სამართალი
პოლიტიკა

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შიდა კორპორაციული მეწარმეობის ზრდა... ახალი სიტყვა ადამიანური კაპიტალის მართვაში
შიდა კორპორაციული მეწარმეობის ზრდა... ახალი სიტყვა ადამიანური კაპიტალის მართვაში

კორ­პო­რა­ცი­ე­ბი მთელს მსოფ­ლი­ო­ში იბ­რძვი­ან, რათა შეძ­ლონ უფრო და უფრო მეტი სი­ახ­ლე შექ­მნან და და­ნერ­გონ, რად­გან ბა­ზა­რი სწრა­ფად ვი­თარ­დე­ბა და დღი­თი­დღე უფრო კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი ხდე­ბა. ბევ­რი კომ­პა­ნია სწო­რედ შიდა კორ­პო­რა­ცი­უ­ლი მე­წარ­მე­ო­ბის სის­ტე­მის და­ნერგვით ცდი­ლობს ეს შე­დე­გი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­გან მი­ი­ღოს.

რა აქვთ ამ კომ­პა­ნი­ებს სა­ერ­თო? მოდი გა­დავ­ხე­დოთ კომ­პა­ნი­ე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალს, სა­დაც შიდა კორ­პო­რა­ცი­უ­ლი მე­წარ­მე­ო­ბით იქ­მნე­ბა ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბი, Google, Adobe, Apple, Virgin. ამ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი მარ­ტი­ვია, პი­ველ რიგ­ში თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა, შემ­დეგ შე­დეგ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი მე­ნე­ჯმენ­ტი და რაც მთა­ვა­რია, სი­ახ­ლე­ე­ბი­სად­მი გახ­სნი­ლი გუნ­დი.

რა უნდა გა­ვა­კე­თოთ, რომ ჩვე­ნი კომ­პა­ნი­აც მოხ­ვდეს აღ­ნიშ­ნუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის რიგ­ში?

უნდა და­ვი­წყოთ თა­ნამ­შრომ­ლე­ბის უკეთ გაც­ნო­ბა, აუ­ცი­ლე­ბე­ლია თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ნი­ჭი­სა და უნი­კა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის, ასე­ვე იმ რე­სურ­სე­ბის ცოდ­ნა, რომ­ლე­ბიც მათ სჭირ­დე­ბათ, რათა ინო­ვა­ცი­ამ წარ­მა­ტე­ბა მო­ი­ტა­ნოს. შიდა კორ­პო­რა­ცი­ულ მე­წარ­მე­ე­ბად არ იბა­დე­ბი­ან, არა­მედ ხდე­ბი­ან. კორ­პო­რა­ცი­ე­ბის ლი­დე­რებს შე­უძ­ლი­ათ თა­ნამ­შრომ­ლებ­ში სა­მე­წარ­მეო აზ­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ცოდ­ნა კი და­ეხ­მა­რე­ბათ სწო­რედ იმ ადა­მი­ა­ნებს ემუ­შა­ონ, რომ­ლე­ბიც მო­მა­ვალ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვან პრო­ექ­ტებს შექ­მნი­ან და უხელ­მძღვა­ნე­ლე­ბენ.

მათ­თვის ვინც ამ სტა­ტი­ის კი­თხვის დროს გა­და­წყვეტთ, რომ ეს სის­ტე­მა თქვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის­თვის გან­ვი­თა­რე­ბის ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა და ფიქ­რობთ ასე­თი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნოთ, აუ­ცი­ლებ­ლად გახ­სოვ­დეთ სა­უ­კე­თე­სო შიდა კორ­პო­რა­ცი­უ­ლი მე­წარ­მე­ე­ბი არი­ან შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ხა­სი­ა­თის, გამ­რის­კვე­ლე­ბი, თავს კომ­ფორ­ტუ­ლად გრძნო­ბენ გა­ურ­კვე­ველ, რთულ და არას­ტრუქ­ტუ­რი­რე­ბელ ვი­თა­რე­ბის მარ­თვი­სას. ეს არის ის მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი, რო­მელ­თა ძებ­ნა უნდა და­ი­წყოთ თა­ნამ­შრომ­ლებ­ში და სწო­რედ ასეთ­მა თა­ნამ­შრომ­ლებ­მა უნდა იმუ­შა­ონ ან უმე­თა­უ­რონ ინო­ვა­ცი­ურ პრო­ექ­ტებს.

მე­ო­რე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პუნ­ქტია ბიზ­ნეს ამო­ცა­ნას მივ­ცეთ ჩარ­ჩო. ჩვენ გვსმე­ნია ისეთ კომ­პა­ნი­ებ­ზე, რომ­ლე­ბიც მას­პინ­ძლო­ბენ ყო­ველ­წლი­ურ ჰა­კა­თო­ნებს, სა­დაც ათა­სო­ბით იდეა იბა­დე­ბა, თუმ­ცა ორ­გა­ნი­ზა­ცი­უ­ლი შე­დე­გი მცი­რეა. სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გი უნდა იყოს ეფექ­ტუ­რი გზა წინსვლის­კენ და არა უბ­რა­ლოდ იდე­ე­ბის გრო­ვა, რომ­ლე­ბიც ვე­რას­დროს გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ასე რომ, სა­ნამ კორ­პო­რა­ცი­ის ინო­ვა­ცი­უ­რი გუნ­დი შე­მოგ­ვთა­ვა­ზებს ჰა­კა­თო­ნის მას­პინ­ძლო­ბას, ვი­ფიქ­როთ იმ გა­მოწ­ვე­ვებ­ზე, რო­მე­ლიც ჩვე­ნი ბიზ­ნე­სის წი­ნა­შე დგას, შევ­ქმნათ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­თა სივ­რცე და ბი­ლი­კი წინსვლის­თვის.

პირ­ვე­ლი ორი სა­ფე­ხუ­რი ამაო იქ­ნე­ბა თუ თუ არ გავზრდით ტო­ლე­რან­ტო­ბას რის­კი­სად­მი.სა­მე­წარ­მეო ინო­ვა­ცი­ე­ბი რისკს შე­ი­ცავს. როცა რა­ღაც ახალს ქმნით, ყო­ველ­თვის არის რის­კი, რომ ავად თუ კარ­გად, პრო­ექ­ტი შე­იძ­ლე­ბა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შე­დე­გით დას­რულ­დეს. შე­სა­ბა­მი­სად რო­დე­საც ჩვენ ვი­წყებთ შიდა კორ­პო­რა­ცი­უ­ლი მე­წარ­მე­ო­ბის წა­ხა­ლი­სე­ბას, უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ ეს გარ­კვე­ულ რისკს შე­ი­ცავს და მზად უნდა ვი­ყოთ ამ რის­კზე წა­ვი­დეთ.

და ბო­ლოს, იმის­თვის, რომ სა­ბო­ლოო წარ­მა­ტე­ბას ვი­ვაღ­წი­ოთ, აუ­ცი­ლე­ბე­ლია შთა­ვა­გო­ნოთ სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბა და გზი­დან გა­მო­ვე­ცა­ლოთ.

ში­და­კორ­პო­რა­ცი­უ­ლი სა­მე­წარ­მეო პროგ­რა­მე­ბის ყვე­ლა­ზე დიდ შე­დეგს მა­შინ მი­ვი­ღებთ, როცა გუნ­დებს წვრილ­მა­ნე­ბით არ გა­დავ­ტვირ­თავთ. მე­წარ­მე­ე­ბი მემ­კვიდ­რე­ო­ბით არი­ან შე­მოქ­მე­დე­ბი­თე­ბი და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლის­ტე­ბი, ამი­ტომ მივ­ცეთ რე­სურ­სი საფ­რე­ნად და შემ­დეგ გზი­დან გა­მო­ვე­ცა­ლოთ.

შე­სა­ბა­მი­სად თუ გა­და­წყვე­ტი­ლი გვაქვს შიდა კორ­პო­რა­ცი­უ­ლი მე­წარ­მე­ო­ბის პრაქ­ტი­კის და­წყე­ბა, დარ­წმუნ­დით, რომ იც­ნობთ სა­კუ­თარ თა­ნამ­შრომ­ლებს, ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბეთ ბიზ­ნეს-პრობ­ლე­მე­ბი, გა­ი­აზ­რეთ თქვე­ნი კორ­პო­რა­ცი­ის ტო­ლე­რან­ტო­ბა რის­კი­სად­მი და შთა­ა­გო­ნეთ სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბა თქვენს გუნდს, რო­მე­ლიც ახალ იდე­ებ­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი.

ავ­ტო­რი: ნინო ფე­იქ­რიშ­ვი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

შიდა კორპორაციული მეწარმეობის ზრდა... ახალი სიტყვა ადამიანური კაპიტალის მართვაში

შიდა კორპორაციული მეწარმეობის ზრდა... ახალი სიტყვა ადამიანური კაპიტალის მართვაში

კორპორაციები მთელს მსოფლიოში იბრძვიან, რათა შეძლონ უფრო და უფრო მეტი სიახლე შექმნან და დანერგონ, რადგან ბაზარი სწრაფად ვითარდება და დღითიდღე უფრო კონკურენტუნარიანი ხდება. ბევრი კომპანია სწორედ შიდა კორპორაციული მეწარმეობის სისტემის დანერგვით ცდილობს ეს შედეგი თანამშრომლებისგან მიიღოს.

რა აქვთ ამ კომპანიებს საერთო? მოდი გადავხედოთ კომპანიების ჩამონათვალს, სადაც შიდა კორპორაციული მეწარმეობით იქმნება ახალი პროექტები, Google, Adobe, Apple, Virgin. ამ კითხვაზე პასუხი მარტივია, პიველ რიგში თანამშრომლების ჩართულობა, შემდეგ შედეგზე ორიენტირებული მენეჯმენტი და რაც მთავარია, სიახლეებისადმი გახსნილი გუნდი.

რა უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი კომპანიაც მოხვდეს აღნიშნული კომპანიების რიგში?

უნდა დავიწყოთ თანამშრომლების უკეთ გაცნობა, აუცილებელია თანამშრომლების ნიჭისა და უნიკალური საჭიროებების, ასევე იმ რესურსების ცოდნა, რომლებიც მათ სჭირდებათ, რათა ინოვაციამ წარმატება მოიტანოს. შიდა კორპორაციულ მეწარმეებად არ იბადებიან, არამედ ხდებიან. კორპორაციების ლიდერებს შეუძლიათ თანამშრომლებში სამეწარმეო აზროვნების განვითარება, თანამშრომლების ცოდნა კი დაეხმარებათ სწორედ იმ ადამიანებს ემუშაონ, რომლებიც მომავალში მნიშვნელოვან პროექტებს შექმნიან და უხელმძღვანელებენ.

მათთვის ვინც ამ სტატიის კითხვის დროს გადაწყვეტთ, რომ ეს სისტემა თქვენი ორგანიზაციისთვის განვითარების ახალი შესაძლებლობაა და ფიქრობთ ასეთი თანამშრომლები აღმოაჩინოთ, აუცილებლად გახსოვდეთ საუკეთესო შიდა კორპორაციული მეწარმეები არიან შემოქმედებითი ხასიათის, გამრისკველები, თავს კომფორტულად გრძნობენ გაურკვეველ, რთულ და არასტრუქტურირებელ ვითარების მართვისას. ეს არის ის მახასიათებლები, რომელთა ძებნა უნდა დაიწყოთ თანამშრომლებში და სწორედ ასეთმა თანამშრომლებმა უნდა იმუშაონ ან უმეთაურონ ინოვაციურ პროექტებს.

მეორე მნიშვნელოვანი პუნქტია ბიზნეს ამოცანას მივცეთ ჩარჩო. ჩვენ გვსმენია ისეთ კომპანიებზე, რომლებიც მასპინძლობენ ყოველწლიურ ჰაკათონებს, სადაც ათასობით იდეა იბადება, თუმცა ორგანიზაციული შედეგი მცირეა. სასურველი შედეგი უნდა იყოს ეფექტური გზა წინსვლისკენ და არა უბრალოდ იდეების გროვა, რომლებიც ვერასდროს განხორციელდება. ასე რომ, სანამ კორპორაციის ინოვაციური გუნდი შემოგვთავაზებს ჰაკათონის მასპინძლობას, ვიფიქროთ იმ გამოწვევებზე, რომელიც ჩვენი ბიზნესის წინაშე დგას, შევქმნათ გადაწყვეტილებათა სივრცე და ბილიკი წინსვლისთვის.

პირველი ორი საფეხური ამაო იქნება თუ თუ არ გავზრდით ტოლერანტობას რისკისადმი.სამეწარმეო ინოვაციები რისკს შეიცავს. როცა რაღაც ახალს ქმნით, ყოველთვის არის რისკი, რომ ავად თუ კარგად, პროექტი შეიძლება განსხვავებული შედეგით დასრულდეს. შესაბამისად როდესაც ჩვენ ვიწყებთ შიდა კორპორაციული მეწარმეობის წახალისებას, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს გარკვეულ რისკს შეიცავს და მზად უნდა ვიყოთ ამ რისკზე წავიდეთ.

და ბოლოს, იმისთვის, რომ საბოლოო წარმატებას ვივაღწიოთ, აუცილებელია შთავაგონოთ საკუთრების უფლება და გზიდან გამოვეცალოთ.

შიდაკორპორაციული სამეწარმეო პროგრამების ყველაზე დიდ შედეგს მაშინ მივიღებთ, როცა გუნდებს წვრილმანებით არ გადავტვირთავთ. მეწარმეები მემკვიდრეობით არიან შემოქმედებითები და ინდივიდუალისტები, ამიტომ მივცეთ რესურსი საფრენად და შემდეგ გზიდან გამოვეცალოთ.

შესაბამისად თუ გადაწყვეტილი გვაქვს შიდა კორპორაციული მეწარმეობის პრაქტიკის დაწყება, დარწმუნდით, რომ იცნობთ საკუთარ თანამშრომლებს, ჩამოაყალიბეთ ბიზნეს-პრობლემები, გაიაზრეთ თქვენი კორპორაციის ტოლერანტობა რისკისადმი და შთააგონეთ საკუთრების უფლება თქვენს გუნდს, რომელიც ახალ იდეებზეა ორიენტირებული.

ავტორი: ნინო ფეიქრიშვილი

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"