პოლიტიკა
კონფლიქტები

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შეიარაღებული დაპირისპირება ძიუდოს ფედერაციის ვიცე პრეზიდეტსა და ძიუდოისტებს შორის - დაჭრილია ძიუდოისტი
შეიარაღებული დაპირისპირება ძიუდოს ფედერაციის ვიცე პრეზიდეტსა და ძიუდოისტებს შორის - დაჭრილია ძიუდოისტი

ძი­უ­დოს ფე­დე­რა­ცი­ის ვიცე-პრე­ზი­დენტ ლო­მერ ჟორ­ჟო­ლი­ან­სა და ძი­უ­დო­ის­ტებს შო­რის, გუ­შინ გვი­ან ღა­მით და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და. AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, შემ­თხვე­ვა ღა­მით მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის მეტ­როს მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მოხ­და.

ჩვე­ნი წყა­როს ცნო­ბით, სპორ­ტსმე­ნებს შო­რის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბის დროს, ძი­უ­დო­ის­ტი სოსო წე­ლა­უ­რი და­იჭ­რა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­პი­რი­რის­პი­რე­ბის დროს ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ ძი­უ­დო­ის­ტე­ბი ავ­თან­დილ ჭრი­კიშ­ვი­ლი და ვარ­ლამ ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცია AMBEBI.GE-ს ზუ­რაბ ზვი­ა­და­ურ­მაც და­უ­დას­ტუ­რა:

"ზუს­ტად რა­ტომ და­ი­წყო და­პი­რის­პი­რე­ბა არ ვიცი, მაგ­რამ ამას თვითმხილ­ვე­ლე­ბიც ჰყავს. ეს იყო შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა, რო­მე­ლიც პატ­რუ­ლის თვალ­წინ მოხ­და და დაჭ­რი­ლია ერთი ადა­მი­ა­ნი. ეს უკვე მე­ო­რე ფაქ­ტია, როცა სპორ­ტსმე­ნებ­ზე მოხ­და ზე­წო­ლა" - გა­ნა­ცხა­და ზვი­ა­და­ურ­მა.

ლო­მერ ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი

ჩვე­ნი წყა­როს ცნო­ბით, სპორ­ტსმე­ნებს ფე­დე­რა­ცი­ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტმა ლო­მერ ჟორ­ჟო­ლი­ან­მა ეს­რო­ლა და სოსო წე­ლა­უ­რი ბარ­ძა­ყის არე­ში და­იჭ­რა. ის არა­მი­ან­ცის სა­ა­ვად­მყო­ფო­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი.

ფაქ­ტი დაგ­ვი­დას­ტუ­რეს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­შიც. უწყე­ბის ცნო­ბით, მომ­ხდარ­ზე და­კა­ვე­ბუ­ლია ერთი პირი. და­წყე­ბუ­ლია გა­მო­ძი­ე­ბა 126-ე და 136-ე მუხ­ლე­ბით. რაც შე­ე­ხე­ბა დაჭ­რის ფაქტს, ამას კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცია იძი­ებს.

შე­გახ­სე­ნებთ, ძი­უ­დოს ფე­დე­რა­ცი­ა­სა და ძი­უ­დო­ის­ტებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის შემ­დეგ და­ი­წყო. ძი­უ­დო­ის­ტე­ბის ნა­წი­ლი ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტის და­ვით ქევ­ხიშ­ვი­ლის გა­დად­გო­მას მო­ი­თხოვს, ქევ­ხიშ­ვი­ლი წას­ვლას არ აპი­რებს და სპორ­ტსმე­ნებს მო­ლა­პა­რა­კე­ბას სთა­ვა­ზობს.

იხი­ლეთ ვი­დეო: შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა ძი­უ­დოს ფე­დე­რა­ცი­ის ვიცე-პრე­ზი­დეტ­სა და ძი­უ­დო­ის­ტებს შო­რის - ლო­მერ ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი ძი­უ­დო­ის­ტის დაჭ­რის ბრალ­დე­ბი და­ა­კა­ვეს

ავტორი:

შეიარაღებული დაპირისპირება ძიუდოს ფედერაციის ვიცე პრეზიდეტსა და ძიუდოისტებს შორის - დაჭრილია ძიუდოისტი

შეიარაღებული დაპირისპირება ძიუდოს ფედერაციის ვიცე პრეზიდეტსა და ძიუდოისტებს შორის - დაჭრილია ძიუდოისტი

ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ ლომერ ჟორჟოლიანსა და ძიუდოისტებს შორის, გუშინ გვიან ღამით დაპირისპირება მოხდა. AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, შემთხვევა ღამით მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

ჩვენი წყაროს ცნობით, სპორტსმენებს შორის შეიარაღებული დაპირისპირების დროს, ძიუდოისტი სოსო წელაური დაიჭრა. არსებული ინფორმაციით, დაპირირისპირების დროს ადგილზე იმყოფებოდნენ ძიუდოისტები ავთანდილ ჭრიკიშვილი და ვარლამ ლიპარტელიანი.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია AMBEBI.GE-ს ზურაბ ზვიადაურმაც დაუდასტურა:

"ზუსტად რატომ დაიწყო დაპირისპირება არ ვიცი, მაგრამ ამას თვითმხილველებიც ჰყავს. ეს იყო შეიარაღებული დაპირისპირება, რომელიც პატრულის თვალწინ მოხდა და დაჭრილია ერთი ადამიანი. ეს უკვე მეორე ფაქტია, როცა სპორტსმენებზე მოხდა ზეწოლა" - განაცხადა ზვიადაურმა.

ლომერ ჟორჟოლიანი

ჩვენი წყაროს ცნობით, სპორტსმენებს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ლომერ ჟორჟოლიანმა ესროლა და სოსო წელაური ბარძაყის არეში დაიჭრა. ის არამიანცის საავადმყოფოშია მოთავსებული.

ფაქტი დაგვიდასტურეს შინაგან საქმეთა სამინისტროშიც. უწყების ცნობით, მომხდარზე დაკავებულია ერთი პირი. დაწყებულია გამოძიება 126-ე და 136-ე მუხლებით. რაც შეეხება დაჭრის ფაქტს, ამას კრიმინალური პოლიცია იძიებს.

შეგახსენებთ, ძიუდოს ფედერაციასა და ძიუდოისტებს შორის დაპირისპირება ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დაიწყო. ძიუდოისტების ნაწილი ფედერაციის პრეზიდენტის დავით ქევხიშვილის გადადგომას მოითხოვს, ქევხიშვილი წასვლას არ აპირებს და სპორტსმენებს მოლაპარაკებას სთავაზობს.

იხილეთ ვიდეო: შეიარაღებული დაპირისპირება ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდეტსა და ძიუდოისტებს შორის - ლომერ ჟორჟოლიანი ძიუდოისტის დაჭრის ბრალდები დააკავეს

ახმეტაში, ავარიის შედეგად, 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 4 მოზარდია

გომბორის უღელტეხილზე მიკროავტობუსი ამოტრიალდა - არიან დაშავებულები

პეკინზე, საცხოვრებელ ბინაში ხანძარი გაჩნდა - ადგილზე 6 სახანძრო ეკიპაჟი მუშაობდა