მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შსს-ს განცხადება ძიუდოისტებს შორის მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით
შსს-ს განცხადება ძიუდოისტებს შორის მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ძი­უ­დო­ის­ტებს შო­რის მომ­ხდარ და­პი­რის­პი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

“ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა მიმ­დი­ნა­რე წლის 31 მა­ისს, სა­ღა­მოს, თბი­ლის­ში, აღ­მა­შე­ნებ­ლის გამ­ზირ­ზე პატ­რუ­ლი­რე­ბის დროს, რამ­დე­ნი­მე მო­ჩხუ­ბა­რი მა­მა­კა­ცი შე­ნიშ­ნეს.

პატ­რულ-ინ­სპექ­ტო­რე­ბი და­უ­ყოვ­ნებ­ლივ შე­ე­ცად­ნენ მათ შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბის გან­მუხ­ტვას, რა დროს ერთ-ერ­თმა პირ­მა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გა­ის­რო­ლა.

გას­რო­ლის შემ­დეგ, ინ­ცი­დენ­ტში მო­ნა­წი­ლე პი­რე­ბის ერთი ნა­წი­ლი მი­ი­მა­ლა, ხოლო 1985 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ლ.ჟ. (ლო­მერ ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი) პო­ლი­ცი­ამ ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბის ფაქ­ტზე, სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ს 236-ე მუხ­ლით ად­გილ­ზე­ვე და­ა­კა­ვა.

ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბი­სას და­შა­ვე­ბუ­ლი ორი პირი - 1990 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ლ.ყ. (ლაშა ყი­ზი­ლაშ­ვი­ლი, მწვრთნე­ლი და შსს-ს აკა­დე­მი­ის წევ­რი) და 1993 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.გ. სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ჯგუფ­მა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნა. აღ­ნიშ­ნულ ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ს 126-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც ძა­ლა­დო­ბას გუ­ლის­ხმობს.

შემ­თხვე­ვის ად­გი­ლის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­სას აღ­მო­ჩე­ნი­ლი და ამო­ღე­ბუ­ლია "ტე-ტე"-ს ტი­პის ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი, რო­მე­ლიც გა­დაგ­ზავ­ნი­ლია შე­სა­ბა­მის ექ­სპერ­ტი­ზა­ზე. იმა­ვე დღეს, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ძვე­ლი თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლო­ში შე­ვი­და შე­ტყო­ბი­ნე­ბა, რომ და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის გამ­ზი­რი­დან გა­და­უ­დე­ბე­ლი ქი­რურ­გი­ი­სა და ტრავ­მა­ტო­ლო­გი­ის ცენ­ტრში მიყ­ვა­ნილ იქნა 1983 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ი.წ. (იო­სებ წე­ლა­უ­რი) რო­მელ­საც, სა­ვა­რა­უ­დოდ, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლით მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბა აღე­ნიშ­ნე­ბო­და.

აღ­ნიშ­ნულ ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ს 118-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ ნაკ­ლე­ბად მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს“, - ნათ­ქვა­მია შს სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ნიკა მელია სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას და გირაოს გადახდას არ აპირებს

შსს-ს განცხადება ძიუდოისტებს შორის მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით

შსს-ს განცხადება ძიუდოისტებს შორის მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით

შინაგან საქმეთა სამინისტრო ძიუდოისტებს შორის მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 31 მაისს, საღამოს, თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე პატრულირების დროს, რამდენიმე მოჩხუბარი მამაკაცი შენიშნეს.

პატრულ-ინსპექტორები დაუყოვნებლივ შეეცადნენ მათ შორის დაპირისპირების განმუხტვას, რა დროს ერთ-ერთმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა.

გასროლის შემდეგ, ინციდენტში მონაწილე პირების ერთი ნაწილი მიიმალა, ხოლო 1985 წელს დაბადებული ლ.ჟ. (ლომერ ჟორჟოლიანი) პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლით ადგილზევე დააკავა.

ფიზიკური დაპირისპირებისას დაშავებული ორი პირი - 1990 წელს დაბადებული ლ.ყ. (ლაშა ყიზილაშვილი, მწვრთნელი და შსს-ს აკადემიის წევრი) და 1993 წელს დაბადებული გ.გ. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას აღმოჩენილი და ამოღებულია "ტე-ტე"-ს ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც გადაგზავნილია შესაბამის ექსპერტიზაზე. იმავე დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ დავით აღმაშენებლის გამზირიდან გადაუდებელი ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრში მიყვანილ იქნა 1983 წელს დაბადებული ი.წ. (იოსებ წელაური) რომელსაც, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მიყენებული ჭრილობა აღენიშნებოდა.

აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს“, - ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს