პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
USAID-მა აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად საქართველოს 17 ტრაქტორი და პერსონალური დამცავი აღჭურვილობა გადასცა
USAID-მა აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად საქართველოს 17 ტრაქტორი და პერსონალური დამცავი აღჭურვილობა გადასცა

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტომ (USAID), აზი­ურ ფა­რო­სა­ნას­თან ბრძო­ლის მიზ­ნით, სურ­სა­თის ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტოს 17 ტრაქ­ტო­რი და პერ­სო­ნა­ლუ­რი დამ­ცა­ვი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა გა­დას­ცა. რო­გორც შეხ­ვედ­რა­ზე აღი­ნიშ­ნა, ტრაქ­ტო­რე­ბი მი­უ­ვა­ლი და ტყის­პი­რა ად­გი­ლე­ბის შე­წამ­ვლას გა­ა­ად­ვი­ლებს. სა­ა­გენ­ტოს­თვის ტრაქ­ტო­რე­ბის გა­და­ცე­მის ცე­რე­მო­ნია აბა­შის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, მავ­ნე­ბელ­თან ბრძო­ლის სა­კო­ორ­დი­ნა­ციო შტაბ­ში გა­ი­მარ­თა, რო­მელ­საც აშშ-ის ელ­ჩის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ელი­ზა­ბეთ რუდი და­ეს­წრო.

„ჩემ­თვის დიდი პა­ტი­ვია, რომ დღეს აბა­შა­ში ვიმ­ყო­ფე­ბი. მო­ხა­რუ­ლე­ბი ვართ, რომ ვთა­ნამ­შრომ­ლობთ სა­ქარ­თვე­ლოს­თან და აშშ-ის სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს მეშ­ვე­ო­ბით ვეხ­მა­რე­ბით ფა­რო­სა­ნას­თან ბრძო­ლა­ში. სურ­სა­თის ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტოს აქვს ტექ­ნი­კა, მო­ნი­ტო­რინ­გის სის­ტე­მა და აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა. და­მა­ტე­ბით კი­დევ გა­და­ვე­ცით 17 ახა­ლი ტრაქ­ტო­რი, რო­მე­ლიც აღ­ჭურ­ვი­ლია პეს­ტი­ცი­დე­ბის გაფ­რქვე­ვის უსაფრ­თხო სის­ტე­მით. ეს მავ­ნე­ბე­ლი გავ­რცე­ლე­ბუ­ლია ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­შიც და გა­მოც­დი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვი­ცით, რომ მისი სრუ­ლი გა­ნად­გუ­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია, თუმ­ცა შე­საძ­ლე­ბე­ლია მისი კონ­ტრო­ლი“, - გა­ნა­ცხა­და ელი­ზა­ბეთ რუ­დიმ.

ამე­რი­კე­ლი დიპ­ლო­მა­ტი გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრის პირ­ველ მო­ად­გი­ლეს­თან ნო­დარ კე­რე­სე­ლი­ძეს­თან, სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს უფ­როს­თან ზუ­რაბ ჩე­კუ­რაშ­ვილ­თან და სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის გუ­ბერ­ნა­ტორ­თან ლე­ვან შო­ნი­ას­თან ერ­თად სა­კო­ორ­დი­ნა­ციო შტაბ­ში ბრძო­ლის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას გა­ეც­ნო და მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი ტექ­ნი­კა და­ათ­ვა­ლი­ე­რა.

სეს-ს უფ­რო­სის ზუ­რაბ ჩე­კუ­რაშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აზი­უ­რი ფა­რო­სა­ნას წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში ამე­რი­კე­ლი ხალ­ხი და მთავ­რო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს უკვე ორი წე­ლია ეხ­მა­რე­ბა.

„ორი წე­ლია ამე­რი­კე­ლი ხალ­ხი და მთავ­რო­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რად გვეხ­მა­რე­ბა იმ გა­მოწ­ვე­ვას­თან ბრძო­ლა­ში, რო­მელ­საც აზი­უ­რი ფა­რო­სა­ნა ჰქვია. ამ დახ­მა­რე­ბის მა­გა­ლი­თი არის დღე­ვან­დე­ლი დღე“, - გა­ნა­ცხა­და ზუ­რაბ ჩე­კუ­რაშ­ვილ­მა.

სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის გუ­ბერ­ნა­ტორ­მა ლე­ვან შო­ნი­ამ მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და აშშ-ს დახ­მა­რე­ბის­თვის და აღ­ნიშ­ნა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ტექ­ნი­კა ეფექ­ტი­ანს გახ­დის ფა­რო­სა­ნას­თან საბ­რძოლ­ვე­ლად მიმ­დი­ნა­რე ღო­ნის­ძი­ე­ბებს. მი­სი­ვე თქმით, წელს მავ­ნებ­ლის რა­ო­დე­ნო­ბა საგ­რძნობ­ლად შემ­ცირ­და.

შეხ­ვედ­რა­ზე ინ­ვა­ზი­უ­რი მავ­ნებ­ლის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ მიმ­დი­ნა­რე და და­გეგ­მილ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე ისა­უბ­რა გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრის პირ­ველ­მა მო­ად­გი­ლემ ნო­დარ კე­რე­სე­ლი­ძემ. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პირ­ვე­ლი ეტა­პის­თვის 100 000 ჰექ­ტარ­ზე მეტი მი­წის ფარ­თო­ბი უკვე შე­ი­წამ­ლა, პა­რა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში კი მიმ­დი­ნა­რე­ობს მო­ნი­ტო­რინ­გი.

"ინ­ვა­ზი­უ­რი“ მავ­ნე­ბე­ლი რამ­დე­ნი­მე წე­ლია სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მაა ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის. გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრო სურ­სა­თის ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტოს­თან და ად­გი­ლობ­რივ თვით­მმარ­თვე­ლო­ბებ­თან ერ­თად აქ­ტი­უ­რად ახორ­ცი­ე­ლებს აზი­უ­რი ფა­რო­სა­ნას სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ სამ­თავ­რო­ბო პროგ­რა­მას. სწო­რედ ამ პროგ­რა­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კომ­პო­ნენ­ტია ის დახ­მა­რე­ბა, რო­მე­ლიც ჩვენ მი­ვი­ღეთ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მთავ­რო­ბის­გან. ეს არის 17 ტრაქ­ტო­რი თა­ვი­სი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბით, რო­მე­ლიც უკვე მიმ­დი­ნა­რე ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში ჩა­ერ­თვე­ბა", - აღ­ნიშ­ნა ნო­დარ კე­რე­სე­ლი­ძემ.

ტექ­ნი­კის გა­და­ცე­მის ცე­რე­მო­ნი­ას ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბაც და­ეს­წრო. მათი ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ გა­სულ წლებ­თან შე­და­რე­ბით მავ­ნებ­ლის რა­ო­დე­ნო­ბა შემ­ცი­რე­ბუ­ლია.

"წინა წლებ­თან შე­და­რე­ბაც არ არის. ფაქ­ტობ­რი­ვად, ფა­რო­სა­ნას წელს ვე­ძებთ უკვე, თხილ­ზე სა­ერ­თოდ ვერ და­ვა­ფიქ­სი­რე. ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლია მო­სახ­ლე­ო­ბა", - თქვა აბა­შის მკვიდრმა ლე­ონ­ტი ნა­და­რე­იშ­ვილ­მა.

ტექ­ნი­კუ­რი პერ­სო­ნა­ლი მი­იჩ­ნევს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ტრაქ­ტო­რე­ბი ფა­რო­სა­ნას წი­ნა­აღ­მდეგ მიმ­დი­ნა­რე ღო­ნის­ძი­ე­ბებს უფრო ეფექ­ტი­ანს გახ­დის. მა­თი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ტექ­ნი­კის სა­შუ­ა­ლე­ბით უკვე შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა მი­უ­ვა­ლი ად­გი­ლე­ბის შე­წამ­ვლა.

ტექ­ნი­კუ­რი მხარ­და­ჭე­რის გარ­და, აშშ-ის სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტო (USAID), სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო წარ­მო­ე­ბის ეფექ­ტი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის პრო­ექ­ტის (REAP) ფარ­გლებ­ში, მავ­ნე­ბელ­თან ბრძო­ლის მხარ­დამ­ჭერ ღო­ნის­ძი­ე­ბებს 2016 წლი­დან ახორ­ცი­ე­ლებს. პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში, სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს­თვის გა­წე­უ­ლი ტექ­ნი­კუ­რი დახ­მა­რე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით შე­იქ­მნა და ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს მო­ნი­ტო­რინ­გის სის­ტე­მა, რო­მე­ლიც ხელს უწყობს მავ­ნებ­ლის გავ­რცე­ლე­ბის არე­ა­ლის დად­გე­ნას; პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, ჩა­ტარ­და ასე­ვე სწავ­ლე­ბე­ბი; მათ­ვე უზ­რუნ­ველ­ყვეს მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი ენ­ტო­მო­ლო­გე­ბის მოწ­ვე­ვა და ჩარ­თუ­ლო­ბა ბრძო­ლის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა­ში.

USAID-მა აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად საქართველოს 17 ტრაქტორი და პერსონალური დამცავი აღჭურვილობა გადასცა

USAID-მა აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად საქართველოს 17 ტრაქტორი და პერსონალური დამცავი აღჭურვილობა გადასცა

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID), აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, სურსათის ეროვნულ სააგენტოს 17 ტრაქტორი და პერსონალური დამცავი აღჭურვილობა გადასცა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ტრაქტორები მიუვალი და ტყისპირა ადგილების შეწამვლას გააადვილებს. სააგენტოსთვის ტრაქტორების გადაცემის ცერემონია აბაშის მუნიციპალიტეტში, მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბში გაიმართა, რომელსაც აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი დაესწრო.

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს აბაშაში ვიმყოფები. მოხარულები ვართ, რომ ვთანამშრომლობთ საქართველოსთან და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით ვეხმარებით ფაროსანასთან ბრძოლაში. სურსათის ეროვნულ სააგენტოს აქვს ტექნიკა, მონიტორინგის სისტემა და აღჭურვილობა. დამატებით კიდევ გადავეცით 17 ახალი ტრაქტორი, რომელიც აღჭურვილია პესტიციდების გაფრქვევის უსაფრთხო სისტემით. ეს მავნებელი გავრცელებულია ამერიკის შეერთებულ შტატებშიც და გამოცდილებიდან გამომდინარე, ვიცით, რომ მისი სრული განადგურება შეუძლებელია, თუმცა შესაძლებელია მისი კონტროლი“, - განაცხადა ელიზაბეთ რუდიმ.

ამერიკელი დიპლომატი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილესთან ნოდარ კერესელიძესთან, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსთან ზურაბ ჩეკურაშვილთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორთან ლევან შონიასთან ერთად საკოორდინაციო შტაბში ბრძოლის ღონისძიებების მიმდინარეობას გაეცნო და მობილიზებული ტექნიკა დაათვალიერა.

სეს-ს უფროსის ზურაბ ჩეკურაშვილის ინფორმაციით, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში ამერიკელი ხალხი და მთავრობა საქართველოს უკვე ორი წელია ეხმარება.

„ორი წელია ამერიკელი ხალხი და მთავრობა მაქსიმალურად გვეხმარება იმ გამოწვევასთან ბრძოლაში, რომელსაც აზიური ფაროსანა ჰქვია. ამ დახმარების მაგალითი არის დღევანდელი დღე“, - განაცხადა ზურაბ ჩეკურაშვილმა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ მადლობა გადაუხადა აშშ-ს დახმარებისთვის და აღნიშნა, რომ აღნიშნული ტექნიკა ეფექტიანს გახდის ფაროსანასთან საბრძოლველად მიმდინარე ღონისძიებებს. მისივე თქმით, წელს მავნებლის რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა.

შეხვედრაზე ინვაზიური მავნებლის საწინააღმდეგოდ მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ. მისი ინფორმაციით, პირველი ეტაპისთვის 100 000 ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი უკვე შეიწამლა, პარალელურ რეჟიმში კი მიმდინარეობს მონიტორინგი.

"ინვაზიური“ მავნებელი რამდენიმე წელია სერიოზული პრობლემაა ჩვენი ქვეყნისთვის. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან და ადგილობრივ თვითმმართველობებთან ერთად აქტიურად ახორციელებს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებთან დაკავშირებულ სამთავრობო პროგრამას. სწორედ ამ პროგრამის განხორციელების მნიშვნელოვანი კომპონენტია ის დახმარება, რომელიც ჩვენ მივიღეთ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისგან. ეს არის 17 ტრაქტორი თავისი აღჭურვილობით, რომელიც უკვე მიმდინარე ღონისძიებებში ჩაერთვება", - აღნიშნა ნოდარ კერესელიძემ.

ტექნიკის გადაცემის ცერემონიას ადგილობრივი მოსახლეობაც დაესწრო. მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ გასულ წლებთან შედარებით მავნებლის რაოდენობა შემცირებულია.

"წინა წლებთან შედარებაც არ არის. ფაქტობრივად, ფაროსანას წელს ვეძებთ უკვე, თხილზე საერთოდ ვერ დავაფიქსირე. ძალიან კმაყოფილია მოსახლეობა", - თქვა აბაშის მკვიდრმა ლეონტი ნადარეიშვილმა.

ტექნიკური პერსონალი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ტრაქტორები ფაროსანას წინააღმდეგ მიმდინარე ღონისძიებებს უფრო ეფექტიანს გახდის. მათივე განმარტებით, ტექნიკის საშუალებით უკვე შესაძლებელი გახდება მიუვალი ადგილების შეწამვლა.

ტექნიკური მხარდაჭერის გარდა, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP) ფარგლებში, მავნებელთან ბრძოლის მხარდამჭერ ღონისძიებებს 2016 წლიდან ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტოსთვის გაწეული ტექნიკური დახმარების მეშვეობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით შეიქმნა და ფუნქციონირებს მონიტორინგის სისტემა, რომელიც ხელს უწყობს მავნებლის გავრცელების არეალის დადგენას; პროექტის ფარგლებში, ჩატარდა ასევე სწავლებები; მათვე უზრუნველყვეს მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგების მოწვევა და ჩართულობა ბრძოლის ღონისძიებების შემუშავებაში.

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის