ბექა წიქარიშვილი ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე სასამართლოს მიერ განაჩენის გამოცხადების შემდეგ აგორებულ საპროტესტო ტალღასა და მიმდინარე აქციას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"მთელი ცხოვრება შორიდან მომზირალ მეგობრებს ვაკრიტიკებ მაგრამ ვეღარ ვითმენ ამიტომ დავწერ.

ზაზა სარალიძესთანაა სასწრაფოდ სალაპარაკო და ასახსნელი, რომ ტრაგედიებს ჩასაფრებული სვავების შემოკრებით შორს ვერ წავალთ, ისინი მხოლოდ შეჭამენ გულწრფელ ტკივილს და ნაცვლად საკუთარ ნაგავს დაყრიან. ყველა ადეკვატური მოქალაქის ვალდებულებაა ახლა ეს პროცესი კლოუნადისგან ვიხსნათ. გუშინ მთელი საღამო რუსთავი 2-ს ვუყურებდი და გული მისკდებოდა იმის ცქერით, როგორ ილოკავენ ტუჩებს ჰუმანიზმს ამოფარებული სადისტები (დაქირავებულ ჭირისუფლად მოვლენილი არხის დირექტორის ჩათვლით). სასწრაფოდ დასაცლელია ეს პროტესტი ნაც-ქოცური ნარატივებისგან და წამოსაწევია მათი სამარცხვინო პოლიტიკით გამოწვეული საზოგადოებრივი წუხილები.

ოცნება თავისი საკონსტიტუციო უმრავლესობით ფაქტობრივად უკვე დეფაქტოა. "აქციების გაშავების კანტორის" ამუშავება მხოლოდ ადასტურებს ამას. არ ვიცი როგორ დასრულდება პროცესები, მაგრამ ბიძინა კი არა მსოფლიო ოლიგარქიაც ვეღარ იხსნის მათ. პოლიტიკური განაჩენი გუნდს გამოტანილი აქვს და დღეს თუ ხვალ აღსრულდება. პოლიტიკური ოპოზიციის არარსებობის ფონზე კი, პრაგმატული თვალსაზრისითაც და საჯარო ინტერესების გათვალისწინებითაც, სჯობს ეს ხვალ მოხდეს.

მოქმედი ოპოზიციით შევსებულ საპარლამენტო კომისიას ალბათ სჯობდა დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო მოგვეთხოვა, გაიძვერა პოლიტიკოსების ნაცვლად მაღალი სანდოობის მქონე პირებისგან დაგვეკომპლექტებინა და თუ სისტემის დანაშაულებზე ვსაუბრობთ, ხორავას ტრაგედიასთან ერთად (რომელშიც ჩვენი, ეთიკურობისა და მორალურობისგან დაცლილი ქართული ოჯახებისა და საზოგადოების ბრალეულობაც უნდა ამოვიკითხოთ), უნდა მოვითხოვოთ ლევან აბზიანიძის, დემურ სტურუას, ამირან კვირიკაშვილის, პაატა პავლიაშვილის, თემირლან მაჩალიკაშვილის, ფენტანილგარეული ნივთიერებებით დახოცილი ახალგაზრდებისა და სხვა ტრაგიკული საქმეების ხელახალი, ღია და მიუკერძოებელი გამოძიება.

დაბოლოს, არ შემიძლია მაჩალიკაშვილზე არ შევჩერდე, ხალხნო, თუკი სარალიძის მკვლელებს ხელს აფარებს სისტემა, მაჩალიკაშვილი თავად სისტემამ მოკლა, ლოგინში, მძინარე და მერე გასაპრავებლად ტერორისტად შერაცხა. მოუსმინეთ მის მამას, პანკისიდან უდიდესი ტკივილითაა ჩამოსული, მოუსმინეთ და მისი სურვილი მოთხოვნად აქციეთ. მერწმუნეთ, ამ აქციებით იმაზე სასარგებლოს ვერაფერს ვიზამთ, თუკი სარალიძეებთან და დადუნაშვილებთან ერთად მაჩალიკაშვილების ტკივილსაც შევამსუბუქებთ, ჩვენს პანკისელ დებსა და ძმებს ჩვენს ერთგულებას და მეგობრობას დავუმტკიცებთ, ამას ხაზგასმა არც უნდა სჭირდებოდეს!".

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"