განათლების რესურსცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ფერაძე განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურს #51–ე სკოლის პედაგოგებზე განხორციელებულ ზეწოლაში ადანაშაულებს.
მისი თ ქმით, ლია გიგაური #51–ე საჯარო სკოლის პედაგოგებს აიძულებდა, არ ეთანამშრომლათ გამოძიებასთან. აღნიშნული განცხადება დავით ფერაძემ პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე გააკეთა.
აქცია პარლამენტის შენობასთან ამ დრომდე მიმდინარეობს და ორგანიზატორები ხელისუფლებას 22:00 საათამდე აძლევენ ვადას, რომ პროკურატურაში დაიბარონ ყველა ის პირი, რომლებიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში არიან ჩარეული. ასევე, 22:00 საათზე გახდება ცნობილი კონკრეტული სამოქმედო გეგმა, თუ რა გზებს მიმართავენ აქციის მონაწილეები იმ შემთხვევაში, თუკი აღნიშნული მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.