სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დღეს გახდება ცნობილი, რა სასჯელს შეუფარდებენ ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებს
დღეს გახდება ცნობილი, რა სასჯელს შეუფარდებენ ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებს

ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე არას­რულ­წლო­ვან­თა მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლი ორი­ვე პი­რის მი­მართ სას­ჯე­ლის და­ნიშ­ვნის სხდო­მა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში დღეს, 10:30 სა­ათ­ზე, გა­ი­მარ­თე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, „31 მა­ისს, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი და­ად­გი­ნა ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მომ­ხდარ არას­რულ­წლო­ვან­თა მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლი ორი­ვე პი­რის მი­მართ. კერ­ძოდ, დამ­ნა­შა­ვი­სათ­ვის წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით, არას­რულ­წლოვ­ნის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბი­სათ­ვის და მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბი­სათ­ვის სა­სა­მარ­თლომ არას­რულ­წლო­ვა­ნი ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი დამ­ნა­შა­ვედ ცნო“.

სა­სა­მარ­თლოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­სა­მარ­თლოს გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნით გ.ბ ცნო­ბი­ლი იქნა დამ­ნა­შა­ვედ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში - წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლო­ვან ლე­ვან და­დუ­ნაშ­ვი­ლის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში, ხოლო, გ.ჯ. ცნო­ბი­ლი იქნა დამ­ნა­შა­ვედ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში - წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რუ­წლო­ვან და­ვით სა­რა­ლი­ძის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა­ში. ამა­ვე გა­ნა­ჩე­ნით, წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში გ.ბ. გ.ჯ-სთან ერ­თად უდა­ნა­შა­უ­ლოდ იქნა ცნო­ბი­ლი და­ვით სა­რა­ლი­ძის ჯგუ­ფურ მკვლე­ლო­ბა­ში, ხოლო გ.ჯ მიერ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი სა­სა­მარ­თლოს მიერ დაკ­ვა­ლი­ფი­ცირ­და რო­გორც და­ვით სა­რა­ლი­ძის მკვე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა და­მა­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში.

„ბრალ­დე­ბულ­თა არას­რულ­წლოვ­ნო­ბის გამო, მო­ცე­მულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე სა­სა­მარ­თლო სხდო­მე­ბი და­ხუ­რუ­ლი იყო. არას­რულ­წლო­ვან­თა მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის კო­დექ­სის თა­ნახ­მად, სა­სა­მარ­თლომ დღეს ბრალ­დე­ბულ­თა დამ­ნა­შა­ვედ ცნო­ბის შე­სა­ხებ გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­ა­ცხა­და. გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ცხა­დე­ბის­თა­ნა­ვე სა­სა­მარ­თლო სხდო­მის თავ­მჯდო­მა­რემ და­ნიშ­ნა სას­ჯე­ლის და­ნიშ­ვნის სხდო­მა, რო­მე­ლიც 2018 წლის 1 ივ­ნისს, 10:30 სა­ათ­ზე, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში გა­ი­მარ­თე­ბა“ , - ნათ­ქვა­მია სა­სა­მარ­თლოს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღეს გახდება ცნობილი, რა სასჯელს შეუფარდებენ ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებს

დღეს გახდება ცნობილი, რა სასჯელს შეუფარდებენ ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებს

ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ორივე პირის მიმართ სასჯელის დანიშვნის სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 10:30 საათზე, გაიმართება. აღნიშნულის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

მათივე ინფორმაციით, „31 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა ხორავას ქუჩაზე მომხდარ არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ორივე პირის მიმართ. კერძოდ, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობისათვის და მკვლელობის მცდელობისათვის სასამართლომ არასრულწლოვანი ბრალდებულები დამნაშავედ ცნო“.

სასამართლოს ინფორმაციით, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით გ.ბ ცნობილი იქნა დამნაშავედ დამამძიმებელ გარემოებაში - წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში, ხოლო, გ.ჯ. ცნობილი იქნა დამნაშავედ დამამძიმებელ გარემოებაში - წინასწარი შეცნობით არასრუწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში. ამავე განაჩენით, წარდგენილ ბრალდებაში გ.ბ. გ.ჯ-სთან ერთად უდანაშაულოდ იქნა ცნობილი დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში, ხოლო გ.ჯ მიერ ჩადენილი დანაშაული სასამართლოს მიერ დაკვალიფიცირდა როგორც დავით სარალიძის მკველობის მცდელობა დამაძიმებელ გარემოებაში.

„ბრალდებულთა არასრულწლოვნობის გამო, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო სხდომები დახურული იყო. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასამართლომ დღეს ბრალდებულთა დამნაშავედ ცნობის შესახებ გამამტყუნებელი განაჩენი გამოაცხადა. გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადებისთანავე სასამართლო სხდომის თავმჯდომარემ დანიშნა სასჯელის დანიშვნის სხდომა, რომელიც 2018 წლის 1 ივნისს, 10:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება“ , - ნათქვამია სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს