10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როდის გამოკითხავენ გ.ჯ.-ს და გ.ბ-ს ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე, ახალგამოვლენილ გარემოებებთან დაკავშირებით?
როდის გამოკითხავენ გ.ჯ.-ს და გ.ბ-ს ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე, ახალგამოვლენილ გარემოებებთან დაკავშირებით?

ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მო­ზარ­დე­ბის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე, ახალ­გა­მოვ­ლე­ნილ გა­რე­მო­ე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, საქ­მე­ზე გამ­ტყუ­ნე­ბუ­ლი ორი ბრალ­დე­ბუ­ლის გა­მო­კი­თხვა იგეგ­მე­ბა. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის­თვის“ გახ­და ცნო­ბი­ლი, გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი არას­რულ­წლოვ­ნებ­თან ვი­ზიტს 4 ივ­ნისს გეგ­მა­ვენ. სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მი­რე­ბულ­მა წყა­რომ უამ­ბო, რომ კი­თხვე­ბი ძი­რი­თა­დად ერთ-ერთი ბრალ­დე­ბუ­ლის მიერ სა­სა­მარ­თლო­ში და­კი­თხვი­სას გაჟ­ღე­რე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას შე­ე­ხე­ბა, რო­მე­ლიც მირ­ზა სუ­ბე­ლი­ანს ეხე­ბა. კერ­ძოდ, ბრალ­დე­ბულ­მა სა­სა­მარ­თლო­ში და­კი­თხვი­სას თქვა, რომ მან კა­ლან­დი­ებ­თან სახ­ლში მი­სუ­ლი მირ­ზა სუ­ბე­ლი­ა­ნი ნახა, მას მი­ე­სალ­მა კი­დეც, რის შემ­დე­გაც ის მი­ხე­ილ კა­ლან­დი­ამ ოთა­ხი­დან გა­იყ­ვა­ნა და უთხრა - „ხომ იცი ბი­ძა­ჩე­მი რა მა­გა­რი პრო­კუ­რო­რია, ყვე­ლა­ფერს და­ა­ლა­გებ­სო“. გა­მო­ძი­ე­ბის კი­თხვე­ბიც სა­ვა­რა­უ­დოდ სწო­რედ გ.ჯ.-ს ჩვე­ნე­ბის ამ ეპი­ზოდს შე­ე­ხე­ბა.

ვი­ნა­ი­დან აღ­ნიშ­ნულ ბრალ­დე­ბულს გა­მო­ძი­ე­ბის ეტაპ­ზე ჩვე­ნე­ბა არ ჰქონ­და მი­ცე­მუ­ლი, სა­სა­მარ­თლო­ში და­კი­თხვი­სას გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი ეს ინ­ფორ­მა­ცია გა­მო­ძი­ე­ბის­თვის ახა­ლი გა­რე­მო­ე­ბა აღ­მოჩ­ნდა, რაც გა­მო­ძი­ე­ბის ამ მი­მარ­თუ­ლე­ბას სა­ფუძ­ვლად და­ე­დო. ახალ­გა­მოვ­ლე­ნილ გა­რე­მო­ე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, გუ­შინ გვი­ა­ნო­ბამ­დე იკი­თხე­ბოდ­ნენ შსს-ში პრო­კუ­რა­ტუ­რის ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი მირ­ზა სუ­ბე­ლი­ა­ნი და ასე­ვე ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მო­ზარ­დე­ბის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე, და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი მი­ხე­ილ კა­ლან­დია. გარ­და ამი­სა, შსს-ში გა­მო­კი­თხვა­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, ერთ-ერთი ბრალ­დე­ბუ­ლის გ.ჯ.-ს ოჯა­ხის წევ­რე­ბი, მათ შო­რის მამა.

ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მოკ­ლუ­ლი არას­რულ­წლო­ვა­ნის, ლე­ვან და­დუ­ნაშ­ვი­ლის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში დამ­ნა­შა­ვედ ცნო­ბილ გ.ბ-ს სა­სა­მარ­თლომ 10 წელი 6 თვე მი­უ­სა­ჯა, ხოლო და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში არას­რულ­წლო­ვან და­ვით სა­რა­ლი­ძის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ გ.ჯ.-ს 9 წელი და 9 თვე მი­ე­სა­ჯა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე ორი მო­ზარ­დი 1-ელ დე­კემ­ბერს დაჭ­რეს. ლე­ვან და­დუ­ნაშ­ვი­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნამ­დე გარ­და­იც­ვა­ლა, და­ვით სა­რა­ლი­ძე კი ექი­მე­ბის მცდე­ლო­ბი­სა და რამ­დე­ნი­მე ოპე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, 2 დე­კემ­ბერს, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

როდის გამოკითხავენ გ.ჯ.-ს და გ.ბ-ს ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე, ახალგამოვლენილ გარემოებებთან დაკავშირებით?

როდის გამოკითხავენ გ.ჯ.-ს და გ.ბ-ს ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე, ახალგამოვლენილ გარემოებებთან დაკავშირებით?

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე, ახალგამოვლენილ გარემოებებთან დაკავშირებით, საქმეზე გამტყუნებული ორი ბრალდებულის გამოკითხვა იგეგმება. როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, გამომძიებლები არასრულწლოვნებთან ვიზიტს 4 ივნისს გეგმავენ. სააგენტოს ინფორმირებულმა წყარომ უამბო, რომ კითხვები ძირითადად ერთ-ერთი ბრალდებულის მიერ სასამართლოში დაკითხვისას გაჟღერებულ ინფორმაციას შეეხება, რომელიც მირზა სუბელიანს ეხება. კერძოდ, ბრალდებულმა სასამართლოში დაკითხვისას თქვა, რომ მან კალანდიებთან სახლში მისული მირზა სუბელიანი ნახა, მას მიესალმა კიდეც, რის შემდეგაც ის მიხეილ კალანდიამ ოთახიდან გაიყვანა და უთხრა - „ხომ იცი ბიძაჩემი რა მაგარი პროკურორია, ყველაფერს დაალაგებსო“. გამოძიების კითხვებიც სავარაუდოდ სწორედ გ.ჯ.-ს ჩვენების ამ ეპიზოდს შეეხება.

ვინაიდან აღნიშნულ ბრალდებულს გამოძიების ეტაპზე ჩვენება არ ჰქონდა მიცემული, სასამართლოში დაკითხვისას გაჟღერებული ეს ინფორმაცია გამოძიებისთვის ახალი გარემოება აღმოჩნდა, რაც გამოძიების ამ მიმართულებას საფუძვლად დაედო. ახალგამოვლენილ გარემოებებთან დაკავშირებით, გუშინ გვიანობამდე იკითხებოდნენ შსს-ში პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი და ასევე ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებული მიხეილ კალანდია. გარდა ამისა, შსს-ში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ, ერთ-ერთი ბრალდებულის გ.ჯ.-ს ოჯახის წევრები, მათ შორის მამა.

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის, ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ბ-ს სასამართლომ 10 წელი 6 თვე მიუსაჯა, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში არასრულწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ გ.ჯ.-ს 9 წელი და 9 თვე მიესაჯა.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, დავით სარალიძე კი ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს