Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიგა ოთხოზორიას მამა გარდაიცვალა
გიგა ოთხოზორიას მამა გარდაიცვალა

ზუგ­დიდ­ში გარ­და­იც­ვა­ლა ოკუ­პა­ცი­ის მსხვერ­პლის - გიგა ოთხო­ზო­რი­ას მამა, ზუ­რაბ ოთხო­ზო­რია. ის ბოლო რამ­დე­ნი­მე დღე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში იყო მო­თავ­სე­ბუ­ლი.

ზუ­რაბ ოთხო­ზო­რი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ოჯა­ხის ახ­ლობ­ლე­ბი წე­რენ: "გაფ­რინ­და სი­ცო­ცხლე ჩი­ტი­ვით და დაგ­ვი­ტო­ვა ტკი­ვი­ლი.. მამა და შვი­ლი დღეს ორი­ვე­ნი წარ­სუ­ლი ხართ.. ზური ბი­ძია.. უფალ­მა ცათა სა­სუ­ფე­ვე­ლი და­გიმ­კვიდ­როთ" - წერს ცირა აბ­სან­ძე.

ოთხო­ზო­რი­ას ოჯახს სამ­ძი­მა­რი გა­მო­უ­ცხა­დეს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა და შე­რი­გე­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო თა­ნას­წო­რო­ბის სა­კი­თხებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრმა.

„მწუ­ხა­რე­ბას გა­მოვ­თქვამ გიგა ოთხო­ზო­რი­ას მა­მის, ზუ­რაბ ოთხო­ზო­რი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო. უმ­ძი­მე­სი და მო­უ­შუ­შე­ბე­ლია ის ტკი­ვი­ლი, რო­მე­ლიც სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟიმ­მა მი­ა­ყე­ნა ოთხო­ზო­რი­ე­ბის ოჯახს გი­გას მკვლე­ლო­ბით.ბა­ტო­ნი ზუ­რა­ბი ისე წა­ვი­და ამ ქვეყ­ნი­დან, რომ მისი შვი­ლის მკვლე­ლე­ბი ჯერ ისევ და­უს­ჯე­ლე­ბი არი­ან. ქარ­თვე­ლი ხალ­ხი არ შე­ე­გუ­ე­ბა იმ ის­ტო­რი­ულ უსა­მარ­თლო­ბას, რო­მელ­საც რუ­სუ­ლი ოკუ­პა­ცია ჰქვია და არ და­იღ­ლე­ბა ქვეყ­ნის გამ­თლი­ა­ნე­ბი­სათ­ვის ბრძო­ლა­ში. ამ მძი­მე წუ­თებ­ში, ვუ­თა­ნაგ­რძნობ მის ოჯახ­სა და ახ­ლობ­ლებს“, - ნათ­ქვა­მია პრე­ზი­დენ­ტის სამ­ძიმ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

„ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ და დიდი გუ­ლის­ტკი­ვი­ლით ვუ­თა­ნაგ­რძნობ ოთხო­ზო­რი­ე­ბის ოჯახს, გი­გას მა­მის, ბა­ტო­ნი ზუ­რა­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო. ის წა­ვი­და შვი­ლის და­კარ­გვით გა­მოწ­ვე­უ­ლი უდი­დე­სი და მო­უ­შუ­შე­ბე­ლი ტკი­ვი­ლით, გი­გას ცივ­სის­ხლი­ა­ნი მკვლე­ლო­ბი­დან ორი წლის შემ­დგომ. სა­უ­ბე­დუ­როდ, ვერ მო­ეს­წრო შვი­ლის მკვლე­ლის დას­ჯას, რად­გან სა­მარ­თლის აღ­სრუ­ლე­ბას დღემ­დე ხელს უშ­ლის ჩვე­ნი დრო­ის ყვე­ლა­ზე დიდი უსა­მარ­თლო­ბა - სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟი­მი. არ მო­ვა­დუ­ნებთ ძა­ლის­ხმე­ვას, ვიდ­რე სა­მარ­თა­ლი აღ­სრულ­დე­ბა და მკვლე­ლი და­ის­ჯე­ბა. აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვაგ­რძე­ლებთ ჩვენს მშვი­დო­ბი­ან და სა­მარ­თლი­ან ბრძო­ლას ოკუ­პა­ცი­ის დას­რუ­ლე­ბის­თვის. ამ მძი­მე წუ­თებ­ში კი გამ­ძლე­ო­ბას ვუ­სურ­ვებ ქალ­ბა­ტონ ჯუ­ლი­ე­ტას, რო­მელ­მაც მე­უღ­ლე და­კარ­გა, მის ოჯახ­სა და ახ­ლობ­ლებს“,- აცხა­დებს სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრი ქე­თე­ვან ცი­ხე­ლაშ­ვი­ლი.

30 წლის გიგა ოთხო­ზო­რია 2016 წლის 19 მა­ისს, ზუგ­დი­დის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ხურ­ჩას­თან, სა­ქარ­თვე­ლო­სა და აფხა­ზე­თის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­ზღვარ­თან, სა­ქარ­თვე­ლოს მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მოკ­ლეს... ის გარ­დაც­ვლი­ლი ნა­თე­სა­ვის ქელე­ხის სუფ­რის­თვის პრო­დუქ­ტის გა­დაგ­ზავ­ნას ცდი­ლობ­და.

გიგა ოთხოზორიას მამა გარდაიცვალა

გიგა ოთხოზორიას მამა გარდაიცვალა

ზუგდიდში გარდაიცვალა ოკუპაციის მსხვერპლის - გიგა ოთხოზორიას მამა, ზურაბ ოთხოზორია. ის ბოლო რამდენიმე დღე საავადმყოფოში იყო მოთავსებული.

ზურაბ ოთხოზორიას გარდაცვალების შესახებ სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობლები წერენ: "გაფრინდა სიცოცხლე ჩიტივით და დაგვიტოვა ტკივილი.. მამა და შვილი დღეს ორივენი წარსული ხართ.. ზური ბიძია.. უფალმა ცათა სასუფეველი დაგიმკვიდროთ" - წერს ცირა აბსანძე.

ოთხოზორიას ოჯახს სამძიმარი გამოუცხადეს საქართველოს პრეზიდენტმა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა.

„მწუხარებას გამოვთქვამ გიგა ოთხოზორიას მამის, ზურაბ ოთხოზორიას გარდაცვალების გამო. უმძიმესი და მოუშუშებელია ის ტკივილი, რომელიც საოკუპაციო რეჟიმმა მიაყენა ოთხოზორიების ოჯახს გიგას მკვლელობით.ბატონი ზურაბი ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, რომ მისი შვილის მკვლელები ჯერ ისევ დაუსჯელები არიან. ქართველი ხალხი არ შეეგუება იმ ისტორიულ უსამართლობას, რომელსაც რუსული ოკუპაცია ჰქვია და არ დაიღლება ქვეყნის გამთლიანებისათვის ბრძოლაში. ამ მძიმე წუთებში, ვუთანაგრძნობ მის ოჯახსა და ახლობლებს“, - ნათქვამია პრეზიდენტის სამძიმრის განცხადებაში.

„ძალიან ვწუხვარ და დიდი გულისტკივილით ვუთანაგრძნობ ოთხოზორიების ოჯახს, გიგას მამის, ბატონი ზურაბის გარდაცვალების გამო. ის წავიდა შვილის დაკარგვით გამოწვეული უდიდესი და მოუშუშებელი ტკივილით, გიგას ცივსისხლიანი მკვლელობიდან ორი წლის შემდგომ. საუბედუროდ, ვერ მოესწრო შვილის მკვლელის დასჯას, რადგან სამართლის აღსრულებას დღემდე ხელს უშლის ჩვენი დროის ყველაზე დიდი უსამართლობა - საოკუპაციო რეჟიმი. არ მოვადუნებთ ძალისხმევას, ვიდრე სამართალი აღსრულდება და მკვლელი დაისჯება. აუცილებლად გავაგრძელებთ ჩვენს მშვიდობიან და სამართლიან ბრძოლას ოკუპაციის დასრულებისთვის. ამ მძიმე წუთებში კი გამძლეობას ვუსურვებ ქალბატონ ჯულიეტას, რომელმაც მეუღლე დაკარგა, მის ოჯახსა და ახლობლებს“,- აცხადებს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი.

30 წლის გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩასთან, საქართველოსა და აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოკლეს... ის გარდაცვლილი ნათესავის ქელეხის სუფრისთვის პროდუქტის გადაგზავნას ცდილობდა.

1 104 ახალი ინფიცირებული და 1 603 განკურნებული - როგორია ბოლო დღე-ღამეში ჩატარებული 30 000-მდე ტესტის შედეგები რეგიონების მიხედვით

"შემიძლია დავიტრაბახო, შესაძლოა ბევრ ევროპულ ქვეყანას არ ჰყავდეს ისეთი ძლიერი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, როგორც თბილისს" - კალაძე

"ინფორმაციის გავრცელების შემდეგ გერმანულ უწყებებთან მქონდა კონტაქტი და..." - რას ამბობს ელჩი სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებულ საქართველოს მოქალაქეებზე?